პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
თამაზ გოგია: "მე მკვლელი არ ვარ!"
თამაზ გოგია: "მე მკვლელი არ ვარ!"

ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რო­რის ვახ­ტანგ ქი­რი­ას მკვლე­ლო­ბის გა­მო­ძი­ე­ბამ კი­თხვე­ბი კი­დევ ოთხ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ა­ცო­ცხლა.

"ეს არის ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას დის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა - ეს საქ­მე დღემ­დე გა­უხ­სნე­ლია; კუ­ჭა­ვას გე­რის მკვლე­ლო­ბა; ცოლ-ქმარ ნი­ნუ­ე­ბის მკვლე­ლო­ბა, რო­მელ­ზეც მარ­თა­ლია, ერთი ადა­მი­ა­ნი მი­ე­ცა პა­სუ­ხის­გე­ბა­ში, მაგ­რამ გა­მო­ძი­ე­ბა და­მა­ტე­ბით მუ­შა­ობს; ასე­ვე, ეს არის მა­ღალ­და­ძის მკვლე­ლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ.

გარ­და ამი­სა, ე.წ. კორ­ტე­ბის საქ­მე­ზე გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი კრი­მუ­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მოდ­გი­ლის ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას მტკი­ცე­ბით, რო­გორც მაღ­ლა­და­ძე, ასე­ვე ნი­ნუ­ე­ბი სწო­რედ ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვამ და­ხო­ცა.

...

2009 წლის 13 ნო­ემ­ბერს თბი­ლის­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და, - 67 წლის თა­მაზ ნი­ნუა თა­ვი­სი­ვე ბი­ნა­ში, მე­უღ­ლეს­თან, 64 წლის ეთერ ნი­ნუ­ას­თან ერ­თად, მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს. ცოლ-ქმარს ჭრი­ლო­ბე­ბი თა­ვის არე­ში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ეთერ ნი­ნუა სა­ძი­ნე­ბელ­ში იპო­ვეს, ხოლო თა­მაზ ნი­ნუა სა­ვარ­ძელ­ში იყო ჩა­ცხრი­ლუ­ლი.

თა­მაზ ნი­ნუა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში უშიშ­რო­ე­ბის მი­ნის­ტრად მუ­შა­ობ­და. თუმ­ცა სკან­და­ლებ­სა და შავ-ბნელ საქ­მე­ებ­ში არა­სო­დეს ყო­ფი­ლა გახ­ვე­უ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბი­დან ცხა­დი იყო ერთი რამ, მკვლელს ნი­ნუ­ე­ბი იც­ნობ­დნენ, სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­უ­ღეს კარი და სახ­ლშიც შე­იყ­ვა­ნეს.

რო­გორც ჩანს, მკვლელ­მა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის მოს­პო­ბა­ზეც იფიქ­რა. რო­გორც წესი, და­ნა­შა­უ­ლის გა­სახ­სნე­ლად ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი გზა, ცხელ კვალ­ზე მა­ძე­ბა­რი ძაღ­ლის მეშ­ვე­ო­ბით გას­ვლაა. ამ შემ­თხვე­ვა­ში ძაღ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა ძა­ლოვ­ნებ­მა ვე­ღარ შეძ­ლეს, რად­გან ცხედ­რე­ბის ირ­გვლივ, სა­ვარ­ძლებ­ზე, კომ­პი­უ­ტერ­თან, ერთი სი­ტყვით, ყველ­გან, სა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და დამ­ნა­შა­ვეს შე­ხე­ბა ჰქო­ნო­და, დაფ­ქუ­ლი წი­წა­კა იყო მოყ­რი­ლი, ამ გზით კი კვა­ლი გაქ­რა... გა­მო­ძი­ე­ბამ მკვლე­ლო­ბის ია­რაღს ვერ მი­აგ­ნო, თუმ­ცა საქ­მე­ში დევს ორი მას­რა, რომ­ლებ­ზეც ბა­ლის­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­და. ამო­ღე­ბუ­ლი მას­რე­ბი უიშ­ვი­ა­თე­სი მო­დე­ლის უხმო რე­ვოლ­ვერს ეკუთ­ვნო­და, რო­მე­ლიც ასე­ვე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო 2007 წელს მაღ­ლა­და­ძის მკვლე­ლო­ბი­სას.

მკვლე­ლო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, კერ­ძოდ, 27 ნო­ემ­ბერს, ძა­ლოვ­ნებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, 60 წლის თა­მაზ გო­გია ცოლ-ქმრის მკვლე­ლო­ბა­ში იყო მხი­ლე­ბუ­ლი. გო­გი­ას მე­გობ­რი­სა და მისი მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა დღემ­დე არ უღი­ა­რე­ბია, თუმ­ცა ის დღემ­დე იხ­დის სას­ჯელს.

თა­მაზ გო­გი­ას შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი და თირკმლის უკ­მა­რი­სო­ბა აქვს. ის ცი­ხი­დან დაგ­ვი­კავ­შირ­და:

- მე მკვლე­ლი არ ვარ. არ მინ­და ამ სა­ხე­ლით ვი­ა­რო. კუ­ჭა­ვას პი­რა­დად არ ვიც­ნობ­დი.

თამაზ გოგია: "მე მკვლელი არ ვარ!"

თამაზ გოგია: "მე მკვლელი არ ვარ!"

ამ რამდენიმე დღის წინ შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობის გამოძიებამ კითხვები კიდევ ოთხ საქმესთან დაკავშირებით გააცოცხლა.

"ეს არის ბიძინა კუჭავას დის გაუჩინარება - ეს საქმე დღემდე გაუხსნელია; კუჭავას გერის მკვლელობა; ცოლ-ქმარ ნინუების მკვლელობა, რომელზეც მართალია, ერთი ადამიანი მიეცა პასუხისგებაში, მაგრამ გამოძიება დამატებით მუშაობს; ასევე, ეს არის მაღალდაძის მკვლელობა", - განაცხადა თალაკვაძემ.

გარდა ამისა, ე.წ. კორტების საქმეზე გასამართლებული კრიმუნალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოდგილის ირაკლი ფირცხალავას მტკიცებით, როგორც მაღლადაძე, ასევე ნინუები სწორედ ბიძინა კუჭავამ დახოცა.

...

2009 წლის 13 ნოემბერს თბილისში მკვლელობა მოხდა, - 67 წლის თამაზ ნინუა თავისივე ბინაში, მეუღლესთან, 64 წლის ეთერ ნინუასთან ერთად, მოკლული იპოვეს. ცოლ-ქმარს ჭრილობები თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. ეთერ ნინუა საძინებელში იპოვეს, ხოლო თამაზ ნინუა სავარძელში იყო ჩაცხრილული.

თამაზ ნინუა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში უშიშროების მინისტრად მუშაობდა. თუმცა სკანდალებსა და შავ-ბნელ საქმეებში არასოდეს ყოფილა გახვეული. გამოძიების დაწყებიდან ცხადი იყო ერთი რამ, მკვლელს ნინუები იცნობდნენ, საკუთარი ხელით გაუღეს კარი და სახლშიც შეიყვანეს.

როგორც ჩანს, მკვლელმა მტკიცებულების მოსპობაზეც იფიქრა. როგორც წესი, დანაშაულის გასახსნელად ყველაზე ეფექტიანი გზა, ცხელ კვალზე მაძებარი ძაღლის მეშვეობით გასვლაა. ამ შემთხვევაში ძაღლის გამოყენება ძალოვნებმა ვეღარ შეძლეს, რადგან ცხედრების ირგვლივ, სავარძლებზე, კომპიუტერთან, ერთი სიტყვით, ყველგან, სადაც შეიძლებოდა დამნაშავეს შეხება ჰქონოდა, დაფქული წიწაკა იყო მოყრილი, ამ გზით კი კვალი გაქრა... გამოძიებამ მკვლელობის იარაღს ვერ მიაგნო, თუმცა საქმეში დევს ორი მასრა, რომლებზეც ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარდა. ამოღებული მასრები უიშვიათესი მოდელის უხმო რევოლვერს ეკუთვნოდა, რომელიც ასევე გამოყენებული იყო 2007 წელს მაღლადაძის მკვლელობისას.

მკვლელობიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ, 27 ნოემბერს, ძალოვნებმა განაცხადეს, რომ ყოფილი ფეხბურთელი, 60 წლის თამაზ გოგია ცოლ-ქმრის მკვლელობაში იყო მხილებული. გოგიას მეგობრისა და მისი მეუღლის მკვლელობა დღემდე არ უღიარებია, თუმცა ის დღემდე იხდის სასჯელს.

თამაზ გოგიას შაქრიანი დიაბეტი და თირკმლის უკმარისობა აქვს. ის ციხიდან დაგვიკავშირდა:

- მე მკვლელი არ ვარ. არ მინდა ამ სახელით ვიარო. კუჭავას პირადად არ ვიცნობდი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ