ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის მიერ სასამართლოში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გავრცელდა:
"2015 წლის 22 დეკემბერს, ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თბილისის საქალაქო სასამართლოში, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვისას ბრალდებული მაგდა პაპიძის მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ პოლიციელთა მხრიდან ძალადობას" - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, მაგდა პაპიძემ პროცესზე განაცხადა, რომ მასზე პოლიციაში ძალადობის ფაქტი განხორციელდა. "პოლიციაში მთელი ღამე და დღისით მცემეს. გამხადეს ტანსაცმელი და ძალადობას შეეცადნენ. ვინმე ნოკა რომ არ ყოფილიყო, პოლიციის თანამშრომლები სასტიკად მაწამებდნენ. მცემეს სახეში და თავში, ასევე თირკმელებში და ფეხებზე. მე ამ პირებს ამოვიცნობ, თუმცა სახელი და გვარები არ ვიცი..", - განაცხადა მაგდა პაპიძემ.
ასევე წაიკითხეთ:
მაგდა პაპიძე ვერ იტანდა მეუღლეს - პროკურატურა
პროკურატურის მტკიცებით, არსებობს ვიდეო, თუ როგორ ყრის მაგდა პაპიძე სისხლიან ტილოებს