პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დონალდ ტუსკი – ჩვენ უნდა აღვადგინოთ შენგენი
დონალდ ტუსკი – ჩვენ უნდა აღვადგინოთ შენგენი

ევ­რო­კავ­ში­რის ცნო­ბით, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტუს­კი 1-3 მარ­ტის პე­რი­ოდ­ში ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ბალ­კა­ნე­თის ქვეყ­ნებს ეწ­ვე­ვა. ტუს­კი შე­ეც­დე­ბა ვე­ნა­ში, ზაგ­რებ­ში, სკო­პი­ე­სა და ათენ­ში მი­აღ­წი­ოს მიგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ზე კონ­სენ­სუსს ამ ქვეყ­ნებს შო­რის. ტუს­კის ვი­ზი­ტი ასე­ვე მიზ­ნად ისა­ხავს 7 მარტს თურ­ქეთ­თან და­გეგ­მილ სა­მი­ტი­სათ­ვის მზა­დე­ბას და შემ­დგომ 17-18 მარ­ტის ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს სხდო­მი­სათ­ვის მომ­ზა­დე­ბას.

დო­ნალდ ტუს­კი ასე­ვე შეხ­ვდე­ბა ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს იანს სტოლ­ტენ­ბერ­გსა და ევ­რო­კავ­ში­რის სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხუ­რის ფრონ­ტექ­სის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას 4 მარტს. რო­გორც დო­ნალდ ტუსკმა 24 თე­ბერ­ვალს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში გა­ნა­ცხა­და

"ჩვენ უნდა აღ­ვად­გი­ნოთ შენ­გე­ნი. ეს დაჯ­დე­ბა ბევ­რი ფული, და კი­დევ უფრო მეტი პო­ლი­ტი­კუ­რი მონ­დო­მე­ბა. არ­სე­ბობს ქვეყ­ნე­ბი რო­მელ­თაც უჭირთ ამ გა­მოწ­ვე­ვას­თან გამ­კლა­ვე­ბა, მაგ­რამ ევ­რო­პა მზა­დაა მათ და­ეხ­მა­როს. ჩვენ უნდა მო­ვახ­დი­ნოთ ინ­ვეს­ტი­რე­ბა შენ­გენ­ში და არა მის კო­ლაფსში. მისი მო­მა­ვა­ლი იქ­ნე­ბა მთა­ვა­რი გან­სა­ხილ­ვე­ლი სა­კი­თხი 7 მარტს. ჩვენ თა­ვი­დან უნდა ავი­რი­დოთ გან­ხილ­ვე­ბი გეგ­მა ა, ბ და გ-ს შო­რის, ეს ყო­ველ­გვარ აზრს მოკ­ლე­ბუ­ლია და მხო­ლოდ და­ნა­წევ­რე­ბას უწყობს ხელს ევ­რო­პა­ში და გვა­შო­რებს სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტას. ყო­ვე­ლის­მომ­ცველ ერ­თი­ან ევ­რო­პულ გეგ­მას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს" . პრე­ზი­დენტ ტუს­კის ვი­ზი­ტი ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმ მნიშ­ვნე­ლო­ვან ქვეყ­ნებ­ზე რო­მელ­თა სა­ზღვრებ­ზეც გა­დის მთა­ვა­რი ლტოლ­ვილ­თა მარ­შრუ­ტე­ბი, იმ მიზ­ნით, რომ თე­ბერ­ვლის ევ­რო­პუ­ლი სა­მი­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ხედ­ვით ყვე­ლა ქვე­ყა­ნა დაბ­რუნ­დეს შენ­გე­ნის სა­სა­ზღვრო კო­დექ­სის მოქ­მე­დე­ბის ფარ­გლებ­ში, უარი უთხრან ყვე­ლა მე­სა­მე ქვეყ­ნე­ბი­დან შე­მო­მა­ვალ პირს, რომ­ლე­ბიც არ აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ შენ­გენ­ში შეს­ვლის პი­რო­ბებს და არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნა მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ქო­ნი­სა. შენ­გე­ნის სრულ­ფა­სო­ვა­ნი აღ­დგე­ნა წა­ი­ღებს ბევრ დროს, თუმ­ცა ეს პრო­ცე­სი უნდა იქ­ნას გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მათ შო­რის სი­რი­ი­დან და სი­რი­ის მო­სა­ზღვრე ქვეყ­ნე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პი­რებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში – ნათ­ქვა­მია პრეს-რე­ლიზ­ში.

euronews.ge

დონალდ ტუსკი – ჩვენ უნდა აღვადგინოთ შენგენი

დონალდ ტუსკი – ჩვენ უნდა აღვადგინოთ შენგენი

ევროკავშირის ცნობით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი 1-3 მარტის პერიოდში ევროკავშირისა და ბალკანეთის ქვეყნებს ეწვევა. ტუსკი შეეცდება ვენაში, ზაგრებში, სკოპიესა და ათენში მიაღწიოს მიგრაციის საკითხებზე კონსენსუსს ამ ქვეყნებს შორის. ტუსკის ვიზიტი ასევე მიზნად ისახავს 7 მარტს თურქეთთან დაგეგმილ სამიტისათვის მზადებას და შემდგომ 17-18 მარტის ევროპული საბჭოს სხდომისათვის მომზადებას.

დონალდ ტუსკი ასევე შეხვდება ნატო-ს გენერალურ მდივანს იანს სტოლტენბერგსა და ევროკავშირის სასაზღვრო სამსახურის ფრონტექსის ხელმძღვანელობას 4 მარტს. როგორც დონალდ ტუსკმა 24 თებერვალს ევროპარლამენტში განაცხადა

"ჩვენ უნდა აღვადგინოთ შენგენი. ეს დაჯდება ბევრი ფული, და კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური მონდომება. არსებობს ქვეყნები რომელთაც უჭირთ ამ გამოწვევასთან გამკლავება, მაგრამ ევროპა მზადაა მათ დაეხმაროს. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ინვესტირება შენგენში და არა მის კოლაფსში. მისი მომავალი იქნება მთავარი განსახილველი საკითხი 7 მარტს. ჩვენ თავიდან უნდა ავირიდოთ განხილვები გეგმა ა, ბ და გ-ს შორის, ეს ყოველგვარ აზრს მოკლებულია და მხოლოდ დანაწევრებას უწყობს ხელს ევროპაში და გვაშორებს საკითხის გადაწყვეტას. ყოველისმომცველ ერთიან ევროპულ გეგმას ალტერნატივა არ აქვს" . პრეზიდენტ ტუსკის ვიზიტი ფოკუსირებული იქნება იმ მნიშვნელოვან ქვეყნებზე რომელთა საზღვრებზეც გადის მთავარი ლტოლვილთა მარშრუტები, იმ მიზნით, რომ თებერვლის ევროპული სამიტის გადაწყვეტილების მიხედვით ყველა ქვეყანა დაბრუნდეს შენგენის სასაზღვრო კოდექსის მოქმედების ფარგლებში, უარი უთხრან ყველა მესამე ქვეყნებიდან შემომავალ პირს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ შენგენში შესვლის პირობებს და არ გაუკეთებიათ თავშესაფრის მოთხოვნა მიუხედავად ასეთი შესაძლებლობის ქონისა. შენგენის სრულფასოვანი აღდგენა წაიღებს ბევრ დროს, თუმცა ეს პროცესი უნდა იქნას განხორციელებული ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების პარალელურად, მათ შორის სირიიდან და სირიის მოსაზღვრე ქვეყნებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან მიმართებაში – ნათქვამია პრეს-რელიზში.

euronews.ge

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა