პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოახერხა უსინათლო გიორგიმ და სმენადაქვეითებულმა მეგიმ შოუს მომზადება, რომელმაც ყოველგვარი რეკორდი მოხსნა
როგორ მოახერხა უსინათლო გიორგიმ და სმენადაქვეითებულმა მეგიმ შოუს მომზადება, რომელმაც ყოველგვარი რეკორდი მოხსნა

პრო­ექტ "ნი­ჭი­ერ­ში" სხვა­დას­ხვა უნა­რი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი გა­მო­სუ­ლა. მაგ­რამ ისე­თი სა­ო­ცა­რი ტან­დე­მი, რო­გო­რიც გი­ორ­გი გი­გა­ურ­მა და მეგი მიშ­ვე­ლი­ძემ შექ­მნეს, შო­უ­ში პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა.

უსი­ნათ­ლო გი­ორ­გიმ და სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბულ­მა მე­გიმ მშვე­ნი­ე­რი სა­ცეკ­ვაო ნო­მე­რი წარ­მო­ად­გი­ნეს ისე, რომ არც კი იგ­რძნო­ბო­და, თუ ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ი­მე პრობ­ლე­მა აქვთ.

გი­ორ­გი გი­გა­უ­რი:

- ბავ­შვო­ბი­დან უსი­ნათ­ლო ვარ, მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მით და­ვი­ბა­დე, და­ა­ვა­დე­ბა (კა­ტა­რაქ­ტა), რო­მე­ლიც თა­ვი­დან­ვე აღ­მო­მაჩ­ნდა, პროგ­რე­სუ­ლი აღ­მოჩ­ნდა და ის უმ­ნიშ­ვნე­ლო პრო­ცენ­ტიც კი, რო­მე­ლიც მქონ­და, და­მაკ­ლდა და სა­ბო­ლო­ოდ მხედ­ვე­ლო­ბა დავ­კარ­გე.

- სა­ერ­თოდ ვე­რა­ფერს ხე­დავ?

- მხო­ლოდ სუსტ ჩრდი­ლებს...

- მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ეს შენს ნო­მერს არ ეტყო­ბო­და. დიდი ხა­ნია, რაც ცეკ­ვავ?

- ერთი წე­ლია, რაც სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვებ­ში ვვარ­ჯი­შობ. ასე­ვე დავ­დი­ვარ ან­სამ­ბლ "კრწა­ნის­ში", გი­ორ­გი ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ან­სამ­ბლშიც ვარ, ვმღე­რი, ვუკ­რავ ფან­დურ­ზე. ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე შვიდ­წლე­დი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი...

ძა­ლი­ან მიყ­ვარს ფეხ­ბურ­თიც და უსი­ნათ­ლო­თა ფეხ­ბურთს ვთა­მა­შობ, ამით სე­რი­ო­ზუ­ლად ვარ გა­ტა­ცე­ბუ­ლი. გერ­მა­ნი­ა­ში ჩემ­პი­ო­ნატ­ზეც ვი­ყა­ვი.

- თურ­მე რამ­დენ რა­მეს აკე­თებ, გა­მა­ო­ცე.

- ვცდი­ლობ (იცი­ნის). საკ­მა­ოდ ბევ­რია ამ სპორ­ტით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და თა­მა­შობს, მო­ე­დან­ზე, ბურ­თის ხმა­უ­რის მი­ხედ­ვით ვმოძ­რა­ობთ, ანუ ის ხმას (წკრი­ა­ლებს) რა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გა­მოს­ცემს, იქით მივ­ყვე­ბით. ამ სპორ­ტის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ნეტ­ში უამ­რა­ვი მა­სა­ლაა...

- ინ­ტერ­ნე­ტის და კომ­პი­უ­ტე­რის მომ­ხმა­რე­ბე­ლი ხარ?

- კი, რა თქმა უნდა. არ­სე­ბობს უსი­ნათ­ლო­თა სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა, რომ­ლი­თაც აქ­ტი­უ­რად ვსარ­გებ­ლობ. ეს პროგ­რა­მა მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­საც აქვს.

- სად სწავ­ლობ?

- უსი­ნათ­ლო­თა სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი 202-ე სკო­ლა ახლა და­ვამ­თავ­რე და სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას კომ­პი­უ­ტე­რის გან­ხრით ვა­პი­რებ. პროგ­რა­მი­რე­ბა­ზე მინ­და, რომ ჩა­ვა­ბა­რო.

- გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში ვინ გეხ­მა­რე­ბა?

- გზას, სა­დაც ხში­რად ვმოძ­რა­ობ, მიჩ­ვე­უ­ლი ვარ და შე­იძ­ლე­ბა მარ­ტოც მი­ვი­დე, თუ უცხო ად­გი­ლია, მე­გობ­რე­ბი, ძმა­კა­ცე­ბი მეხ­მა­რე­ბი­ან...

- დედ­მა­მიშ­ვი­ლი თუ გყავს?

- არა, დე­დი­სერ­თა ვარ.

- რა­ტომ აირ­ჩიე მა­ინ­ცდა­მა­ინც სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვა?

- ან­სამ­ბლში ახლა უკვე ჩვე­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლი, ქო­რე­ოგ­რა­ფი კახა მო­ვი­და, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი შეგ­ვარ­ჩია. მერე სურ­ვი­ლი ჰქონ­და, რომ მე და მე­გის ასე­თი ნო­მე­რი მოგ­ვემ­ზა­დე­ბი­ნა.

- მეგი - შენი პარტნი­ო­რი სად გა­ი­ცა­ნი?

- კა­ხამ გა­მაც­ნო.

- მას­თან რო­გორ ურ­თი­ერ­თობ, მე­გის ხომ ყურ აკ­ლია...

- ქო­რე­ოგ­რა­ფი და გვერ­დით მყო­ფე­ბი გვეხ­მა­რე­ბი­ან. ისე, ძი­რი­თა­დად კომ­პი­უ­ტე­რი­სა და ინ­ტერ­ნე­ტის დახ­მა­რე­ბით, მე­სი­ჯე­ბით ვურ­თი­ერ­თობთ.

- მე­გის მუ­სი­კა, რით­მი არ ეს­მის, შენ ვერ ხე­დავ, - სინ­ქრო­ნუ­ლად რო­გორ ცეკ­ვავთ?

- მეგი მე მი­ყუ­რებს, მე კი­დევ მუ­სი­კას მივ­ყვე­ბი. ის მხედ­ვე­ლო­ბით მეხ­მა­რე­ბა, მე - სმე­ნით.

- გარ­შე­მო ყვე­ლა­ზე მე­ტად რა გაბ­რა­ზებს?

- (იცი­ნის) ად­ვი­ლად არ ვბრაზ­დე­ბი.

- სა­ოც­რად აქ­ტი­უ­რი და ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ. გა­რე­მო, რო­მელ­შიც ცხოვ­რობ, შენ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნის­თვის რამ­დე­ნად შე­სა­ფე­რი­სია?

- უბ­რა­ლოდ გულ­და­სა­წყვე­ტია, რომ გა­რე­მო არ არის ჩვენ­თვის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი და უამ­რა­ვი პრობ­ლე­მაა. კო­რე­ა­შიც ვარ ნამ­ყო­ფი, გერ­მა­ნი­ა­ში, სა­ბერ­ძნეთ­შიც და გზე­ბი, გა­და­სას­ვლე­ლე­ბი ისეა შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის­თვის გა­კე­თე­ბუ­ლი, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია, რა­ი­მე ხი­ფა­თი შე­გემ­თხვეს. რე­ზი­ნის კი­ბე­ე­ბია, რომ და­ე­ჯა­ხო კი­დეც, ზე­მოთ იწევს და არა­ფერს იტ­კენ. აქ იმ­დე­ნი რკი­ნაა, რომ... მოკ­ლედ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ბევ­რი რამ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ერ­თოდ რა არის.

- შენ და მეგი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ხომ არ ხართ?

- არა, მას ჰყავს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, მე - არა (იცი­ნის).

- შემ­დეგ ტურ­ში რა ნო­მე­რი უნდა წარ­მო­ად­გი­ნოთ?

- არ გე­ტყვით, რას ვი­ცეკ­ვებთ, სი­ურპრი­ზი რომ იყოს, თუმ­ცა სე­რი­ო­ზუ­ლად ვემ­ზა­დე­ბით.

იხი­ლეთ ვი­დეო

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

როგორ მოახერხა უსინათლო გიორგიმ და სმენადაქვეითებულმა მეგიმ შოუს მომზადება, რომელმაც ყოველგვარი რეკორდი მოხსნა

როგორ მოახერხა უსინათლო გიორგიმ და სმენადაქვეითებულმა მეგიმ შოუს მომზადება, რომელმაც ყოველგვარი რეკორდი მოხსნა

პროექტ "ნიჭიერში" სხვადასხვა უნარისა და შესაძლებლობის მქონე არაერთი ადამიანი გამოსულა. მაგრამ ისეთი საოცარი ტანდემი, როგორიც გიორგი გიგაურმა და მეგი მიშველიძემ შექმნეს, შოუში პირველად გამოჩნდა.

უსინათლო გიორგიმ და სმენადაქვეითებულმა მეგიმ მშვენიერი საცეკვაო ნომერი წარმოადგინეს ისე, რომ არც კი იგრძნობოდა, თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა აქვთ.

გიორგი გიგაური:

- ბავშვობიდან უსინათლო ვარ, მხედველობის პრობლემით დავიბადე, დაავადება (კატარაქტა), რომელიც თავიდანვე აღმომაჩნდა, პროგრესული აღმოჩნდა და ის უმნიშვნელო პროცენტიც კი, რომელიც მქონდა, დამაკლდა და საბოლოოდ მხედველობა დავკარგე.

- საერთოდ ვერაფერს ხედავ?

- მხოლოდ სუსტ ჩრდილებს...

- მიუხედავად ამისა, ეს შენს ნომერს არ ეტყობოდა. დიდი ხანია, რაც ცეკვავ?

- ერთი წელია, რაც სამეჯლისო ცეკვებში ვვარჯიშობ. ასევე დავდივარ ანსამბლ "კრწანისში", გიორგი ბასილაშვილის ანსამბლშიც ვარ, ვმღერი, ვუკრავ ფანდურზე. ფორტეპიანოზე შვიდწლედი მაქვს დამთავრებული...

ძალიან მიყვარს ფეხბურთიც და უსინათლოთა ფეხბურთს ვთამაშობ, ამით სერიოზულად ვარ გატაცებული. გერმანიაში ჩემპიონატზეც ვიყავი.

- თურმე რამდენ რამეს აკეთებ, გამაოცე.

- ვცდილობ (იცინის). საკმაოდ ბევრია ამ სპორტით დაინტერესებული და თამაშობს, მოედანზე, ბურთის ხმაურის მიხედვით ვმოძრაობთ, ანუ ის ხმას (წკრიალებს) რა მიმართულებითაც გამოსცემს, იქით მივყვებით. ამ სპორტის შესახებ ინტერნეტში უამრავი მასალაა...

- ინტერნეტის და კომპიუტერის მომხმარებელი ხარ?

- კი, რა თქმა უნდა. არსებობს უსინათლოთა სპეციალური პროგრამა, რომლითაც აქტიურად ვსარგებლობ. ეს პროგრამა მობილურ ტელეფონსაც აქვს.

- სად სწავლობ?

- უსინათლოთა სპეციალიზირებული 202-ე სკოლა ახლა დავამთავრე და სწავლის გაგრძელებას კომპიუტერის განხრით ვაპირებ. პროგრამირებაზე მინდა, რომ ჩავაბარო.

- გადაადგილებაში ვინ გეხმარება?

- გზას, სადაც ხშირად ვმოძრაობ, მიჩვეული ვარ და შეიძლება მარტოც მივიდე, თუ უცხო ადგილია, მეგობრები, ძმაკაცები მეხმარებიან...

- დედმამიშვილი თუ გყავს?

- არა, დედისერთა ვარ.

- რატომ აირჩიე მაინცდამაინც სამეჯლისო ცეკვა?

- ანსამბლში ახლა უკვე ჩვენი ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი კახა მოვიდა, რამდენიმე ადამიანი შეგვარჩია. მერე სურვილი ჰქონდა, რომ მე და მეგის ასეთი ნომერი მოგვემზადებინა.

- მეგი - შენი პარტნიორი სად გაიცანი?

- კახამ გამაცნო.

- მასთან როგორ ურთიერთობ, მეგის ხომ ყურ აკლია...

- ქორეოგრაფი და გვერდით მყოფები გვეხმარებიან. ისე, ძირითადად კომპიუტერისა და ინტერნეტის დახმარებით, მესიჯებით ვურთიერთობთ.

- მეგის მუსიკა, რითმი არ ესმის, შენ ვერ ხედავ, - სინქრონულად როგორ ცეკვავთ?

- მეგი მე მიყურებს, მე კიდევ მუსიკას მივყვები. ის მხედველობით მეხმარება, მე - სმენით.

- გარშემო ყველაზე მეტად რა გაბრაზებს?

- (იცინის) ადვილად არ ვბრაზდები.

- საოცრად აქტიური და ინტეგრირებული ადამიანი ხარ. გარემო, რომელშიც ცხოვრობ, შენნაირი ადამიანისთვის რამდენად შესაფერისია?

- უბრალოდ გულდასაწყვეტია, რომ გარემო არ არის ჩვენთვის ინტეგრირებული და უამრავი პრობლემაა. კორეაშიც ვარ ნამყოფი, გერმანიაში, საბერძნეთშიც და გზები, გადასასვლელები ისეა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის გაკეთებული, რომ შეუძლებელია, რაიმე ხიფათი შეგემთხვეს. რეზინის კიბეებია, რომ დაეჯახო კიდეც, ზემოთ იწევს და არაფერს იტკენ. აქ იმდენი რკინაა, რომ... მოკლედ, საქართველოში ამ მიმართულებით ბევრი რამ გათვალისწინებული საერთოდ რა არის.

- შენ და მეგი შეყვარებულები ხომ არ ხართ?

- არა, მას ჰყავს შეყვარებული, მე - არა (იცინის).

- შემდეგ ტურში რა ნომერი უნდა წარმოადგინოთ?

- არ გეტყვით, რას ვიცეკვებთ, სიურპრიზი რომ იყოს, თუმცა სერიოზულად ვემზადებით.

იხილეთ ვიდეო

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია