პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
მსოფლიო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ ადეიშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა - ტელეკომპანია "იბერიის" დახურვის საქმის დეტალები
ზურაბ ადეიშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა - ტელეკომპანია "იბერიის" დახურვის საქმის დეტალები

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რი­ის" და­ხურ­ვი­სა და სა­მა­უ­წყებ­ლო ლი­ცენ­ზი­ის ჩა­მორ­თმე­ვის საქ­მე გახ­სნა. რო­გორც უწყე­ბა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე აღი­ნიშ­ნა, აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი და მისი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ლა­ცა­ბი­ძე სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რა ვრცელ გან­ცხა­დე­ბა­საც ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გახ­სნი­ლია 2004 წელს სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რი­ის" და­ხურ­ვის და სა­მა­უ­წყებ­ლო ლი­ცენ­ზი­ის იძუ­ლე­ბით ჩა­მორ­თმე­ვის ფაქ­ტი. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე, დღეს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი და გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ლა­ცა­ბი­ძე.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად დად­გე­ნი­ლია, რომ 2004 წლის იან­ვრის თვე­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ლა­დარ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, მათ შო­რის გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტეს ხელ­ში ჩა­ეგ­დოთ "ომე­გა ჯგუ­ფის" კუთ­ვნი­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რი­ას ტვ"-ს სა­მა­უ­წყებ­ლო ლი­ცენ­ზია, რათა ტე­ლე­ვი­ზია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ყო­ფი­ლი­ყო კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი. ამ მიზ­ნით, შე­მუ­შა­ვე­ბულ იქნა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მა, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­მა და მის­მა მო­ად­გი­ლემ გი­ორ­გი ლა­ცა­ბი­ძემ ითა­ვეს.

გი­ორ­გი ლა­ცა­ბი­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა და სა­გა­და­სა­ხო რე­ვი­ზია ბიზ­ნეს­მენ ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი "ომე­გა ჯგუ­ფი"-ს მი­მართ, რო­მე­ლიც იმ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში ახორ­ცი­ე­ლებ­და ტე­ლე­მა­უ­წყებ­ლო­ბას "იბე­რია ტვ"-ს სა­ხით, სა­გა­მომ­ცემ­ლო და სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას.

ამას­თან",ომე­გა ჯგუ­ფი"-ს ყვე­ლა ოფის­ში, მათ შო­რის ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რი­ა­შიც" გან­ლაგ­დნენ სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რე­ბი, და­ლუ­ქეს კომ­პა­ნი­ის ინ­ვენ­ტა­რი, პრო­დუქ­ცია და მო­მუ­შა­ვე პერ­სო­ნა­ლი შე­ნო­ბე­ბი­დან გა­მო­ყა­რეს, რა­მაც შე­დე­გად გა­მო­იწ­ვია ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რი­ის" და გა­ზეთ "ახა­ლი ეპო­ქის" საქ­მი­ა­ნო­ბის შე­წყვე­ტა და წარ­მო­ე­ბის გა­ჩე­რე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დგომ, 2004 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, გი­ორ­გი ლა­ცა­ბი­ძემ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ი­ბა­რა "ომე­გა ჯგუ­ფის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ლე­ვან აღ­დგო­მე­ლაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც "ომე­გა ჯგუ­ფის" კომ­პა­ნი­ე­ბის მი­მართ სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის და კომ­პა­ნი­ის ტე­რი­ტო­რი­ი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის გაყ­ვა­ნის სა­ნაც­ვლოდ "იბე­რია ტვ"-ს სა­მა­უ­წყებ­ლო ლი­ცენ­ზი­ის დათ­მო­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მოს­თხო­ვა.

ვი­ნა­ი­დან ხსე­ნე­ბუ­ლი პი­რო­ბის შეს­რუ­ლე­ბა "ომე­გა ჯგუ­ფის" ბიზ­ნე­სის გა­დარ­ჩე­ნის და საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა იყო, კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იძუ­ლე­ბულ­ნი გახ­დნენ თან­ხმო­ბა გა­ნე­ცხა­დე­ბი­ნათ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის სა­მა­უ­წყებ­ლო ლი­ცენ­ზი­ის დათ­მო­ბის უკა­ნო­ნო მო­თხოვ­ნა­ზე და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამის შე­სა­ხებ გი­ორ­გი ლა­ცა­ბი­ძეს აც­ნო­ბეს.

ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­მა თა­ვის­თან და­ი­ბა­რა იმ­ჟა­მინ­დე­ლი ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე დი­მიტ­რი ქი­ტოშ­ვი­ლი და აც­ნო­ბა, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რია ტვ" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დებ­და, რის გა­მოც ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას მა­უ­წყებ­ლო­ბა უნდა შე­წყვე­ტო­და, ხოლო მა­უ­წყებ­ლო­ბის ლი­ცენ­ზია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­ტროლ­ქვეშ მოქ­ცე­უ­ლი­ყო, რა მიზ­ნი­თაც დი­მიტ­რი ქი­ტოშ­ვილს უნდა უზ­რუნ­ვე­ლე­ყო წი­ლე­ბის დათ­მო­ბის და გა­და­ფორ­მე­ბის იუ­რი­დი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი და მო­ე­ძებ­ნა სან­დო პირი, რო­მელ­საც ლი­ცენ­ზი­ას გა­დას­ცემ­დნენ.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ლი­ცენ­ზი­ის დათ­მო­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მის თა­ნამ­ხად, 2004 წლის 07 დე­კემ­ბერს, ლე­ვან აღ­დგო­მე­ლაშ­ვი­ლი და "იბე­რია ტვ"-ს დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი და­ი­ბა­რეს კოს­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ნო­ტა­რო ბი­უ­რო­ში ნო­ტა­რი­უს ნუნუ გინ­ტურ­თან, სა­დაც ხელი მო­ა­წე­რეს დი­მიტ­რი ქი­ტოშ­ვი­ლის მიერ წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბულ დო­კუ­მენ­ტებ­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც შპს "იბე­რია ტვ" გა­ი­ყო ორ სუ­ბი­ექ­ტად და სა­მარ­თალ­მემ­კვიდ­რე­ე­ბად გა­მო­ცხად­დნენ შპს "ტე­ლე­კომ­პა­ნია აისი" ტე­ლე­ლი­ცენ­ზი­ის ნა­წილ­ში, რო­მელ­საც გა­და­ე­ცა №702 სა­ე­თე­რო სა­ერ­თო ტე­ლე­რა­დი­ო­მა­უ­წყებ­ლო­ბის ლი­ცენ­ზია და შპს "იბე­რია TV"-ი, რო­მელ­საც გა­და­ე­ცა და­ნარ­ჩე­ნი ქო­ნე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­დე­გად, "ტე­ლე­კომ­პა­ნია აი­სის" დი­რექ­ტო­რი, 100% წი­ლის მფლო­ბე­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, ტე­ლე­რა­დი­ო­მა­უ­წყებ­ლო­ბის ლი­ცენ­ზი­ის მე­სა­კუთ­რე გახ­და დი­მიტ­რი ქი­ტოშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი და­ვით კა­კა­უ­რი­ძე, ხოლო შემ­დეგ ბი­ძი­ნა ნი­ჟა­რა­ძე.

2007 წლის 12 სექ­ტემ­ბერს, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის მი­თი­თე­ბით დი­მიტ­რი ქი­ტოშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ლი­ცენ­ზია სა­კუ­თა­რი მე­გობ­რის ბი­ძი­ნა ნი­ჟა­რა­ძის­გან ფიქ­ტი­უ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პირ­ზე იო­სებ მგე­ლა­ძე­ზე გა­და­ა­ფორ­მა, რო­მელ­მაც თა­ვის მხრივ 2012 წლის 21 თე­ბერ­ვალს იგი შპს "ჯორ­ჯი­ან მე­დია პრო­დაქ­შენ გრუპ"-ს გა­დას­ცა და ლი­ცენ­ზია კვლავ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რის გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა.

მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც "ომე­გა ჯგუ­ფის" მფლო­ბე­ლებ­მა შე­ას­რუ­ლეს სა­მა­უ­წყებ­ლო ლი­ცენ­ზი­ის დათ­მო­ბის მო­თხოვ­ნა, მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით მოხ­და "ომე­გა ჯგუ­ფის" გა­და­სა­ხა­დე­ბის რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცია და სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მაც და­ტო­ვეს "ომე­გა ჯგუ­ფის" ტე­რი­ტო­რია.

ტე­ლე­რა­დი­ო­მა­უ­წყებ­ლო­ბის ლი­ცენ­ზი­ის იძუ­ლე­ბით დათ­მო­ბას კი შე­დე­გად მოჰ­ყვა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის შე­წყვე­ტა.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს და მის მო­ად­გი­ლეს გი­ორ­გი ლა­ცა­ბი­ძეს ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნათ სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლით.

ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა აგ­რძე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას "ომე­გა ჯგუ­ფის" კომ­პა­ნი­ებ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მხრი­დან კომ­პა­ნი­ის ქო­ნე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის და ბიზ­ნეს­მენ ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზე­წო­ლის ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის და­ვა­ლე­ბით, რის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხე­ბაც პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე მი­აწ­ვდის", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

ზურაბ ადეიშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა - ტელეკომპანია "იბერიის" დახურვის საქმის დეტალები

ზურაბ ადეიშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა - ტელეკომპანია "იბერიის" დახურვის საქმის დეტალები

პროკურატურამ ტელეკომპანია "იბერიის" დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე გახსნა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა ვრცელ განცხადებასაც ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ გახსნილია 2004 წელს სახელმწიფო ხელისუფლების თანამდებობის პირების მიერ ტელეკომპანია "იბერიის" დახურვის და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის ფაქტი. აღნიშნულ საქმეზე, დღეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და გენერალური პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე.

ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 2004 წლის იანვრის თვეში, საქართველოს ახლადარჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა გადაწყვიტეს ხელში ჩაეგდოთ "ომეგა ჯგუფის" კუთვნილი ტელეკომპანია "იბერიას ტვ"-ს სამაუწყებლო ლიცენზია, რათა ტელევიზია ხელისუფლების მიერ ყოფილიყო კონტროლირებადი. ამ მიზნით, შემუშავებულ იქნა დანაშაულებრივი გეგმა, რომლის განხორციელებაც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა და მისმა მოადგილემ გიორგი ლაცაბიძემ ითავეს.

გიორგი ლაცაბიძის ხელმძღვანელობით გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და საგადასახო რევიზია ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის კუთვნილი "ომეგა ჯგუფი"-ს მიმართ, რომელიც იმჟამად საქართველოში ახორციელებდა ტელემაუწყებლობას ,,იბერია ტვ"-ს სახით, საგამომცემლო და სამეწარმეო საქმიანობას.

ამასთან, ,,ომეგა ჯგუფი"-ს ყველა ოფისში, მათ შორის ტელეკომპანია "იბერიაშიც" განლაგდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები, დალუქეს კომპანიის ინვენტარი, პროდუქცია და მომუშავე პერსონალი შენობებიდან გამოყარეს, რამაც შედეგად გამოიწვია ტელეკომპანია "იბერიის" და გაზეთ ,,ახალი ეპოქის" საქმიანობის შეწყვეტა და წარმოების გაჩერება.

აღნიშნულის შემდგომ, 2004 წლის შემოდგომაზე, გიორგი ლაცაბიძემ გენერალურ პროკურატურაში დაიბარა ,,ომეგა ჯგუფის" წარმომადგენელი ლევან აღდგომელაშვილი, რომელსაც "ომეგა ჯგუფის" კომპანიების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან შექმნილი პრობლემების მოგვარების და კომპანიის ტერიტორიიდან სპეციალური დანიშნულების რაზმის გაყვანის სანაცვლოდ "იბერია ტვ"-ს სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობა კატეგორიულად მოსთხოვა.

ვინაიდან ხსენებული პირობის შესრულება "ომეგა ჯგუფის" ბიზნესის გადარჩენის და საქმიანობის გაგრძელების ერთადერთი გზა იყო, კომპანიის წარმომადგენლები იძულებულნი გახდნენ თანხმობა განეცხადებინათ ტელეკომპანიის სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობის უკანონო მოთხოვნაზე და მოგვიანებით ამის შესახებ გიორგი ლაცაბიძეს აცნობეს.

ამის პარალელურად, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა თავისთან დაიბარა იმჟამინდელი ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი და აცნობა, რომ ტელეკომპანია "იბერია ტვ" ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებდა, რის გამოც ტელეკომპანიას მაუწყებლობა უნდა შეწყვეტოდა, ხოლო მაუწყებლობის ლიცენზია ხელისუფლების კონტროლქვეშ მოქცეულიყო, რა მიზნითაც დიმიტრი ქიტოშვილს უნდა უზრუნველეყო წილების დათმობის და გადაფორმების იურიდიული პროცედურები და მოეძებნა სანდო პირი, რომელსაც ლიცენზიას გადასცემდნენ.

პროკურატურის მიერ შემუშავებული ლიცენზიის დათმობის დანაშაულებრივი გეგმის თანამხად, 2004 წლის 07 დეკემბერს, ლევან აღდგომელაშვილი და "იბერია ტვ"-ს დამფუძნებლები დაიბარეს კოსტავას ქუჩაზე მდებარე სანოტარო ბიუროში ნოტარიუს ნუნუ გინტურთან, სადაც ხელი მოაწერეს დიმიტრი ქიტოშვილის მიერ წინასწარ მომზადებულ დოკუმენტებზე, რომლის თანახმადაც შპს "იბერია ტვ" გაიყო ორ სუბიექტად და სამართალმემკვიდრეებად გამოცხადდნენ შპს "ტელეკომპანია აისი" ტელელიცენზიის ნაწილში, რომელსაც გადაეცა №702 საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზია და შპს "იბერია TV"-ი, რომელსაც გადაეცა დანარჩენი ქონება. აღნიშნულის შედეგად, "ტელეკომპანია აისის" დირექტორი, 100% წილის მფლობელი და შესაბამისად, ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მესაკუთრე გახდა დიმიტრი ქიტოშვილის მეგობარი დავით კაკაურიძე, ხოლო შემდეგ ბიძინა ნიჟარაძე.

2007 წლის 12 სექტემბერს, ზურაბ ადეიშვილის მითითებით დიმიტრი ქიტოშვილმა ტელეკომპანიის ლიცენზია საკუთარი მეგობრის ბიძინა ნიჟარაძისგან ფიქტიური ხელშეკრულებით ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებულ პირზე იოსებ მგელაძეზე გადააფორმა, რომელმაც თავის მხრივ 2012 წლის 21 თებერვალს იგი შპს ,,ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპ"-ს გადასცა და ლიცენზია კვლავ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირის გიორგი არველაძის ხელში აღმოჩნდა.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც "ომეგა ჯგუფის" მფლობელებმა შეასრულეს სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობის მოთხოვნა, მთავრობის დადგენილებით მოხდა "ომეგა ჯგუფის" გადასახადების რესტრუქტურიზაცია და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმაც დატოვეს "ომეგა ჯგუფის" ტერიტორია.

ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის იძულებით დათმობას კი შედეგად მოჰყვა დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ფუნქციონირების შეწყვეტა.

საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს და მის მოადგილეს გიორგი ლაცაბიძეს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით.

ამასთან, საქართველოს პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას ,,ომეგა ჯგუფის" კომპანიებში სამართალდამცავების მხრიდან კომპანიის ქონების დაზიანების და ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდებოდა იმჟამინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების დავალებით, რის შედეგების შესახებაც პროკურატურა საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების დასრულებისთანავე მიაწვდის", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ