პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 მნიშვნელოვანი აღმოჩენა გრიპის შესახებ
5 მნიშვნელოვანი აღმოჩენა გრიპის შესახებ

გრიპ­მა კა­ცობ­რი­ო­ბას დიდი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა. თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში ვირუ­სის­გან სა­სიკ­ვდი­ლო და­ნა­კარ­გე­ბი ნაკ­ლე­ბია, მაგ­რამ ინ­ფექ­ცია მა­ინც სა­ხი­ფა­თოა. ამი­ტომ მეც­ნი­ე­რე­ბი შე­ის­წავ­ლი­ან გრი­პის ევო­ლუ­ცი­ას, არ­კვე­ვენ რო­გორ და სა­ი­დან ჩნდე­ბა ახა­ლი ვირუ­სე­ბი, რითი ემუქ­რე­ბი­ან ადა­მი­ა­ნებს და რო­გორ უნდა ავი­რი­დოთ თა­ვი­დან ეპი­დე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ბოლო წლე­ბის მან­ძილ­ზე რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მო­ჩე­ნა გა­კეთ­და.

1. ყვე­ლა­ზე მძი­მე გრი­პის ფორ­მე­ბი ადა­მი­ანს ცხო­ვე­ლე­ბის­გან გა­და­ე­დე­ბა

ვირუ­სის ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო სა­ხე­ო­ბე­ბი პირ­ველ რიგ­ში ცხო­ვე­ლე­ბის­გან ვრცელ­დე­ბა. საქ­მე ის არის, რომ გრი­პის ვირუ­სე­ბი, რომ­ლებ­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ატა­რე­ბენ, ცდი­ლო­ბენ, თა­ვი­ან­თი "პატ­რო­ნე­ბი" არ მოკ­ლან. ვირუ­სი პა­რა­ზი­ტია, რო­მე­ლიც გამ­რავ­ლე­ბას ცდი­ლობს, მას არ აწყობს ორ­გა­ნიზ­მის სიკ­ვდი­ლი.

2. ვირუ­სი "გა­ა­და­მი­ან­და" მუ­ტა­ცი­ე­ბის წყა­ლო­ბით.

ჩვენს ირ­გვლივ ბევ­რი ცხო­ვე­ლია, მათ კი უამ­რა­ვი ვირუ­სი აქვთ, მათ შო­რის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის გრი­პი. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ვირუ­სე­ბი მუ­ტა­ცი­ას გა­ნიც­დის და შე­იძ­ლე­ბა, ვირუ­სის­თვის ცხო­ვე­ლის ორ­გა­ნიზ­მი აღარ გახ­დეს კომ­ფორ­ტუ­ლი და ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის­კენ გად­მო­ი­ნაც­ვლოს. ასე დროს ჩნდე­ბა და­ა­ვა­დე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ასე­თი მო­მენ­ტის და­ფიქ­სი­რე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნებს შო­რის არ გავ­რცელ­დეს.

3. სხვა­დას­ხვა გრი­პის ვირუ­სებს შე­უძ­ლი­ათ შეჯ­ვარ­დნენ და მონ­სტრი წარ­მოშ­ვან

მეც­ნი­ე­რულ ენა­ზე ამას "რე­ას­ტო­რი­ზა­ცია" ქვია. თუ ორ­გა­ნიზ­მში ერ­თბა­შად ორი გრი­პის სა­ხე­ო­ბა ხვდე­ბა, მათი გე­ნო­მე­ბი იღ­რე­ვა და შე­დე­გად, შე­საძ­ლოა, გაჩ­ნდეს ახა­ლი ვირუ­სი, გა­ცი­ლე­ბით სა­ში­ში და არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი. ყვე­ლა­ზე მძი­მე გლო­ბა­ლუ­რი ეპი­დე­მი­ე­ბი სწო­რედ ასე­თი ნაჯ­ვა­რი ვირუ­სე­ბის გამო და­ი­წყო.

4. გრი­პის ვირუ­სი რა­დი­კა­ლუ­რად იც­ვლე­ბა ყო­ველ 10-12 წე­ლი­წად­ში

მეც­ნი­ე­რებს შო­რის ვირუ­სის წარ­მო­შო­ბის რამ­დე­ნი­მე ვერ­სია არ­სე­ბობს. ცნო­ბი­ლია, რომ არ­სე­ბუ­ლი გრი­პის ვირუ­სე­ბი ყო­ველ­წლი­უ­რად იც­ვლე­ბი­ან და ამის გამო ხდე­ბა ლო­კა­ლუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის წარ­მოქ­მნა, რად­გან ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მი, რო­მელ­საც წინა ვირუ­სი­სად­მი იმუ­ნი­ტე­ტი გა­აჩ­ნდა, ვერ ცნობს გა­ნახ­ლე­ბულ მტერს. 10-12 წე­ლი­წად­ში ერთხელ ვირუ­სე­ბი რა­დი­კა­ლუ­რად იც­ვლე­ბი­ან, რაც პან­დე­მი­ის რისკს აჩენს.

5. ტემ­პე­რა­ტუ­რის და­წე­ვით ჩვენ ვირუსს გამ­რავ­ლე­ბა­ში ვეხ­მა­რე­ბით

ხში­რად პირ­ვე­ლი­ვე გრი­პის სიმპტო­მებ­ზე ვცდი­ლობთ წამ­ლე­ბი მი­ვი­ღოთ სი­ცხის და­სა­წე­ვად. კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ასე­თი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბამ შე­საძ­ლოა, და­აჩ­ქა­როს ორ­გა­ნიზ­მში ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა. ტემ­პე­რა­ტუ­რის და­წე­ვით ვირუსს კომ­ფორ­ტს ვუქ­მნით. ამას­თან, ექი­მე­ბი გვახ­სე­ნე­ბენ, რომ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა უკვე თა­ვად ადა­მი­ა­ნის­თვი­საა დამ­ღუპ­ვე­ლი. ამი­ტომ სი­ცხის დამ­წე­ვე­ბი უნდა მი­ი­ღოთ თუ სი­ცხე 38,3-38,5 გრა­დუ­სამ­დე აგი­წევთ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია best.kp.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

5 მნიშვნელოვანი აღმოჩენა გრიპის შესახებ

5 მნიშვნელოვანი აღმოჩენა გრიპის შესახებ

გრიპმა კაცობრიობას დიდი ზიანი მიაყენა. თანამედროვე სამყაროში ვირუსისგან სასიკვდილო დანაკარგები ნაკლებია, მაგრამ ინფექცია მაინც სახიფათოა. ამიტომ მეცნიერები შეისწავლიან გრიპის ევოლუციას, არკვევენ როგორ და საიდან ჩნდება ახალი ვირუსები, რითი ემუქრებიან ადამიანებს და როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან ეპიდემიური დაავადებები. ბოლო წლების მანძილზე რამდენიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაკეთდა.

1. ყველაზე მძიმე გრიპის ფორმები ადამიანს ცხოველებისგან გადაედება

ვირუსის ყველაზე სახიფათო სახეობები პირველ რიგში ცხოველებისგან ვრცელდება. საქმე ის არის, რომ გრიპის ვირუსები, რომლებსაც ადამიანები ატარებენ, ცდილობენ, თავიანთი "პატრონები" არ მოკლან. ვირუსი პარაზიტია, რომელიც გამრავლებას ცდილობს, მას არ აწყობს ორგანიზმის სიკვდილი.

2. ვირუსი "გაადამიანდა" მუტაციების წყალობით.

ჩვენს ირგვლივ ბევრი ცხოველია, მათ კი უამრავი ვირუსი აქვთ, მათ შორის სხვადასხვა სახეობის გრიპი. დროთა განმავლობაში, ვირუსები მუტაციას განიცდის და შეიძლება, ვირუსისთვის ცხოველის ორგანიზმი აღარ გახდეს კომფორტული და ადამიანის ორგანიზმისკენ გადმოინაცვლოს. ასე დროს ჩნდება დაავადების საშიშროება. უმნიშვნელოვანესია ასეთი მომენტის დაფიქსირება, რომ ადამიანებს შორის არ გავრცელდეს.

3. სხვადასხვა გრიპის ვირუსებს შეუძლიათ შეჯვარდნენ და მონსტრი წარმოშვან

მეცნიერულ ენაზე ამას "რეასტორიზაცია" ქვია. თუ ორგანიზმში ერთბაშად ორი გრიპის სახეობა ხვდება, მათი გენომები იღრევა და შედეგად, შესაძლოა, გაჩნდეს ახალი ვირუსი, გაცილებით საშიში და არაპროგნოზირებადი. ყველაზე მძიმე გლობალური ეპიდემიები სწორედ ასეთი ნაჯვარი ვირუსების გამო დაიწყო.

4. გრიპის ვირუსი რადიკალურად იცვლება ყოველ 10-12 წელიწადში

მეცნიერებს შორის ვირუსის წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს. ცნობილია, რომ არსებული გრიპის ვირუსები ყოველწლიურად იცვლებიან და ამის გამო ხდება ლოკალური დაავადებების წარმოქმნა, რადგან ჩვენი ორგანიზმი, რომელსაც წინა ვირუსისადმი იმუნიტეტი გააჩნდა, ვერ ცნობს განახლებულ მტერს. 10-12 წელიწადში ერთხელ ვირუსები რადიკალურად იცვლებიან, რაც პანდემიის რისკს აჩენს.

5. ტემპერატურის დაწევით ჩვენ ვირუსს გამრავლებაში ვეხმარებით

ხშირად პირველივე გრიპის სიმპტომებზე ვცდილობთ წამლები მივიღოთ სიცხის დასაწევად. კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი მედიკამენტების მიღებამ შესაძლოა, დააჩქაროს ორგანიზმში ვირუსის გავრცელება. ტემპერატურის დაწევით ვირუსს კომფორტს ვუქმნით. ამასთან, ექიმები გვახსენებენ, რომ ძალიან მაღალი ტემპერატურა უკვე თავად ადამიანისთვისაა დამღუპველი. ამიტომ სიცხის დამწევები უნდა მიიღოთ თუ სიცხე 38,3-38,5 გრადუსამდე აგიწევთ.

მომზადებულია best.kp.ru-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია