მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით პანკისელი ტყუპები, რომლებსაც მშობლები 26 წელი ელოდნენ
გაიცანით პანკისელი ტყუპები, რომლებსაც მშობლები 26 წელი ელოდნენ

26 წლი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ, 45 წლის ცირა მუ­ზი­კაშ­ვი­ლი ერ­თდრო­უ­ლად სამი ტყუ­პის დედა გახ­და. აბ­დულ ქე­რიმ, მუ­ჰა­მედ და მე­ლი­ნა მუ­ზი­კაშ­ვი­ლე­ბი ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში თვე­ნა­ხევ­რის წინ და­ი­ბად­ნენ.

- მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა ვნატ­რობ­დი შვილს და ვერც ვი­ფიქ­რებ­დი, ერ­თად სამი შვი­ლის დედა თუ გავ­ხდე­ბო­დი. თავ­და­პირ­ვე­ლად მი­თხრეს, ორი ბიჭი და ერთი გოგო გე­ყო­ლე­ბაო, შემ­დეგ კი პი­რი­ქით. პირ­ვე­ლი აბ­დულ ქე­რი­მი და­ი­ბა­და, შემ­დეგ მუ­ჰა­მე­დი, მე­გო­ნა მე­სა­მეც ბიჭი იქ­ნე­ბო­და და ჩემ­მა ექიმ­მა რეზო სუ­ლუ­ხი­ამ თქვა, ფუ­ფა­ლა და­ი­ბა­დაო, ძა­ლი­ან გა­მე­ხარ­და. მუ­ჰა­მე­დი - 1.700, მე­ლი­ნა - 1.600, აბ­დულ ქე­რი­მი კი 1.500 გრა­მი და­ი­ბა­და. ბი­ჭებს ჩემ­მა მა­მამ­თილ­მა შე­ურ­ჩია სა­ხე­ლი. გო­გო­ნას - მე. ინ­ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის პირ­ვე­ლი ორი ცდა უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა, მე­სა­მედ გა­მი­მარ­თლა. ასე მგო­ნია, ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი არა­ვინ არის. მინ­და ვიყ­ვი­რო, მთელ­მა მსოფ­ლი­ომ გა­ი­გოს ჩემი ბედ­ნი­ე­რე­ბა. მემ­კვიდ­რე ყვე­ლას უნდა, პან­კის­ში კი ამას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. თუ ქალს შვი­ლი არ უჩ­ნდე­ბა, მა­მა­კაცს მე­ო­რე ცოლი მოჰ­ყავს. თუმ­ცა, ჩემს ოჯახ­ში ამა­ზე სა­უ­ბა­რი არას­დროს ყო­ფი­ლა.

იხი­ლეთ ვი­დეო

- სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ი­კე­თეთ ინ-ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა?- ჩემი ექი­მის თა­თია ტუ­ღუ­შის რჩე­ვით წა­ვე­დი უკ­რა­ი­ნა­ში, სა­დაც გა­ვი­კე­თე ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა და გავ­ხდი სამი შვი­ლის დედა. შვი­ლი ძა­ლი­ან მინ­დო­და, ექი­მებს ყვე­ლა­ფერს ვუ­ჯე­რებ­დი, ორ­ჯერ ვი­წე­ქი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე ღუ­დუ­შა­ურ­ში. როცა გა­ვი­გე, რომ სამი შვი­ლის დედა გავ­ხდე­ბო­დი, ცოტა შე­მე­შინ­და, ვი­ფიქ­რე ასა­კიც მაქვს, ჯან­მრთე­ლო­ბაც არ მი­წყობს ხელს და ხომ შე­იძ­ლე­ბა ვერ გა­ვა­ჩი­ნო-თქო, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­და. ჩემი დები და­მეხ­მა­რე­ბი­ან ბავ­შვე­ბის გაზ­რდა­ში, შემ­დეგ კი ძი­ძა­საც ავიყ­ვან. სპი­ნა­ლუ­რით გა­ვი­კე­თე სა­კე­ის­რო კვე­თა, ყვე­ლა­ფე­რი მეს­მო­და, ყვე­ლა­ფერს ვხე­დავ­დი, რეზო სუ­ლუ­ხი­ას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით ერთ წუთ­ში გავ­ხდი სამი შვი­ლის დედა.

პა­ტა­რა მუ­ზი­კაშ­ვი­ლე­ბი და­ბა­დე­ბი­დან თვე­ნა­ხევ­რის შემ­დეგ გა­მო­წე­რეს ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კი­დან. რად­გან ჩვი­ლე­ბი პა­ტა­რა წო­ნის და­ი­ბად­ნენ, ამ პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე კლი­ნი­კა­ში ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

"ასე­თი გაზ­რდი­ლი შვი­ლე­ბი და­მახ­ვედ­რეს ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კის ექი­მებ­მა. ისე­თი ბედ­ნი­ე­რი ვარ, ასე მგო­ნია 5 შვილ­საც გავზრდი" - ამ­ბობს ცირა მუ­ზი­კაშ­ვი­ლი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

გაიცანით პანკისელი ტყუპები, რომლებსაც მშობლები 26 წელი ელოდნენ

გაიცანით პანკისელი ტყუპები, რომლებსაც მშობლები 26 წელი ელოდნენ

26 წლიანი ლოდინის შემდეგ, 45 წლის ცირა მუზიკაშვილი ერთდროულად სამი ტყუპის დედა გახდა. აბდულ ქერიმ, მუჰამედ და მელინა მუზიკაშვილები ღუდუშაურის კლინიკაში თვენახევრის წინ დაიბადნენ.

- მთელი ჩემი ცხოვრება ვნატრობდი შვილს და ვერც ვიფიქრებდი, ერთად სამი შვილის დედა თუ გავხდებოდი. თავდაპირველად მითხრეს, ორი ბიჭი და ერთი გოგო გეყოლებაო, შემდეგ კი პირიქით. პირველი აბდულ ქერიმი დაიბადა, შემდეგ მუჰამედი, მეგონა მესამეც ბიჭი იქნებოდა და ჩემმა ექიმმა რეზო სულუხიამ თქვა, ფუფალა დაიბადაო, ძალიან გამეხარდა. მუჰამედი - 1.700, მელინა - 1.600, აბდულ ქერიმი კი 1.500 გრამი დაიბადა. ბიჭებს ჩემმა მამამთილმა შეურჩია სახელი. გოგონას - მე. ინვიტრო განაყოფიერების პირველი ორი ცდა უშედეგო აღმოჩნდა, მესამედ გამიმართლა. ასე მგონია, ჩემზე ბედნიერი არავინ არის. მინდა ვიყვირო, მთელმა მსოფლიომ გაიგოს ჩემი ბედნიერება. მემკვიდრე ყველას უნდა, პანკისში კი ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თუ ქალს შვილი არ უჩნდება, მამაკაცს მეორე ცოლი მოჰყავს. თუმცა, ჩემს ოჯახში ამაზე საუბარი არასდროს ყოფილა.

იხილეთ ვიდეო

- საქართველოში გაიკეთეთ ინ-ვიტრო განაყოფიერება? - ჩემი ექიმის თათია ტუღუშის რჩევით წავედი უკრაინაში, სადაც გავიკეთე ხელოვნური განაყოფიერება და გავხდი სამი შვილის დედა. შვილი ძალიან მინდოდა, ექიმებს ყველაფერს ვუჯერებდი, ორჯერ ვიწექი შენარჩუნებაზე ღუდუშაურში. როცა გავიგე, რომ სამი შვილის დედა გავხდებოდი, ცოტა შემეშინდა, ვიფიქრე ასაკიც მაქვს, ჯანმრთელობაც არ მიწყობს ხელს და ხომ შეიძლება ვერ გავაჩინო-თქო, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა. ჩემი დები დამეხმარებიან ბავშვების გაზრდაში, შემდეგ კი ძიძასაც ავიყვან. სპინალურით გავიკეთე საკეისრო კვეთა, ყველაფერი მესმოდა, ყველაფერს ვხედავდი, რეზო სულუხიას პროფესიონალიზმით ერთ წუთში გავხდი სამი შვილის დედა.

პატარა მუზიკაშვილები დაბადებიდან თვენახევრის შემდეგ გამოწერეს ღუდუშაურის კლინიკიდან. რადგან ჩვილები პატარა წონის დაიბადნენ, ამ პერიოდის მანძილზე კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ.

"ასეთი გაზრდილი შვილები დამახვედრეს ღუდუშაურის კლინიკის ექიმებმა. ისეთი ბედნიერი ვარ, ასე მგონია 5 შვილსაც გავზრდი" - ამბობს ცირა მუზიკაშვილი.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია