"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი ინტერნეტში გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს.
"აქციაც სწორია, სოლიდარობა და ეთიკის ნორმების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, კონკრეტული მინისტრების გადაწყვეტილებასაც მივესალმები, გავიგე რომ ძალოვანებიც შეხვდნენ პრემიერს, მაგრაააააამ........... ეს საქმე უახლოეს დღეებში არ გაიხსნება და ქვეყანას შეუძლია სახელმწიფოებრიობაზე პრეტენზია აღარ ჰქონდეს! უპატრონო უკონტროლო უწესო სივრცე დაერქმევა ქვეყანას! პ.ს. ერთი ორი თახსირი სახელისუფლებო პარლამენტარის ირონიანარევი კომენტარიც ვნახე! ბინძური სულის პატრონებს ბინძური პერსპექტივა გაქვთ! დაიმახსოვრეთ!", - წერს პეტრიაშვილი.
ასევე იხილეთ: FB-გამოხმაურებები ინტერნეტში გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალაზე