პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღის ფოტო: სიგარეტის ცარიელი დახლი ქობულეთში
დღის ფოტო: სიგარეტის ცარიელი დახლი ქობულეთში

როცა მთე­ლი თბი­ლი­სი და ფე­ის­ბუქ-სა­ზო­გა­დო­ე­ბა გაძ­ვი­რე­ბულ თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ცი­ას დას­ტი­რის, ქო­ბუ­ლე­თის რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ზი­ა­ში სი­გა­რე­ტის დახ­ლე­ბი სრუ­ლი­ად ცა­რი­ე­ლია. თუმ­ცა, ამის მი­ზე­ზი არც აქ­ციზ­ზე მო­მა­ტე­ბუ­ლი ფასი და არც პრო­დუქ­ცი­ის დე­ფი­ცი­ტია - დიდ­თოვ­ლო­ბამ მწე­ვე­ლი ქო­ბუ­ლე­თე­ლე­ბი სი­გა­რე­ტის გა­რე­შე და­ტო­ვა. უკვე სამი დღეა ძლი­ე­რი თოვ­ლის გამო, მა­ღა­ზი­ე­ბამ­დე თამ­ბა­ქოს დის­ტრი­ბუ­ცია ვერ მი­დის.

ახა­ლი წლი­დან ზო­გი­ერ­თი და­სა­ხე­ლე­ბის სი­გა­რეტ­ზე თბი­ლის­ში ფას­მა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მო­ი­მა­ტა. სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ჯი­ხუ­რე­ბის ნა­წილ­ში "პარ­ლა­მენ­ტი", "მალ­ბო­რო", "ჩეს­ტერ­ფილ­დი" და "ელ ემ" ძველ ფა­სად იყი­დე­ბა, ნა­წილ­ში კი - გამ­ყიდ­ვე­ლე­ბის თქმით, ამ და­სა­ხე­ლე­ბის სი­გა­რე­ტე­ბი, რო­მე­ლიც კომ­პა­ნია "ომე­გას" შე­მო­აქვს, ბოლო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში აღარ მი­უ­ღი­ათ.

რაც შე­ე­ხე­ბა აქ­ცი­ზის ფიქ­სი­რე­ბუ­ლი გა­ნაკ­ვე­თის ზრდას, იგი თამ­ბა­ქოს ნა­წარმ­ზე ნა­წი­ლობ­რივ უკვე აი­სა­ხა. სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­უ­ლე­ბის შემ­დეგ თამ­ბა­ქოს ჯი­ხუ­რებ­ში გარ­კვე­უ­ლი და­სა­ხე­ლე­ბის სი­გა­რე­ტი დის­ტრი­ბუ­ტო­რებ­მა უკვე გაძ­ვი­რე­ბუ­ლი ფა­სით შე­ი­ტა­ნეს. მა­გა­ლი­თად, "პალ-მა­ლის" და "კენ­ტის" ფასი 20-20 თეთ­რით გა­ი­ზარ­და.

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე

AMBEBI.GE

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: FB-გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი და იუ­მო­რის­ტუ­ლი პოს­ტე­რე­ბი თამ­ბა­ქოს გაძ­ვი­რე­ბის თე­მა­ზე

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

დღის ფოტო: სიგარეტის ცარიელი დახლი ქობულეთში

დღის ფოტო: სიგარეტის ცარიელი დახლი ქობულეთში

როცა მთელი თბილისი და ფეისბუქ-საზოგადოება გაძვირებულ თამბაქოს პროდუქციას დასტირის, ქობულეთის რამდენიმე მაღაზიაში სიგარეტის დახლები სრულიად ცარიელია. თუმცა, ამის მიზეზი არც აქციზზე მომატებული ფასი და არც პროდუქციის დეფიციტია - დიდთოვლობამ მწეველი ქობულეთელები სიგარეტის გარეშე დატოვა. უკვე სამი დღეა ძლიერი თოვლის გამო, მაღაზიებამდე თამბაქოს დისტრიბუცია ვერ მიდის.

ახალი წლიდან ზოგიერთი დასახელების სიგარეტზე თბილისში ფასმა მნიშვნელოვნად მოიმატა. სარეალიზაციო ჯიხურების ნაწილში "პარლამენტი", "მალბორო", "ჩესტერფილდი" და "ელ ემ" ძველ ფასად იყიდება, ნაწილში კი - გამყიდველების თქმით, ამ დასახელების სიგარეტები, რომელიც კომპანია "ომეგას" შემოაქვს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში აღარ მიუღიათ.

რაც შეეხება აქციზის ფიქსირებული განაკვეთის ზრდას, იგი თამბაქოს ნაწარმზე ნაწილობრივ უკვე აისახა. საახალწლო დღესასწაულების შემდეგ თამბაქოს ჯიხურებში გარკვეული დასახელების სიგარეტი დისტრიბუტორებმა უკვე გაძვირებული ფასით შეიტანეს. მაგალითად, "პალ-მალის" და "კენტის" ფასი 20-20 თეთრით გაიზარდა.

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ: FB-გამოხმაურებები და იუმორისტული პოსტერები თამბაქოს გაძვირების თემაზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია