მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაგთი" ბაზარზე მონოპოლიურ მდგომარეობას იბრუნებს და ტარიფებს ზრდის
"მაგთი" ბაზარზე მონოპოლიურ მდგომარეობას იბრუნებს და ტარიფებს ზრდის

წინა კვი­რას, "მაგ­თი­კომ­მა" ტა­რი­ფე­ბის ზრდის შე­სა­ხებ აბო­ნენ­ტებს "ახა­რა", თუმ­ცა, ამის შე­სა­ხებ კომ­პა­ნი­ას ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გა­უვრცე­ლე­ბია. 27 აპ­რი­ლი­დან ტა­რი­ფე­ბი, ძი­რი­თა­დად "ბა­ნის" აბო­ნენ­ტე­ბის­თვის იზ­რდე­ბა. წუ­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 14 თეთ­რით ძვირ­დე­ბა და 10 თეთ­რის ნაც­ვლად 24 თეთ­რი ეღი­რე­ბა. მომ­ხმა­რებ­ლებს ინ­ფორ­მა­ცია სმს შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ხით მი­ე­წო­დათ. გარ­და წუ­თობ­რი­ვი სა­უბ­რის გაძ­ვი­რე­ბი­სა, ასე­ვე გაძ­ვირ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი ყო­ველ­თვი­უ­რი ტა­რი­ფე­ბიც. მა­გა­ლი­თად, ტა­რი­ფი "ზერო+", ამ­ჟა­მად მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა თვე­ში 1 ლა­რია, ზა­რის წა­მო­წყე­ბა 7 თეთ­რს შე­ად­გენს, ხოლო შემ­დეგ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი სა­უ­ბა­რი უფა­სოა, 27 აპ­რი­ლი­დან კი ღი­რე­ბუ­ლე­ბა იზ­რდე­ბა. ზა­რის წა­მო­წყე­ბა უკვე 10 თეთ­რი ეღი­რე­ბა ხოლო ყო­ვე­ლი 10 წუ­თის შემ­დეგ აბო­ნენ­ტებს კი­დევ 10 თეთ­რი ჩა­მო­ეჭ­რე­ბათ. ანუ, თუკი აქამ­დე ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 7 თეთ­რს შე­ად­გენ­და, 24 აპ­რი­ლი­დან იგი 30 თეთ­რი ეღი­რე­ბა.

"ბან­კე­ბი და ფი­ნან­სე­ბი" და­უ­კავ­შირ­და კომ­პა­ნია "მაგ­თი­კო­მის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს, თა­თუ­ლი ღვი­ნი­აშ­ვილს და და­ვინ­ტე­რეს­დით თუ რო­მელ ტა­რი­ფებს აძ­ვი­რებს კომ­პა­ნია "მაგ­თი", რამ­დე­ნი თეთ­რით და რი­თია გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ტა­რი­ფე­ბის ზრდა.

კომ­პა­ნი­ი­დან მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია შემ­დე­გია, - მაგ­თის გან­ცხა­დე­ბით, მცი­რე­დით იზ­რდე­ბა მხო­ლოდ პრო­მო ტა­რი­ფებ­ზე ზა­რის წა­მო­წყე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, სხვა ტა­რი­ფე­ბი უც­ვლე­ლი რჩე­ბა ან მცირ­დე­ბა.

"პა­კე­ტი "მაგ­თი 100" - 100 ლა­რი­ა­ნი პა­კე­ტი ჩა­ნაც­ვლდა 60 ლა­რი­ა­ნი პა­კე­ტით "ული­მი­ტო+"; 30 ლა­რი­ა­ნი "მაგ­თი" კი ჩა­ნაც­ვლდა 25 ლა­რი­ა­ნი "მარ­ტი­ვი 25"-ით, უც­ვლე­ლი დარ­ჩა მარ­ტი­ვი 25-ის პი­რო­ბე­ბი. სტან­დარ­ტუ­ლი ტა­რი­ფი უც­ვლე­ლი დარ­ჩა. უც­ვლე­ლი დარ­ჩა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტა­რი­ფიც.

პრო­მო ტა­რი­ფე­ბის ფარ­გლებ­ში სა­სა­უბ­რო წუ­თე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად 0 თეთ­რია. მცი­რე­დით გა­ი­ზარ­და ზა­რის წა­მო­წყე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რაც ბაზ­რის მდგო­მა­რე­ო­ბამ გან­სა­ზღვრა. რიგ პრო­მო ტა­რი­ფებ­ზე და­წეს­და შემ­დე­გი პი­რო­ბა: ერ­თი­ა­ნი უწყვე­ტი ზა­რის ყო­ვე­ლი 10 წუ­თის შემ­დეგ ჩა­მო­იჭ­რე­ბა 10 თეთ­რი. იგი­ვე ცვლი­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და კორ­პო­რა­ტი­ულ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ტა­რიფ­ზე", - აცხა­დე­ბენ კომ­პა­ნია "მაგ­თი­კომ­ში".

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"მაგთი" ბაზარზე მონოპოლიურ მდგომარეობას იბრუნებს და ტარიფებს ზრდის

"მაგთი" ბაზარზე მონოპოლიურ მდგომარეობას იბრუნებს და ტარიფებს ზრდის

წინა კვირას, "მაგთიკომმა" ტარიფების ზრდის შესახებ აბონენტებს "ახარა", თუმცა, ამის შესახებ კომპანიას ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. 27 აპრილიდან ტარიფები, ძირითადად "ბანის" აბონენტებისთვის იზრდება. წუთის ღირებულება 14 თეთრით ძვირდება და 10 თეთრის ნაცვლად 24 თეთრი ეღირება. მომხმარებლებს ინფორმაცია სმს შეტყობინების სახით მიეწოდათ. გარდა წუთობრივი საუბრის გაძვირებისა, ასევე გაძვირდება გარკვეული ყოველთვიური ტარიფებიც. მაგალითად, ტარიფი "ზერო+", ამჟამად მისი ღირებულება თვეში 1 ლარია, ზარის წამოწყება 7 თეთრს შეადგენს, ხოლო შემდეგ ნახევარი საათი საუბარი უფასოა, 27 აპრილიდან კი ღირებულება იზრდება. ზარის წამოწყება უკვე 10 თეთრი ეღირება ხოლო ყოველი 10 წუთის შემდეგ აბონენტებს კიდევ 10 თეთრი ჩამოეჭრებათ. ანუ, თუკი აქამდე ნახევარი საათის ღირებულება 7 თეთრს შეადგენდა, 24 აპრილიდან იგი 30 თეთრი ეღირება.

"ბანკები და ფინანსები" დაუკავშირდა კომპანია "მაგთიკომის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, თათული ღვინიაშვილს და დავინტერესდით თუ რომელ ტარიფებს აძვირებს კომპანია "მაგთი", რამდენი თეთრით და რითია განპირობებული ტარიფების ზრდა.

კომპანიიდან მოწოდებული ინფორმაცია შემდეგია, - მაგთის განცხადებით, მცირედით იზრდება მხოლოდ პრომო ტარიფებზე ზარის წამოწყების ღირებულება, სხვა ტარიფები უცვლელი რჩება ან მცირდება.

"პაკეტი "მაგთი 100" - 100 ლარიანი პაკეტი ჩანაცვლდა 60 ლარიანი პაკეტით "ულიმიტო+"; 30 ლარიანი "მაგთი" კი ჩანაცვლდა 25 ლარიანი "მარტივი 25"-ით, უცვლელი დარჩა მარტივი 25-ის პირობები. სტანდარტული ტარიფი უცვლელი დარჩა. უცვლელი დარჩა საერთაშორისო ტარიფიც.

პრომო ტარიფების ფარგლებში სასაუბრო წუთები პრაქტიკულად 0 თეთრია. მცირედით გაიზარდა ზარის წამოწყების ღირებულება, რაც ბაზრის მდგომარეობამ განსაზღვრა. რიგ პრომო ტარიფებზე დაწესდა შემდეგი პირობა: ერთიანი უწყვეტი ზარის ყოველი 10 წუთის შემდეგ ჩამოიჭრება 10 თეთრი. იგივე ცვლილება განხორციელდა კორპორატიულ ალტერნატიულ ტარიფზე", - აცხადებენ კომპანია "მაგთიკომში".

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია