მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ქართველი წყვილები, რომელთა ქორწინებამ წლებს გაუძლო
ცნობილი ქართველი წყვილები, რომელთა ქორწინებამ წლებს გაუძლო

ქარ­თვე­ლი ცნო­ბი­ლე­ბი ხან­გრძლივ ქორ­წი­ნე­ბა­ში სე­ლებ­რი­თე­ბის ოჯა­ხე­ბი ზოგ­ჯერ ისე სწრა­ფად ინ­გრე­ვა, რომ მისი შექ­მნის შე­სა­ხე­ბაც ვერ ას­წრებს ხალ­ხი გა­გე­ბას. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლო­ში არის ცნო­ბი­ლე­ბის ოჯა­ხე­ბი, რომ­ლებ­მაც დროს გა­უძ­ლო:

ნინო და­რა­სე­ლი და ნიკა ბე­რა­ძე

ზაზა და­რა­სე­ლის და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვილს, ჟურ­ნა­ლისტ ნინო და­რა­სელს მყა­რი ოჯა­ხი აქვს. ნი­ნოს მე­უღ­ლე ნიკა ბე­რა­ძეა, რო­მელ­ზეც ჟურ­ნა­ლის­ტმა პა­ტა­რა ასაკ­ში იქორ­წი­ნა და რო­გორც ერთ-ერთ ძველ ინ­ტერ­ვი­უ­ში იხ­სე­ნებს, "როცა გა­თხოვ­და, ქმრის გვა­რიც არ იცო­და". ნი­ნოს და ნი­კას ოჯა­ხი თით­ქმის 22 წელს ით­ვლის. მათი ვაჟი ზა­ზუ­კა უკვე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია. ნი­ნოს პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვი­ლი, მა­რი­ტაც ჰყავს. ნი­ნომ და ნი­კამ ჯვა­რი ოჯა­ხის შექ­მნი­დან მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ, იე­რუ­სა­ლიმ­ში და­ი­წე­რეს.

ლელა წურ­წუ­მია და კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი

ლელა წურ­წუ­მი­ას და კახა მა­მუ­ლაშ­ვილს სა­მა­გა­ლი­თო ოჯა­ხი აქვთ. მათ 12 წელ­ზე მე­ტია, რაც იქორ­წი­ნეს. როცა ერ­თმა­ნეთს შეხ­ვდნენ, ლელა ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი იყო, მა­მუ­ლი­ჩამ მისი პრო­დუ­სე­რო­ბა შე­ი­თავ­სა და წყვი­ლი მალე და­ო­ჯახ­და კი­დეც. კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლის­თვის ეს მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბაა - მას პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან ჰყავს ვაჟი ნი­კო­ლო­ზი, რო­მე­ლიც მა­მას ძა­ლი­ან ჰგავს. ლე­ლას და მა­მუ­ლი­ჩას კი ქა­ლიშ­ვი­ლი - მა­რი­კო ჰყავთ.

ნინო თო­ლორ­და­ვა და ზაზა ხა­ზა­ლია

ტე­ლე­წამ­ყვან­მა ნინო თო­ლორ­და­ვამ ოჯა­ხი პა­ტა­რა ასაკ­ში შექ­მნა. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ქმა­რი და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ გა­იც­ნო. რად­გან გაც­ნო­ბი­დან მე­ხუ­თე დღეს გაჰ­ყვა ცო­ლად და სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში წა­ვიდ­ნენ. ნი­ნოს მე­უღ­ლე ბიზ­ნეს­მე­ნი ზაზა ხა­ზა­ლი­აა, წყვილს ვაჟი ამი­კო ჰყავთ. რო­გორც ნინო აცხა­დებს, მათი მყა­რი ოჯა­ხის სა­ფუძ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლია.

და­ვით ქა­ცა­რა­ვა და სოფო ხა­ჭა­პუ­რი­ძე

დათო ქა­ცა­რა­ვა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სიმ­პა­ტი­უ­რი მა­მა­კა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც გულ­გრილს არ­ცერთ ქალს არ ტო­ვებს. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ერ­თგუ­ლი მე­უღ­ლეა. და­ვით ქა­ცა­რა­ვას და სოფო ხა­ჭა­პუ­რი­ძის ოჯა­ხი 12 წელს ით­ვლის. რო­გორც სო­ფომ გა­ნა­ცხა­და, 19 წე­ლია ერ­თმა­ნე­თი უყ­ვართ. და­თომ სოფო სა­ირ­მის სა­ცუ­რაო აუზ­ზე გა­იც­ნო, როცა 21 წლის იყო, ხოლო სოფო 18-ის. მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე პირ­ვე­ლად შავ სა­ცუ­რაო კოს­ტუმ­ში ნახა. სო­ფოს თქმით, მათი მყა­რი ოჯა­ხის სა­ფუძ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლია.

ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია და ზურა ხა­ჩი­ძე

15 თე­ბერ­ვალს 17 წელი გახ­და, რაც ზურა და ხა­თუ­ნა ერ­თად არი­ან. წყვილს 5 წელი შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ო­დი ჰქონ­და, 12 წელი კი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან. დიდი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბის გამო მათ ერ­თად ყოფ­ნას უამ­რა­ვი მით­ქმა-მოთ­ქმა მოჰ­ყვა და ჭო­რა­ო­ბა წლე­ბის მან­ძილ­ზე არ წყდე­ბო­და. "ქუ­ჩის ბიჭი" ხში­რად ამ­ბობს, რომ "ხა­თუ­ნა გულ­წრფე­ლად უყ­ვარ­და და უყ­ვარს დღემ­დე": "მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ასე­თი ცოლი შემ­ხვდა. სხვა მის ად­გი­ლას ასე­თი ძლი­ე­რი ვერ იქ­ნე­ბო­და. ხში­რად მი­ფიქ­რია, პა­ტა­რა ან ჩემი ტოლი გოგო რომ მო­მეყ­ვა­ნა ცო­ლად, ალ­ბათ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ამ­დენ ხანს ვერ გაგ­რძელ­დე­ბო­და" - ამ­ბობს ხა­ჩი­ძე ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. წყვილს ერთი სა­ერ­თო შვი­ლი - ანას­ტა­სია ხა­ჩი­ძე ჰყავთ, თუმ­ცა ზურა ხა­თუ­ნას უფ­როს ქა­ლიშ­ვილს - ნინი ქარ­სე­ლა­ძე­საც მის შვი­ლად მი­იჩ­ნევს.

თაკო ჩხე­ი­ძე და რუს­ლან აბა­ში­ძე

თაკო ჩხე­ი­ძის და რუს­ლან აბა­ში­ძის ოჯა­ხი და­ახ­ლო­ე­ბით 22 წელს ით­ვლის. თაკო ქარ­თველ დიპ­ლო­მატ­ზე 17 წლის ასაკ­ში და­ქორ­წინ­და. სა­ქორ­წი­ნო კაბა სტამ­ბულ­ში შე­ი­ძი­ნეს და რო­გორც ამ­ბობს, დღემ­დე შე­ნა­ხუ­ლი აქვს. თაკო და რუს­ლა­ნი კა­რი­ე­რის აწყო­ბა­ში ხელს ერ­თმა­ნეთს უწყობ­დნენ. რო­გორც თაკო ჩხე­ი­ძე აცხა­დებს სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი არას­დროს უნა­ნია, მათი ოჯა­ხის სიმ­ტკი­ცეს სიყ­ვა­რუ­ლი გა­ნა­პი­რო­ბებს.

თიკა ფა­ცა­ცია და და­ვით ან­თე­ლი­ძე

თიკა ფა­ცა­ცი­ას ქმა­რი ბიზ­ნეს­მე­ნი და­ვით ან­თე­ლი­ძეა. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს. თიკა მე­უღ­ლე­ზე, რო­მელ­ზეც 19 წლის ასაკ­ში იქორ­წი­ნა, გა­ცი­ლე­ბით უმ­ცრო­სია. და­ვით ან­თე­ლი­ძეს არ უყ­ვარს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მო­ჩე­ნა, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად სა­ჯა­როდ ერ­თა­დერ­თხელ, ჯაზ-ფეს­ტი­ვალ­ზე გა­მოჩ­ნდა, სა­დაც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ეპი­ცენ­ტრში მოხ­ვდა.

ავტორი:

ცნობილი ქართველი წყვილები, რომელთა ქორწინებამ წლებს გაუძლო

ცნობილი ქართველი წყვილები, რომელთა ქორწინებამ წლებს გაუძლო

ქართველი ცნობილები ხანგრძლივ ქორწინებაში სელებრითების ოჯახები ზოგჯერ ისე სწრაფად ინგრევა, რომ მისი შექმნის შესახებაც ვერ ასწრებს ხალხი გაგებას. თუმცა, საქართველოში არის ცნობილების ოჯახები, რომლებმაც დროს გაუძლო:

ნინო დარასელი და ნიკა ბერაძე

ზაზა დარასელის და რუსუდან კერვალიშვილის ქალიშვილს, ჟურნალისტ ნინო დარასელს მყარი ოჯახი აქვს. ნინოს მეუღლე ნიკა ბერაძეა, რომელზეც ჟურნალისტმა პატარა ასაკში იქორწინა და როგორც ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში იხსენებს, "როცა გათხოვდა, ქმრის გვარიც არ იცოდა". ნინოს და ნიკას ოჯახი თითქმის 22 წელს ითვლის. მათი ვაჟი ზაზუკა უკვე დაქორწინებულია. ნინოს პატარა ქალიშვილი, მარიტაც ჰყავს. ნინომ და ნიკამ ჯვარი ოჯახის შექმნიდან მრავალი წლის შემდეგ, იერუსალიმში დაიწერეს.

ლელა წურწუმია და კახა მამულაშვილი

ლელა წურწუმიას და კახა მამულაშვილს სამაგალითო ოჯახი აქვთ. მათ 12 წელზე მეტია, რაც იქორწინეს. როცა ერთმანეთს შეხვდნენ, ლელა ცნობილი მომღერალი იყო, მამულიჩამ მისი პროდუსერობა შეითავსა და წყვილი მალე დაოჯახდა კიდეც. კახა მამულაშვილისთვის ეს მეორე ქორწინებაა - მას პირველ მეუღლესთან ჰყავს ვაჟი ნიკოლოზი, რომელიც მამას ძალიან ჰგავს. ლელას და მამულიჩას კი ქალიშვილი - მარიკო ჰყავთ.

ნინო თოლორდავა და ზაზა ხაზალია

ტელეწამყვანმა ნინო თოლორდავამ ოჯახი პატარა ასაკში შექმნა. როგორც თავად ამბობს, ქმარი დაქორწინების შემდეგ გაიცნო. რადგან გაცნობიდან მეხუთე დღეს გაჰყვა ცოლად და საცხოვრებლად მოსკოვში წავიდნენ. ნინოს მეუღლე ბიზნესმენი ზაზა ხაზალიაა, წყვილს ვაჟი ამიკო ჰყავთ. როგორც ნინო აცხადებს, მათი მყარი ოჯახის საფუძველი სიყვარულია.

დავით ქაცარავა და სოფო ხაჭაპურიძე

დათო ქაცარავა ერთ-ერთი ყველაზე სიმპატიური მამაკაცია საქართველოში, რომელიც გულგრილს არცერთ ქალს არ ტოვებს. ამის მიუხედავად, ერთგული მეუღლეა. დავით ქაცარავას და სოფო ხაჭაპურიძის ოჯახი 12 წელს ითვლის. როგორც სოფომ განაცხადა, 19 წელია ერთმანეთი უყვართ. დათომ სოფო საირმის საცურაო აუზზე გაიცნო, როცა 21 წლის იყო, ხოლო სოფო 18-ის. მომავალი მეუღლე პირველად შავ საცურაო კოსტუმში ნახა. სოფოს თქმით, მათი მყარი ოჯახის საფუძველი სიყვარულია.

ხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე

15 თებერვალს 17 წელი გახდა, რაც ზურა და ხათუნა ერთად არიან. წყვილს 5 წელი შეყვარებულობის პერიოდი ჰქონდა, 12 წელი კი დაქორწინებულები არიან. დიდი ასაკობრივი სხვაობის გამო მათ ერთად ყოფნას უამრავი მითქმა-მოთქმა მოჰყვა და ჭორაობა წლების მანძილზე არ წყდებოდა. "ქუჩის ბიჭი" ხშირად ამბობს, რომ "ხათუნა გულწრფელად უყვარდა და უყვარს დღემდე": "მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ცოლი შემხვდა. სხვა მის ადგილას ასეთი ძლიერი ვერ იქნებოდა. ხშირად მიფიქრია, პატარა ან ჩემი ტოლი გოგო რომ მომეყვანა ცოლად, ალბათ ჩვენი ურთიერთობა ამდენ ხანს ვერ გაგრძელდებოდა" - ამბობს ხაჩიძე ერთ-ერთ ინტერვიუში. წყვილს ერთი საერთო შვილი - ანასტასია ხაჩიძე ჰყავთ, თუმცა ზურა ხათუნას უფროს ქალიშვილს - ნინი ქარსელაძესაც მის შვილად მიიჩნევს.

თაკო ჩხეიძე და რუსლან აბაშიძე

თაკო ჩხეიძის და რუსლან აბაშიძის ოჯახი დაახლოებით 22 წელს ითვლის. თაკო ქართველ დიპლომატზე 17 წლის ასაკში დაქორწინდა. საქორწინო კაბა სტამბულში შეიძინეს და როგორც ამბობს, დღემდე შენახული აქვს. თაკო და რუსლანი კარიერის აწყობაში ხელს ერთმანეთს უწყობდნენ. როგორც თაკო ჩხეიძე აცხადებს საკუთარი არჩევანი არასდროს უნანია, მათი ოჯახის სიმტკიცეს სიყვარული განაპირობებს.

თიკა ფაცაცია და დავით ანთელიძე

თიკა ფაცაციას ქმარი ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს. თიკა მეუღლეზე, რომელზეც 19 წლის ასაკში იქორწინა, გაცილებით უმცროსია. დავით ანთელიძეს არ უყვარს საზოგადოებაში გამოჩენა, მეუღლესთან ერთად საჯაროდ ერთადერთხელ, ჯაზ-ფესტივალზე გამოჩნდა, სადაც ჟურნალისტების ყურადღების ეპიცენტრში მოხვდა.

"აფხაზეთში ნიჭიერი და გულისხმიერი ახალგაზრდობა მოდის...  თუ წინა თაობამ ვერ შეძლო წყენის დავიწყება, ეს ჩვენ უნდა შევძლოთ" - გზავნილი შერიგებისთვის

"რამაზ ჩხიკვაძე მეუბნებოდა - აქ შენი სკამი უნდა დაგიდგათო..." - ქალი, რომელსაც თითქმის ყველა ქართული სპექტაკლის პრემიერა უნახავს

"კარმენი" სცენიდან კინომდე - ქართველი მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძე ფილმში გადაიღეს