ჟურნალი "გზა" აქვეყნებს სატატიას რუბრიკით "სულის სიმტკიცე", რომელშიც მოთხრობილია ტყიბულელი ბიჭის ამბავი, რომელიც ახერხებს არა მხოლოდ თავს დატეხილ ავადმყოფობას გაუმკლავდეს, არამედ სხვებზეც ზრუნავს.
გთავაზობთ სტატიის ფრაგმენტს:
ტყიბული იმ მუნიციპალიტეტთა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ადამიანთა უმეტესობა ყოფით პრობლემებთან ჭიდილითაა დაკავებული. დაახლოებით ორი წელია, რაც მეშახტეთა ქალაქში გიგა სოფრომაძემ დიდი პრობლემის დაძლევა განიზრახვა: ტყიბულის საჯარო დაწესებულებათა ადაპტაცია და დღის ცენტრის მოწყობა.
გიგა ტყიბულში, 1991 წელს დაიბადა და არაფრით გამოირჩეოდა დანარჩენი თანატოლებისგან. ოთხი წლის ასაკში, თოვლიან ეზოში ითამაშა და თამაშის დასრულების შემდეგ ტერფებს ნაწილობრივ ვეღარ ამოძრავებდა. მკურნალობა ტყიბულში დაუწყეს, შემდეგ - თბილისში, მაგრამ ზუსტი დიაგნოზი ვერ დაადგინეს. თერაპია კლინიკური ნიშნების მიხედვით მიმდინარეობდა, მაგრამ - აფექტურად. ყველა ექიმი "წამლების დამატებით" იყო დაკავებული, შედეგი კი არასახარბიელო რჩებოდა. "საათის ცნობა არ ვიცოდი, მაგრამ მაინც ვგრძნობდი, როდის უნდა გაეკეთებინათ ნემსი. ჰოდა, მეწყებოდა პანიკური შიში და ახლაც, ნემსის ჩხვლეტას, მთელი ტომარა წამლის დალევა მირჩევნია", - ამბობს ღიმილით.
მალე აღმოჩნდა, რომ ჯანმრთელობის იგივე პრობლემა მის დასაც ჰქონდა.
...სოფრომაძეების ოჯახში მესამე შვილიცაა: გიორგი მალე 15 წლის გახდება. კარგად ცეკვავს და სწავლობს. და-ძმისგან განსხვავებით, მას აცრები არ გაუკეთეს და სავარაუდოდ, ამის გამო, ჯანმრთელობის პრობლემაც არ შექმნია. გიგასთვის უთქვამთ: ადამიანს 8 უაღრესად საშიში გენი შეიძლება ჰქონდეს, რომელთაგან ერთ-ერთი მშობლებიდან ორივეს თუ აქვს, მის შთამომავლობას ჯანმრთელობის პრობლემა ექმნება. სავარაუდოდ, შესაძლო მილიონიდან ასეთია ეს შემთხვევა და დაავადების პროვოცირება აცრამ გამოიწვიაო...
სტატია იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 10 მარტის ნომერში.