მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საშუალო ზომის ინდაური 60, 7კგ გოჭი 120-130 ლარი ღირს": რა დაგიჯდებათ წელს საახალწლო სუფრა
"საშუალო ზომის ინდაური 60, 7კგ გოჭი 120-130 ლარი ღირს": რა დაგიჯდებათ წელს საახალწლო სუფრა

თბი­ლი­სი სა­ა­ხალ­წლოდ უკვე მორ­თუ­ლი და გა­ნა­თე­ბუ­ლია. ახ­ლოვ­დე­ბა დღე­სას­წა­უ­ლე­ბი, რომ­ლე­ბის­თვი­საც მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა თა­და­რიგს ნა­ად­რე­ვად იჭერს და ოჯახს სა­ჭი­რო, აუ­ცი­ლე­ბე­ლი თუ "ფუ­ფუ­ნე­ბის" საგ­ნად ქცე­უ­ლი სურ­სა­თი­თა და პრო­დუქ­ტით ამა­რა­გებს.

სულ ცოტა ხნის წინ მა­ვან­მა მა­ღა­ლი ტრი­ბუ­ნე­ბი­დან გვირ­ჩია, ბა­ზარ­ში გას­ვლი­სა და სა­ო­ჯა­ხო მე­ნი­უს ორ­გა­ნი­ზე­ბა უფრო "ჭკვი­ა­ნუ­რად" მოგ­ვე­ხერ­ხე­ბი­ნა. ისიც გვი­თხრეს, რომ კარ­გმა დი­ა­სახ­ლის­მა უკეთ უნდა იცო­დეს, რო­დის და სად იყი­დოს სა­ჭი­რო პრო­დუქ­ტი ნაკ­ლე­ბი და­ნა­ხარ­ჯით. ამი­ტომ, რჩე­ვას აყო­ლი­ლებ­მა სა­შო­ბაო სურ­სა­თის ფა­სე­ბის გა­გე­ბა ახალ წლამ­დე ორი კვი­რით ადრე, "ცხე­ლი სა­ვაჭ­რო" დღე­ე­ბის დად­გო­მამ­დე გა­დავ­წყვი­ტეთ.

თბი­ლი­სის ყვე­ლა­ზე დიდი, "დე­ზერ­ტი­რე­ბის" ბაზ­რო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია, რო­მე­ლიც ჩვე­უ­ლებ­რივ დღე­ებ­შიც საკ­მა­ოდ ხალ­ხმრა­ვა­ლია, ჯერ­ჯე­რო­ბით სა­შო­ბაო სა­ყიდ­ლე­ბის­თვის გა­მო­სუ­ლი კლი­ენ­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დის. ბა­ზარ­ში ბევ­რი მო­ვაჭ­რე, დიდი რა­ო­დე­ნო­ბის სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის პრო­დუქ­ტი და ცოტა მყიდ­ვე­ლია. "ხალ­ხს ფული არ აქვს", "მსხვილ­მა სუ­პერ­მარ­კე­ტებ­მა ბა­ზა­რი ჩა­ა­ნაც­ვლეს", "ადა­მი­ა­ნი აქ წე­სი­ე­რად მან­ქა­ნას ვერ გა­ა­ჩე­რებს", "ყვე­ლას სუფ­თად ჩაც­მულ-და­ვარ­ცხნი­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა ურ­ჩევ­ნია", "ამ დროს უკვე კარ­გი ვაჭ­რო­ბა უნდა გვქო­ნო­და"... მოკ­ლედ, რა მი­ზეზს არ გა­ი­გებ, რა პრობ­ლე­მას არ გა­და­ეყ­რე­ბი იქ, სა­დაც ყვე­ლა­ზე უკეთ იგ­რძნო­ბა ხალ­ხის ნამ­დვი­ლი პულ­სა­ცია. რო­გორც ჩანს, წელს მთავ­რო­ბამ არა, მაგ­რამ მო­სახ­ლე­ო­ბამ ისე შე­მო­ი­ჭი­რა ქამ­რე­ბი, რომ "დე­ზერ­ტი­რე­ბის" მო­ვაჭ­რე­ებს პრო­დუქ­ტის რე­ა­ლი­ზე­ბა­ზე ფიქ­რი და ნერ­ვი­უ­ლო­ბა ახა­ლი წლის წინა დღე­ებ­შიც მო­უ­წევთ.

სა­შო­ბაო სუფ­რა შემ­წვა­რი გო­ჭის, ინ­და­უ­რის სა­ცი­ვის, ყვე­ლის ასორ­ტის, ჩი­რის, ჩურ­ჩხე­ლი­სა თუ გო­ზი­ნა­ყის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ბა­ზარ­ში ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­გრე­დი­ენ­ტი უკვე საკ­მა­ოდ უხ­ვა­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ფა­სე­ბი მა­ღა­ლია თუ და­ბა­ლი მკი­თხვე­ლი ალ­ბათ, თა­ვად გა­და­წყვეტს. იმა­საც უკეთ გან­სა­ზღვრავს შე­მო­სავ­ლის რა ნა­წი­ლი და­ე­ხარ­ჯე­ბა სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სათ­ვის.

სა­შუ­ა­ლო ზო­მის ინ­და­უ­რის ფასი წელს 60 ლა­რია, ერთი კი­ლოგ­რა­მი სა­ქონ­ლის ხორ­ცის შე­ძე­ნა 11 ლა­რა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, ღო­რის სამ­წვა­დე კი 12 ლარი ღირს, 7-8 კი­ლოგ­რა­მი­ა­ნი გოჭი 120-130 ლარი და­გიჯ­დე­ბათ, ერთი კილო იმე­რუ­ლი ყვე­ლი 9, სულ­გუ­ნი 13, შე­ბო­ლი­ლი სულ­გუ­ნი კი 15 ლარი ღირს. ნიგვზის ფასი 15 ლა­რი­დან იწყე­ბა და 25 ლა­რამ­დე ადის, ქამა სო­კოს ფასი ჯერ­ჯე­რო­ბით 7-დან 10 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს, თუმ­ცა ფა­სის მო­მა­ტე­ბას ვა­რა­უ­დო­ბენ, მო­ვაჭ­რე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ შე­და­რე­ბით გაძ­ვირ­დე­ბა ცო­ცხა­ლი თევ­ზიც, რო­მე­ლიც ჯერ­ჯე­რო­ბით 10 ლარი ღირს, თაფლს 15 ლა­რად შე­ი­ძენთ. ჩურ­ჩხე­ლა - 1,50-დან 3 ლა­რამ­დე, ერთი ას­ხმა კა­რა­ლი­ო­კის ჩირი კი 5 ლარი ღირს.

მო­ვაჭ­რე­ე­ბის თქმით, ყვე­ლა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ პრო­დუქტს, ახა­ლი წლის წინა დღე­ებ­ში ფასი მცი­რე­დით მო­ე­მა­ტე­ბა, თუმ­ცა რო­გორც ისი­ნი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, ღი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მა­ინც შე­მო­სუ­ლი სა­ქონ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა­სა და მყიდ­ვე­ლის მსყიდ­ვე­ლო­ბი­თუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

"საშუალო ზომის ინდაური 60, 7კგ გოჭი 120-130 ლარი ღირს": რა დაგიჯდებათ წელს საახალწლო სუფრა

"საშუალო ზომის ინდაური 60, 7კგ გოჭი 120-130 ლარი ღირს": რა დაგიჯდებათ წელს საახალწლო სუფრა

თბილისი საახალწლოდ უკვე მორთული და განათებულია. ახლოვდება დღესასწაულები, რომლებისთვისაც მოსახლეობის დიდი უმრავლესობა თადარიგს ნაადრევად იჭერს და ოჯახს საჭირო, აუცილებელი თუ "ფუფუნების" საგნად ქცეული სურსათითა და პროდუქტით ამარაგებს.

სულ ცოტა ხნის წინ მავანმა მაღალი ტრიბუნებიდან გვირჩია, ბაზარში გასვლისა და საოჯახო მენიუს ორგანიზება უფრო "ჭკვიანურად" მოგვეხერხებინა. ისიც გვითხრეს, რომ კარგმა დიასახლისმა უკეთ უნდა იცოდეს, როდის და სად იყიდოს საჭირო პროდუქტი ნაკლები დანახარჯით. ამიტომ, რჩევას აყოლილებმა საშობაო სურსათის ფასების გაგება ახალ წლამდე ორი კვირით ადრე, "ცხელი სავაჭრო" დღეების დადგომამდე გადავწყვიტეთ.

თბილისის ყველაზე დიდი, "დეზერტირების" ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ჩვეულებრივ დღეებშიც საკმაოდ ხალხმრავალია, ჯერჯერობით საშობაო საყიდლებისთვის გამოსული კლიენტების ნაკლებობას განიცდის. ბაზარში ბევრი მოვაჭრე, დიდი რაოდენობის საახალწლო სუფრის პროდუქტი და ცოტა მყიდველია. "ხალხს ფული არ აქვს", "მსხვილმა სუპერმარკეტებმა ბაზარი ჩაანაცვლეს", "ადამიანი აქ წესიერად მანქანას ვერ გააჩერებს", "ყველას სუფთად ჩაცმულ-დავარცხნილების მომსახურების მიღება ურჩევნია", "ამ დროს უკვე კარგი ვაჭრობა უნდა გვქონოდა"... მოკლედ, რა მიზეზს არ გაიგებ, რა პრობლემას არ გადაეყრები იქ, სადაც ყველაზე უკეთ იგრძნობა ხალხის ნამდვილი პულსაცია. როგორც ჩანს, წელს მთავრობამ არა, მაგრამ მოსახლეობამ ისე შემოიჭირა ქამრები, რომ "დეზერტირების" მოვაჭრეებს პროდუქტის რეალიზებაზე ფიქრი და ნერვიულობა ახალი წლის წინა დღეებშიც მოუწევთ.

საშობაო სუფრა შემწვარი გოჭის, ინდაურის საცივის, ყველის ასორტის, ჩირის, ჩურჩხელისა თუ გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია, ბაზარში ყველა საჭირო ინგრედიენტი უკვე საკმაოდ უხვადაა წარმოდგენილი. ფასები მაღალია თუ დაბალი მკითხველი ალბათ, თავად გადაწყვეტს. იმასაც უკეთ განსაზღვრავს შემოსავლის რა ნაწილი დაეხარჯება საახალწლო სუფრის ორგანიზებისათვის.

საშუალო ზომის ინდაურის ფასი წელს 60 ლარია, ერთი კილოგრამი საქონლის ხორცის შეძენა 11 ლარადაა შესაძლებელი, ღორის სამწვადე კი 12 ლარი ღირს, 7-8 კილოგრამიანი გოჭი 120-130 ლარი დაგიჯდებათ, ერთი კილო იმერული ყველი 9, სულგუნი 13, შებოლილი სულგუნი კი 15 ლარი ღირს. ნიგვზის ფასი 15 ლარიდან იწყება და 25 ლარამდე ადის, ქამა სოკოს ფასი ჯერჯერობით 7-დან 10 ლარამდე მერყეობს, თუმცა ფასის მომატებას ვარაუდობენ, მოვაჭრეები ამბობენ, რომ შედარებით გაძვირდება ცოცხალი თევზიც, რომელიც ჯერჯერობით 10 ლარი ღირს, თაფლს 15 ლარად შეიძენთ. ჩურჩხელა - 1,50-დან 3 ლარამდე, ერთი ასხმა კარალიოკის ჩირი კი 5 ლარი ღირს.

მოვაჭრეების თქმით, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტს, ახალი წლის წინა დღეებში ფასი მცირედით მოემატება, თუმცა როგორც ისინი ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, ღირებულების რაოდენობა მაინც შემოსული საქონლის რაოდენობასა და მყიდველის მსყიდველობითუნარიანობაზე იქნება დამოკიდებული.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია