ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი პარტია "თავისუფალ დემოკრატებში" გაწევრიანდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიაში განუცხადეს , ფირალიშვილს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ხვალ წარადგენს.
ფირალიშვილი პარტიაში განათლების, კულტურის და მეცნიერების მიმართულებით იმუშავებს.
"თავისუფალი დემოკრატების' ახალი წევრის წარდგენა ხვალ, 14:00 საათზეა დაგეგმილი.