პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი პირველი ენციკლოპედიის" გაფორმებაზე National Geographic-მა იზრუნა
"ჩემი პირველი ენციკლოპედიის" გაფორმებაზე National Geographic-მა იზრუნა

სე­რია 16 წიგ­ნის­გან შედ­გე­ბა და თი­თო­ე­უ­ლი ტომი National Geographic-ის ფო­ტოგ­რა­ფე­ბის უახ­ლე­სი ნა­მუ­შევ­რე­ბით არის გა­ფორ­მე­ბუ­ლი. ამას­თან, წიგ­ნი ინ­ფოგ­რა­ფი­კე­ბი­თაც არის დატ­ვირ­თუ­ლი, რაც სხვა პრო­ექ­ტებ­ში არ გა­მოგ­ვი­ყე­ნე­ბია. ეს და­მა­ტე­ბი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა ბავ­შვე­ბის­თვის, რომ ტექ­სტის აღ­ქმა მათ­თვის კი­დევ უფრო იოლი გახ­დეს.

რო­გორ შე­ვაყ­ვა­როთ ბავ­შვს წიგ­ნის კი­თხვა? ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის ძი­ე­ბი­სას ფრან­გი მწე­რა­ლი და­ნი­ელ პე­ნა­კი მი­ვი­და დას­კვნამ­დე, რომ მშობ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას მთა­ვარ შეც­დო­მას სა­თა­ვე­ში­ვე უშ­ვებს - თა­ვად და­ფიქ­რდით, რო­გორც უნდა ეცა­დოთ, სხვი­სი შე­გო­ნე­ბი­თა და და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნით, თუნ­დაც ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თის სიყ­ვა­რუ­ლი, ან თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო სფე­რო­ზე ოც­ნე­ბა შე­გიძ­ლი­ათ? - არა! ზუს­ტად იგი­ვე ხდე­ბა წიგ­ნის შემ­თხვე­ვა­შიც - კი­თხვა, ისე­ვე რო­გორც სიყ­ვა­რუ­ლი ან ოც­ნე­ბა, მკაცრ მი­თი­თე­ბებ­სა და ბრძა­ნე­ბით კი­ლოს ვერ ეგუ­ე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, შვილ­თან და­ჟი­ნე­ბით სა­უ­ბა­რი, რომ წიგ­ნის კი­თხვა სა­სი­ა­მოვ­ნო, სა­სარ­გებ­ლო და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მი­ზანს ვე­რა­სო­დეს აღ­წევს.

ბავ­შვთა ფსი­ქო­ლო­გე­ბი დიდი ხა­ნია შე­თან­ხმდნენ, რომ ამ დი­ლე­მი­დან ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ბავ­შვე­ბის­თვის წიგ­ნე­ბის სწო­რად შერ­ჩე­ვაა. იმ ფონ­ზე, რო­დე­საც თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შვს უამ­რა­ვი გა­სარ­თო­ბი აქვს, თუნ­დაც კომ­პი­უ­ტე­რი­სა და ტე­ლე­ვი­ზო­რის სა­ხით, მშობ­ლებ­მა უნდა იპო­ვონ ისე­თი გა­მო­ცე­მე­ბი, რომ­ლის ში­ნა­არ­სიც მათ შვი­ლებს გა­დაშ­ლის­თა­ნა­ვე და­ა­ინ­ტე­რე­სებს. რო­გორც წესი, ასეთ დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა წიგ­ნის ილუსტრა­ცი­ებს ენი­ჭე­ბა - თუ ბავ­შვმა ნა­ხა­ტე­ბი­სა და ფო­ტო­ე­ბის მი­მართ ნაკ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა, არც წიგ­ნის ში­ნა­არ­სით და­ინ­ტე­რეს­დე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას "პა­ლიტ­რა L" გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას ილუსტრა­ცი­ებს ანი­ჭებს. ვი­ზუ­ა­ლი, რო­გორც თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბა, ბავ­შვის აზ­როვ­ნე­ბის არე­ალს აფარ­თო­ებს და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა­საც მაქ­სი­მა­ლუ­რად ზრდის. იმი­სათ­ვის, რომ ბავ­შვებს კი­თხვა ად­რე­ულ ასაკ­ში შე­აყ­ვა­როთ, გა­მომ­ცემ­ლო­ბა ამ­ჯე­რად ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის სე­რი­ას გთა­ვა­ზობთ, რომ­ლის გა­ფორ­მე­ბა­ზე, არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, National Geographic-მა იზ­რუ­ნა.

სა­ბავ­შვო ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის ში­ნა­არსსა და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებ­ზე "პა­ლიტ­რა L"-ის მთა­ვარ რე­დაქ­ტორს, ნინო დე­კა­ნო­სი­ძეს ვე­სა­უბ­რეთ:

- 13 აპ­რილს გა­მო­ვა პირ­ვე­ლი ტომი (ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბი) და ყო­ველ ოთხშა­ბათს და­ნარ­ჩე­ნი 15 ტომი. პირ­ველ ტომს ახ­ლავს სტი­კე­რე­ბის დიდი ალ­ბო­მი და ყუთი, რო­მელ­შიც შე­ი­ნა­ხე­ბა ყვე­ლა ტომი. "პა­ლიტ­რა L"-ის ახა­ლი პრო­ექ­ტი - ჩემი პირ­ვე­ლი ენ­ციკ­ლო­პე­დია - სხვა მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბის­გან მრა­ვალ­მხრი­ვი კომ­პო­ნენ­ტით გან­სხვავ­დე­ბა. ეს არის წიგ­ნე­ბის სე­რია, რო­მე­ლიც, რო­გორც უმ­ცრო­სი სას­კო­ლო ასა­კის ბავ­შვს, ისე ნე­ბის­მი­ერ თი­ნე­ი­ჯერს და­ა­ინ­ტე­რე­სებს. ენ­ციკ­ლო­პე­დია უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბით მაქ­სი­მა­ლუ­რად არის დატ­ვირ­თუ­ლი. სე­რია 16 წიგ­ნის­გან შედ­გე­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად მსურ­ვე­ლი პირ­ველ ტომს, სტი­კე­რე­ბის ალ­ბომ­სა და ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის­თვის გან­კუთ­ვნილ ულა­მა­ზეს ყუთს შე­ი­ძენს, რაც მათ სა­ბავ­შვო ბიბ­ლი­ო­თე­კას გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გილს მი­ა­კუთ­ვნებს. ყუთი ისეა დამ­ზა­დე­ბუ­ლი, რომ მას­ში სე­რი­ის თექ­ვსმე­ტი­ვე წიგ­ნი გან­თავ­სდეს.

- რა ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ი­ღებს მკი­თხვე­ლი ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის გაც­ნო­ბი­სას?

- თი­თო­ე­უ­ლი წიგ­ნი სხვა­დას­ხვა სფე­როს ეძღვნე­ბა, მა­გა­ლი­თად, პირ­ვე­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბი, დი­ნო­ზავ­რე­ბი, მკვლევ­რე­ბი და ა.შ. რაც მთა­ვა­რია, ენ­ციკ­ლო­პე­დია National Geographic-ის ფო­ტოგ­რა­ფე­ბის უახ­ლე­სი ნა­მუ­შევ­რე­ბით არის გა­ფორ­მე­ბუ­ლი. ამას­თან, წიგ­ნი ინ­ფოგ­რა­ფი­კე­ბი­თაც არის დატ­ვირ­თუ­ლი, რაც სხვა პრო­ექ­ტებ­ში არ გა­მოგ­ვი­ყე­ნე­ბია. ეს და­მა­ტე­ბი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა ბავ­შვე­ბის­თვის, რომ ტექ­სტის აღ­ქმა მათ­თვის კი­დევ უფრო იოლი გახ­დეს. ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ერ­თად, პირ­ველ ტომ­ში მო­თხრო­ბი­ლია გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მყოფ ცხო­ველ­თა თუ ფრინ­ველ­თა სა­ხე­ო­ბებ­ზე, რაც პა­ტა­რა მკი­თხველს ეკო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მებ­ზეც და­ა­ფიქ­რებს. პი­რა­დად ჩემ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მო­მა­ვალ თა­ო­ბას მეტი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დეს, რა გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ა­ნი გა­რე­მო­ზე.

სტი­კე­რე­ბის დიდი წიგ­ნი ბავ­შვე­ბის­თვის კი­თხვის პრო­ცესს კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სოს გახ­დის - თითო წიგნს სტი­კე­რე­ბის ჩა­ნარ­თი მოჰ­ყვე­ბა, რო­მე­ლიც მკი­თხველ­მა მი­თი­თე­ბუ­ლი ნუ­მე­რა­ცი­ით უნდა ჩა­აკ­რას ალ­ბომ­შიც და თი­თო­ე­ულ ტომ­შიც. ცნო­ბი­ლია, რომ ბავ­შვებს სტი­კე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა უყ­ვართ, ამი­ტომ ალ­ბო­მის შექ­მნის პრო­ცე­სი მათ სხვა ტო­მე­ბის გაც­ნო­ბის მეტ ჟინს გა­უ­ჩენს. რაც მთა­ვა­რია, სე­რია ხელ­მი­საწ­ვდო­მია. ყუ­თის, სტი­კე­რე­ბის ალ­ბო­მი­სა და პირ­ვე­ლი ტო­მის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 14 ლა­რია, ყვე­ლა მომ­დევ­ნო ტო­მის ფასი კი მხო­ლოდ სამი ლარი.

რუ­სუ­დან შე­ლია

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

"ჩემი პირველი ენციკლოპედიის" გაფორმებაზე National Geographic-მა იზრუნა

"ჩემი პირველი ენციკლოპედიის" გაფორმებაზე National Geographic-მა იზრუნა

სერია 16 წიგნისგან შედგება და თითოეული ტომი National Geographic-ის ფოტოგრაფების უახლესი ნამუშევრებით არის გაფორმებული. ამასთან, წიგნი ინფოგრაფიკებითაც არის დატვირთული, რაც სხვა პროექტებში არ გამოგვიყენებია. ეს დამატებითი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, რომ ტექსტის აღქმა მათთვის კიდევ უფრო იოლი გახდეს.

როგორ შევაყვაროთ ბავშვს წიგნის კითხვა? ამ კითხვაზე პასუხის ძიებისას ფრანგი მწერალი დანიელ პენაკი მივიდა დასკვნამდე, რომ მშობლების უმეტესობა შვილებთან ურთიერთობისას მთავარ შეცდომას სათავეშივე უშვებს - თავად დაფიქრდით, როგორც უნდა ეცადოთ, სხვისი შეგონებითა და დაჟინებული მოთხოვნით, თუნდაც ღირებული ნივთის სიყვარული, ან თქვენთვის უინტერესო სფეროზე ოცნება შეგიძლიათ? - არა! ზუსტად იგივე ხდება წიგნის შემთხვევაშიც - კითხვა, ისევე როგორც სიყვარული ან ოცნება, მკაცრ მითითებებსა და ბრძანებით კილოს ვერ ეგუება. შესაბამისად, შვილთან დაჟინებით საუბარი, რომ წიგნის კითხვა სასიამოვნო, სასარგებლო და აუცილებელია, მიზანს ვერასოდეს აღწევს.

ბავშვთა ფსიქოლოგები დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ ამ დილემიდან ერთადერთი გამოსავალი ბავშვებისთვის წიგნების სწორად შერჩევაა. იმ ფონზე, როდესაც თანამედროვე ბავშვს უამრავი გასართობი აქვს, თუნდაც კომპიუტერისა და ტელევიზორის სახით, მშობლებმა უნდა იპოვონ ისეთი გამოცემები, რომლის შინაარსიც მათ შვილებს გადაშლისთანავე დააინტერესებს. როგორც წესი, ასეთ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა წიგნის ილუსტრაციებს ენიჭება - თუ ბავშვმა ნახატებისა და ფოტოების მიმართ ნაკლები ყურადღება გამოიჩინა, არც წიგნის შინაარსით დაინტერესდება. სწორედ ამიტომ, საბავშვო ლიტერატურაზე მუშაობისას "პალიტრა L" განსაკუთრებულ მნიშვნელობას ილუსტრაციებს ანიჭებს. ვიზუალი, როგორც თვალსაჩინოება, ბავშვის აზროვნების არეალს აფართოებს და ცნობისმოყვარეობასაც მაქსიმალურად ზრდის. იმისათვის, რომ ბავშვებს კითხვა ადრეულ ასაკში შეაყვაროთ, გამომცემლობა ამჯერად ენციკლოპედიის სერიას გთავაზობთ, რომლის გაფორმებაზე, არც მეტი, არც ნაკლები, National Geographic-მა იზრუნა.

საბავშვო ენციკლოპედიის შინაარსსა და სხვა საინტერესო დეტალებზე "პალიტრა L"-ის მთავარ რედაქტორს, ნინო დეკანოსიძეს ვესაუბრეთ:

- 13 აპრილს გამოვა პირველი ტომი (ძუძუმწოვრები) და ყოველ ოთხშაბათს დანარჩენი 15 ტომი. პირველ ტომს ახლავს სტიკერების დიდი ალბომი და ყუთი, რომელშიც შეინახება ყველა ტომი. "პალიტრა L"-ის ახალი პროექტი - ჩემი პირველი ენციკლოპედია - სხვა მსგავსი პროექტებისგან მრავალმხრივი კომპონენტით განსხვავდება. ეს არის წიგნების სერია, რომელიც, როგორც უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვს, ისე ნებისმიერ თინეიჯერს დააინტერესებს. ენციკლოპედია უახლესი ინფორმაციებით მაქსიმალურად არის დატვირთული. სერია 16 წიგნისგან შედგება. თავდაპირველად მსურველი პირველ ტომს, სტიკერების ალბომსა და ენციკლოპედიისთვის განკუთვნილ ულამაზეს ყუთს შეიძენს, რაც მათ საბავშვო ბიბლიოთეკას განსაკუთრებულ ადგილს მიაკუთვნებს. ყუთი ისეა დამზადებული, რომ მასში სერიის თექვსმეტივე წიგნი განთავსდეს.

- რა ინფორმაციას მიიღებს მკითხველი ენციკლოპედიის გაცნობისას?

- თითოეული წიგნი სხვადასხვა სფეროს ეძღვნება, მაგალითად, პირველი აღმოჩენები, დინოზავრები, მკვლევრები და ა.შ. რაც მთავარია, ენციკლოპედია National Geographic-ის ფოტოგრაფების უახლესი ნამუშევრებით არის გაფორმებული. ამასთან, წიგნი ინფოგრაფიკებითაც არის დატვირთული, რაც სხვა პროექტებში არ გამოგვიყენებია. ეს დამატებითი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, რომ ტექსტის აღქმა მათთვის კიდევ უფრო იოლი გახდეს. ყველა აუცილებელ ინფორმაციასთან ერთად, პირველ ტომში მოთხრობილია გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა თუ ფრინველთა სახეობებზე, რაც პატარა მკითხველს ეკოლოგიურ პრობლემებზეც დააფიქრებს. პირადად ჩემთვის აუცილებელია, მომავალ თაობას მეტი ინფორმაცია ჰქონდეს, რა გავლენას ახდენს ადამიანი გარემოზე.

სტიკერების დიდი წიგნი ბავშვებისთვის კითხვის პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის - თითო წიგნს სტიკერების ჩანართი მოჰყვება, რომელიც მკითხველმა მითითებული ნუმერაციით უნდა ჩააკრას ალბომშიც და თითოეულ ტომშიც. ცნობილია, რომ ბავშვებს სტიკერების შეგროვება უყვართ, ამიტომ ალბომის შექმნის პროცესი მათ სხვა ტომების გაცნობის მეტ ჟინს გაუჩენს. რაც მთავარია, სერია ხელმისაწვდომია. ყუთის, სტიკერების ალბომისა და პირველი ტომის ღირებულება 14 ლარია, ყველა მომდევნო ტომის ფასი კი მხოლოდ სამი ლარი.

რუსუდან შელია

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი