პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაზე დიდი კაპიტალის" მფლობელი ქალი
"ყველაზე დიდი კაპიტალის" მფლობელი ქალი

შვი­დი წლის წინ, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ფო­ი­ე­ში ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტის ნა­მუ­შევ­რე­ბის საქ­ველ­მოქ­მე­დო გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა მო­ე­წყო. ეს პირ­ვე­ლი მას­შტა­ბუ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი "ივენ­თი" იყო, რო­მელ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. შე­მო­სუ­ლი თან­ხა მთლი­ა­ნად, უპო­ვარ­თათ­ვის გახ­ლდათ გა­მიზ­ნუ­ლი. საკ­რე­ბუ­ლოს შე­ნო­ბა­ში ოდ­ნავ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად შე­მო­ვი­და ხან­დაზ­მუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად. მისი სახე ცარცზე უფრო თეთ­რი იყო და უსა­ზღვროდ ლურ­ჯი თვა­ლე­ბით დარ­ბაზ­ში სით­ბო შე­მო­ი­ტა­ნა.

არის­ტოკ­რა­ტი­უ­ლი მა­ნე­რე­ბის მქო­ნე ქალი დალი ქვი­რია აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­საც დე­დის გე­ნე­ტი­კა აშ­კა­რად ეტყო­ბო­და. ლორ­თქი­ფა­ნი­ძე­ე­ბის ცის­ფე­რი სის­ხლის მა­ტა­რე­ბელს, ვერც ასა­კი იმორ­ჩი­ლებს იო­ლად და ვერც ის დუ­ხ­ჭი­რი ცხოვ­რე­ბის ქარ­ბორ­ბა­ლა, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში ყვე­ლას მტკივ­ნე­უ­ლად და­ა­ტყდა თავს.

დალი ქვი­რი­ას მსგავ­სი წარ­სუ­ლი ძა­ლი­ან ცო­ტას აქვს. ერთხანს მა­მა­მი­სი თბი­ლი­სის გე­ო­ფი­ზი­კუ­რი ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის დი­რექ­ტო­რიც იყო, მი­უ­ხე­და­ვად "არა­სა­ი­მე­დო წარ­სუ­ლი­სა". და­ლის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ, 1937 წელს, იმე­რე­თი­დან წა­მო­სუ­ლი, მო­სა­კი­თხით დატ­ვირ­თუ­ლი ბა­ბუა (მა­მის მამა) "კუ­ლა­კო­ბის" ბრალ­დე­ბით, მა­ტა­რე­ბელ­ში და­უ­ჭე­რი­ათ - ნო­ბათ­ში შემ­წვა­რი გო­ჭიც ყო­ფი­ლა და ამას რო­გორ აპა­ტი­ებ­დნენ პრო­ლე­ტა­რუ­ლი ჩე­კას წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი?!. ოჯახს მუდ­მი­ვი შიში სდევ­და თან. მა­მის და­ჭე­რაც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, მით უფრო, რომ ქვი­რი­ე­ბი ნიკო ნი­კო­ლა­ძეს ენა­თე­სა­ვე­ბოდ­ნენ...

ოჯა­ხის რჩე­ვით, დალი ფი­ზი­კო­სი გახ­და. ჰქონ­და მეც­ნი­ე­რუ­ლი კა­რი­ე­რის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც, მაგ­რამ მას სხვა სფე­რო უფრო მე­ტად იზი­დავ­და: "მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ერთ-ერთ ინ­სტი­ტუ­ტში მეც­ნი­ერ მუ­შა­კად ვმუ­შა­ობ­დი. ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა რომ და­ი­წყო, დავ­წე­რე გან­ცხა­დე­ბა სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლის თა­ო­ბა­ზე. ვთვლი­დი, რომ ჩემი წვლი­ლი უნდა შე­მე­ტა­ნა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლა­ში. დი­რექ­ტო­რი გან­ცხა­დე­ბა­ზე ხელს არ მი­წერ­და. იქ ხელ­ფა­სი არ გექ­ნე­ბა და შვილს რას უპი­რე­ბო? ჟურ­ნა­ლის­ტად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა ახალ­ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ, და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ა­გენ­ტო "მაც­ნე­ში". ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბას ვეს­წრე­ბო­დი. დიქ­ტო­ფო­ნი ჩემი გა­ნუყ­რე­ლი მე­გო­ბა­რი გახ­და.

ჩა­ნა­წე­რის გა­სა­შიფ­რად მხო­ლოდ ღამე ვიც­ლი­დი. ერთხელ თვალ­ზე ტრავ­მა მი­ვი­ღე, რა­ღაც ჩა­მი­ვარ­და. ექიმ­მა ნემ­სი გა­მი­კე­თა და ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლა ერთი კვი­რით ამიკ­რძა­ლა. მე­ო­რე დღეს ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან მი­ტინ­გი იყო. ჩემს შვილ­თან ერ­თად წა­ვე­დი - რა გა­მაძ­ლე­ბი­ნებ­და სახ­ლში?! ასე, თვა­ლახ­ვე­უ­ლი ვი­დე­ქი და დიქ­ტო­ფო­ნით ვი­წერ­დი გა­მოს­ვლებს. შვილ­მა მი­თხრა, - ზვი­ა­დი სულ შენ­კენ იყუ­რე­ბაო. რამ­დე­ნი­მე დღე­ში ჩვე­ნი სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი, ვახ­ტანგ ბახ­ტა­ძე მე­უბ­ნე­ბა, - ბა­ტო­ნი ზვი­ა­დი "მრგვა­ლი მა­გი­დის" პრესმდივ­ნო­ბას გთა­ვა­ზობ­სო. ალ­ბათ, თვა­ლახ­ვე­უ­ლი რომ მა­ინც ვმუ­შა­ობ­დი, ეს და­ა­ფიქ­სი­რა. მოკ­ლედ, გავ­ხდი "მრგვა­ლი მა­გი­დის" პრესმდი­ვა­ნი. დღე­ში ხან­და­ხან, რამ­დენ­ჯერ­მე იკ­რი­ბე­ბო­და "მრგვა­ლი მა­გი­და" და ყვე­ლა­ფერს ვი­წერ­დი. ხელ­ფა­სი არ მქონ­და, ისე ვმუ­შა­ობ­დი. ბო­ლოს, მგზავ­რო­ბის ფუ­ლიც რომ აღარ გა­მაჩ­ნდა, ბი­ჭებ­მა გა­ი­გეს ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა და არ ვიცი, ვინ რა უთხრა ზვი­ადს, მაგ­რამ მერე კი მაძ­ლევ­დნენ ხელ­ფასს. პარ­ტი­ა­ში არ შე­ვე­დი, რად­გა­ნაც ვთვლი­დი, რომ მა­შინ არა­ო­ბი­ექ­ტუ­რო­ბას და­მაბ­რა­ლებ­დნენ. ყვე­ლა­ფერ ამის მი­უ­ხე­და­ვად, პენ­სია, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, 160 ლარი მაქვს. კი, კარ­გია, მეტი რომ მქონ­დეს, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით უჭირს ჩვენს ქვე­ყა­ნას და მეც ამ ქვეყ­ნის შვი­ლი არ ვარ?"

ამ მო­ნა­თხრობს დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით არ წა­ი­კი­თხა­ვენ ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ან პარ­ლა­მენ­ტში არი­ან, ან - შეს­ვლას აპი­რე­ბენ. ყვე­ლას უნდა მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი სი­ბე­რე მა­ინც!

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"ყველაზე დიდი კაპიტალის" მფლობელი ქალი

"ყველაზე დიდი კაპიტალის" მფლობელი ქალი

შვიდი წლის წინ, თბილისის საკრებულოს ფოიეში ქართველი ემიგრანტის ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ეს პირველი მასშტაბური სოციალური "ივენთი" იყო, რომელშიც ვმონაწილეობდი. შემოსული თანხა მთლიანად, უპოვართათვის გახლდათ გამიზნული. საკრებულოს შენობაში ოდნავ მოგვიანებით, მოკრძალებულად შემოვიდა ხანდაზმული ქალბატონი, შვილიშვილთან ერთად. მისი სახე ცარცზე უფრო თეთრი იყო და უსაზღვროდ ლურჯი თვალებით დარბაზში სითბო შემოიტანა.

არისტოკრატიული მანერების მქონე ქალი დალი ქვირია აღმოჩნდა, რომელსაც დედის გენეტიკა აშკარად ეტყობოდა. ლორთქიფანიძეების ცისფერი სისხლის მატარებელს, ვერც ასაკი იმორჩილებს იოლად და ვერც ის დუხჭირი ცხოვრების ქარბორბალა, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში ყველას მტკივნეულად დაატყდა თავს.

დალი ქვირიას მსგავსი წარსული ძალიან ცოტას აქვს. ერთხანს მამამისი თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის დირექტორიც იყო, მიუხედავად "არასაიმედო წარსულისა". დალის დაბადების შემდეგ, 1937 წელს, იმერეთიდან წამოსული, მოსაკითხით დატვირთული ბაბუა (მამის მამა) "კულაკობის" ბრალდებით, მატარებელში დაუჭერიათ - ნობათში შემწვარი გოჭიც ყოფილა და ამას როგორ აპატიებდნენ პროლეტარული ჩეკას წარმომადგენლები?!. ოჯახს მუდმივი შიში სდევდა თან. მამის დაჭერაც მოსალოდნელი იყო, მით უფრო, რომ ქვირიები ნიკო ნიკოლაძეს ენათესავებოდნენ...

ოჯახის რჩევით, დალი ფიზიკოსი გახდა. ჰქონდა მეცნიერული კარიერის გაკეთების საშუალებაც, მაგრამ მას სხვა სფერო უფრო მეტად იზიდავდა: "მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ინსტიტუტში მეცნიერ მუშაკად ვმუშაობდი. ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო, დავწერე განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე. ვთვლიდი, რომ ჩემი წვლილი უნდა შემეტანა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. დირექტორი განცხადებაზე ხელს არ მიწერდა. იქ ხელფასი არ გექნება და შვილს რას უპირებო? ჟურნალისტად დავიწყე მუშაობა ახალჩამოყალიბებულ, დამოუკიდებელ სააგენტო "მაცნეში". ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებას ვესწრებოდი. დიქტოფონი ჩემი განუყრელი მეგობარი გახდა.

ჩანაწერის გასაშიფრად მხოლოდ ღამე ვიცლიდი. ერთხელ თვალზე ტრავმა მივიღე, რაღაც ჩამივარდა. ექიმმა ნემსი გამიკეთა და ქუჩაში გამოსვლა ერთი კვირით ამიკრძალა. მეორე დღეს ტელევიზიასთან მიტინგი იყო. ჩემს შვილთან ერთად წავედი - რა გამაძლებინებდა სახლში?! ასე, თვალახვეული ვიდექი და დიქტოფონით ვიწერდი გამოსვლებს. შვილმა მითხრა, - ზვიადი სულ შენკენ იყურებაო. რამდენიმე დღეში ჩვენი სააგენტოს ხელმძღვანელი, ვახტანგ ბახტაძე მეუბნება, - ბატონი ზვიადი "მრგვალი მაგიდის" პრესმდივნობას გთავაზობსო. ალბათ, თვალახვეული რომ მაინც ვმუშაობდი, ეს დააფიქსირა. მოკლედ, გავხდი "მრგვალი მაგიდის" პრესმდივანი. დღეში ხანდახან, რამდენჯერმე იკრიბებოდა "მრგვალი მაგიდა" და ყველაფერს ვიწერდი. ხელფასი არ მქონდა, ისე ვმუშაობდი. ბოლოს, მგზავრობის ფულიც რომ აღარ გამაჩნდა, ბიჭებმა გაიგეს ჩემი მდგომარეობა და არ ვიცი, ვინ რა უთხრა ზვიადს, მაგრამ მერე კი მაძლევდნენ ხელფასს. პარტიაში არ შევედი, რადგანაც ვთვლიდი, რომ მაშინ არაობიექტურობას დამაბრალებდნენ. ყველაფერ ამის მიუხედავად, პენსია, ჩვეულებრივად, 160 ლარი მაქვს. კი, კარგია, მეტი რომ მქონდეს, მაგრამ ჯერჯერობით უჭირს ჩვენს ქვეყანას და მეც ამ ქვეყნის შვილი არ ვარ?"

ამ მონათხრობს დიდი სიამოვნებით არ წაიკითხავენ ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც ან პარლამენტში არიან, ან - შესვლას აპირებენ. ყველას უნდა მატერიალურად უზრუნველყოფილი სიბერე მაინც!

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია