პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
პედაგოგებს ხელფასი გაეზარდათ
პედაგოგებს ხელფასი გაეზარდათ

აპ­რი­ლის ბო­ლოს პე­და­გო­გე­ბი გაზ­რდილ ხელ­ფასს მი­ი­ღე­ბენ. რო­გორც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრმა თა­მარ სა­ნი­კი­ძემ მთავ­რო­ბის სხდო­მის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, კა­რი­ე­რუ­ლი სქე­მის ფარ­გლებ­ში, პე­და­გო­გებს ხელ­ფა­სი 1-ელი აპ­რი­ლი­დან გა­ე­ზარ­დათ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ბა­ზო ხელ­ფა­სიც გა­იზ­რდე­ბა კი­დევ 50 ლა­რით, რო­გორც ეს შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო და შე­სა­ბა­მი­სად, გა­იზ­რდე­ბა და­ნა­მა­ტე­ბი სა­ფე­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით.

"2012 წელს, ჩვენ ჩა­ვი­ბა­რეთ სა­ბა­ზო ხელ­ფა­სი, რო­მე­ლიც იყო 245 ლარი. დღე­ვან­დე­ლი ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად, სა­ბა­ზო ხელ­ფა­სი 405 ლარი გახ­დე­ბა, რაც არის და­ახ­ლო­ე­ბით 65%-იანი ზრდა. 2016 წლის აპ­რი­ლი­დან, პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი არის უკვე და­ახ­ლო­ე­ბით 600 ლარი, ხოლო 2012 წელს იყო 360 ლარი. უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი არის 800 ლარი, 2012 წელს იყო 450 ლარი. წამ­ყვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ფა­სი არის 965 ლარი, 2012 წელს და­ახ­ლო­ე­ბით 500 ლარი იყო. პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის შემ­თხვე­ვა­ში გვაქვს 67%-იანი ზრდა, 78%-იანი ზრდა - უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის შემ­თხვე­ვა­ში და წამ­ყვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის შემ­თხვე­ვა­ში - 93% ზრდა", - გა­ნა­ცხა­და სა­ნი­კი­ძემ.

მი­ნის­ტრის თქმით, მას­წავ­ლე­ბელ­თა ხელ­ფა­სის მომ­დევ­ნო ზრდა 2017 წელს 1-ელი იან­ვრი­დან გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ ამ პე­რი­ო­დი­დან მას­წავ­ლებ­ლის სა­შუ­ა­ლო ანა­ზღა­უ­რე­ბა 800-900 ლარი უნდა იყოს.

რო­გორც სა­ნი­კი­ძემ გან­მარ­ტა, სა­ხელ­ფა­სო ზრდის­თვის სა­ხელ­მწი­ფომ ვა­უ­ჩე­რუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა გა­ზარ­და და კონ­კრე­ტუ­ლად მას­წავ­ლე­ბელ­თა ხელ­ფა­სის გა­საზ­რდე­ლად და­მა­ტე­ბით 90 მი­ლი­ო­ნი ლარი მი­მარ­თა.

რაც შე­ე­ხე­ბას 2017 წლის­თვის ხელ­ფა­სე­ბის გაზ­რდას, სა­ნი­კი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ჭი­რო გახ­დე­ბა კი­დევ 35 მი­ლი­ო­ნი ლა­რის და­მა­ტე­ბა.

პედაგოგებს ხელფასი გაეზარდათ

პედაგოგებს ხელფასი გაეზარდათ

აპრილის ბოლოს პედაგოგები გაზრდილ ხელფასს მიიღებენ. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, კარიერული სქემის ფარგლებში, პედაგოგებს ხელფასი 1-ელი აპრილიდან გაეზარდათ.

მისივე განმარტებით, საბაზო ხელფასიც გაიზრდება კიდევ 50 ლარით, როგორც ეს შეთანხმებული იყო და შესაბამისად, გაიზრდება დანამატები საფეხურების მიხედვით.

„2012 წელს, ჩვენ ჩავიბარეთ საბაზო ხელფასი, რომელიც იყო 245 ლარი. დღევანდელი ცვლილების შედეგად, საბაზო ხელფასი 405 ლარი გახდება, რაც არის დაახლოებით 65%-იანი ზრდა. 2016 წლის აპრილიდან, პრაქტიკოსი მასწავლებლის საშუალო ხელფასი არის უკვე დაახლოებით 600 ლარი, ხოლო 2012 წელს იყო 360 ლარი. უფროსი მასწავლებლის საშუალო ხელფასი არის 800 ლარი, 2012 წელს იყო 450 ლარი. წამყვანი მასწავლებლის ხელფასი არის 965 ლარი, 2012 წელს დაახლოებით 500 ლარი იყო. პრაქტიკოსი მასწავლებლის შემთხვევაში გვაქვს 67%-იანი ზრდა, 78%-იანი ზრდა - უფროსი მასწავლებლის შემთხვევაში და წამყვანი მასწავლებლის შემთხვევაში - 93% ზრდა“, - განაცხადა სანიკიძემ.

მინისტრის თქმით, მასწავლებელთა ხელფასის მომდევნო ზრდა 2017 წელს 1-ელი იანვრიდან განხორციელდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ პერიოდიდან მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება 800-900 ლარი უნდა იყოს.

როგორც სანიკიძემ განმარტა, სახელფასო ზრდისთვის სახელმწიფომ ვაუჩერული დაფინანსება გაზარდა და კონკრეტულად მასწავლებელთა ხელფასის გასაზრდელად დამატებით 90 მილიონი ლარი მიმართა.

რაც შეეხებას 2017 წლისთვის ხელფასების გაზრდას, სანიკიძის განცხადებით, საჭირო გახდება კიდევ 35 მილიონი ლარის დამატება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია