მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
სამხედრო
კონფლიქტები
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თოფაძის განცხადებები კოალიციის იმიჯისთვის დამაზიანებელია" - ვოლსკი თოფაძეს ურჩევს "კომენტარები შეარჩიოს"
"თოფაძის განცხადებები კოალიციის იმიჯისთვის დამაზიანებელია" - ვოლსკი თოფაძეს ურჩევს "კომენტარები შეარჩიოს"

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი გია ვოლ­სკი მმარ­თვე­ლი გუნ­დის წევრ გოგი თო­ფა­ძეს ურ­ჩევს, "კო­მენ­ტა­რე­ბი შე­არ­ჩი­ოს". ამის შე­სა­ხებ ვოლ­სკიმ პარ­ლა­მენ­ტში მომ­ხდა­რი დღე­ვან­დე­ლი და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და გოგი თო­ფა­ძის მხრი­დან თინა ხი­და­შე­ლის მი­სა­მარ­თით გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა.

"ბა­ტო­ნი გო­გის გან­ცხა­დე­ბა კურსთან, არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, არა­თუ ადეკ­ვა­ტუ­რია, არა­მედ და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია მთლი­ა­ნად კო­ა­ლი­ცი­ის იმი­ჯის­თვის. ამი­ტომ, ვთხოვ მე­დი­ის მეშ­ვე­ო­ბით და პი­რა­და­დაც ვე­ტყვი, რომ შე­არ­ჩი­ოს ის კო­მენ­ტა­რე­ბი, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას ახ­დენს ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში. არ­ჩევ­ნე­ბი (სა­გა­რე­ჯო­ში) ჩა­ტარ­და კო­ა­ლი­ცი­უ­რად და არ­ჩევ­ნებ­ზე გა­ყალ­ბე­ბა არ არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არც ერთ დო­ნე­ზე", - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

პარ­ლა­მენ­ტში დე­პუ­ტა­ტე­ბი ზუ­რაბ ტყე­მა­ლა­ძე, გოგი თო­ფა­ძე და და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ერ­თმა­ნეთს სი­ტყვი­ე­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ. და­პი­რის­პი­რე­ბა და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის მიერ სხდო­მა­ზე გა­კე­თე­ბულ­მა გან­ცხა­დე­ბამ გა­მო­იწ­ვია. ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა თო­ფა­ძის მიერ ბოლო პე­რი­ოდ­ში თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის თინა ხი­და­შე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი არა­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად მი­იჩ­ნია. მმარ­თვე­ლი გუნ­დის წევ­რე­ბი მან­და­ტუ­რებ­მა გა­აშ­ვე­ლეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

"თოფაძის განცხადებები კოალიციის იმიჯისთვის დამაზიანებელია" - ვოლსკი თოფაძეს ურჩევს "კომენტარები შეარჩიოს"

"თოფაძის განცხადებები კოალიციის იმიჯისთვის დამაზიანებელია" - ვოლსკი თოფაძეს ურჩევს "კომენტარები შეარჩიოს"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მმართველი გუნდის წევრ გოგი თოფაძეს ურჩევს, "კომენტარები შეარჩიოს". ამის შესახებ ვოლსკიმ პარლამენტში მომხდარი დღევანდელი დაპირისპირებისა და გოგი თოფაძის მხრიდან თინა ხიდაშელის მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

"ბატონი გოგის განცხადება კურსთან, არჩევნებთან დაკავშირებით, არათუ ადეკვატურია, არამედ დამაზიანებელია მთლიანად კოალიციის იმიჯისთვის. ამიტომ, ვთხოვ მედიის მეშვეობით და პირადადაც ვეტყვი, რომ შეარჩიოს ის კომენტარები, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ასეთ მნიშვნელოვან, წინასაარჩევნო პერიოდში. არჩევნები (საგარეჯოში) ჩატარდა კოალიციურად და არჩევნებზე გაყალბება არ არის დადასტურებული არც ერთ დონეზე", - განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტში დეპუტატები ზურაბ ტყემალაძე, გოგი თოფაძე და დავით ბერძენიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება დავით ბერძენიშვილის მიერ სხდომაზე გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია. ბერძენიშვილმა თოფაძის მიერ ბოლო პერიოდში თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები არასახელმწიფოებრივად მიიჩნია. მმართველი გუნდის წევრები მანდატურებმა გააშველეს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."