სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით უსუფაშვილი - ვისურვებდი, რომ მოსამართლეებმა მეტად იზრუნონ თავიანთი ავტორიტეტის გამყარებაზე
დავით უსუფაშვილი - ვისურვებდი, რომ მოსამართლეებმა მეტად იზრუნონ თავიანთი ავტორიტეტის გამყარებაზე

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, იგი ისურ­ვებ­და, რომ მო­სა­მარ­თლე­ებ­მა მე­ტად იზ­რუ­ნონ თა­ვი­ან­თი პი­რა­დი ავ­ტო­რი­ტე­ტის გამ­ყა­რე­ბა­ზე.

ამის შე­სა­ხებ უსუ­ფაშ­ვილ­მა სას­ტუმ­რო "ჰო­ლი­დეი ინნ"-ში კო­ა­ლი­ცია "და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და გამჭვირ­ვა­ლე მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის­თვის" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ფო­რუ­მის და­ტო­ვე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და. რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ აღ­ნიშ­ნა, მო­სა­მარ­თლე­ებ­მა უნდა იზ­რუ­ნონ თა­ვი­ანთ ავ­ტო­რი­ტეტ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ან ერ­თმა­ნე­თის თვალ­ში.

"და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და გამჭვირ­ვა­ლე მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა - ეს არის ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს ამო­ცა­ნა და კარ­გია, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი და ექ­სპერ­ტე­ბი დიდ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მო­ბენ ამ სა­კი­თხებს. დღეს კო­ა­ლი­ცი­ის მე-13 შეხ­ვედ­რაა, სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს მსჯე­ლო­ბა. ფო­რუ­მის მო­ნა­წი­ლე­ებს მი­ვე­ცით იმის გა­რან­ტია, რომ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და სა­სა­მარ­თლოს ავ­ტო­რი­ტე­ტის ზრდა, ასე­ვე სა­სა­მარ­თლო­ში კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, ეს არის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტი. ჩვენ უარი ვთქვით სა­სა­მარ­თლო­ში იმ ტი­პის რე­ფორ­მებ­ზე, რაც გა­მო­იწ­ვევ­და მა­სობ­რივ ცვლი­ლე­ბებს სა­სა­მარ­თლო კორ­პუს­ში. ეს არ იქ­ნე­ბო­და სწო­რი, რად­გან ეს ერთხელ უკვე გა­კეთ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და ყო­ველ 12 წე­ლი­წად­ში სა­სა­მარ­თლო კორ­პუ­სის ძირ­ფეს­ვი­ა­ნად შეც­ვლა სა­ერ­თოდ თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნებ­და სა­სა­მარ­თლო­ებს. სტა­ბი­ლუ­რო­ბა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია", - გა­ნა­ცხა­და და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, მე­ო­რე მხრივ, სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში მე­სა­მე ტალ­ღის რე­ფორ­მას.

"ეს კი მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მეა შეც­ვლი­ლი ამ სფე­რო­ში სა­კა­ნონ­მდებ­ლო და ინ­სტი­ტუ­ცი­ურ დო­ნე­ზე. გვჭირ­დე­ბა მეტი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პი­როვ­ნე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში, ამი­ტომ ის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რომ­ლი­თაც უნდა მოხ­დეს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის შერ­ჩე­ვა-და­ნიშ­ვნა, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ შემ­თხვე­ვა­ში, როცა უვა­დოდ და­ი­ნიშ­ნე­ბი­ან მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ჩვენ გვჭირ­დე­ბა მეტი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პი­როვ­ნე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში. ამა­ზე ვი­სა­უბ­რე", - გა­ნა­ცხა­და და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

მან პა­რა­ლე­ლი გა­ავ­ლო, რომ სა­სა­მარ­თლო კორ­პუ­სი არ შე­იძ­ლე­ბა იყოს მო­წყო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის პრინ­ცი­პებ­ზე.

"სა­სა­მარ­თლო­ში ჩვენ გვჭირ­დე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თო­ბა, რომ­ლე­ბიც გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან კა­ნო­ნი­სა და სინ­დი­სის წი­ნა­შე ლო­ი­ა­ლუ­რო­ბით. ეს მიღ­წე­ვა­დი ამო­ცა­ნაა და ეს გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ვი­სურ­ვებ­დი, რომ მო­სა­მარ­თლე­ებ­მა მე­ტად იზ­რუ­ნონ თა­ვი­ან­თი პი­რა­დი ავ­ტო­რი­ტე­ტის გამ­ყა­რე­ბა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ან ერ­თმა­ნე­თის თვალ­ში", - გა­ნა­ცხა­და და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

დავით უსუფაშვილი - ვისურვებდი, რომ მოსამართლეებმა მეტად იზრუნონ თავიანთი ავტორიტეტის გამყარებაზე

დავით უსუფაშვილი - ვისურვებდი, რომ მოსამართლეებმა მეტად იზრუნონ თავიანთი ავტორიტეტის გამყარებაზე

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, იგი ისურვებდა, რომ მოსამართლეებმა მეტად იზრუნონ თავიანთი პირადი ავტორიტეტის გამყარებაზე.

ამის შესახებ უსუფაშვილმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" მიერ ორგანიზებული ფორუმის დატოვებამდე განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მოსამართლეებმა უნდა იზრუნონ თავიანთ ავტორიტეტზე საზოგადოებაში და არა ხელისუფლების ან ერთმანეთის თვალში.

"დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულება - ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ამოცანა და კარგია, რომ არასამთავრობო სექტორი და ექსპერტები დიდ ყურადღებას უთმობენ ამ საკითხებს. დღეს კოალიციის მე-13 შეხვედრაა, საინტერესო საკითხებზე მიმდინარეობს მსჯელობა. ფორუმის მონაწილეებს მივეცით იმის გარანტია, რომ დღევანდელი ხელისუფლებისთვის სასამართლოს დამოუკიდებლობა და სასამართლოს ავტორიტეტის ზრდა, ასევე სასამართლოში კვალიფიციური გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველყოფა, ეს არის ძალიან მაღალი პროცენტი. ჩვენ უარი ვთქვით სასამართლოში იმ ტიპის რეფორმებზე, რაც გამოიწვევდა მასობრივ ცვლილებებს სასამართლო კორპუსში. ეს არ იქნებოდა სწორი, რადგან ეს ერთხელ უკვე გაკეთდა საქართველოში და ყოველ 12 წელიწადში სასამართლო კორპუსის ძირფესვიანად შეცვლა საერთოდ თავდაყირა დააყენებდა სასამართლოებს. სტაბილურობა შენარჩუნებულია", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, მეორე მხრივ, საუბარი შეეხო სასამართლო სისტემაში მესამე ტალღის რეფორმას.

"ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან ბევრი რამეა შეცვლილი ამ სფეროში საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე. გვჭირდება მეტი კვალიფიციური, დამოუკიდებელი პიროვნება სასამართლოში, ამიტომ ის კრიტერიუმები, რომლითაც უნდა მოხდეს მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა უვადოდ დაინიშნებიან მოსამართლეები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვჭირდება მეტი დამოუკიდებელი პიროვნება სასამართლოში. ამაზე ვისაუბრე", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მან პარალელი გაავლო, რომ სასამართლო კორპუსი არ შეიძლება იყოს მოწყობილი პოლიტიკური პარტიის პრინციპებზე.

"სასამართლოში ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი ადამიანების ერთობა, რომლებიც გამოირჩევიან კანონისა და სინდისის წინაშე ლოიალურობით. ეს მიღწევადი ამოცანაა და ეს განხორციელდება. ვისურვებდი, რომ მოსამართლეებმა მეტად იზრუნონ თავიანთი პირადი ავტორიტეტის გამყარებაზე საზოგადოებაში და არა ხელისუფლების ან ერთმანეთის თვალში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."