მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინელი შეფ-მზარეული, რომელმაც ქართული სუფრა ლონდონში ჩაიტანა
უკრაინელი შეფ-მზარეული, რომელმაც ქართული სუფრა ლონდონში ჩაიტანა

The Wall Street Journal ვრცელ სტა­ტი­ას უძღვნის ახალ­გაზ­რდა უკ­რა­ი­ნელ კუ­ლი­ნარს, რო­მე­ლიც დიდ ბრი­ტა­ნეთს ქარ­თულ კერ­ძებს აც­ნობს. სამ­ხრეთ უკ­რა­ი­ნა­ში და­ბა­დე­ბულ­მა და გაზ­რდილ­მა 31 წლის მზა­რე­ულ­მა და ბლო­გერ­მა ოლია ჰერ­კუ­ლეს­მა იტა­ლი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­ის­წავ­ლა, და­ამ­თავ­რა ლე­ით­სის კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი სკო­ლა. ის ბავ­შვო­ბა­ში უკ­რა­ი­ნულ კერ­ძებს ჭამ­და, მაგ­რამ ახლა პრო­ფე­სი­უ­ლად სხვა პო­ლუს­ზეა. "საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩრდილ­ში ცხოვ­რე­ბა ადა­მი­ა­ნებს უჩენ­და შეგ­რძნე­ბას, რომ ჩვე­ნი საკ­ვე­ბი არ იყო ღირ­სე­უ­ლი", - ამ­ბობს ჰერ­კუ­ლე­სი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ლონ­დონ­ში ცხოვ­რობს.

რო­დე­საც მის სამ­შობ­ლო­ში კონ­ფლიქ­ტი გამ­ძაფ­რდა 2014 წელს, კუ­ლი­ნარ­მა გა­და­წყი­ტა ბავ­შვო­ბის რე­ცეპ­ტე­ბი შე­ეგ­რო­ვე­ბი­ნა და გა­მო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ნა. ის დაბ­რუნ­და სახ­ლში და დე­დას­თან და დე­ი­დას­თან ერ­თად შექ­მნა "მა­მუშ­კა", წიგ­ნი უკ­რა­ი­ნულ სამ­ზა­რე­უ­ლო­სა და ჭა­მის კულ­ტუ­რა­ზე.

"მა­მუშ­კას" გა­მოს­ვლის შემ­დეგ ჰერ­კუ­ლე­სი არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნულ, არა­მედ მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის კუ­ლი­ნა­რი­ულ ტრა­დი­ცი­ებ­ზეც წერს, ისე­თი ქვეყ­ნე­ბის, რო­გო­რი­ცაა სა­ქარ­თვე­ლო და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი. "სა­ქარ­თვე­ლო, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვი ღვი­ნო ფან­ტას­ტი­კუ­რია, სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბით შე­მო­ვი­ა­რეთ", - ყვე­ბა იუ­ლია Wall Street Journal-თან სა­უ­ბარ­ში. მან თბი­ლის­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა ქარ­თუ­ლი სუფ­რის ტრა­დი­ცი­ე­ბი, სა­დაც მე­გობ­რე­ბის და უც­ნო­ბე­ბის წრე­ში ხდე­ბა სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა, ხინ­კლით, ხა­ჭა­პუ­რი­თა და სხვა ად­გი­ლობ­რი­ვი კერ­ძე­ბით და­ხუნძლულ მა­გი­და­ზე კი და­უს­რუ­ლებ­ლად სვა­მენ ღვი­ნო­სა და ჭა­ჭას.

თე­ბერ­ვალ­ში ჰერ­კუ­ლე­სი ქარ­თუ­ლი სუფ­რის კონ­ცეპტს ლონ­დონ­ში ჩა­ი­ტანს. მა­რი­ლე­ბო­ნი­დან-შორ­დი­ჩამ­დე ყვე­ლა ლონ­დო­ნე­ლი გა­იც­ნობს ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის გე­მოს. "მინ­და შევ­ძლო და ლონ­დო­ნე­ლებს თა­ვი­ან­თი საკ­ვე­ბი გა­ვა­ზი­ა­რე­ბი­ნო, შემ­დეგ კი შე­იძ­ლე­ბა ისიც მო­ვა­ხერ­ხო, რომ მათ ერ­თმა­ნეთს სა­კუ­თა­რი გრძნო­ბე­ბი გა­უ­ზი­ა­რონ მა­გი­დას­თან. უბ­რა­ლოდ, ამის­თვის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის ღვი­ნო დაგ­ვჭირ­დე­ბა", - ამ­ბობს უკ­რა­ი­ნე­ლი კუ­ლი­ნა­რი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია wsj.com-ს მი­ხედ­ვით

A Chef Brings Georgian Supra to London – The Wall Street Journal

უკრაინელი შეფ-მზარეული, რომელმაც ქართული სუფრა ლონდონში ჩაიტანა

უკრაინელი შეფ-მზარეული, რომელმაც ქართული სუფრა ლონდონში ჩაიტანა

The Wall Street Journal ვრცელ სტატიას უძღვნის ახალგაზრდა უკრაინელ კულინარს, რომელიც დიდ ბრიტანეთს ქართულ კერძებს აცნობს. სამხრეთ უკრაინაში დაბადებულმა და გაზრდილმა 31 წლის მზარეულმა და ბლოგერმა ოლია ჰერკულესმა იტალიური უნივერსიტეტში შეისწავლა, დაამთავრა ლეითსის კულინარიული სკოლა. ის ბავშვობაში უკრაინულ კერძებს ჭამდა, მაგრამ ახლა პროფესიულად სხვა პოლუსზეა. "საბჭოთა კავშირის ჩრდილში ცხოვრება ადამიანებს უჩენდა შეგრძნებას, რომ ჩვენი საკვები არ იყო ღირსეული", - ამბობს ჰერკულესი, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს.

როდესაც მის სამშობლოში კონფლიქტი გამძაფრდა 2014 წელს, კულინარმა გადაწყიტა ბავშვობის რეცეპტები შეეგროვებინა და გამოექვეყნებინა. ის დაბრუნდა სახლში და დედასთან და დეიდასთან ერთად შექმნა "მამუშკა", წიგნი უკრაინულ სამზარეულოსა და ჭამის კულტურაზე.

"მამუშკას" გამოსვლის შემდეგ ჰერკულესი არა მხოლოდ უკრაინულ, არამედ მეზობელი ქვეყნების კულინარიულ ტრადიციებზეც წერს, ისეთი ქვეყნების, როგორიცაა საქართველო და აზერბაიჯანი. "საქართველო, სადაც ადგილობრივი ღვინო ფანტასტიკურია, სამარშრუტო ტაქსებით შემოვიარეთ", - ყვება იულია Wall Street Journal-თან საუბარში. მან თბილისში აღმოაჩინა ქართული სუფრის ტრადიციები, სადაც მეგობრების და უცნობების წრეში ხდება სადღეგრძელოების გაზიარება, ხინკლით, ხაჭაპურითა და სხვა ადგილობრივი კერძებით დახუნძლულ მაგიდაზე კი დაუსრულებლად სვამენ ღვინოსა და ჭაჭას.

თებერვალში ჰერკულესი ქართული სუფრის კონცეპტს ლონდონში ჩაიტანს. მარილებონიდან-შორდიჩამდე ყველა ლონდონელი გაიცნობს ქართული კერძების გემოს. "მინდა შევძლო და ლონდონელებს თავიანთი საკვები გავაზიარებინო, შემდეგ კი შეიძლება ისიც მოვახერხო, რომ მათ ერთმანეთს საკუთარი გრძნობები გაუზიარონ მაგიდასთან. უბრალოდ, ამისთვის საჭირო რაოდენობის ღვინო დაგვჭირდება", - ამბობს უკრაინელი კულინარი.

მომზადებულია wsj.com-ს მიხედვით

A Chef Brings Georgian Supra to London – The Wall Street Journal

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია