მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
სამხედრო
კონფლიქტები
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვითხრეს, ვითომ ქირია და ბიძინა ღამე თამაშობდნენ ჩუმად "შავ კარტს" - კუჭავას ქვრივი გამოძიების ახალ დეტალს ამხელს
"გვითხრეს, ვითომ ქირია და ბიძინა ღამე თამაშობდნენ ჩუმად "შავ კარტს" - კუჭავას ქვრივი გამოძიების ახალ დეტალს ამხელს

პრო­კუ­რორ ვახ­ტანგ ქი­რი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში ახა­ლი დე­ტა­ლი იკ­ვე­თე­ბა. რო­გორც გა­ზე­თი "პრა­იმ­ტა­ი­მი" წერ, ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მკვლე­ლო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვამ პრო­კუ­რორ ქი­რი­ას­თან კარ­ტი, სა­ვა­რა­უ­დოდ "სეკა" ითა­მა­შა და სო­ლი­დურ თან­ხა წა­ა­გო. ქი­რია კუ­ჭა­ვას სწო­რედ "თა­ვა­ნის" ჩა­ბა­რე­ბას სთხოვ­და, რის გა­მოც მის სახ­ლთან რამ­დენ­ჯერ­მე შეხ­ვდა კუ­ჭა­ვას. გა­ზე­თის წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკვე და­კი­თხუ­ლია რამ­დე­ნი­მე მოწ­მე, რო­მელ­თაც შე­საძ­ლოა ჰქონ­დეთ ინ­ფორ­მა­ცია კუ­ჭა­ვას მიერ ქი­რი­ას­თან წა­გე­ბუ­ლი თან­ხის შე­სა­ხებ. ამ ვერ­სი­ას კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავს კუ­ჭა­ვას ქვრი­ვი. აი რას ყვე­ბა "პრა­იმ­ტა­იმ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში მა­რი­ნა ნი­კო­ლო­ზაშ­ვი­ლი:

"ეს ჩვენ­თა­ნაც ახ­სე­ნა პრო­კუ­რა­ტუ­რამ, ანუ ვი­თომ ქი­რია და ბი­ძი­ნა კარტს თა­მა­შობ­დნენ. გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა გვი­თხრა, შე­საძ­ლოა "შავ კარტს" თა­მა­შობ­დნენ და მა­გის გამო მოხ­და მკვლე­ლო­ბაო. ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, პრო­კუ­რორს "შავი კარ­ტის" თა­მა­შის დრო ჰქონ­დეს, ანუ, მათი ვერ­სი­ით, მოქ­მე­დი პრო­კუ­რო­რი ზუგ­დი­დი­დან და­დი­ო­და იმის­თვის, რომ მთე­ლი ღამე კარ­ტი ეთა­მა­შა ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას­თან და მერე უკან ჩა­სუ­ლი­ყო. გვი­თხრეს, ვი­თომ ღამე თა­მა­შობ­დნენ ჩუ­მად "შავ კარტს". ჯერ ერთი, ბი­ძი­ნა ყო­ფელ ღამე სახ­ლში იყო და მე­ო­რეც, ვა­ლის გამო დღეს ვინ კლავს ადა­მი­ანს. კარ­ტი რომ ითა­მა­შო, მი­ნი­მუმ 5 სა­ა­თი მა­ინც უნდა იჯდე. ასე­თი დრო­ით ბი­ძი­ნა ღამე სახ­ლი­დან არა­სო­დეს გა­სუ­ლა. ბი­ძი­ნა თა­ვის დრო­ზე რუ­ლეტ­კას თა­მა­შობ­და, კარ­გად ეს­მო­და. კარ­ტი არას­დროს უყ­ვარ­და და არც თა­მა­შობ­და"

ამას­თან, კუ­ჭა­ვას ქვრი­ვი ინ­ტერ­ვი­უ­ში ადას­ტუ­რებს, რომ მოკ­ლუ­ლი პრო­კუ­რო­რი შემ­თხვე­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე იყო მათ­თან სახ­ლში მი­სუ­ლი, კუ­ჭა­ვა და ქი­რია საქ­მე­ზე ხში­რად ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს. "ქი­რია ახალ წლამ­დე იყო მო­სუ­ლი კორ­პუს­თან, მან­ქა­ნა­ში ის­ხდნენ და სა­უბ­რობ­დნენ. ეს იყო დე­კემ­ბერ­ში. მა­შინ სახ­ლში არ ამო­სუ­ლა. შემ­დეგ, სა­ა­ხალ­წლოდ იყო მო­სუ­ლი, ხილი მოგ­ვი­ტა­ნა - ჩემი ეზოს ხი­ლი­აო. ზო­გა­დად, თბი­ლის­ში რამ­დენ­ჯე­რაც ჩა­მო­ვი­დო­და ბი­ძი­ნას და­უ­რე­კავ­და და ხვდე­ბოდ­ნენ ხოლ­მე ერ­თმა­ნეთს, ალ­ბათ, საქ­მე­ზე ლა­პა­რა­კობ­დნენ. რა თქმა უნდა, ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვა და ვახ­ტანგ ქი­რია ორი­ვე მოკ­ლუ­ლია. აშ­კა­რაა, რომ პრო­კუ­რო­რი რა­ღაც ინ­ტე­რე­სებს შე­ე­წი­რა. ძველ, ბუ­რუ­სით მო­ცულ საქ­მე­ებს ჰგავს მისი მკვლე­ლო­ბა, ჩემი ქმა­რი კი ნაჩ­ქა­რე­ვად მი­აკ­ლეს ზედ" - ამ­ბობს მა­რი­ნა ნი­კო­ლო­ზაშ­ვი­ლი.

მი­რი­ან ბო­ქო­ლიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "პრა­იმ­ტა­ი­მი"

"გვითხრეს, ვითომ ქირია და ბიძინა ღამე თამაშობდნენ ჩუმად "შავ კარტს" - კუჭავას ქვრივი გამოძიების ახალ დეტალს ამხელს

"გვითხრეს, ვითომ ქირია და ბიძინა ღამე თამაშობდნენ ჩუმად "შავ კარტს" - კუჭავას ქვრივი გამოძიების ახალ დეტალს ამხელს

პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობის საქმეში ახალი დეტალი იკვეთება. როგორც გაზეთი "პრაიმტაიმი" წერ, ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე ბიძინა კუჭავამ პროკურორ ქირიასთან კარტი, სავარაუდოდ "სეკა" ითამაშა და სოლიდურ თანხა წააგო. ქირია კუჭავას სწორედ "თავანის" ჩაბარებას სთხოვდა, რის გამოც მის სახლთან რამდენჯერმე შეხვდა კუჭავას. გაზეთის წყაროს ინფორმაციით, უკვე დაკითხულია რამდენიმე მოწმე, რომელთაც შესაძლოა ჰქონდეთ ინფორმაცია კუჭავას მიერ ქირიასთან წაგებული თანხის შესახებ. ამ ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს კუჭავას ქვრივი. აი რას ყვება "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში მარინა ნიკოლოზაშვილი:

"ეს ჩვენთანაც ახსენა პროკურატურამ, ანუ ვითომ ქირია და ბიძინა კარტს თამაშობდნენ. გამომძიებელმა გვითხრა, შესაძლოა "შავ კარტს" თამაშობდნენ და მაგის გამო მოხდა მკვლელობაო. ვერ წარმომიდგენია, პროკურორს "შავი კარტის" თამაშის დრო ჰქონდეს, ანუ, მათი ვერსიით, მოქმედი პროკურორი ზუგდიდიდან დადიოდა იმისთვის, რომ მთელი ღამე კარტი ეთამაშა ბიძინა კუჭავასთან და მერე უკან ჩასულიყო. გვითხრეს, ვითომ ღამე თამაშობდნენ ჩუმად "შავ კარტს". ჯერ ერთი, ბიძინა ყოფელ ღამე სახლში იყო და მეორეც, ვალის გამო დღეს ვინ კლავს ადამიანს. კარტი რომ ითამაშო, მინიმუმ 5 საათი მაინც უნდა იჯდე. ასეთი დროით ბიძინა ღამე სახლიდან არასოდეს გასულა. ბიძინა თავის დროზე რულეტკას თამაშობდა, კარგად ესმოდა. კარტი არასდროს უყვარდა და არც თამაშობდა"

ამასთან, კუჭავას ქვრივი ინტერვიუში ადასტურებს, რომ მოკლული პროკურორი შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე იყო მათთან სახლში მისული, კუჭავა და ქირია საქმეზე ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. "ქირია ახალ წლამდე იყო მოსული კორპუსთან, მანქანაში ისხდნენ და საუბრობდნენ. ეს იყო დეკემბერში. მაშინ სახლში არ ამოსულა. შემდეგ, საახალწლოდ იყო მოსული, ხილი მოგვიტანა - ჩემი ეზოს ხილიაო. ზოგადად, თბილისში რამდენჯერაც ჩამოვიდოდა ბიძინას დაურეკავდა და ხვდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს, ალბათ, საქმეზე ლაპარაკობდნენ. რა თქმა უნდა, ბიძინა კუჭავა და ვახტანგ ქირია ორივე მოკლულია. აშკარაა, რომ პროკურორი რაღაც ინტერესებს შეეწირა. ძველ, ბურუსით მოცულ საქმეებს ჰგავს მისი მკვლელობა, ჩემი ქმარი კი ნაჩქარევად მიაკლეს ზედ" - ამბობს მარინა ნიკოლოზაშვილი.

მირიან ბოქოლიშვილი

გაზეთი "პრაიმტაიმი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ