პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი უცნაურობა სავალუტო ბაზარზე
ახალი უცნაურობა სავალუტო ბაზარზე

რამ­დე­ნი­მე დღეა, ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლელ პუნ­ქტებ­ში დო­ლა­რი ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ოფი­ცი­ა­ლურ კურსსა და "ბლუმ­ბერ­გის" სა­ვაჭ­რო სის­ტე­მა­ში და­ფიქ­სი­რე­ბულ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე ია­ფად იყი­დე­ბა. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, რო­გორც წესი, სა­ვა­ლუ­ტო ჯი­ხუ­რე­ბი ელექტრო­ნუ­ლი სის­ტე­მის სა­ვაჭ­რო ტენ­დენ­ცი­ას მიჰ­ყვე­ბი­ან, თუმ­ცა ახლა ეს კო­ნი­უნ­ქტუ­რა და­ირ­ღვა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, საქ­მე გვაქვს ხე­ლოვ­ნუ­რად აწე­ულ კურსთან, რე­ა­ლუ­რად კი ბა­ზარ­ზე სულ სხვა ვი­თა­რე­ბაა.

13-14 თე­ბერ­ვალს, რო­დე­საც "ბულმბერ­გზე" კურ­სი 2,50-ის ნიშ­ნულს გა­დაც­და, სა­ვა­ლუ­ტო პუნ­ქტებ­ში 1 დო­ლა­რი 2,48-2,485-ის ფარ­გლებ­ში იყი­დე­ბო­და. 16 თე­ბერ­ვალს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ოფი­ცი­ა­ლუ­რი კურ­სი დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში 2,4821-ის ნიშ­ნულ­ზე და­ფიქ­სი­რა, თუმ­ცა ბა­ზარ­ზე ვი­თა­რე­ბა არ შეც­ვლი­ლა. გუ­შინ, სა­ღა­მომ­დე ბლუმ­ბერ­გზე კურ­სი 2,5023-ის დო­ნემ­დე გა­ი­ზარ­და, სა­ვა­ლუ­ტო პუნ­ქტე­ბი კი დო­ლარს 2,49-2,493 ლა­რის ფარ­გლებ­ში ყი­დიდ­ნენ.

ასეთ დროს შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს ერთი დას­კვნა - რე­ა­ლუ­რად დო­ლარ­ზე მო­თხოვ­ნა შემ­ცი­რე­ბუ­ლია, ხოლო "ბლუმ­ბერ­გზე" მიმ­დი­ნა­რე ვაჭ­რო­ბა ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას არ ასა­ხავს. ამ სის­ტე­მა­ში კურ­სის ცვლი­ლე­ბა ორ სუ­ბი­ექტს შო­რის უმ­ნიშ­ვნე­ლო გა­რი­გე­ბი­თაც კი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს.

"შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ დო­ლარ­ზე მო­თხოვ­ნა შემ­ცირ­და. ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლელ პუნ­ქტებს შო­რის კონ­კუ­რენ­ცია დი­დია და ყვე­ლა ცდი­ლობს, რომ ისეთ მარ­ჟა­ზე იმუ­შა­ოს, რო­მე­ლიც შე­მო­სა­ვალს მო­უ­ტანს. ცოტა ხანს კი­დევ უნდა და­ვაკ­ვირ­დეთ, კვი­რის ბო­ლომ­დე, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი და მერე უფრო მკა­ფიო დას­კვნა შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­კე­თოთ", - ამ­ბობს თბი­ლი­სის ბანკთა­შო­რის სა­ვა­ლუ­ტო ბირ­ჟის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ვახ­ტანგ ხო­მი­ზუ­რაშ­ვი­ლი.

"რ": თუ დო­ლარ­ზე მო­თხოვ­ნა და­ბა­ლია, მა­შინ "ბლუმ­ბერ­გის" სა­ვაჭ­რო სის­ტე­მა­ში რა­ტომ ფიქ­სირ­დე­ბა უფრო მა­ღა­ლი კურ­სი?

ვ.ხ: სა­ვა­ლუ­ტო პუნ­ქტებ­ში "ქე­შის" სა­ხით მიმ­დი­ნა­რე­ობს ვაჭ­რო­ბა, ეს სხვა კო­ნი­უნ­ქტუ­რაა. რაც შე­ე­ხე­ბა "ბლუმ­ბერგს", იქ სხვა სა­ხის კლი­ენ­ტუ­რის და­ვა­ლე­ბე­ბი სრულ­დე­ბა, ესე­ნია, ძი­რი­თა­დად, ბან­კე­ბი.

რო­გორც წესი, სა­ვა­ლუ­ტო პუნ­ქტე­ბი "ბლუმ­ბერ­გში" და­ფიქ­სი­რე­ბულ კურსს მიჰ­ყვე­ბი­ან ხოლ­მე, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა "ქე­შ­ზე" მო­თხოვ­ნა და­ვარ­და. ვი­მე­ო­რებ, კვი­რის ბო­ლომ­დე თუ ასე გაგ­რძელ­და, მა­შინ სხვა მი­ზე­ზე­ბი უნდა ვე­ძე­ბოთ.

"რ": სხვა მი­ზე­ზებ­ში რას გუ­ლის­ხმობთ?

ვ.ხ: ამ შემ­თხვე­ვა­ში "სხვა მი­ზე­ზი" არის ის, რომ "ბლუმ­ბერ­გზე" ფიქ­სი­რე­ბუ­ლი კურ­სი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა რე­ა­ლურ მო­თხოვ­ნა-მი­წო­დე­ბას. და­ხუ­რულ ელექტრო­ნულ სის­ტე­მა­ში შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა ან ორმა ბან­კმა პა­ტა­რა თან­ხით მო­ახ­დი­ნოს კურ­სზე მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ტე­მა სა­მარ­თლი­ა­ნი კურ­სის ფორ­მი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ვა, რო­მე­ლიც რე­ა­ლურ მო­თხოვ­ნა­სა და მი­წო­დე­ბას შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ეს არის ძა­ლი­ან ცუდი სინ­დრო­მი.

გაგ­რძე­ლე­ბა

ახალი უცნაურობა სავალუტო ბაზარზე

ახალი უცნაურობა სავალუტო ბაზარზე

რამდენიმე დღეა, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში დოლარი ეროვნული ბანკის ოფიციალურ კურსსა და "ბლუმბერგის" სავაჭრო სისტემაში დაფიქსირებულ ღირებულებაზე იაფად იყიდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, როგორც წესი, სავალუტო ჯიხურები ელექტრონული სისტემის სავაჭრო ტენდენციას მიჰყვებიან, თუმცა ახლა ეს კონიუნქტურა დაირღვა. სპეციალისტების შეფასებით, საქმე გვაქვს ხელოვნურად აწეულ კურსთან, რეალურად კი ბაზარზე სულ სხვა ვითარებაა.

13-14 თებერვალს, როდესაც "ბულმბერგზე" კურსი 2,50-ის ნიშნულს გადაცდა, სავალუტო პუნქტებში 1 დოლარი 2,48-2,485-ის ფარგლებში იყიდებოდა. 16 თებერვალს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში 2,4821-ის ნიშნულზე დაფიქსირა, თუმცა ბაზარზე ვითარება არ შეცვლილა. გუშინ, საღამომდე ბლუმბერგზე კურსი 2,5023-ის დონემდე გაიზარდა, სავალუტო პუნქტები კი დოლარს 2,49-2,493 ლარის ფარგლებში ყიდიდნენ.

ასეთ დროს შეიძლება გაკეთდეს ერთი დასკვნა - რეალურად დოლარზე მოთხოვნა შემცირებულია, ხოლო "ბლუმბერგზე" მიმდინარე ვაჭრობა ბაზარზე არსებულ მდგომარეობას არ ასახავს. ამ სისტემაში კურსის ცვლილება ორ სუბიექტს შორის უმნიშვნელო გარიგებითაც კი შეიძლება მოხდეს.

"შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დოლარზე მოთხოვნა შემცირდა. ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს შორის კონკურენცია დიდია და ყველა ცდილობს, რომ ისეთ მარჟაზე იმუშაოს, რომელიც შემოსავალს მოუტანს. ცოტა ხანს კიდევ უნდა დავაკვირდეთ, კვირის ბოლომდე, როგორ განვითარდება მოვლენები და მერე უფრო მკაფიო დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ", - ამბობს თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის ყოფილი ხელმძღვანელი ვახტანგ ხომიზურაშვილი.

"რ": თუ დოლარზე მოთხოვნა დაბალია, მაშინ "ბლუმბერგის" სავაჭრო სისტემაში რატომ ფიქსირდება უფრო მაღალი კურსი?

ვ.ხ: სავალუტო პუნქტებში "ქეშის" სახით მიმდინარეობს ვაჭრობა, ეს სხვა კონიუნქტურაა. რაც შეეხება "ბლუმბერგს", იქ სხვა სახის კლიენტურის დავალებები სრულდება, ესენია, ძირითადად, ბანკები.

როგორც წესი, სავალუტო პუნქტები "ბლუმბერგში" დაფიქსირებულ კურსს მიჰყვებიან ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება "ქეშზე" მოთხოვნა დავარდა. ვიმეორებ, კვირის ბოლომდე თუ ასე გაგრძელდა, მაშინ სხვა მიზეზები უნდა ვეძებოთ.

"რ": სხვა მიზეზებში რას გულისხმობთ?

ვ.ხ: ამ შემთხვევაში "სხვა მიზეზი" არის ის, რომ "ბლუმბერგზე" ფიქსირებული კურსი არ შეესაბამება რეალურ მოთხოვნა-მიწოდებას. დახურულ ელექტრონულ სისტემაში შეიძლება ერთმა ან ორმა ბანკმა პატარა თანხით მოახდინოს კურსზე მანიპულირება. ამ შემთხვევაში აღნიშნული სისტემა სამართლიანი კურსის ფორმირების საშუალებას არ იძლევა, რომელიც რეალურ მოთხოვნასა და მიწოდებას შეესაბამება. ეს არის ძალიან ცუდი სინდრომი.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია