საზოგადოება
მსოფლიო

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
შეფუთე და იბატონე!
შეფუთე და იბატონე!

პრო­დუქ­ცი­ის ორი­გი­ნა­ლუ­რი, ხა­რის­ხი­ა­ნი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ფუთ­ვის დი­ზა­ი­ნის­თვის მსოფ­ლიო ბრენ­დე­ბი თუ შე­და­რე­ბით და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი სა­წარ­მო­ე­ბი ერ­თმა­ნეთს ეჯიბ­რე­ბი­ან. გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში კონ­კუ­რენ­ცია ამ მხრივ საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. რა ხერ­ხს აღარ მი­მარ­თა­ვენ მარ­კე­ტო­ლო­გე­ბი სა­ქონ­ლის მი­სა­ღებ ფა­სად გა­ყიდ­ვი­სათ­ვის. უკვე აღა­რა­ვინ და­ობს იმა­ზე, რომ შე­ფუთ­ვა პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის გაზ­რდის თვალ­საზ­რი­სით მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს. მას ად­გი­ლობ­რივ თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბის სფე­რო­ში დიდი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა.

ბოლო პე­რი­ოდ­ში შე­ფუთ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და მის ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე ქარ­თვე­ლი მწარ­მო­ებ­ლე­ბიც სე­რი­ო­ზუ­ლად და­ფიქ­რდნენ. რო­გორც მე­წარ­მე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ოთარ ან­თია "ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ პრო­დუქ­ცი­ის შე­ფუთ­ვა ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნის ყვე­ლა კრი­ტე­რი­უმს აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს. მისი თქმით, და­სავ­ლურ ბაზ­რებ­ზე სა­ქონ­ლის შე­ფუთ­ვას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ენი­ჭე­ბა. "მას შემ­დეგ, რაც ქარ­თულ პრო­დუქ­ცი­ას ეძ­ლე­ვა უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ევ­რო­პის ბა­ზარ­ზე მო­ახ­დი­ნოს პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა, ეს სა­კი­თხი ქვე­ყა­ნა­ში თან­და­თან უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და. "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში" მუდ­მი­ვად ახორ­ცი­ე­ლებს ბაზ­რის მო­ნი­ტო­რინგს, სწო­რედ ამი­ტო­მაა რომ შე­სა­ფუ­თი მა­სა­ლე­ბის სა­წარ­მო­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა ჩვენს ერთ-ერთ პრი­ო­რი­ტე­ტულ სფე­როდ იქცა", - აღ­ნიშ­ნავს ოთარ ან­თია.

ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­იხ­სნა ან გა­ფარ­თოვ­და რამ­დე­ნი­მე შე­ფუთ­ვა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­წარ­მო, რა­საც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უ­წყო ხელი სხვა­დას­ხვა სა­ხელ­წი­ფო პროგ­რა­მამ. მხო­ლოდ "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლოს" ფარ­გლებ­ში ქა­ღალ­დი­სა და შე­სა­ფუ­თი მა­სა­ლე­ბის წარ­მო­ე­ბის 15-მდე კომ­პა­ნია მო­ნა­წი­ლე­ობს.

რო­გორც მე­წარ­მე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ფონდში აცხა­დე­ბენ, სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში მოხ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბის­თვის თუ არ­სე­ბუ­ლის გა­ფარ­თო­ე­ბა-გა­და­ი­ა­რა­ღე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, კო­მერ­ცი­უ­ლი სეს­ხის წლი­უ­რი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს დარ­გი სა­ქარ­თვე­ლო­ში ფაქ­ტობ­რი­ვად, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში გან­ვი­თარ­და.

გი­ორ­გი ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, "კო­ლორ­პა­კის" დი­რექ­ტო­რი: "ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბით დამ­კვე­თებ­მა ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბა შეძ­ლეს, ბევ­რს ძა­ლი­ან სწრა­ფი მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­ვუ­წი­ეთ. კომ­პა­ნი­ე­ბის უდი­დეს­მა ნა­წილ­მა კი კომ­პლექ­სუ­რი სარ­გე­ბე­ლი ნახა - ოპე­რა­ტი­უ­ლი და ამა­ვე დროს ფი­ნან­სუ­რად მომ­გე­ბი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბა მი­ი­ღო. ბევ­რი მათ­გა­ნი ისეთ პრო­დუქტს იღებს, რო­მელ­საც ერთი წლის წინ არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

შეფუთე და იბატონე!

შეფუთე და იბატონე!

პროდუქციის ორიგინალური, ხარისხიანი და განსხვავებული შეფუთვის დიზაინისთვის მსოფლიო ბრენდები თუ შედარებით დაბალბიუჯეტიანი საწარმოები ერთმანეთს ეჯიბრებიან. განვითარებულ ქვეყნებში კონკურენცია ამ მხრივ საკმაოდ მაღალია. რა ხერხს აღარ მიმართავენ მარკეტოლოგები საქონლის მისაღებ ფასად გაყიდვისათვის. უკვე აღარავინ დაობს იმაზე, რომ შეფუთვა პროდუქციის რეალიზაციის გაზრდის თვალსაზრისით მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მას ადგილობრივ თუ საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში დიდი ყურადღება ექცევა.

ბოლო პერიოდში შეფუთვის მნიშვნელობასა და მის ეფექტურობაზე ქართველი მწარმოებლებიც სერიოზულად დაფიქრდნენ. როგორც მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ოთარ ანთია "ბიზნესპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, აუცილებელია, რომ პროდუქციის შეფუთვა ბაზარზე არსებული მოთხოვნის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს. მისი თქმით, დასავლურ ბაზრებზე საქონლის შეფუთვას განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება. "მას შემდეგ, რაც ქართულ პროდუქციას ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, რომ ევროპის ბაზარზე მოახდინოს პოზიციონირება, ეს საკითხი ქვეყანაში თანდათან უფრო აქტუალური გახდა. "აწარმოე საქართველოში" მუდმივად ახორციელებს ბაზრის მონიტორინგს, სწორედ ამიტომაა რომ შესაფუთი მასალების საწარმოების დაფინანსება ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდ იქცა", - აღნიშნავს ოთარ ანთია.

ბოლო პერიოდში გაიხსნა ან გაფართოვდა რამდენიმე შეფუთვაზე ორიენტირებული საწარმო, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სხვადასხვა სახელწიფო პროგრამამ. მხოლოდ "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში ქაღალდისა და შესაფუთი მასალების წარმოების 15-მდე კომპანია მონაწილეობს.

როგორც მეწარმეობის განვითარების ფონდში აცხადებენ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოხდა აღნიშნული კომპანიების მიერ ბიზნესის წამოწყებისთვის თუ არსებულის გაფართოება-გადაიარაღებისთვის აუცილებელი, კომერციული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ეს დარგი საქართველოში ფაქტობრივად, აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განვითარდა.

გიორგი ჟორჟოლიანი, "კოლორპაკის" დირექტორი: "ჩვენი დახმარებით დამკვეთებმა ხარჯების შემცირება შეძლეს, ბევრს ძალიან სწრაფი მომსახურება გავუწიეთ. კომპანიების უდიდესმა ნაწილმა კი კომპლექსური სარგებელი ნახა - ოპერატიული და ამავე დროს ფინანსურად მომგებიანი მომსახურება მიიღო. ბევრი მათგანი ისეთ პროდუქტს იღებს, რომელსაც ერთი წლის წინ არა მარტო საქართველოს განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია