სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დოპინგის მიღებაში ეჭვმიტანილ ქართველ მოჭიდავეებს დისკვალიფიკაცია მოუხსნეს
დოპინგის მიღებაში ეჭვმიტანილ ქართველ მოჭიდავეებს დისკვალიფიკაცია მოუხსნეს

სა­ერ­თა­შო­რი­სო ან­ტი­დო­პინ­გუ­რი სა­ა­გენ­ტოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ით, დო­პინ­გის მი­ღე­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ ექვს ქარ­თველ მო­ჭი­და­ვეს სან­ქცი­ე­ბი მო­უხ­სნეს.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია sportall-ს სა­ქარ­თვე­ლოს ან­ტი­დო­პინ­გუ­რი სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა პა­ლი­კო კას­რა­ძემ მი­ა­წო­და.

კას­რა­ძის თქმით, თუ პირ­ველ მარ­ტამ­დე აღე­ბულ სინ­ჯებ­ში მელ­დო­ნი­უ­მის შემ­ცვე­ლო­ბა 2-დან 15 მიკ­როგ­რა­მამ­დე იყო, სპორ­ტსმე­ნი დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და, უფრო ნაკ­ლე­ბი შემ­ცვე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი არა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სპორ­ტსმე­ნე­ბის სინ­ჯებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი პრე­პა­რა­ტი და­საშ­ვე­ბი ნორ­მის ფარ­გლებ­ში მო­ექ­ცა.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო ან­ტი­დო­პინ­გურ სა­ა­გენ­ტო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გან­ხილ­ვა, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო 1-ელ იან­ვრამ­დე მი­ღე­ბულ და ამის შემ­დეგ აღ­მო­ჩე­ნილ ამ ჯგუ­ფის დო­პინგზე. ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ გან­სა­ზღვრა შარ­დში მელ­დო­ნი­უ­მის კონ­ცენ­ტრა­ცია და სა­ბო­ლოო დას­კვნა ამ დი­ლით უკვე დაგ­ვიგ­ზავ­ნეს. მას­ში წე­რია, რომ თუ 1-ელ მარ­ტამ­დე აღე­ბულ სინ­ჯებ­ში ეს შემ­ცვე­ლო­ბა 2-დან 15 მიკ­როგ­რა­მამ­დე იყო, ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას, უფრო ნაკ­ლე­ბი კი - არა. ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში ეს მე­ო­რე ვა­რი­ან­ტია - ექ­ვსი­ვე მათ­გა­ნის სინ­ჯი მერ­ყე­ობს 0.2-დან 2-მდე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ქარ­თველ სპორ­ტსმე­ნებს ყვე­ლა­ნა­ი­რი სან­ქცია მო­ეხ­სნათ და აღუდ­გათ თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის - და­ვით მოძ­მა­ნაშ­ვილ­საც, რო­მელ­საც ეს აღარ ეთ­ვლე­ბა გან­მე­ო­რე­ბით დო­პინ­გად", - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს ან­ტი­დო­პინ­გუ­რი სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა პა­ლი­კო კას­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის აკ­რძა­ლუ­ლი პრე­პა­რა­ტის, მელ­დო­ნი­უ­მის მი­ღე­ბა­ში ბრა­ლი ქარ­თველ მო­ჭი­და­ვე­ებს, ბექა ბუ­ჯი­აშ­ვილს, ევ­რო­პუ­ლი თა­მა­შე­ბის ვიცე-ჩემ­პი­ონ ბექა ლომ­თა­ძეს, ახალ­გაზ­რდებ­ში ევ­რო­პის ბრინ­ჯა­ოს პრი­ზი­ორ ავ­თან­დილ კენ­ჭა­ძეს, გი­ორ­გი მეშ­ვილ­დიშ­ვილ­სა და ოლიმ­პი­ა­დის ფი­ნა­ლისტ, ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს ბრინ­ჯა­ოს პრი­ზი­ორ და­ვით მოძ­მა­ნაშ­ვილს, ასე­ვე თა­ვი­სუ­ფალ და ბერ­ძნულ-რო­მა­ულ სტი­ლით მო­ჭი­და­ვე მათე სო­ფა­ძეს ედე­ბო­და. თუმ­ცა ამ­ჯე­რად დო­პინგსკან­დალ­ში შე­საძ­ლოა ქარ­თვე­ლი ბო­დი­ბილ­დე­რე­ბი გა­ეხ­ვან. რო­გორც კას­რა­ძემ sportall-ს გა­ნუ­ცხა­და, სამი ბო­დი­ბილ­დე­რი აკ­რძა­ლუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის მი­ღე­ბა­შია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და ჯერ­ჯე­რო­ბით მათი ანა­ლი­ზე­ბის კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დოპინგის მიღებაში ეჭვმიტანილ ქართველ მოჭიდავეებს დისკვალიფიკაცია მოუხსნეს

დოპინგის მიღებაში ეჭვმიტანილ ქართველ მოჭიდავეებს დისკვალიფიკაცია მოუხსნეს

საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ მიღებული რეგულაციით, დოპინგის მიღებაში ეჭვმიტანილ ექვს ქართველ მოჭიდავეს სანქციები მოუხსნეს.

ამის შესახებ ინფორმაცია sportall-ს საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელმა პალიკო კასრაძემ მიაწოდა.

კასრაძის თქმით, თუ პირველ მარტამდე აღებულ სინჯებში მელდონიუმის შემცველობა 2-დან 15 მიკროგრამამდე იყო, სპორტსმენი დისკვალიფიკაციას ექვემდებარებოდა, უფრო ნაკლები შემცველობის შემთხვევაში კი არა.

მისივე განმარტებით, სპორტსმენების სინჯებში აღნიშნული პრეპარატი დასაშვები ნორმის ფარგლებში მოექცა.

"საერთაშორისო ანტიდოპინგურ სააგენტოში მიმდინარეობდა განხილვა, რაც დაკავშირებული იყო 1-ელ იანვრამდე მიღებულ და ამის შემდეგ აღმოჩენილ ამ ჯგუფის დოპინგზე. ჩატარებულმა კვლევამ განსაზღვრა შარდში მელდონიუმის კონცენტრაცია და საბოლოო დასკვნა ამ დილით უკვე დაგვიგზავნეს. მასში წერია, რომ თუ 1-ელ მარტამდე აღებულ სინჯებში ეს შემცველობა 2-დან 15 მიკროგრამამდე იყო, ექვემდებარებოდა დისკვალიფიკაციას, უფრო ნაკლები კი - არა. ჩვენს შემთხვევაში ეს მეორე ვარიანტია - ექვსივე მათგანის სინჯი მერყეობს 0.2-დან 2-მდე. აქედან გამომდინარე, ქართველ სპორტსმენებს ყველანაირი სანქცია მოეხსნათ და აღუდგათ თავიანთი უფლებები, მათ შორის - დავით მოძმანაშვილსაც, რომელსაც ეს აღარ ეთვლება განმეორებით დოპინგად", - განაცხადა საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელმა პალიკო კასრაძემ.

ცნობისთვის აკრძალული პრეპარატის, მელდონიუმის მიღებაში ბრალი ქართველ მოჭიდავეებს, ბექა ბუჯიაშვილს, ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონ ბექა ლომთაძეს, ახალგაზრდებში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორ ავთანდილ კენჭაძეს, გიორგი მეშვილდიშვილსა და ოლიმპიადის ფინალისტ, ევროპისა და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორ დავით მოძმანაშვილს, ასევე თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავე მათე სოფაძეს ედებოდა. თუმცა ამჯერად დოპინგსკანდალში შესაძლოა ქართველი ბოდიბილდერები გაეხვან. როგორც კასრაძემ sportall-ს განუცხადა, სამი ბოდიბილდერი აკრძალული პრეპარატების მიღებაშია ეჭვმიტანილი და ჯერჯერობით მათი ანალიზების კვლევა მიმდინარეობს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია