პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა იცოდეს მორწმუნემ წმინდა დავით აღმაშენებლის შესახებ და რა ლოცვა უნდა წაიკითხოთ მის სახელზე
რა უნდა იცოდეს მორწმუნემ წმინდა დავით აღმაშენებლის შესახებ და რა ლოცვა უნდა წაიკითხოთ მის სახელზე

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს წმინ­და კე­თილ­მორ­წმუ­ნე მე­ფის, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ხსე­ნე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს.

წმინ­და მეფე და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი 1089 წელს, 16 წლის ასაკ­ში გა­მეფ­და და 36 წელი მე­ფობ­და.

წმინ­და და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა დიდი თურ­ქო­ბის დროს გაქ­ცე­უ­ლი და მი­უ­ვალ ად­გი­ლებს შე­ხიზ­ნუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი ძველ ნა­მო­სახ­ლა­რებ­ზე და­აბ­რუ­ნა. მო­იწ­ვია სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბა, რო­მე­ლიც რუის-ურ­ბნი­სის კრე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბით არის ცნო­ბი­ლი. კრე­ბამ ქარ­თუ­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­რი­ტე­ტი გა­აძ­ლი­ე­რა და თავ­გა­და­სულ ფე­ო­დალ­თა და უღირს სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თა თავ­ნე­ბო­ბა აღ­კვე­თა. კრე­ბამ ასე­ვე ერი­სა და პი­როვ­ნე­ბის გა­დარ­ჩე­ნის საქ­მე­ში მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სარ­წმუ­ნო­ე­ბის სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბა კი­დევ ერთხელ და­ამ­ტკი­ცა.

"არა გეც­რუვ­ნეთ შენ სიწ­მი­დით, მშო­ბე­ლო ჩუ­ე­ნო კა­თო­ლი­კე ეკ­ლე­სი­აო, არცა განგცეთ შენ, სი­ქა­დუ­ლო ჩვე­ნო მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბაო, რომ­ლი­სა არცა გან­ცე­მულ ქმნილ ვართ, ვინაჲდგან შე­მეც­ნე­ბა­სა შენ­სა ღირს ქმნილ ვართ, მო­წა­მე არს ჭეშ­მა­რი­ტე­ბა", - ნათ­ქვა­მია კრე­ბის ძეგლის­წე­რა­ში.

შემ­დგომ წმინ­და მეფე სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბას შე­უდ­გა და ქვე­ყა­ნა თურ­ქთა­გან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. მუდ­მივ­მოქ­მე­დი ჯა­რის შე­საქ­მნე­ლად კი ყივ­ჩა­ღე­თი­დან 40 ათა­სი მე­ო­მა­რი ჩა­მო­იყ­ვა­ნა, რო­მელ­საც 5 ათა­სი ქარ­თვე­ლი მი­ე­მა­ტა.

1121 წელს წმინ­და მეფე და­ვით­მა და­ვით­მა დიდ­გორ­ზე არაბ­თა 600 ათა­სი­ა­ნი არ­მია და­ა­მარ­ცხა. 1122 წელს კი 400 წლი­ა­ნი არაბ­თა ტყვე­ო­ბის შემ­დეგ დე­და­ქა­ლა­ქი თბი­ლი­სი სამ­შობ­ლოს და­უბ­რუ­ნა. წმინ­და მეფე სა­ქარ­თვე­ლო­ში და მის ფარ­გლებს გა­რეთ ქარ­თულ ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრებ­საც შე­ე­წე­ო­და. მისი მე­ფო­ბის დროს აშენ­და გე­ლა­თის მო­ნას­ტე­რი და და­არ­სდა გე­ლა­თის აკა­დე­მია, სა­დაც იო­ა­ნე პეტ­რი­წი, არ­სენ იყალ­თო­ე­ლი და სხვე­ბი მოღ­ვა­წე­ობ­დნენ.

წმინ­და მეფე 53 წლის ასაკ­ში 1125 წელს აღეს­რუ­ლა. მა­ნამ­დე მან ჰიმ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი "გა­ლო­ბა­ნი სი­ნა­ნუ­ლი­სა­ნი" და­წე­რა, სა­დაც მე­ფემ მის მიერ ნებ­სით და უნებ­ლი­ეთ ჩა­დე­ნი­ლი ცოდ­ვე­ბის­თვის უფალს შე­წყა­ლე­ბა სთხო­ვა.

ან­დერ­ძის თა­ნახ­მად, და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი გე­ლა­თის მო­ნას­ტრის შე­სას­ვლელ­შია დაკ­რძა­ლუ­ლი.

ტრო­პა­რი: საკ­ვირ­ვე­ლე­ბაი, რო­მე­ლი ჰქ­მენ, უფა­ლო, წმი­დი­სა შე­ნი­სა შო­რის კე­თილ­მსა­ხუ­რი­სა მე­ფი­სა და­ვი­თი­სა, ზეს­თა აღხ­დე­ბის გო­ნე­ბა­სა სი­ტყვის­მოქ­მედ­თა­სა, რა­მე­თუ ადი­დე იგი სა­ხე­ლი­სათ­ვის შე­ნი­სა ვიდ­რე დახ­სნადმდე სარ­კი­ნოზ­თა ბრწყინ­ვა­ლე­თა მიერ ძლე­ვა­თა ყოვ­ლადსაკ­ვირ­ველ­თა, ხოლო შემ­დგო­მად დახ­სნი­სა სარ­კი­ნოზ­თა­სა დი­დე­ბულ-ჰყავ ნიშ­თა მიერ საკ­ვირ­ველ­თა, რომ­ლი­სა ოხი­თა მოეც სულ­თა ჩუ­ენ­თა დიდი წყა­ლო­ბაი.

კონ­და­კი: ზეს­თამ­ბრძოლ­სა უძ­ლე­ველ­სა და­ვითს და შემ­წე­სა ურ­ცხვე­ნელ­სა კე­თილ­მსა­ხუ­რე­ბი­სა­სა, ვი­თარ­ცა მის მიერ გა­ნათ­ლე­ბულ­ნი, სამ­წყსო­სა მი­სი­სა­ნი ერნი და ქა­ლაქ­ნი შეს­ხმი­სა გვირ­გვინ­სა შე­უ­თხზვი­დეთ გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ­სა მას ჩუ­ენ­სა ყო­ველ­თა­გან ვნე­ბა­თა და ვი­ტყო­დეთ მის­და­მი სი­ხა­რუ­ლით: გი­ხა­რო­დენ, კმაო მფარ­ვე­ლო ჩუ­ე­ნო.

რა უნდა იცოდეს მორწმუნემ წმინდა დავით აღმაშენებლის შესახებ და რა ლოცვა უნდა წაიკითხოთ მის სახელზე

რა უნდა იცოდეს მორწმუნემ წმინდა დავით აღმაშენებლის შესახებ და რა ლოცვა უნდა წაიკითხოთ მის სახელზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა.

წმინდა დავით აღმაშენებელმა დიდი თურქობის დროს გაქცეული და მიუვალ ადგილებს შეხიზნული ქართველები ძველ ნამოსახლარებზე დააბრუნა. მოიწვია საეკლესიო კრება, რომელიც რუის-ურბნისის კრების სახელწოდებით არის ცნობილი. კრებამ ქართული ქრისტიანული ეკლესიის ავტორიტეტი გააძლიერა და თავგადასულ ფეოდალთა და უღირს სასულიერო პირთა თავნებობა აღკვეთა. კრებამ ასევე ერისა და პიროვნების გადარჩენის საქმეში მართლმადიდებლური სარწმუნოების სასიცოცხლო მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩუენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განცემულ ქმნილ ვართ, ვინაჲდგან შემეცნებასა შენსა ღირს ქმნილ ვართ, მოწამე არს ჭეშმარიტება", - ნათქვამია კრების ძეგლისწერაში.

შემდგომ წმინდა მეფე საქართველოს გაერთიანებას შეუდგა და ქვეყანა თურქთაგან გაათავისუფლა. მუდმივმოქმედი ჯარის შესაქმნელად კი ყივჩაღეთიდან 40 ათასი მეომარი ჩამოიყვანა, რომელსაც 5 ათასი ქართველი მიემატა.

1121 წელს წმინდა მეფე დავითმა დავითმა დიდგორზე არაბთა 600 ათასიანი არმია დაამარცხა. 1122 წელს კი 400 წლიანი არაბთა ტყვეობის შემდეგ დედაქალაქი თბილისი სამშობლოს დაუბრუნა. წმინდა მეფე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ქართულ ეკლესია-მონასტრებსაც შეეწეოდა. მისი მეფობის დროს აშენდა გელათის მონასტერი და დაარსდა გელათის აკადემია, სადაც იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი და სხვები მოღვაწეობდნენ.

წმინდა მეფე 53 წლის ასაკში 1125 წელს აღესრულა. მანამდე მან ჰიმნოგრაფიული ნაწარმოები "გალობანი სინანულისანი" დაწერა, სადაც მეფემ მის მიერ ნებსით და უნებლიეთ ჩადენილი ცოდვებისთვის უფალს შეწყალება სთხოვა.

ანდერძის თანახმად, დავით აღმაშენებელი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული.

ტროპარი: საკვირველებაი, რომელი ჰქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის კეთილმსახურისა მეფისა დავითისა, ზესთა აღხდების გონებასა სიტყვისმოქმედთასა, რამეთუ ადიდე იგი სახელისათვის შენისა ვიდრე დახსნადმდე სარკინოზთა ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოვლადსაკვირველთა, ხოლო შემდგომად დახსნისა სარკინოზთასა დიდებულ-ჰყავ ნიშთა მიერ საკვირველთა, რომლისა ოხითა მოეც სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

კონდაკი: ზესთამბრძოლსა უძლეველსა დავითს და შემწესა ურცხვენელსა კეთილმსახურებისასა, ვითარცა მის მიერ განათლებულნი, სამწყსოსა მისისანი ერნი და ქალაქნი შესხმისა გვირგვინსა შეუთხზვიდეთ განმათავისუფლებელსა მას ჩუენსა ყოველთაგან ვნებათა და ვიტყოდეთ მისდამი სიხარულით: გიხაროდენ, კმაო მფარველო ჩუენო.