პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ მიყვარს ამერიკა..." - გიორგი ქადაგიძის 11 არგუმენტი
"რატომ მიყვარს ამერიკა..." - გიორგი ქადაგიძის 11 არგუმენტი

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი ქა­და­გი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ამე­რი­კის შე­სა­ხებ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"რა­ტომ მიყ­ვარს ამე­რი­კა, მაშ ასე:

1. ამე­რი­კა არის ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის და არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კის მთა­ვა­რი გა­რან­ტი

2. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის დღი­დან ამე­რი­კის მხო­ლოდ ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის შე­ად­გენს რამ­დე­ნი­მე მი­ლი­არდ დო­ლარს

3. ამე­რი­კა­ში პიცა გა­მო­ძა­ხე­ბით უფრო სწრა­ფად მო­დის, ვიდ­რე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა, ასე მუ­შა­ობს ამე­რი­კის კერ­ძო სექ­ტო­რის დიდი ნა­წი­ლი

4. მსოფ­ლი­ოს 100 წამ­ყვა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან 85 ამე­რი­კა­შია, ამე­რი­კა ერთი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ზე ხარ­ჯავს $12,500 (ევ­რო­პის სა­შუ­ა­ლო $9,500), ამე­რი­კა­ში უფრო მეტი სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კაა (17,000) ვიდ­რე მაკ­დო­ნალდსი და სტარ­ბაქ­სი. მო­სახ­ლე­ო­ბის 70%-ს აქვს ბიბ­ლი­ო­თე­კის ბა­რა­თი.

5. გლო­ბა­ლუ­რი სა­ლო­კა­ციო სის­ტე­მა იგი­ვე ჯი­პი­ე­სი (30-მდე სა­ტე­ლი­ტის ერ­თობ­ლი­ვი სტრუქ­ტუ­რა), რო­მელ­ზეც და­შე­ნე­ბუ­ლია სა­ნა­ვი­გა­ციო სის­ტე­მე­ბი და უამ­რა­ვი სხვა ბიზ­ნე­სი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით არის ამე­რი­კის მთავ­რო­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში და მარ­თვა­ში. თე­ო­რი­უ­ლად, მთავ­რო­ბას ნე­ბის­მი­ერ დროს შე­უძ­ლია მისი გა­თიშ­ვა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა არა­ვის არას­დროს და­უ­ყე­ნე­ბია ეჭვქვეშ სის­ტე­მის სა­ი­მე­დო­ო­ბა და უწყვე­ტო­ბა - ასე­თია ნდო­ბა ამე­რი­კის მთავ­რო­ბის მი­მართ.

6. ამე­რი­კის თავ­დაც­ვის ხარ­ჯე­ბი 2 ჯერ აღე­მა­ტე­ბა ჩი­ნე­თის, რუ­სე­თის, ბრი­ტა­ნე­თის და საფ­რან­გე­თი­სას ერ­თად აღე­ბულს. 3 ჯერ უფრო მე­ტია, ვიდ­რე რუ­სე­თის ბი­უ­ჯე­ტი მთლი­ა­ნად. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ამე­რი­კის ჯარი არას­დროს დარ­ჩე­ნი­ლა არ­ცერთ ქვე­ყა­ნა­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თან­ხმო­ბის გა­რე­შე

7. ამე­რი­კის სე­ნა­ტორს, რო­დე­საც რამე არ მოს­წონს, შე­უძ­ლია ასე­თი ტი­პის ‘გან­ხილ­ვა’ https://www.facebook.com/CSPAN/videos/10153920446690579/ მო­უ­წყოს ყვე­ლა­ზე ძლე­ვა­მო­სი­ლი არ­მი­ის მე­თა­ურს და თავ­დაც­ვის მდი­ვანს, (ამ შემ­თხვე­ვა­ში სი­რი­ის კონ­ფლიქ­ტის მი­მართ ამე­რი­კის პო­ლი­ტი­კა) და ამას პირ­და­პირ ეთერ­ში აშუ­ქებს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ტე­ლე­ვი­ზია, ასე­თია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შტო­თა ბა­ლან­სი და მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში

8. სწო­რად ამე­რი­კის დახ­მა­რე­ბით არის კონ­ტი­ნენ­ტუ­რი ევ­რო­პა ისე­თი რო­გო­რიც არის დღეს, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ გერ­მა­ნი­ის (და­მარ­ცხე­ბუ­ლი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის) და და­სავ­ლეთ ევ­რო­პის აღ­სად­გე­ნად შე­მუ­შავ­და მარ­შა­ლის გეგ­მა, რომ­ლი­თაც 1948-52 წლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და 100 მი­ლი­არ­დი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცია.

9. მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ძლე­ვა­მო­სი­ლი ადა­მი­ა­ნი (ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი) გა­დად­გა უკა­ნო­ნო მოს­მე­ნე­ბის სკან­და­ლის გამო, ამი­ტომ არის ამე­რი­კა კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის სიმ­ბო­ლო

10. ამე­რი­კის გარ­და, არ­ცერთ ქვე­ყა­ნა­ში არ მო­ი­ძებ­ნე­ბა ამ­დე­ნი მა­გა­ლი­თი, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ენის ცოდ­ნის გა­რე­შე და უფუ­ლოდ ჩა­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი აღ­წევს წარ­მა­ტე­ბის მწვერ­ვა­ლებს.

11. კი­დევ იმი­ტომ, რომ ამ პოს­ტის და­სა­წე­რად დამ­ჭირ­და 20 წუთი და სიის გაგ­რძე­ლე­ბა უსაშ­ვე­ლოდ შე­იძ­ლე­ბა

პ.ს. ჩაკ ნო­რის­მაც კი ამე­რი­კა აირ­ჩია და­ბა­დე­ბის ად­გი­ლად".

"რატომ მიყვარს ამერიკა..." - გიორგი ქადაგიძის 11 არგუმენტი

"რატომ მიყვარს ამერიკა..." - გიორგი ქადაგიძის 11 არგუმენტი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ამერიკის შესახებ პოსტს აქვეყნებს:

"რატომ მიყვარს ამერიკა, მაშ ასე:

1. ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის მთავარი გარანტი

2. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ამერიკის მხოლოდ ფინანსური დახმარება საქართველოსთვის შეადგენს რამდენიმე მილიარდ დოლარს

3. ამერიკაში პიცა გამოძახებით უფრო სწრაფად მოდის, ვიდრე სასწრაფო დახმარების მანქანა, ასე მუშაობს ამერიკის კერძო სექტორის დიდი ნაწილი

4. მსოფლიოს 100 წამყვანი უნივერსიტეტიდან 85 ამერიკაშია, ამერიკა ერთი სკოლის მოსწავლეზე ხარჯავს $12,500 (ევროპის საშუალო $9,500), ამერიკაში უფრო მეტი საჯარო ბიბლიოთეკაა (17,000) ვიდრე მაკდონალდსი და სტარბაქსი. მოსახლეობის 70%-ს აქვს ბიბლიოთეკის ბარათი.

5. გლობალური სალოკაციო სისტემა იგივე ჯიპიესი (30-მდე სატელიტის ერთობლივი სტრუქტურა), რომელზეც დაშენებულია სანავიგაციო სისტემები და უამრავი სხვა ბიზნესი მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის ამერიკის მთავრობის საკუთრებაში და მართვაში. თეორიულად, მთავრობას ნებისმიერ დროს შეუძლია მისი გათიშვა. მიუხედავად ამისა არავის არასდროს დაუყენებია ეჭვქვეშ სისტემის საიმედოობა და უწყვეტობა - ასეთია ნდობა ამერიკის მთავრობის მიმართ.

6. ამერიკის თავდაცვის ხარჯები 2 ჯერ აღემატება ჩინეთის, რუსეთის, ბრიტანეთის და საფრანგეთისას ერთად აღებულს. 3 ჯერ უფრო მეტია, ვიდრე რუსეთის ბიუჯეტი მთლიანად. მიუხედავად ამისა, ამერიკის ჯარი არასდროს დარჩენილა არცერთ ქვეყანაში ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობის გარეშე

7. ამერიკის სენატორს, როდესაც რამე არ მოსწონს, შეუძლია ასეთი ტიპის ‘განხილვა’ https://www.facebook.com/CSPAN/videos/10153920446690579/ მოუწყოს ყველაზე ძლევამოსილი არმიის მეთაურს და თავდაცვის მდივანს, (ამ შემთხვევაში სირიის კონფლიქტის მიმართ ამერიკის პოლიტიკა) და ამას პირდაპირ ეთერში აშუქებს ნაციონალური ტელევიზია, ასეთია ხელისუფლების შტოთა ბალანსი და მედიის თავისუფლება ამ ქვეყანაში

8. სწორად ამერიკის დახმარებით არის კონტინენტური ევროპა ისეთი როგორიც არის დღეს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის (დამარცხებული მოწინააღმდეგის) და დასავლეთ ევროპის აღსადგენად შემუშავდა მარშალის გეგმა, რომლითაც 1948-52 წლებში განხორციელდა 100 მილიარდიანი ინვესტიცია.

9. მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი (ამერიკის პრეზიდენტი) გადადგა უკანონო მოსმენების სკანდალის გამო, ამიტომ არის ამერიკა კანონის უზენაესობის სიმბოლო

10. ამერიკის გარდა, არცერთ ქვეყანაში არ მოიძებნება ამდენი მაგალითი, როდესაც ქვეყანაში ენის ცოდნის გარეშე და უფულოდ ჩასული ადამიანი აღწევს წარმატების მწვერვალებს.

11. კიდევ იმიტომ, რომ ამ პოსტის დასაწერად დამჭირდა 20 წუთი და სიის გაგრძელება უსაშველოდ შეიძლება

პ.ს. ჩაკ ნორისმაც კი ამერიკა აირჩია დაბადების ადგილად".

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს