პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სომხეთში რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას დაუჭირა მხარი
სომხეთში რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას დაუჭირა მხარი

სომ­ხეთ­ში რე­ფე­რენ­დუმ­ში მო­ნა­წი­ლე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბამ სა­პარ­ლა­მენ­ტო მმარ­თვე­ლო­ბა­ზე გა­დას­ვლას და­უ­ჭი­რა მხა­რი. ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სომ­ხეთ­ში რე­ფე­რენ­დუ­მი გუ­შინ ჩა­ტარ­და. სომ­ხე­თის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით, კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ცვლი­ლე­ბას არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­თა 63,35%-მა და­უ­ჭი­რა მხა­რი, წი­ნა­აღ­მდე­გი იყო 32,35%.

რე­ფე­რენ­დუ­მის ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი 13 დე­კემ­ბერს გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა.

სომ­ხე­თის პარ­ლა­მენ­ტმა მიმ­დი­ნა­რე წლის ოქ­ტომ­ბერ­ში სა­კონ­სტი­ტუ­ციო რე­ფორ­მე­ბის ის პა­კე­ტი და­ამ­ტკი­ცა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის სა­პარ­ლა­მენ­ტო სის­ტე­მა­ზე ფაქ­ტობ­რივ გა­დას­ვლას გუ­ლის­ხმობს.

სა­კონ­სტი­ტუ­ციო რე­ფორ­მე­ბის თა­ნახ­მად, სომ­ხე­თის პრე­ზი­დენტს 5-ის ნაც­ვლად 7 წლით, დე­პუ­ტა­ტე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აირ­ჩე­ვენ. პრე­ზი­დენ­ტი არ უნდა იყოს რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის წევ­რი და მას, პოს­ტის და­კა­ვე­ბა მხო­ლოდ ერთხელ შე­უძ­ლია. პრე­ზი­დენტს ასე­ვე, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ეძ­ლე­ვა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი წა­რად­გი­ნოს.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნო მთავ­რო­ბა იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც შე­ი­მუ­შა­ვებს და გა­ა­ტა­რებს შიდა და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას. სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ასე­ვე მთავ­რო­ბის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში გა­და­ვა, ქვეყ­ნის მთა­ვარ­სარ­და­ლი კი, ომის დროს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი იქ­ნე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გა­მოგ­ვყე­ვით, რომ არ გა­მო­ტო­ვოთ პო­ლი­ტი­კის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი.

გა­მო­ი­წე­რეთ პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პო­ლი­ტი­კა

სომხეთში რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას დაუჭირა მხარი

სომხეთში რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას დაუჭირა მხარი

სომხეთში რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას დაუჭირა მხარი. ამ საკითხთან დაკავშირებით სომხეთში რეფერენდუმი გუშინ ჩატარდა. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, კონსტიტუციურ ცვლილებას არჩევნებში მონაწილეთა 63,35%-მა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 32,35%.

რეფერენდუმის ოფიციალური შედეგები 13 დეკემბერს გამოქვეყნდება.

სომხეთის პარლამენტმა მიმდინარე წლის ოქტომბერში საკონსტიტუციო რეფორმების ის პაკეტი დაამტკიცა, რომელიც ქვეყნის საპარლამენტო სისტემაზე ფაქტობრივ გადასვლას გულისხმობს.

საკონსტიტუციო რეფორმების თანახმად, სომხეთის პრეზიდენტს 5-ის ნაცვლად 7 წლით, დეპუტატები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები აირჩევენ. პრეზიდენტი არ უნდა იყოს რომელიმე პარტიის წევრი და მას, პოსტის დაკავება მხოლოდ ერთხელ შეუძლია. პრეზიდენტს ასევე, უფლებამოსილება ეძლევა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარადგინოს.

ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანო მთავრობა იქნება, რომელიც შეიმუშავებს და გაატარებს შიდა და საგარეო პოლიტიკას. სომხეთის შეიარაღებული ძალები ასევე მთავრობის დაქვემდებარებაში გადავა, ქვეყნის მთავარსარდალი კი, ომის დროს პრემიერ-მინისტრი იქნება.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა