მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელია დაჩაგრული და პოპულარული ფაკულტეტები საქართველოში
რომელია დაჩაგრული და პოპულარული ფაკულტეტები საქართველოში

ეკო­ნო­მი­კა, ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა, იუ­რი­დი­უ­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი­კა და ფსი­ქო­ლო­გია - ეს იმ მი­მარ­თუ­ლე­ბა­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლებ­საც ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად ირ­ჩე­ვენ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბი­სას. რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, ამის მი­ზე­ზი სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი და, და­საქ­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მა­ღა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბის ხიბ­ლია. ამ ფონ­ზე კი თან­და­თან უკა­ნა პლან­ზე გა­და­დის რიგი ტექ­ნი­კუ­რი თუ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტე­ბი. უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბიც აქ­ცენტს ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნად სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ზე აკე­თე­ბენ.

2015-2016 სას­წავ­ლო წელს მხო­ლოდ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 820 აბი­ტუ­რი­ენ­ტი ეკო­ნო­მი­კი­სა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ი­რი­ცხა. რო­გორც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გან­მარ­ტა­ვენ, და­საქ­მე­ბის ბაზ­რის მო­თხოვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი კონ­კურ­სია ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის, ასე­ვე ზუს­ტი და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რამ­დე­ნა­დაც, ეს მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი ფუნ­და­მენ­ტუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და კვლე­ვა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და მათ ე.წ. გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხა­სი­ა­თი არ აქვთ. თუმ­ცა, აქვე იმა­საც აცხა­დე­ბენ, რომ სა­ხელ­მწი­ფო პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის პროგ­რა­მუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის შე­დე­გად, კონ­კურ­სე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და.

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, ივა მინ­და­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ ბოლო წლე­ბია მო­თხოვ­ნა­დი ფა­კულ­ტე­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი თით­ქმის უც­ვლე­ლია და მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მცი­რე ნა­წი­ლი გარ­კვე­ულ კრი­ზის­შია.

"რა­ღაც მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი გარ­კვე­ულ კრი­ზის­შია, ცხა­დია. ყო­ველ­თვის არის უფრო მო­თხოვ­ნა­დი და ნაკ­ლე­ბად მო­თხოვ­ნა­დი ფა­კულ­ტე­ტე­ბი. არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბი­სას და­საქ­მე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია. იყო დრო, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდ­ში, როცა ვცხოვ­რობ­დით ისეთ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ით­ვლე­ბო­და, რომ იცოდ­ნენ ზუს­ტად რამ­დე­ნი ექი­მი, ეკო­ნო­მის­ტი, ინ­ჟი­ნე­რი თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი სჭირ­დე­ბო­დათ და სწო­რედ იმ­დენს ამ­ზა­დებ­დნენ. ამ პრაქ­ტი­კამ არ გა­ა­მარ­თლა და მე მგო­ნი, იგი­ვე პო­ლი­ტი­კის გან­მე­ო­რე­ბა არ ღირს. ქვე­ყა­ნას რომ ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა ინ­ჟი­ნე­რი, ვიცი, მაგ­რამ რამ­დე­ნი? არ ვიცი", - აღ­ნიშ­ნავს ივა მინ­და­ძე.

მისი თქმით, მას შემ­დეგ, რაც უფა­სო გახ­და გარ­კვე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, მათი პო­პუ­ლა­რო­ბა გა­ი­ზარ­და. "სა­ხელ­მწი­ფო ცდი­ლობს, რომ ერ­თგვა­რი ლო­ბი­რე­ბა გა­უ­კე­თოს, ირი­ბად ხელი შე­უ­წყოს ამ დარ­გებს სტუ­დენ­ტე­ბის მო­ზიდ­ვა­ში, ასე ვთქვათ, ჩრდილ­ში არ მო­ექ­ცეს სა­ინ­ჟინ­რო, აგ­რა­რუ­ლი თუ სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი", - აცხა­დებს შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე.

ექ­სპერ­ტი გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხებ­ში სი­მონ ჯა­ნა­შია აღ­ნიშ­ნავს, რომ ზო­გი­ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად ხელ­მი­საწ­ვდო­მია. "მა­გა­ლი­თად, ბევრ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ის­წავ­ლე­ბა ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა, მაგ­რამ ცო­ტა­ში - ტექ­ნი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი თუ სა­ინ­ჟინ­რო საქ­მე". მისი თქმით, არ­ჩე­ვანს ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი, ხა­რის­ხის შე­სა­ხებ წარ­მოდ­გე­ნა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ ამ პრო­ფე­სი­ე­ბის აღი­ა­რე­ბა გან­სა­ზღვრავს.

"მა­გა­ლი­თად, მას­წავ­ლე­ბე­ლი არ ით­ვლე­ბა იმ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლად, რამ­დე­ნა­დაც თუნ­დაც, იუ­რის­ტი. შე­სა­ბა­მი­სად, უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლია გახ­დე იუ­რის­ტი, ვიდ­რე ზო­გი­ერ­თი სხვა პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი", - ამ­ბობს სი­მონ ჯა­ნა­შია.

მისი თქმით, პრობ­ლე­მა ხში­რად ის კი არ არის, რა ხა­რის­ხის გა­ნათ­ლე­ბას მი­ი­ღებს სტუ­დენ­ტი ან და­საქმდე­ბა თუ არა შემ­დგომ­ში, არა­მედ ის, რომ ჰქონ­დეს სტა­ტუ­სი. მისი აზ­რით, გარ­კვე­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის ტა­რე­ბა ბევრ ახალ­გაზ­რდას ხიბ­ლავს.

ჯა­ნა­შია აღ­ნიშ­ნავს, რომ უფა­სო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბის გაზ­რდა მათ მი­მართ ინ­ტე­რე­სის მო­მა­ტე­ბას სუ­ლაც არ ნიშ­ნავს.

"ში­ნა­გა­ნი ინ­ტე­რე­სი არ გაზ­რდი­ლა, უბ­რა­ლოდ, უფა­სო გახ­და და ამან გა­ნა­პი­რო­ბა მათ მი­მართ ინ­ტე­რე­სი. ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბით მოხ­და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის შერ­ჩე­ვა, რა­ღაც ნა­წილს აქვს ეკო­ნო­მი­კურ შე­დეგ­ზე გათ­ვლა, და­ნარ­ჩე­ნი კი კი­თხვის ნი­შანს ტო­ვებს და ჩნდე­ბა ეჭვი, რომ უფრო ლო­ბი­რე­ბის შე­დე­გია მათ აღ­ნიშ­ნულ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მოხ­ვედ­რა, სხვა ახ­სნის პოვ­ნა რთუ­ლია", - აცხა­დებს ექ­სპერ­ტი გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხებ­ში.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

AMBEBI.GE

რომელია დაჩაგრული და პოპულარული ფაკულტეტები საქართველოში

რომელია დაჩაგრული და პოპულარული ფაკულტეტები საქართველოში

ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, იურიდიული, ჟურნალისტიკა და ფსიქოლოგია - ეს იმ მიმართულებათა ჩამონათვალია, რომლებსაც ბოლო წლების განმავლობაში აბიტურიენტები ყველაზე ხშირად ირჩევენ უნივერსიტეტში ჩაბარებისას. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ამის მიზეზი სოციალური სტატუსი და, დასაქმების შემთხვევაში, მაღალი ანაზღაურების ხიბლია. ამ ფონზე კი თანდათან უკანა პლანზე გადადის რიგი ტექნიკური თუ ჰუმანიტარული მიმართულებების ფაკულტეტები. უნივერსიტეტებიც აქცენტს ყველაზე მოთხოვნად სპეციალობებზე აკეთებენ.

2015-2016 სასწავლო წელს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 820 აბიტურიენტი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, დასაქმების ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შედარებით ნაკლები კონკურსია ჰუმანიტარული მეცნიერებების, ასევე ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით, რამდენადაც, ეს მიმართულებები ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარებასა და კვლევაზეა ორიენტირებული და მათ ე.წ. გამოყენებითი ხასიათი არ აქვთ. თუმცა, აქვე იმასაც აცხადებენ, რომ სახელმწიფო პრიორიტეტული მიმართულებების პროგრამული დაფინანსების შედეგად, კონკურსები ამ მიმართულებებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ივა მინდაძე აღნიშნავს, რომ ბოლო წლებია მოთხოვნადი ფაკულტეტების ჩამონათვალი თითქმის უცვლელია და მიმართულებების მცირე ნაწილი გარკვეულ კრიზისშია.

"რაღაც მიმართულებები გარკვეულ კრიზისშია, ცხადია. ყოველთვის არის უფრო მოთხოვნადი და ნაკლებად მოთხოვნადი ფაკულტეტები. არჩევანის გაკეთებისას დასაქმების პერსპექტივა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. იყო დრო, საბჭოთა კავშირის პერიოდში, როცა ვცხოვრობდით ისეთ ქვეყანაში, სადაც ითვლებოდა, რომ იცოდნენ ზუსტად რამდენი ექიმი, ეკონომისტი, ინჟინერი თუ მასწავლებელი სჭირდებოდათ და სწორედ იმდენს ამზადებდნენ. ამ პრაქტიკამ არ გაამართლა და მე მგონი, იგივე პოლიტიკის განმეორება არ ღირს. ქვეყანას რომ ნამდვილად სჭირდება ინჟინერი, ვიცი, მაგრამ რამდენი? არ ვიცი", - აღნიშნავს ივა მინდაძე.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც უფასო გახდა გარკვეული მიმართულებები, მათი პოპულარობა გაიზარდა. "სახელმწიფო ცდილობს, რომ ერთგვარი ლობირება გაუკეთოს, ირიბად ხელი შეუწყოს ამ დარგებს სტუდენტების მოზიდვაში, ასე ვთქვათ, ჩრდილში არ მოექცეს საინჟინრო, აგრარული თუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები", - აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე.

ექსპერტი განათლების საკითხებში სიმონ ჯანაშია აღნიშნავს, რომ ზოგიერთი მიმართულება ნაკლებად ხელმისაწვდომია. "მაგალითად, ბევრ უნივერსიტეტში ისწავლება ბიზნესის ადმინისტრირება, მაგრამ ცოტაში - ტექნიკური მეცნიერებები თუ საინჟინრო საქმე". მისი თქმით, არჩევანს ეკონომიკური ინტერესი, ხარისხის შესახებ წარმოდგენა და საზოგადოების მიერ ამ პროფესიების აღიარება განსაზღვრავს.

"მაგალითად, მასწავლებელი არ ითვლება იმდენად წარმატებულად, რამდენადაც თუნდაც, იურისტი. შესაბამისად, უფრო პოპულარულია გახდე იურისტი, ვიდრე ზოგიერთი სხვა პროფესიის წარმომადგენელი", - ამბობს სიმონ ჯანაშია.

მისი თქმით, პრობლემა ხშირად ის კი არ არის, რა ხარისხის განათლებას მიიღებს სტუდენტი ან დასაქმდება თუ არა შემდგომში, არამედ ის, რომ ჰქონდეს სტატუსი. მისი აზრით, გარკვეული სოციალური სტატუსის ტარება ბევრ ახალგაზრდას ხიბლავს.

ჯანაშია აღნიშნავს, რომ უფასო მიმართულებების პოპულარობის გაზრდა მათ მიმართ ინტერესის მომატებას სულაც არ ნიშნავს.

"შინაგანი ინტერესი არ გაზრდილა, უბრალოდ, უფასო გახდა და ამან განაპირობა მათ მიმართ ინტერესი. ჩემთვის გაუგებარია, რა პრიორიტეტებით მოხდა ამ მიმართულებების შერჩევა, რაღაც ნაწილს აქვს ეკონომიკურ შედეგზე გათვლა, დანარჩენი კი კითხვის ნიშანს ტოვებს და ჩნდება ეჭვი, რომ უფრო ლობირების შედეგია მათ აღნიშნულ ჩამონათვალში მოხვედრა, სხვა ახსნის პოვნა რთულია", - აცხადებს ექსპერტი განათლების საკითხებში.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია