მსოფლიო

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეგ არის გათახსირებული კაცი, უნამუსო ადამიანი" - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ანსამბლიდან წასული ჯემალ ჭკუასელი და გიორგი უშიკიშვილი
"ეგ არის გათახსირებული კაცი, უნამუსო ადამიანი" - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ანსამბლიდან წასული ჯემალ ჭკუასელი და გიორგი უშიკიშვილი

27 ნო­ემ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და თბი­ლი­სის მე­რი­ის მხარ­და­ჭე­რით, თბი­ლი­სის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში "ერი­სი­ო­ნის" 130 წლის იუ­ბი­ლი­სად­მი მი­ძღვნი­ლი კონ­ცერ­ტი ჩა­ტარ­და... მა­ნამ­დე ან­სამ­ბლმა იუ­ბი­ლი­სად­მი მი­ძღვნი­ლი კონ­ცერ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­სა და ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ ჩა­ა­ტა­რა.

ფოლკ­ლო­რის­ტი გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი "ერი­სი­ო­ნის" იუ­ბი­ლეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუკ­ში" ასე გა­მო­ე­ხა­მუ­რა:

"მი­სა­უბ­რია მრა­ვალ ადა­მი­ან­თან ვინც იცის ამ ან­სამ­ბლის ის­ტო­რია და ყვე­ლა მე­თან­ხმე­ბა. ემო­ცია თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ჩემს გარ­და ხმას არა­ვინ არ იღებს. დიდი ხა­ნია ვამ­ბობ რომ ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლი აყალ­ბებს ან­სამ­ბლის ის­ტო­რი­ას, მაგ­რამ მე რო­გორც დი­ლე­ტანტს (ეს მათი შე­ხე­დუ­ლე­ბით) არა­ვინ მის­მენს. წელს ან­სამ­ბლს შე­უს­რულ­და 79 წელი... თუ ვინ­მე დო­კუ­მენ­ტა­ლუ­რად და­მი­სა­ბუ­თებს, რომ ვცდე­ბი, სა­ჯა­როდ მო­ვიხ­დი ბო­დიშს.

მათი ლო­გი­კა ასე­თია, რომ ისი­ნი თავს თვლი­ან ლადო აღ­ნი­აშ­ვი­ლის გუნ­დის (პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ქორო) შთა­მო­მავ­ლე­ბად რო­მე­ლიც 1885 წელს შე­იქ­მნა და თუ არ ვცდე­ბი 2 წელი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და. შემ­დეგ კი და­ი­შა­ლა (აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს გუნ­დი არ იყო ფოლკ­ლო­რუ­ლი და მის ხელ­მძღვა­ნე­ლად აღ­ნი­აშ­ვილ­მა მო­იწ­ვია ჩეხი კომ­პო­ზი­ტო­რი და დი­რი­ჟო­რი იო­სებ რა­ტი­ლი). ლადო აღ­ნი­აშ­ვი­ლის გუნდსა და "ერი­სი­ონს" შო­რის არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ არ­სე­ბობს. (თუ ვინ­მე შე­ეც­დე­ბა და­მი­სა­ბუ­თოს, რომ ვცდე­ბი, მად­ლო­ბე­ლი ვიქ­ნე­ბი). ამ ლო­გი­კით დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი ყვე­ლა ან­სამ­ბლი შე­საძ­ლე­ბე­ლია თავს თვლი­დეს ლადო აღ­ნი­აშ­ვი­ლის გუნ­დის შთა­მომ­ვა­ლად და წელს ყვე­ლამ გა­და­ი­ხა­დოს 130 წლის იუ­ბი­ლე.

რაც შე­ე­ხე­ბა "ერი­სი­ონს". 1936 წელს მოს­კოვ­ში დე­კა­და­ზე გამ­გზავ­რე­ბის წინ შე­იქ­მნა და­სავ­ლეთ და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი გუნ­დე­ბი. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს გუნდს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სან­დრო კავ­სა­ძე ხოლო და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს გუნდს კი­რი­ლე პა­ჭ­კო­რია. 1937 წელს დე­კა­და­ზე გამ­გზავ­რე­ბის შემ­დეგ ეს ორი გუნ­დი გა­ერ­თი­ან­და და მის ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ი­ნიშ­ნა კი­რი­ლე პა­ჭ­კო­რია

წელს შე­საძ­ლე­ბე­ლია აღი­ნიშ­ნოს ქარ­თუ­ლო ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რის სცე­ნა­ზე ას­ვლის (შეს­რუ­ლე­ბის) 130 წლის იუ­ბი­ლე, რად­გან აღ­ნი­აშ­ვი­ლის გუნ­დი ქარ­თულ ხალ­ხურ სიმ­ღე­რებ­საც ას­რუ­ლებ­და.

და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში არ­ქი­ვებ­ში არ­სე­ბობს დო­კუ­მენ­ტა­ცია. მათ შო­რის 1937 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი ბრძა­ნე­ბა ან­სამ­ბლის და­არ­სე­ბის შე­სა­ხებ".

"კვი­რის პა­ლიტ­რა" და­ინ­ტე­რეს­და რა პა­სუ­ხი ჰქონ­და ჯე­მალ ჭკუ­ა­სელს უში­კიშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბა­ზე:

- ვინც ქარ­თუ­ლად ვერ აზ­როვ­ნებს, იმას არც ქარ­თვე­ლად მი­ვიჩ­ნევ. ასე­თე­ბის აზრი არ მა­ინ­ტე­რე­სებს ქარ­თულ სიმ­ღე­რა­ზე და ან­სამ­ბლებ­ზე... გი­ორ­გი უში­კიშ­ვილს პი­რა­დად არის ნა­წყე­ნი, რად­გან უვი­ცი ვუ­წო­დე და ახ­ლაც იგი­ვეს ვი­მე­ო­რებ! მუხ­რან მაჭ­ვა­რი­ა­ნის ლექ­სი მახ­სენ­დე­ბა - "მე ისეთ ქარ­თველს რა ვუ­თხრა, რა ვუ­თხრა ისეთ ამ­ხა­ნაგს, ვინც ვერ ახერ­ხებს ქარ­თუ­ლად, წე­რას კი­თხვას და ლა­პა­რაკს..." ეგ კაცი ქარ­თუ­ლად ვერ ახერ­ხებს აზ­როვ­ნე­ბას, სა­შინ­ლად მე­ტყვე­ლებს და ყოვ­ლად არა­პატ­რი­ო­ტი პი­როვ­ნე­ბაა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"ეგ არის გათახსირებული კაცი, უნამუსო ადამიანი" - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ანსამბლიდან წასული ჯემალ ჭკუასელი და გიორგი უშიკიშვილი

"ეგ არის გათახსირებული კაცი, უნამუსო ადამიანი" - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ანსამბლიდან წასული ჯემალ ჭკუასელი და გიორგი უშიკიშვილი

27 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში "ერისიონის" 130 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი ჩატარდა... მანამდე ანსამბლმა იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტები საქართველოს რეგიონებსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩაატარა.

ფოლკლორისტი გიორგი უშიკიშვილი "ერისიონის" იუბილეს სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" ასე გამოეხამურა:

"მისაუბრია მრავალ ადამიანთან ვინც იცის ამ ანსამბლის ისტორია და ყველა მეთანხმება. ემოცია თუმცა ჯერჯერობით ჩემს გარდა ხმას არავინ არ იღებს. დიდი ხანია ვამბობ რომ ჯემალ ჭკუასელი აყალბებს ანსამბლის ისტორიას, მაგრამ მე როგორც დილეტანტს (ეს მათი შეხედულებით) არავინ მისმენს. წელს ანსამბლს შეუსრულდა 79 წელი... თუ ვინმე დოკუმენტალურად დამისაბუთებს, რომ ვცდები, საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს.

მათი ლოგიკა ასეთია, რომ ისინი თავს თვლიან ლადო აღნიაშვილის გუნდის (პირველი ქართული ქორო) შთამომავლებად რომელიც 1885 წელს შეიქმნა და თუ არ ვცდები 2 წელი ფუნქციონირებდა. შემდეგ კი დაიშალა (აქვე აღსანიშნავია, რომ ეს გუნდი არ იყო ფოლკლორული და მის ხელმძღვანელად აღნიაშვილმა მოიწვია ჩეხი კომპოზიტორი და დირიჟორი იოსებ რატილი). ლადო აღნიაშვილის გუნდსა და "ერისიონს" შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. (თუ ვინმე შეეცდება დამისაბუთოს, რომ ვცდები, მადლობელი ვიქნები). ამ ლოგიკით დღეს საქართველოში მოქმედი ყველა ანსამბლი შესაძლებელია თავს თვლიდეს ლადო აღნიაშვილის გუნდის შთამომვალად და წელს ყველამ გადაიხადოს 130 წლის იუბილე.

რაც შეეხება "ერისიონს". 1936 წელს მოსკოვში დეკადაზე გამგზავრების წინ შეიქმნა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდები. აღმოსავლეთ საქართველოს გუნდს ხელმძღვანელობდა სანდრო კავსაძე ხოლო დასავლეთ საქართველოს გუნდს კირილე პაჭკორია. 1937 წელს დეკადაზე გამგზავრების შემდეგ ეს ორი გუნდი გაერთიანდა და მის ხელმძღვანელად დაინიშნა კირილე პაჭკორია

წელს შესაძლებელია აღინიშნოს ქართულო ხალხური სიმღერის სცენაზე ასვლის (შესრულების) 130 წლის იუბილე, რადგან აღნიაშვილის გუნდი ქართულ ხალხურ სიმღერებსაც ასრულებდა.

დაინტერესების შემთხვევაში არქივებში არსებობს დოკუმენტაცია. მათ შორის 1937 წელს გამოცემული ბრძანება ანსამბლის დაარსების შესახებ".

"კვირის პალიტრა" დაინტერესდა რა პასუხი ჰქონდა ჯემალ ჭკუასელს უშიკიშვილის ბრალდებაზე:

- ვინც ქართულად ვერ აზროვნებს, იმას არც ქართველად მივიჩნევ. ასეთების აზრი არ მაინტერესებს ქართულ სიმღერაზე და ანსამბლებზე... გიორგი უშიკიშვილს პირადად არის ნაწყენი, რადგან უვიცი ვუწოდე და ახლაც იგივეს ვიმეორებ! მუხრან მაჭვარიანის ლექსი მახსენდება - "მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა, რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს, ვინც ვერ ახერხებს ქართულად, წერას კითხვას და ლაპარაკს..." ეგ კაცი ქართულად ვერ ახერხებს აზროვნებას, საშინლად მეტყველებს და ყოვლად არაპატრიოტი პიროვნებაა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება