სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მიცხოვრია მამა აბრამის კრავის ცხოვრებით, მაგრამ მოძალადე არასდროს ვყოფილვარ" - ვის უხდის ბოდიშს შალვა რამიშვილი
"არ მიცხოვრია მამა აბრამის კრავის ცხოვრებით, მაგრამ მოძალადე არასდროს ვყოფილვარ" - ვის უხდის ბოდიშს შალვა რამიშვილი

"იმე­დი­დან" რამ­დე­ნი­მე დღის წინ გაშ­ვე­ბუ­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი ფე­ის­ბუქ­ზე აქ­ტი­უ­რად ავ­რცე­ლებს პოს­ტებს, რო­მელ­შიც მისი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ი­დან გა­მოშ­ვე­ბის მი­ზეზ­სა და იმ სკან­დალ­ზე სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, მისი და­თხოვ­ნის მი­ზე­ზი გახ­და. მო­რიგ პოს­ტში, რო­მე­ლიც რა­მიშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ და­წე­რა პი­რად გვერ­დზე, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ბო­დიშ­საც იხ­დის:

"მე­გობ­რე­ბო! რო­გორც ირ­კვე­ვა თა­თია სამ­ხა­რა­ძეს (ტასო ბარ­ნო­ვა) აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლი­და­ნაც ჩანს რომ თით­ქოს მე ვა­ხორ­ცი­ე­ლებ მას­ზე სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე ("მო­ძა­ლა­დემ") გუ­შინ­წინ უკვე მივ­მარ­თე პრო­კუ­რა­ტუ­რას ამ "ფაქ­ტის" გა­და­სა­მოწ­მებ­ლად ხოლო გუ­შინ სა­ჯა­როდ მო­ვუ­წო­დე სამ­ხრა­ძეს სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა­კენ - "მსხვერ­პლი" არ აკე­თებს ამას და სა­ჯა­რო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას ატა­რებს ფე­მი­ნის­ტებ­თან ერ­თად.

მე­გობ­რე­ბო! მე ვიცი რომ ზო­გი­ერთ თქვენ­განს არ მოვ­წონ­ვარ და ვძულ­ვარ კი­დეც. მე არ მი­ცხოვ­რია მამა აბ­რა­მის კრა­ვის ცხოვ­რე­ბით, მაგ­რამ მო­ძა­ლა­დე არას­დროს არ ვყო­ფილ­ვარ. თუმ­ცა მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, მათ შო­რის მეც, იცავს ამ ქვეყ­ნის კონ­სტი­ტუ­ცია და კა­ნო­ნე­ბი... მათ შო­რის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმ­პცია. ბრალ­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ გა­ის­მის კამ­პა­ნი­ურ ხა­სი­ათს იღებს. ყვე­ლა­ფე­რი დად­გმულ სპექ­ტაკლს წა­ა­გავს. ჩემი სა­სი­ცო­ცხლო ინ­ტე­რე­სია, რომ ყო­ვე­ლი­ვე ან პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ან/და სა­სა­მარ­თლო­ში გა­ირ­ჩეს.

ახლა ორი­ოდ სი­ტყვა "იმედ­ზე": ეს მე ვარ ის კაცი, რო­მე­ლიც სა­ჯა­როდ მო­ი­თხოვ­და და მო­ი­თხოვს ტე­ლე­ი­მე­დი­სა­გან ჩემი და ჩემ­თან ერ­თად 40 კა­ცის გაგ­დე­ბის მი­ზე­ზის და­სა­ხე­ლე­ბას. იმე­დია მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბა მი­ახ­ვედ­რებს ტე­ლე­ვი­ზი­ის დი­რექ­ტორს, რომ ჩირ­გვებ­ში ჯდო­მა უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა და ის მო­უყ­ვე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რას და სა­ზო­გა­დო­ე­ბას "შალ­ვა რა­მიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბულ კონ­ტრაქ­ტორ კომ­პა­ნი­ას­თან" (ცი­ტა­ტა ტე­ლე­ვი­ზი­ის გან­ცხა­დე­ბი­დან) საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­წყვე­ტის მი­ზეზს.

ტე­ლე­ვი­ზი­ის საქ­ცი­ე­ლი სა­მარ­ცხვი­ნოა!!! თა­ვი­სი დუ­მი­ლით "იმე­დის" დი­რექ­ტო­რი ფაქ­ტი­უ­რად ხელს უწყობს ჩემი მა­კომ­პრო­მენ­ტი­რე­ბე­ლი ცნო­ბე­ბის გახ­მა­უ­რე­ბის პრო­ცესს!!! წინ გვე­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი! შე­ვახ­სე­ნებ ყვე­ლას, რომ ძა­ლა­დო­ბის მტკი­ცე­ბის ტვირ­თი არის ამ "ძა­ლა­დო­ბის" ჰი­პო­თე­ტი­ურ "მსხვერ­პლზე".

მო­ვუ­წო­დებ მო­ქა­ლა­ქე­ებს! და­ი­ცა­ვით კა­ნო­ნი და მი­უ­ხე­და­ვად ჩემ­და­მი პი­რა­დი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბამ­დე შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ ობი­ექ­ტუ­რო­ბა.

აქვე სა­ჯა­როდ ბო­დი­ში მინ­და მო­ვუ­ხა­დო ჩემს მე­უღ­ლეს, შვი­ლებს და ოჯა­ხის წევ­რებს. გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ ჩემი ცო­ლის გამ­ძლე­ო­ბით, რო­მე­ლიც მი­უ­ხე­და­ვად ამ­დე­ნი ლა­ფი­სა მა­ინც გვერ­დში მიდ­გას და მამ­ხნე­ვებს! მე დამ­ნა­შა­ვე მხო­ლოდ თქვენს წი­ნა­შე ვარ!" - წერს შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი პოს­ტში.

იხი­ლეთ ვი­დეო| სკან­და­ლი შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის ირ­გვლივ: რა სა­ხის ზე­წო­ლა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ ტე­ლე­წამ­ყვანს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"არ მიცხოვრია მამა აბრამის კრავის ცხოვრებით, მაგრამ მოძალადე არასდროს ვყოფილვარ" - ვის უხდის ბოდიშს შალვა რამიშვილი

"არ მიცხოვრია მამა აბრამის კრავის ცხოვრებით, მაგრამ მოძალადე არასდროს ვყოფილვარ" - ვის უხდის ბოდიშს შალვა რამიშვილი

"იმედიდან" რამდენიმე დღის წინ გაშვებული ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი ფეისბუქზე აქტიურად ავრცელებს პოსტებს, რომელშიც მისი ტელეკომპანიიდან გამოშვების მიზეზსა და იმ სკანდალზე საუბრობს, რომელიც სავარაუდოდ, მისი დათხოვნის მიზეზი გახდა. მორიგ პოსტში, რომელიც რამიშვილმა რამდენიმე წუთის წინ დაწერა პირად გვერდზე, ტელეწამყვანი ბოდიშსაც იხდის:

"მეგობრებო! როგორც ირკვევა თათია სამხარაძეს (ტასო ბარნოვა) აქვს გაკეთებული ფარული ჩანაწერი, რომლიდანაც ჩანს რომ თითქოს მე ვახორციელებ მასზე სექსუალურ ძალადობას. მიუხედავად იმისა, რომ მე ("მოძალადემ") გუშინწინ უკვე მივმართე პროკურატურას ამ "ფაქტის" გადასამოწმებლად ხოლო გუშინ საჯაროდ მოვუწოდე სამხრაძეს სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობისაკენ - "მსხვერპლი" არ აკეთებს ამას და საჯარო პრესკონფერენციას ატარებს ფემინისტებთან ერთად.

მეგობრებო! მე ვიცი რომ ზოგიერთ თქვენგანს არ მოვწონვარ და ვძულვარ კიდეც. მე არ მიცხოვრია მამა აბრამის კრავის ცხოვრებით, მაგრამ მოძალადე არასდროს არ ვყოფილვარ. თუმცა მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის მეც, იცავს ამ ქვეყნის კონსტიტუცია და კანონები... მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმპცია. ბრალდებები, რომელიც ჩემს წინააღმდეგ გაისმის კამპანიურ ხასიათს იღებს. ყველაფერი დადგმულ სპექტაკლს წააგავს. ჩემი სასიცოცხლო ინტერესია, რომ ყოველივე ან პროკურატურაში ან/და სასამართლოში გაირჩეს.

ახლა ორიოდ სიტყვა "იმედზე": ეს მე ვარ ის კაცი, რომელიც საჯაროდ მოითხოვდა და მოითხოვს ტელეიმედისაგან ჩემი და ჩემთან ერთად 40 კაცის გაგდების მიზეზის დასახელებას. იმედია მოვლენათა განვითარება მიახვედრებს ტელევიზიის დირექტორს, რომ ჩირგვებში ჯდომა უკვე შეუძლებელი ხდება და ის მოუყვება პროკურატურას და საზოგადოებას "შალვა რამიშვილთან დაკავშირებულ კონტრაქტორ კომპანიასთან" (ციტატა ტელევიზიის განცხადებიდან) საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზს.

ტელევიზიის საქციელი სამარცხვინოა!!! თავისი დუმილით "იმედის" დირექტორი ფაქტიურად ხელს უწყობს ჩემი მაკომპრომენტირებელი ცნობების გახმაურების პროცესს!!! წინ გველის მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესები! შევახსენებ ყველას, რომ ძალადობის მტკიცების ტვირთი არის ამ "ძალადობის" ჰიპოთეტიურ "მსხვერპლზე".

მოვუწოდებ მოქალაქეებს! დაიცავით კანონი და მიუხედავად ჩემდამი პირადი დამოკიდებულებისა სასამართლოს გადაწყვეტილებებამდე შეძლებისდაგვარად შეინარჩუნეთ ობიექტურობა.

აქვე საჯაროდ ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემს მეუღლეს, შვილებს და ოჯახის წევრებს. გაოცებული ვარ ჩემი ცოლის გამძლეობით, რომელიც მიუხედავად ამდენი ლაფისა მაინც გვერდში მიდგას და მამხნევებს! მე დამნაშავე მხოლოდ თქვენს წინაშე ვარ!" - წერს შალვა რამიშვილი პოსტში.

იხილეთ ვიდეო| სკანდალი შალვა რამიშვილის ირგვლივ: რა სახის ზეწოლაში ადანაშაულებენ ტელეწამყვანს ყოფილი თანამშრომლები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს