პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იქნება მომავლის ცათამბჯენები
როგორი იქნება მომავლის ცათამბჯენები

გავ­ლე­ნი­ან­მა ჟურ­ნალ­მა eVolo-მ ფუ­ტუ­რის­ტუ­ლი ცა­თამბჯე­ნე­ბის ყო­ველ­წლი­უ­რი კონ­კურ­სი ჩა­ა­ტა­რა. 489 პრე­ტენ­დენ­ტი­დან 3 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი აირ­ჩი­ეს, თუმ­ცა, ჟი­უ­რის ყუ­რა­დღე­ბა სხვა ინო­ვა­ცი­ურ­მა იდე­ებ­მაც მი­ი­პყრო.

ფუ­ტუ­რის­ტუ­ლი ცა­თამბჯე­ნე­ბი ფან­ტას­ტი­კუ­რი ფილ­მის შე­ნო­ბებს ჰგავს, მაგ­რამ არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სწო­რედ ასე­თი იქ­ნე­ბა მო­მავ­ლის ცა­თამბჯე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც რო­გორც სო­ცი­ა­ლურ, ისე ეკო­ლო­გი­ურ და სხვა უამ­რავ ფუნ­ქცი­ას შე­ი­თავ­სე­ბენ.

იხი­ლეთ გა­ლე­რეა

1. eVolo-ს კონ­კურ­სში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა პრო­ექ­ტმა სა­ხელ­წო­დე­ბით "ნიუ-იორ­კის ჰო­რი­ზონ­ტი". ამე­რი­კე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბის უი­ტან სა­ნი­სა და ჯან­ში ვუს ჩა­ნა­ფიქ­რით, ნიუ-იორ­კის ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კის პე­რი­მეტრზე უნდა აშენ­დეს 18 მი­ლი­ო­ნი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის ფარ­თო­ბის მართკუ­თხე­დი, კედ­ლი­სე­ბუ­რი ფორ­მის შე­ნო­ბა, ის ცნო­ბი­ლი Empire State Building-ზე 80-ჯერ უფრო დიდი იქ­ნე­ბა. ცა­თამბჯე­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სდე­ბა ოფი­სე­ბი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი, სას­ტუმ­რო­ე­ბი და კულ­ტუ­რუ­ლი ცენ­ტრე­ბი. ხოლო 304 მეტ­რის სი­მაღ­ლის ფა­სა­დი მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ამ­რეკ­ლი შუ­შით, რაც პარ­კის უსას­რუ­ლო­ბის ილუ­ზი­ას შექ­მნის.

2. eVolo-ს კონ­კურ­სში მე­ო­რე ად­გი­ლი ამე­რი­კე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბის გუნ­დმა და­ი­კა­ვა ვერ­ტი­კა­ლუ­რი სად­გუ­რის პრო­ექ­ტით, სა­ხელ­წო­დე­ბით "სკა". მათი ჩა­ნა­ფიქ­რით, მო­მა­ვალ­ში, როცა უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის ფარ­თო გა­მო­ყე­ნე­ბა და­ი­წყე­ბა, ეს იქ­ნე­ბა დრო­ნე­ბის პარ­კინ­გის ად­გი­ლი.

3. მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­ვი­და "დატა-კოშ­კის" პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც იტა­ლი­ელ არ­ქი­ტექ­ტო­რებს, ვა­ლე­რი მერ­კუ­რი­სა და მარ­კო მერ­ლე­ტის ეკუთ­ვნის. მათი ჩა­ნა­ფიქ­რით, ცა­თამბჯე­ნი, რო­მე­ლიც ის­ლან­დი­ა­ში აშენ­დე­ბა, სერ­ვე­რის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის შე­ნახ­ვის­თვის იქ­ნე­ბა გან­კუთ­ვნი­ლი.

4. eVolo-ს ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო პრო­ექ­ტად და­სა­ხელ­და "კოს­მო­სუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო", სა­დაც პა­ცი­ენ­ტე­ბი გა­და­ად­გი­ლე­ბას სპე­ცი­ა­ლუ­რი, მოძ­რა­ვი ბი­ლი­კე­ბით შეძ­ლე­ბენ და მათი შე­ნო­ბის შიგ­ნით ტრან­სპორ­ტი­რე­ბის­თვის მი­ნი­მა­ლუ­რი ძა­ლის­ხმე­ვა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო.

5. "ვე­ლუ­რი ცა­თამბჯე­ნის" პრო­ექ­ტი თვალ­ში­სა­ცე­მი დი­ზა­ი­ნით და ორი­გი­ნა­ლუ­რი იდე­ით გა­მო­ირ­ჩე­ვა. იდე­ის ავ­ტორ­თა თქმით, ცა­თამბჯე­ნის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სივ­რცი­თი სა­ზღვრე­ბის წაშ­ლაა. იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

როგორი იქნება მომავლის ცათამბჯენები

როგორი იქნება მომავლის ცათამბჯენები

გავლენიანმა ჟურნალმა eVolo-მ ფუტურისტული ცათამბჯენების ყოველწლიური კონკურსი ჩაატარა. 489 პრეტენდენტიდან 3 გამარჯვებული აირჩიეს, თუმცა, ჟიურის ყურადღება სხვა ინოვაციურმა იდეებმაც მიიპყრო.

ფუტურისტული ცათამბჯენები ფანტასტიკური ფილმის შენობებს ჰგავს, მაგრამ არქიტექტორები ამბობენ, რომ სწორედ ასეთი იქნება მომავლის ცათამბჯენები, რომლებიც როგორც სოციალურ, ისე ეკოლოგიურ და სხვა უამრავ ფუნქციას შეითავსებენ.

იხილეთ გალერეა

1. eVolo-ს კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა პროექტმა სახელწოდებით "ნიუ-იორკის ჰორიზონტი". ამერიკელი არქიტექტორების უიტან სანისა და ჯანში ვუს ჩანაფიქრით, ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის პერიმეტრზე უნდა აშენდეს 18 მილიონი კვადრატული მეტრის ფართობის მართკუთხედი, კედლისებური ფორმის შენობა, ის ცნობილი Empire State Building-ზე 80-ჯერ უფრო დიდი იქნება. ცათამბჯენის ტერიტორიაზე განთავსდება ოფისები, საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები და კულტურული ცენტრები. ხოლო 304 მეტრის სიმაღლის ფასადი მოპირკეთებული იქნება ამრეკლი შუშით, რაც პარკის უსასრულობის ილუზიას შექმნის.

2. eVolo-ს კონკურსში მეორე ადგილი ამერიკელი არქიტექტორების გუნდმა დაიკავა ვერტიკალური სადგურის პროექტით, სახელწოდებით "სკა". მათი ჩანაფიქრით, მომავალში, როცა უპილოტო საფრენი აპარატების ფართო გამოყენება დაიწყება, ეს იქნება დრონების პარკინგის ადგილი.

3. მესამე ადგილზე გავიდა "დატა-კოშკის" პროექტი, რომელიც იტალიელ არქიტექტორებს, ვალერი მერკურისა და მარკო მერლეტის ეკუთვნის. მათი ჩანაფიქრით, ცათამბჯენი, რომელიც ისლანდიაში აშენდება, სერვერის აღჭურვილობის შენახვისთვის იქნება განკუთვნილი.

4. eVolo-ს ერთ-ერთ საუკეთესო პროექტად დასახელდა "კოსმოსური საავადმყოფო", სადაც პაციენტები გადაადგილებას სპეციალური, მოძრავი ბილიკებით შეძლებენ და მათი შენობის შიგნით ტრანსპორტირებისთვის მინიმალური ძალისხმევა იქნება საჭირო.

5. "ველური ცათამბჯენის" პროექტი თვალშისაცემი დიზაინით და ორიგინალური იდეით გამოირჩევა. იდეის ავტორთა თქმით, ცათამბჯენის მთავარი მიზანი სივრცითი საზღვრების წაშლაა. იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს