პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უცნობი ფაქტი ქრისტეფორე კოლუმბის ცხოვრებიდან
უცნობი ფაქტი ქრისტეფორე კოლუმბის ცხოვრებიდან

...მე­ფის ნო­ტა­რი­უს­მა პა­ტა­რა ან­და­ლუ­ზი­ურ პორ­ტში გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რომ დე­დო­ფა­ლი იზა­ბე­ლა ბრძა­ნებ­და, სას­წრა­ფოდ მო­ემ­ზა­დე­ბი­ნათ სამი სა­უ­კე­თე­სო ხო­მალ­დი, რო­მე­ლიც პორ­ტში იდგა და შო­რე­უ­ლი ცურ­ვის­თვის მზა­დე­ბა და­ე­წყოთ. პა­ლო­სე­ლე­ბი უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი იყ­ვნენ იზა­ბე­ლას გან­კარ­გუ­ლე­ბით. რო­დე­საც შე­ი­ტყვეს, რომ ექ­სპე­დი­ცია ოკე­ა­ნის და­სავ­ლე­თი გზით უნდა წა­სუ­ლი­ყო, ყვე­ლა­ზე გუ­ლა­დი მე­ზღვა­უ­რე­ბიც კი შეშ­ფოდ­ნენ. "მე­ფეს უფ­ლე­ბა აქვს, წაგ­ვარ­თვას ხო­მალ­დე­ბი, მაგ­რამ ისიც კი ვერ გვა­ი­ძუ­ლებს, რომ ასეთ ექ­სპე­დი­ცი­ა­ში წა­ვი­დეთ. ჯობს, ბრძო­ლა­ში და­ვი­ხო­ცოთ ან შიმ­ში­ლით მოვ­კვდეთ, ვიდ­რე ამ უგუ­ნურ ცურ­ვა­ში წა­ვი­დეთ".

პა­ტა­რა ქა­ლა­ქის მშვი­დო­ბი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა დას­რულ­და. გემთმფლო­ბე­ლებ­მა მო­ი­ლა­პა­რა­კეს, არ და­მორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ მე­ფის გან­კარ­გუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც მათ ხო­მალ­დებს სიკ­ვდილს უქად­და. მე­ზღვა­ურ­თა ცო­ლე­ბი სახ­ლი­დან სახ­ლში გა­დარ­ბოდ­ნენ და სა­ში­ნელ სი­ახ­ლეს ავ­რცე­ლებ­დნენ. ნავ­სად­გუ­რის დუქ­ნებ­ში მე­ზღვა­უ­რე­ბი ფიცს დებ­დნენ, რომ მე­ფის ბრძა­ნე­ბას არ და­ე­მორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ. მო­ხუ­ცი მე­ზღვა­უ­რე­ბი კი იხ­სე­ნებ­დნენ ამ­ბებს და­სავ­ლე­თით ცურ­ვის მცდე­ლო­ბის შე­სა­ხებ. ისი­ნი ამ­ბობ­დნენ, რომ გე­მებს იქ ხვდე­ბო­დათ კლდე­ე­ბი, რო­მე­ლიც რკი­ნას იკ­რავ­და. იმ წყლებ­ში მოხ­ვედ­რი­სას ყვე­ლა ლურ­სმა­ნი და სა­მაგ­რი სძვრე­ბო­და გე­მის კორ­პუსს და კლდე­ე­ბის­კენ მიფ­რი­ნავ­და, ხოლო სა­მაგ­რე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ხო­მალ­დე­ბი შუა ზღვა­ში ნა­წილ-ნა­წილ იშ­ლე­ბო­და. კი­დევ უფრო სა­ში­ში ამ­ბე­ბი ვრცელ­დე­ბო­და წყალ­ქვე­შა ტყე­ე­ბის შე­სა­ხებ. მო­ხუ­ცი მე­ზღვა­უ­რე­ბის თქმით, რო­მე­ლი ხო­მალ­დიც წყალ­ქვე­შა ტყის თავ­ზე აღ­მოჩ­ნდე­ბო­და, მას ხის ტო­ტე­ბი ჩა­იხ­ვევ­და და ფსკე­რის­კენ გა­ა­ქა­ნებ­და და დღე­საც, მე­ზღვა­ურ­თა გვა­მე­ბით სავ­სე უამ­რა­ვი ხო­მალ­დი ოკე­ა­ნის ფსკერ­ზე გა­ნის­ვე­ნებ­და.

ხალ­ხმა მე­ფის გან­კარ­გუ­ლე­ბას­თან ერ­თად გა­მო­ჩე­ნი­ლი კო­ლუმ­ბიც შე­ი­ძუ­ლა. ის და­დი­ო­და დუქ­ნებ­ში და ცდი­ლობ­და, მე­ზღვა­უ­რე­ბი და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა, რომ ექ­სპე­დი­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღოთ. მას არა­ვინ უს­მენ­და. ყვე­ლა თან­ხმდე­ბო­და იმა­ზე, რომ ის არა­ნორ­მა­ლუ­რი იყო. გე­ნუ­ე­ლის გეგ­მა გა­და­უ­ლა­ხა­ვი დაბ­რკო­ლე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა. მან ამის გამო დე­დო­ფალ­თან იჩივ­ლა, რა­საც იზა­ბე­ლას მე­ო­რე, მრის­ხა­ნე გან­კარ­გუ­ლე­ბა მოჰ­ყვა. ის ნავ­სად­გურს უწე­სებ­და ჯა­რი­მას ყო­ველ გაც­დე­ნილ დღე­ზე, ხოლო ქა­ლაქ პა­ლო­სის მმარ­თვე­ლებს ავა­ლებ­და, ად­მი­რა­ლის­თვის სა­ჭი­რო ხო­მალ­დე­ბის ძა­ლით მით­ვი­სე­ბას, თა­ვის ეკი­პა­ჟი­ა­ნად. მისი გან­კარ­გუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყო კა­რის ოფი­ცე­რი, ხუან პე­ნა­ლო­სა.

თუმ­ცა, შე­დე­გი არც ამან გა­მო­ი­ღო. ხო­მალ­დე­ბი და­ი­კა­ვეს, მაგ­რამ ეკი­პა­ჟი კა­ტე­გო­რი­ულ უარ­ზე იყო ექ­სპე­დი­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე. მძი­მე სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნა. ის ადა­მი­ა­ნე­ბიც კი, რო­მელ­თა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ზღვას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ამ ექ­სპე­დი­ცი­ას სა­ში­ნელ­სა და გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბელს უწო­დებ­დნენ.

პე­ნა­ლო­სამ უკი­დუ­რე­სი ზო­მე­ბი მი­ი­ღო. გა­მოს­ცა ბრძა­ნე­ბა, რო­მე­ლიც დამ­ნა­შა­ვე კრი­მი­ნა­ლებს მო­უ­წო­დებ­და, ექ­სპე­დი­ცი­ა­ში წა­სუ­ლიყ­ვნენ და სა­მა­გი­ე­როდ, ჰპირ­დე­ბო­და და­ნა­შა­უ­ლის პა­ტი­ე­ბას, მისი სიმ­ძი­მის მი­უ­ხე­და­ვად. ამა­ნაც არ უშ­ვე­ლა. დამ­ნა­შა­ვე­ებს შო­რი­საც კი არ აღ­მოჩ­ნდა ექ­სპე­დი­ცი­ა­ში წას­ვლის მსურ­ვე­ლი.

კო­ლუმბმა შექ­ნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის სიმ­ძი­მე გა­ი­სიგ­რძე­გა­ნა და მიხ­ვდა, რომ ექ­სპე­დი­ცი­ა­ში წას­ვლა ძა­ლით შეკ­რე­ბილ ეკი­პაჟ­თან ერ­თად საქ­მის ჩა­ვარ­დნა­სა და გარ­და­უ­ვალ სიკ­ვდილს ნიშ­ნავ­და. მან და­სახ­მა­რებ­ლად პინ­სო­ნე­ბის ოჯახს მი­მარ­თა. უფ­რო­სი ძმა, მარ­ტინ პინ­სო­ნი წლე­ბის წინ მის გეგ­მას მხარს უჭერ­და და ფუ­ლად დახ­მა­რე­ბა­საც კი ჰპირ­დე­ბო­და. ახლა კი კო­ლუმ­ბი მხურ­ვა­ლედ ევედ­რე­ბო­და, ექ­სპე­დი­ცი­ა­ში მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მო­გე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა­საც კი დაჰ­პირ­და. რო­დე­საც პინ­სო­ნე­ბის ოჯა­ხის ხუთ­მა წევ­რმა გა­ნა­ცხა­და, რომ კო­ლუმ­ბის ექ­სპე­დი­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე თა­ნახ­მა იყ­ვნენ და ეს ამ­ბა­ვი პა­ტა­რა ქა­ლაქს მო­ე­დო, მე­ზღვა­ურ­თა გან­წყო­ბაც შე­იც­ვა­ლა. მარ­ტინ­სა და მის ძმებ­თან ერ­თად არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლან ზღვა­ზე რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და იცოდ­ნენ მათი გმი­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ. მარ­თა­ლია, აზო­რის კუნ­ძუ­ლე­ბის მიღ­მა ცურ­ვა გიჟი ადა­მი­ა­ნის აკ­ვი­ა­ტე­ბად მი­აჩ­ნდათ და ფიქ­რობ­დნენ, რომ ცუ­დად დამ­თავ­რდე­ბო­და, მაგ­რამ ისე­თი კა­პიტ­ნე­ბის ხელ­ში, რო­გო­რიც პინ­სო­ნე­ბი იყ­ვნენ, ასეთ გი­ჟურ იდე­ა­საც კი კარ­გად დას­რუ­ლე­ბის შან­სი ჰქონ­და და არ იყო გა­მო­რი­ცხუ­ლი, მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც რე­ა­ლუ­რი ყო­ფი­ლი­ყო.

ამ­დე­ნად, კო­ლუმბმა ბოლო სირ­თუ­ლეც გა­და­ლა­ხა. ივ­ლი­სის შუა რი­ცხვებ­ში ექ­სე­პე­დი­ცი­ის სამი ხო­მალ­დის აღ­ჭურ­ვა და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბო­და. ნა­პირ­თან ახ­ლოს ღუზა ჰქონ­და ჩაშ­ვე­ბუ­ლი 280-ტო­ნი­ან "სან­ტა მა­რი­ას". ის ექ­სპე­დი­ცი­ის ყვე­ლა­ზე დიდი ხო­მალ­დი იყო და წყალ­ში საკ­მა­ოდ ღრმად და სა­ი­მე­დოდ იჯდა. მის გვერ­დით წყალ­ში ქა­ნა­ობ­და 140-ტო­ნი­ა­ნი "პინ­ტა" და პა­ტა­რა, 100-ტო­ნი­ა­ნი "ნი­ნია". ამ უკა­ნას­კნე­ლის სა­ხე­ლი ციც­ქნას ნიშ­ნავ­და, რა­საც ამარ­თლებ­და კი­დეც...

"სან­ტა მა­რია", "პინ­ტა" და "ნი­ნია" სრუ­ლე­ბით აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დნენ კო­ლუმ­ბის მო­თხოვ­ნებს - სამი სა­უ­კე­თე­სო ხო­მალ­დი, რო­მე­ლიც პა­ლო­ეს ნავ­სად­გურ­ში იდგა.

წყა­რო: ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნე­ბის სე­რია, "50 პერ­სო­ნა - მათ შექ­მნეს ის­ტო­რია". მარ­ტი­დან, ჟურ­ნალ "ის­ტო­რი­ან­თან" ერ­თად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

უცნობი ფაქტი ქრისტეფორე კოლუმბის ცხოვრებიდან

უცნობი ფაქტი ქრისტეფორე კოლუმბის ცხოვრებიდან

...მეფის ნოტარიუსმა პატარა ანდალუზიურ პორტში განცხადება გაავრცელა, რომ დედოფალი იზაბელა ბრძანებდა, სასწრაფოდ მოემზადებინათ სამი საუკეთესო ხომალდი, რომელიც პორტში იდგა და შორეული ცურვისთვის მზადება დაეწყოთ. პალოსელები უკმაყოფილონი იყვნენ იზაბელას განკარგულებით. როდესაც შეიტყვეს, რომ ექსპედიცია ოკეანის დასავლეთი გზით უნდა წასულიყო, ყველაზე გულადი მეზღვაურებიც კი შეშფოდნენ. "მეფეს უფლება აქვს, წაგვართვას ხომალდები, მაგრამ ისიც კი ვერ გვაიძულებს, რომ ასეთ ექსპედიციაში წავიდეთ. ჯობს, ბრძოლაში დავიხოცოთ ან შიმშილით მოვკვდეთ, ვიდრე ამ უგუნურ ცურვაში წავიდეთ".

პატარა ქალაქის მშვიდობიანი ცხოვრება დასრულდა. გემთმფლობელებმა მოილაპარაკეს, არ დამორჩილებოდნენ მეფის განკარგულებას, რომელიც მათ ხომალდებს სიკვდილს უქადდა. მეზღვაურთა ცოლები სახლიდან სახლში გადარბოდნენ და საშინელ სიახლეს ავრცელებდნენ. ნავსადგურის დუქნებში მეზღვაურები ფიცს დებდნენ, რომ მეფის ბრძანებას არ დაემორჩილებოდნენ. მოხუცი მეზღვაურები კი იხსენებდნენ ამბებს დასავლეთით ცურვის მცდელობის შესახებ. ისინი ამბობდნენ, რომ გემებს იქ ხვდებოდათ კლდეები, რომელიც რკინას იკრავდა. იმ წყლებში მოხვედრისას ყველა ლურსმანი და სამაგრი სძვრებოდა გემის კორპუსს და კლდეებისკენ მიფრინავდა, ხოლო სამაგრების გარეშე დარჩენილი ხომალდები შუა ზღვაში ნაწილ-ნაწილ იშლებოდა. კიდევ უფრო საშიში ამბები ვრცელდებოდა წყალქვეშა ტყეების შესახებ. მოხუცი მეზღვაურების თქმით, რომელი ხომალდიც წყალქვეშა ტყის თავზე აღმოჩნდებოდა, მას ხის ტოტები ჩაიხვევდა და ფსკერისკენ გააქანებდა და დღესაც, მეზღვაურთა გვამებით სავსე უამრავი ხომალდი ოკეანის ფსკერზე განისვენებდა.

ხალხმა მეფის განკარგულებასთან ერთად გამოჩენილი კოლუმბიც შეიძულა. ის დადიოდა დუქნებში და ცდილობდა, მეზღვაურები დაერწმუნებინა, რომ ექსპედიციაში მონაწილეობა მიეღოთ. მას არავინ უსმენდა. ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ ის არანორმალური იყო. გენუელის გეგმა გადაულახავი დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდა. მან ამის გამო დედოფალთან იჩივლა, რასაც იზაბელას მეორე, მრისხანე განკარგულება მოჰყვა. ის ნავსადგურს უწესებდა ჯარიმას ყოველ გაცდენილ დღეზე, ხოლო ქალაქ პალოსის მმართველებს ავალებდა, ადმირალისთვის საჭირო ხომალდების ძალით მითვისებას, თავის ეკიპაჟიანად. მისი განკარგულების შესრულებაზე პასუხისმგებელი იყო კარის ოფიცერი, ხუან პენალოსა.

თუმცა, შედეგი არც ამან გამოიღო. ხომალდები დაიკავეს, მაგრამ ეკიპაჟი კატეგორიულ უარზე იყო ექსპედიციაში მონაწილეობაზე. მძიმე სიტუაცია შეიქმნა. ის ადამიანებიც კი, რომელთა მთელი ცხოვრება ზღვასთან იყო დაკავშირებული, ამ ექსპედიციას საშინელსა და განუხორციელებელს უწოდებდნენ.

პენალოსამ უკიდურესი ზომები მიიღო. გამოსცა ბრძანება, რომელიც დამნაშავე კრიმინალებს მოუწოდებდა, ექსპედიციაში წასულიყვნენ და სამაგიეროდ, ჰპირდებოდა დანაშაულის პატიებას, მისი სიმძიმის მიუხედავად. ამანაც არ უშველა. დამნაშავეებს შორისაც კი არ აღმოჩნდა ექსპედიციაში წასვლის მსურველი.

კოლუმბმა შექნილი სიტუაციის სიმძიმე გაისიგრძეგანა და მიხვდა, რომ ექსპედიციაში წასვლა ძალით შეკრებილ ეკიპაჟთან ერთად საქმის ჩავარდნასა და გარდაუვალ სიკვდილს ნიშნავდა. მან დასახმარებლად პინსონების ოჯახს მიმართა. უფროსი ძმა, მარტინ პინსონი წლების წინ მის გეგმას მხარს უჭერდა და ფულად დახმარებასაც კი ჰპირდებოდა. ახლა კი კოლუმბი მხურვალედ ევედრებოდა, ექსპედიციაში მიეღო მონაწილეობა და მოგების განაწილებასაც კი დაჰპირდა. როდესაც პინსონების ოჯახის ხუთმა წევრმა განაცხადა, რომ კოლუმბის ექსპედიციაში მონაწილეობაზე თანახმა იყვნენ და ეს ამბავი პატარა ქალაქს მოედო, მეზღვაურთა განწყობაც შეიცვალა. მარტინსა და მის ძმებთან ერთად არაერთხელ ყოფილან ზღვაზე რთულ სიტუაციაში და იცოდნენ მათი გმირობების შესახებ. მართალია, აზორის კუნძულების მიღმა ცურვა გიჟი ადამიანის აკვიატებად მიაჩნდათ და ფიქრობდნენ, რომ ცუდად დამთავრდებოდა, მაგრამ ისეთი კაპიტნების ხელში, როგორიც პინსონები იყვნენ, ასეთ გიჟურ იდეასაც კი კარგად დასრულების შანსი ჰქონდა და არ იყო გამორიცხული, მისი განხორციელებაც რეალური ყოფილიყო.

ამდენად, კოლუმბმა ბოლო სირთულეც გადალახა. ივლისის შუა რიცხვებში ექსეპედიციის სამი ხომალდის აღჭურვა დასასრულს უახლოვდებოდა. ნაპირთან ახლოს ღუზა ჰქონდა ჩაშვებული 280-ტონიან "სანტა მარიას". ის ექსპედიციის ყველაზე დიდი ხომალდი იყო და წყალში საკმაოდ ღრმად და საიმედოდ იჯდა. მის გვერდით წყალში ქანაობდა 140-ტონიანი "პინტა" და პატარა, 100-ტონიანი "ნინია". ამ უკანასკნელის სახელი ციცქნას ნიშნავდა, რასაც ამართლებდა კიდეც...

"სანტა მარია", "პინტა" და "ნინია" სრულებით აკმაყოფილებდნენ კოლუმბის მოთხოვნებს - სამი საუკეთესო ხომალდი, რომელიც პალოეს ნავსადგურში იდგა.

წყარო: ბიოგრაფიული წიგნების სერია, "50 პერსონა - მათ შექმნეს ისტორია". მარტიდან, ჟურნალ "ისტორიანთან" ერთად

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს