მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ინფორმაციას ავრცელებს გაჩეჩილაძეების ადვოკატი ”ბაია გადაბაძის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე”
რა ინფორმაციას ავრცელებს გაჩეჩილაძეების ადვოკატი ”ბაია გადაბაძის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე”

გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ე­ბის ად­ვო­კა­ტი ირაკ­ლი კორ­ძა­ხია "მა­ესტროს" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ბაია გა­და­ბა­ძის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ქმე­დე­ბებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

კორ­ძა­ხი­ას მტკი­ცე­ბით, სწო­რედ ამ ქმე­დე­ბე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ შპს სტუ­დია "მა­ესტროს" ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი ეთერ გა­და­ბა­ძე უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბებს ახორ­ცი­ე­ლებ­და.

კორ­ძა­ხი­ას მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად ავ­რცე­ლებს:

"2011 წლის 22 დე­კემ­ბერს პარტნი­ორ­თა კრე­ბამ მის­ცა უფ­ლე­ბა დი­რექ­ტორს, რომ აეღო სეს­ხი 30 000 000 $ ოდე­ნო­ბით, 13% გა­ნაკ­ვე­თით, სეს­ხის სრუ­ლი გა­დახ­დის ვადა უნდა ყო­ფი­ლი­ყო სეს­ხის აღე­ბი­დან მე-8 წელი, ამას­თან ძირი და პრო­ცენ­ტი უნდა და­ფა­რუ­ლი­ყო ეტა­პობ­რი­ვად, სეს­ხის აღე­ბი­დან 2 წლის მერე (ოქ­მში არ არის გან­სა­ზღვრუ­ლი და­ფარ­ვის გრა­ფი­კი). 2011 წლის 26 დე­კემ­ბერს გა­ფორმ­და 4 სა­სეს­ხო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რო­მელ­საც ხელს აწერს "მა­ესტროს" მა­შინ­დე­ლი დი­რექ­ტო­რი ილია კი­კა­ბი­ძე. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­ში და­ფარ­ვის სა­ბო­ლოო ვადა 2019 წელი. ამათ­გან ორი, უფრო დიდი სა­სეს­ხო ხაზი იყო 6 600 000 $ და 15 000 000 $ თან­ხა­ზე. "მა­ესტროს" შე­ეძ­ლო ყო­ველ წელს არა­ნაკ­ლებ 1 000 000$ ტრან­ში მო­ე­თხო­ვა.

2014 წლის ბო­ლოს გა­და­ბა­ძემ, ისე რომ არ მო­უწ­ვე­ვია პარტნი­ორ­თა კრე­ბა, გა­ა­ფორ­მა სეს­ხის და­ფარ­ვის გრა­ფი­კე­ბი (დო­კუ­მენ­ტე­ბი უთა­რი­ღოა), რომ­ლის მი­ხედ­ვით "მა­ესტროს" ყო­ველ წელს და­ახ­ლო­ე­ბით 2 500 000 $ უნდა გა­და­ე­ხა­და სეს­ხის ძირი, ხოლო პრო­ცენ­ტი 500 000 $. ეს მა­შინ, რო­დე­საც 2014 წლის 14 დე­კემ­ბერ­ში პარტნი­ორ­თა კრე­ბა­ზე მე­ნე­ჯმენ­ტის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი 2015 წლის ბი­უ­ჯე­ტის შე­სა­ბა­მი­სად კრე­დი­ტო­რუ­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბე­ბის და­ფარ­ვა­ზე გა­მო­ყო­ფი­ლი იყო მხო­ლოდ 660 000 ლარი. იგი­ვე ციფ­რი იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ფუ­ლა­დი ნა­კა­დე­ბის მოძ­რა­ო­ბის უწყის­ში.

შე­სა­ბა­მი­სად, გა­და­ბა­ძემ ერთი მხრივ და­არ­ღვია "მა­ესტროს" წეს­დე­ბა და კა­ნო­ნი მე­წარ­მე­თა შე­სა­ხებ (91.5.ე მუხ­ლი). გრა­ფი­კი სეს­ხის და­ფარ­ვის დრო­ში გა­წე­რილ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას წარ­მო­შობ­და. ხოლო პარტნი­ორ­თა კრე­ბის კომ­პე­ტენ­ცია იყო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის აღე­ბა­ზე თან­ხმო­ბის მი­ცე­მა. მე­ო­რე მხრივ, გა­და­ბა­ძე კომ­პა­ნი­ის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მოქ­მე­დებ­და, რად­გან თა­ვი­დან­ვე მის­თვის ცნო­ბი­ლი იყო, რომ მა­ესტრო ასეთ გრა­ფიკს ვერ შე­ას­რუ­ლებ­და მისი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან და მე­ნე­ჯმენ­ტის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი 2015 წლის პროგ­ნო­ზი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

2015 წლის 8 ივ­ნისს გა­და­ბა­ძე მზად იყო, რომ "ვი­თი­ბი ბან­კში" და­ე­გი­რა­ვე­ბი­ნა "მა­ესტროს" მთე­ლი ქო­ნე­ბა, ასე­ვე აეღო თავ­დე­ბო­ბა 5 000 000$ ოდე­ნო­ბით. შე­დე­გად, "ვი­თი­ბი ბან­კი" გას­ცემ­და მაკა ასა­თი­ა­ნის კომ­პა­ნი­ა­ზე მ-ინ­ვეს­ტმენტზე 1"000"000$ სესხს. ამ კომ­პა­ნი­ას უკვე აღე­ბუ­ლი ქონ­და 1"000"000$, 10"000"000$ საკ­რე­დი­ტო ხა­ზის ფარ­გლებ­ში.

1 ივ­ლისს ჩა­ტარ­და "მა­ესტროს" პარტნი­ორ­თა კრე­ბა (გა­და­ბა­ძე არც ამ კრე­ბას და­ეს­წრო პი­რა­დად), რო­მელ­ზეც 75% მა პარტნი­ო­რებ­მა მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბის აღე­ბა­ზე, თუმ­ცა გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ 100% ხმა სჭირ­დე­ბო­და ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას. "ვი­თი­ბი ბან­კმა" ეტყო­ბა გა­ი­ზი­ა­რა ეს პო­ზი­ცია და ბან­კში მა­ესტროს ქო­ნე­ბის და­გი­რა­ვე­ბა ჩა­ი­შა­ლა.

2015 წლის 27 ივ­ლისს მაკა ასა­თი­ან­მა მო­ი­წე­რა, რომ მი­უ­ხე­და­ვად, იმი­სა, რომ სეს­ხის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე "მა­ესტროს" ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­თა სრუ­ლად და­ფარ­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა დგე­ბო­და 2019 წელს. სურ­და სეს­ხის ვა­და­ზე ადრე გა­მო­თხო­ვა, ამას ასა­ბუ­თებ­და გრა­ფი­კე­ბის სის­ტე­მა­ტი­უ­რი დარ­ღვე­ვის გამო და მძი­მე ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით და და­ე­მუქ­რა "მა­ესტროს" გა­დახ­დი­სუ­უ­ნა­რო­ბის საქ­მის შე­მო­ტა­ნით. ამას­თან თუ ვი­თი­ბი ბანკთან პო­ზი­ცია შე­იც­ვლე­ბო­და, მზად იყო ამ პო­ზი­ცი­ის გა­და­ხედ­ვით. ასე­ვე ითხოვ­და აუ­დი­ტის დას­კვნას კომ­პა­ნი­ის ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ.

გა­და­ბა­ძეს არ აუ­ღია იუ­რი­დი­უ­ლი დას­კვნა, რამ­დე­ნად შე­ეძ­ლო მაკა ასა­თი­ანს ვა­და­ზე ადრე სეს­ხის მო­თხოვ­ნა, ნაც­ვლად ამი­სა, შე­ას­რუ­ლა კრე­დი­ტო­რის მო­თხოვ­ნა და დას­კვნა და­უკ­ვე­თა ბა­კაშ­ვილს, რო­მე­ლიც აუ­დიტს უტა­რებს გო­გე­ლი­ას და მაკა ასა­თი­ა­ნის კომ­პა­ნი­ებს, ასე­ვე აწარ­მო­ებ­და მა­ესტროს ბუ­ღალ­ტე­რი­ას. შე­სა­ბა­მი­სად ის ვერ ჩა­ით­ვლე­ბო­და და­მო­უ­კი­დე­ბელ აუ­დი­ტად. ბა­კაშ­ვი­ლის ძი­რი­თა­დი მიგ­ნე­ბე­ბი დას­კვნა­ში იყო, რომ "მა­ესტროს" ჰქონ­და მძი­მე ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რად­გან: მა­ღალ­კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და; სა­ტე­ლე­ვი­ზიო ბა­ზა­რი ნაკ­ლებ რენ­ტა­ბე­ლუ­რია; აპა­რა­ტუ­რას სწრა­ფი მო­რა­ლუ­რი ცვე­თა აქვს; ლა­რის დე­ვალ­ვა­ცია მოხ­და; ბან­კებ­მა უარი უთხრეს და­მა­ტე­ბი­თი სეს­ხე­ბის გა­ცე­მა­ზე.

ეთერ გა­და­ბა­ძეს არ უც­დია შე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და მაკა ასა­თი­ა­ნის აღ­ნიშ­ნულ მო­თხოვ­ნას მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 2015 წელს მა­ესტროს ჰქონ­და უფ­ლე­ბა მო­ე­თხო­ვა და­მა­ტე­ბი­თი ტრან­შის 1"000"000$ მი­ღე­ბა, რი­თაც და­ი­ფა­რე­ბო­და ვა­და­მო­სუ­ლი, თუნ­დაც უკა­ნო­ნოდ გა­ფორ­მე­ბუ­ლი გა­დახ­დის გრა­ფი­კის შე­სა­ბა­მი­სად და­რი­ცხუ­ლი თან­ხე­ბი.

მა­ესტროს გა­კოტ­რე­ბის მო­თხოვ­ნა

გა­და­ბა­ძეს მოწ­ვე­ვით 2015 წლის 1-4 სექ­ტემ­ბერს ჩა­ტარ­და კრე­ბა, რო­მელ­საც თა­ვად არ და­ეს­წრო და ისევ ად­ვო­კა­ტე­ბი გა­მოგ­ზავ­ნა. კრე­ბა­ზე პარტნი­ო­რებ­მა 75% ხმე­ბით ჩათ­ვა­ლეს, რომ და­წყე­ბუ­ლი­ყო გა­დახ­დი­სუ­უ­ნა­რო­ბის წარ­მო­ე­ბა.

კრე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, გა­და­ბა­ძემ სა­სა­მარ­თლოს 18 სექ­ტემ­ბერს მი­მარ­თა არა გა­დახ­დი­სუ­უ­ნა­რო­ბის საქ­მის და­წყე­ბის მო­თხოვ­ნით, არა­მედ პირ­და­პირ გა­კოტ­რე­ბის მო­თხოვ­ნით (რაც გა­მო­რი­ცხავ­და მა­ესტროს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას), რა­ზეც სა­ა­პე­ლა­ციო ინ­სტან­ცი­ამ მას გა­ნუ­მარ­ტა, რომ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბო­და პარტნი­ორ­თა 100% თან­ხმო­ბა, რაც გა­და­ბა­ძეს არ მი­უ­ღია. ამის შემ­დეგ, 1 ოქ­ტომ­ბერს გა­და­ბა­ძემ უკვე გა­დახ­დი­სუ­უ­ნა­რო­ბის გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა სა­სა­მარ­თლოს.

აშ­კა­რაა, რომ ამ პრო­ცეს­ში გა­და­ბა­ძე არ მოქ­მე­დებ­და კომ­პა­ნი­ის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, არა­მედ ის ას­რუ­ლებ­და კრე­დი­ტო­რი მაკა ასა­თი­ა­ნის (კოტე გო­გე­ლი­ას) და­ვა­ლე­ბებს.

სა­სა­ქონ­ლო ნიშ­ნის გა­და­ცე­მა

"მა­ესტრო­ზე" სა­სა­ქონ­ლო ნი­შა­ნი "მა­ესტრო", და­რე­გის­ტრირ­და 2011 წლის 29 დე­კემ­ბერს, მა­ნამ­დე ეს ნი­შა­ნი არ ყო­ფი­ლა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი არც კი­კა­ბი­ძე­ზე და ღლონტზე და არც სხვა პირ­ზე.

2014 წლის 24 ოქ­ტომ­ბერს, გა­და­ბა­ძემ, ისე, რომ არ მო­უწ­ვე­ვია პარტნი­ორ­თა კრე­ბა, გა­დას­ცა "მა­ესტროს" სა­სა­ქონ­ლო ნი­შა­ნი, კი­კა­ბი­ძის მიერ ერთი კვი­რით ადრე და­ფუძ­ნე­ბულ კომ­პა­ნი­ას "ტე­ლე­კომ­პა­ნია მა­ესტროს". რო­გორც კი ეს ფაქ­ტი ცნო­ბი­ლი გახ­და გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის­თვის, მან შე­ი­ტა­ნა სარ­ჩე­ლი ამ გა­რი­გე­ბის ბა­თი­ლად გა­მო­ცხა­დე­ბის მო­თხოვ­ნით. გა­და­ბა­ძემ მო­იწ­ვია კრე­ბა და სცა­და მო­წო­ნე­ბის აღე­ბა მის მიერ წეს­დე­ბის და კა­ნო­ნით დარ­ღვე­ვით და­დე­ბულ გა­რი­გე­ბა­ზე. 2015 წლის 16 ნო­ემ­ბერს ჩა­ტა­რე­ბულ კრე­ბას გა­და­ბა­ძე ისევ არ და­ეს­წრო, თუმ­ცა ად­ვო­კა­ტებ­მა, რო­მე­ლიც მას წარ­მო­ად­გენ­დნენ კრე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დეს, რომ ბრენ­დის უფა­სოდ გა­და­ცე­მამ­დე გა­და­ბა­ძეს არ აუ­ღია წე­რი­ლო­ბი­თი იუ­რი­დი­უ­ლი დას­კვნა, ასე­ვე და­ეყ­რდნო კი­კა­ბი­ძის ზე­პირ გან­ცხა­დე­ბას, რომ ის "მა­ესტროს" უვა­დო და უსას­ყიდ­ლო ლი­ცენ­ზი­ას მის­ცემ­და. თუმ­ცა ეს გა­რი­გე­ბა წე­რი­ლო­ბით არ გა­ფორ­მე­ბუ­ლა, რო­გორც ამას კა­ნო­ნი მო­ი­თხოვ­და. ამ­ჟა­მად თა­ვი­სი ბრენ­დით სარ­გებ­ლო­ბას "მა­ესტრო" საქპა­ტენ­ტში რე­გის­ტრა­ცი­ის ან სა­ლი­ცენ­ზიო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­რე­შე ახორ­ცი­ე­ლებს, რაც რის­კის შემ­ცვე­ლია მის­თვის", - ნათ­ქვა­მია კორ­ძა­ხი­ას მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

რა ინფორმაციას ავრცელებს გაჩეჩილაძეების ადვოკატი ”ბაია გადაბაძის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე”

რა ინფორმაციას ავრცელებს გაჩეჩილაძეების ადვოკატი ”ბაია გადაბაძის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე”

გაჩეჩილაძეების ადვოკატი ირაკლი კორძახია "მაესტროს" გენერალური დირექტორის, ბაია გადაბაძის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე ინფორმაციას ავრცელებს.

კორძახიას მტკიცებით, სწორედ ამ ქმედებებით დასტურდება, რომ შპს სტუდია "მაესტროს" ყოფილი დირექტორი ეთერ გადაბაძე უკანონო ქმედებებს ახორციელებდა.

კორძახიას მიერ გავრცელებულ განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად ავრცელებს:

"2011 წლის 22 დეკემბერს პარტნიორთა კრებამ მისცა უფლება დირექტორს, რომ აეღო სესხი 30 000 000 $ ოდენობით, 13% განაკვეთით, სესხის სრული გადახდის ვადა უნდა ყოფილიყო სესხის აღებიდან მე-8 წელი, ამასთან ძირი და პროცენტი უნდა დაფარულიყო ეტაპობრივად, სესხის აღებიდან 2 წლის მერე (ოქმში არ არის განსაზღვრული დაფარვის გრაფიკი). 2011 წლის 26 დეკემბერს გაფორმდა 4 სასესხო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერს "მაესტროს" მაშინდელი დირექტორი ილია კიკაბიძე. ხელშეკრულებებში დაფარვის საბოლოო ვადა 2019 წელი. ამათგან ორი, უფრო დიდი სასესხო ხაზი იყო 6 600 000 $ და 15 000 000 $ თანხაზე. "მაესტროს" შეეძლო ყოველ წელს არანაკლებ 1 000 000$ ტრანში მოეთხოვა.

2014 წლის ბოლოს გადაბაძემ, ისე რომ არ მოუწვევია პარტნიორთა კრება, გააფორმა სესხის დაფარვის გრაფიკები (დოკუმენტები უთარიღოა), რომლის მიხედვით "მაესტროს" ყოველ წელს დაახლოებით 2 500 000 $ უნდა გადაეხადა სესხის ძირი, ხოლო პროცენტი 500 000 $. ეს მაშინ, როდესაც 2014 წლის 14 დეკემბერში პარტნიორთა კრებაზე მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილი 2015 წლის ბიუჯეტის შესაბამისად კრედიტორული დავალიანებების დაფარვაზე გამოყოფილი იყო მხოლოდ 660 000 ლარი. იგივე ციფრი იყო დაფიქსირებული ფულადი ნაკადების მოძრაობის უწყისში.

შესაბამისად, გადაბაძემ ერთი მხრივ დაარღვია "მაესტროს" წესდება და კანონი მეწარმეთა შესახებ (91.5.ე მუხლი). გრაფიკი სესხის დაფარვის დროში გაწერილ ვალდებულებას წარმოშობდა. ხოლო პარტნიორთა კრების კომპეტენცია იყო ვალდებულებების აღებაზე თანხმობის მიცემა. მეორე მხრივ, გადაბაძე კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, რადგან თავიდანვე მისთვის ცნობილი იყო, რომ მაესტრო ასეთ გრაფიკს ვერ შეასრულებდა მისი ფინანსური მდგომარეობიდან და მენეჯმენტის მიერ შემუშავებული 2015 წლის პროგნოზიდან გამომდინარე.

2015 წლის 8 ივნისს გადაბაძე მზად იყო, რომ "ვითიბი ბანკში" დაეგირავებინა "მაესტროს" მთელი ქონება, ასევე აეღო თავდებობა 5 000 000$ ოდენობით. შედეგად, "ვითიბი ბანკი" გასცემდა მაკა ასათიანის კომპანიაზე მ-ინვესტმენტზე 1"000"000$ სესხს. ამ კომპანიას უკვე აღებული ქონდა 1"000"000$, 10"000"000$ საკრედიტო ხაზის ფარგლებში.

1 ივლისს ჩატარდა "მაესტროს" პარტნიორთა კრება (გადაბაძე არც ამ კრებას დაესწრო პირადად), რომელზეც 75% მა პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება ამ ვალდებულების აღებაზე, თუმცა გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ 100% ხმა სჭირდებოდა ასეთ გადაწყვეტილების მიღებას. "ვითიბი ბანკმა" ეტყობა გაიზიარა ეს პოზიცია და ბანკში მაესტროს ქონების დაგირავება ჩაიშალა.

2015 წლის 27 ივლისს მაკა ასათიანმა მოიწერა, რომ მიუხედავად, იმისა, რომ სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე "მაესტროს" ვალდებულებათა სრულად დაფარვის ვალდებულება დგებოდა 2019 წელს. სურდა სესხის ვადაზე ადრე გამოთხოვა, ამას ასაბუთებდა გრაფიკების სისტემატიური დარღვევის გამო და მძიმე ფინანსური მდგომარეობით და დაემუქრა "მაესტროს" გადახდისუუნარობის საქმის შემოტანით. ამასთან თუ ვითიბი ბანკთან პოზიცია შეიცვლებოდა, მზად იყო ამ პოზიციის გადახედვით. ასევე ითხოვდა აუდიტის დასკვნას კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

გადაბაძეს არ აუღია იურიდიული დასკვნა, რამდენად შეეძლო მაკა ასათიანს ვადაზე ადრე სესხის მოთხოვნა, ნაცვლად ამისა, შეასრულა კრედიტორის მოთხოვნა და დასკვნა დაუკვეთა ბაკაშვილს, რომელიც აუდიტს უტარებს გოგელიას და მაკა ასათიანის კომპანიებს, ასევე აწარმოებდა მაესტროს ბუღალტერიას. შესაბამისად ის ვერ ჩაითვლებოდა დამოუკიდებელ აუდიტად. ბაკაშვილის ძირითადი მიგნებები დასკვნაში იყო, რომ "მაესტროს" ჰქონდა მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რადგან: მაღალკონკურენტულ გარემოში ფუნქციონირებდა; სატელევიზიო ბაზარი ნაკლებ რენტაბელურია; აპარატურას სწრაფი მორალური ცვეთა აქვს; ლარის დევალვაცია მოხდა; ბანკებმა უარი უთხრეს დამატებითი სესხების გაცემაზე.

ეთერ გადაბაძეს არ უცდია შეწინააღმდეგებოდა მაკა ასათიანის აღნიშნულ მოთხოვნას მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს მაესტროს ჰქონდა უფლება მოეთხოვა დამატებითი ტრანშის 1"000"000$ მიღება, რითაც დაიფარებოდა ვადამოსული, თუნდაც უკანონოდ გაფორმებული გადახდის გრაფიკის შესაბამისად დარიცხული თანხები.

მაესტროს გაკოტრების მოთხოვნა

გადაბაძეს მოწვევით 2015 წლის 1-4 სექტემბერს ჩატარდა კრება, რომელსაც თავად არ დაესწრო და ისევ ადვოკატები გამოგზავნა. კრებაზე პარტნიორებმა 75% ხმებით ჩათვალეს, რომ დაწყებულიყო გადახდისუუნარობის წარმოება.

კრების გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, გადაბაძემ სასამართლოს 18 სექტემბერს მიმართა არა გადახდისუუნარობის საქმის დაწყების მოთხოვნით, არამედ პირდაპირ გაკოტრების მოთხოვნით (რაც გამორიცხავდა მაესტროს რეაბილიტაციას), რაზეც სააპელაციო ინსტანციამ მას განუმარტა, რომ საჭირო იქნებოდა პარტნიორთა 100% თანხმობა, რაც გადაბაძეს არ მიუღია. ამის შემდეგ, 1 ოქტომბერს გადაბაძემ უკვე გადახდისუუნარობის განცხადებით მიმართა სასამართლოს.

აშკარაა, რომ ამ პროცესში გადაბაძე არ მოქმედებდა კომპანიის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, არამედ ის ასრულებდა კრედიტორი მაკა ასათიანის (კოტე გოგელიას) დავალებებს.

სასაქონლო ნიშნის გადაცემა

"მაესტროზე" სასაქონლო ნიშანი "მაესტრო", დარეგისტრირდა 2011 წლის 29 დეკემბერს, მანამდე ეს ნიშანი არ ყოფილა რეგისტრირებული არც კიკაბიძეზე და ღლონტზე და არც სხვა პირზე.

2014 წლის 24 ოქტომბერს, გადაბაძემ, ისე, რომ არ მოუწვევია პარტნიორთა კრება, გადასცა "მაესტროს" სასაქონლო ნიშანი, კიკაბიძის მიერ ერთი კვირით ადრე დაფუძნებულ კომპანიას "ტელეკომპანია მაესტროს". როგორც კი ეს ფაქტი ცნობილი გახდა გია გაჩეჩილაძისთვის, მან შეიტანა სარჩელი ამ გარიგების ბათილად გამოცხადების მოთხოვნით. გადაბაძემ მოიწვია კრება და სცადა მოწონების აღება მის მიერ წესდების და კანონით დარღვევით დადებულ გარიგებაზე. 2015 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ კრებას გადაბაძე ისევ არ დაესწრო, თუმცა ადვოკატებმა, რომელიც მას წარმოადგენდნენ კრებაზე განაცხადეს, რომ ბრენდის უფასოდ გადაცემამდე გადაბაძეს არ აუღია წერილობითი იურიდიული დასკვნა, ასევე დაეყრდნო კიკაბიძის ზეპირ განცხადებას, რომ ის "მაესტროს" უვადო და უსასყიდლო ლიცენზიას მისცემდა. თუმცა ეს გარიგება წერილობით არ გაფორმებულა, როგორც ამას კანონი მოითხოვდა. ამჟამად თავისი ბრენდით სარგებლობას "მაესტრო" საქპატენტში რეგისტრაციის ან სალიცენზიო ხელშეკრულების გარეშე ახორციელებს, რაც რისკის შემცველია მისთვის", - ნათქვამია კორძახიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ