საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ერთი კაცის თმის ერთი ბეწვის ფასიც არ ღირხართ" - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე "რუსთავი 2"-ს
"ამ ერთი კაცის თმის ერთი ბეწვის ფასიც არ ღირხართ" - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე "რუსთავი 2"-ს

23 ნო­ემ­ბერს, უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტი ზვი­ად კვა­ჭან­ტი­რა­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" ეკა კვე­სი­ტა­ძის გა­და­ცე­მა "გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტებ­ში" ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ გა­კე­თე­ბულ სი­უ­ჟეტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

"გი­ორ­გო­ბა თენ­დე­ბა. ასე­თი დღე სავ­სეა სი­კე­თით და სიქ­ვე­ლით. ისე მოხ­და, რომ დღეს სიბ­რა­ლუ­ლის გრძნო­ბაც კი გა­მიჩ­ნდა ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზო­გი­ერ­თი და­უ­ძი­ნე­ბე­ლი მტრის მი­მართ. სწო­რედ მათ მივ­მარ­თავ ამ ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულს: თა­ვა­დაც კარ­გად იცით, რომ ამ ერთი კა­ცის თმის ერთი ბეწ­ვის ფა­სიც არ ღირ­ხართ ყვე­ლა­ნი -ერ­თად აღე­ბუ­ლე­ბი. უტიფ­რად ტყუ­ით, ძრწით, გესლს და ბო­რო­ტე­ბას ან­თხევთ და ამას ეძა­ხით მე­დია-პლუ­რა­ლიზმს. თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დია ტყუ­ი­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­საც რომ გუ­ლის­ხმობს, სამ­წუ­ხა­როდ, ეს ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია.

ასე­თია დად­გე­ნი­ლი თა­მა­შის წე­სე­ბი და ჩვენ, თქვე­ნი მბრძა­ნებ­ლე­ბის - ხე­ლი­სუფ­ლად ყო­ფილ­თა­გან გან­სხვა­ვე­ბით მას ვი­ცავთ. თქვე­ნი პას­კვი­ლე­ბი ყო­ველ­თვის ნამ­დვი­ლად ჯდე­ბო­და თქვენს პო­ლიტ­გე­მოვ­ნე­ბა­ში და იდე­ა­ლებ­ში, მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი კი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რა­დაც კი იყო გა­სა­ოც­რად უბად­რუ­კი და უღიმ­ღა­მო. მო­წი­ნა­ა­ღ­გმდე­გე­საც სცე­მენ პა­ტივს, ამის უთ­ვა­ლა­ვი მა­გა­ლი­თი არ­სე­ბობს, მაგ­რამ თქვენ რა და­გი­ფა­სოთ დღეს და რის­თვის და­გა­ფა­სოთ ერთი მი­ზე­ზიც ვერ მი­პო­ვია. გა­და­ბო­რე­ტე­ბუ­ლი, ჩა­ბოღ­მი­ლი, სა­კუ­თარ შხამ­ში მო­ტივ­ტი­ვე ავა­ზაკ­თა პა­ტა­რა წრის ნე­ბის აღმსრუ­ლებ­ლე­ბი ხართ და ლა­მი­საა გა­და­ა­ყო­ლეთ მთე­ლი ქვე­ყა­ნა თქვენს მრა­ვალ ათო­ბით-ათა­სი­ან ხელ­ფა­სებს. რაც გინ­დათ ის იქა­და­გეთ. რაც გინ­დათ ის გი­კე­თე­ბი­ათ. ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის საფრ­თხე მა­ნამ­დე არ გახ­დე­ბით, სა­ნამ წი­თელ ხა­ზებს არ მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბით, თუმ­ცა ასე­თი სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მის­კენ სულ ცოტა ხნის წინ გი­ბიძ­გებ­დათ თქვე­ნი ბოსი... აი, საფრ­თხე­ებს კი გა­ვუმკლავ­დე­ბით და თუ რა­მეა, ყვე­ლამ უნდა იცო­დეს - ქვე­ყა­ნას ვერ გა­და­გა­ყო­ლებთ.

გი­ორ­გო­ბა თენ­დე­ბა. ეს დღე­სას­წა­უ­ლი ყვე­ლა გუ­ლან­თე­ბულ ქარ­თველ ქრის­ტი­ანს გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარს. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და თქვენც გი­ლო­ცავთ. კვლავ მომ­ხდა­რი­ყოს სას­წა­უ­ლი და გა­ნა­თე­ბუ­ლი­ყოს თქვე­ნი გუ­ლე­ბი წმ.გი­ორ­გის მად­ლით, და­გე­ვი­წყე­ბი­ნოთ მტრო­ბა, შური, ბოღ­მა, ავად­მყო­ფუ­რი ჟინი ნე­ბის­მი­ერ ფა­სად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სა, მო­გე­ნა­ნი­ე­ბი­ნოთ და­ნა­შა­უ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის და ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­ა­ღ­გმდე­გოდ ჩა­დე­ნი­ლე­ბი და პა­ტი­ოს­ნად, წრფე­ლი და სუფ­თა გუ­ლე­ბით გემ­სა­ხუ­როთ სი­მარ­თლის­თვის, ადა­მი­ა­ნის­თვის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის და ჩვე­ნი ქვეყ­ნის უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის", - წერს კვა­ჭან­ტი­რა­ძე.

"ამ ერთი კაცის თმის ერთი ბეწვის ფასიც არ ღირხართ" - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე "რუსთავი 2"-ს

"ამ ერთი კაცის თმის ერთი ბეწვის ფასიც არ ღირხართ" - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე "რუსთავი 2"-ს

23 ნოემბერს, უმრავლესობის დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე "ფეისბუქზე" ეკა კვესიტაძის გადაცემა "განსხვავებული აქცენტებში" ბიძინა ივანიშვილის წარსულის შესახებ გაკეთებულ სიუჟეტს გამოეხმაურა:

"გიორგობა თენდება. ასეთი დღე სავსეა სიკეთით და სიქველით. ისე მოხდა, რომ დღეს სიბრალულის გრძნობაც კი გამიჩნდა ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი დაუძინებელი მტრის მიმართ. სწორედ მათ მივმართავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს: თავადაც კარგად იცით, რომ ამ ერთი კაცის თმის ერთი ბეწვის ფასიც არ ღირხართ ყველანი -ერთად აღებულები. უტიფრად ტყუით, ძრწით, გესლს და ბოროტებას ანთხევთ და ამას ეძახით მედია-პლურალიზმს. თავისუფალი მედია ტყუილების გავრცელების თავისუფლებასაც რომ გულისხმობს, სამწუხაროდ, ეს ცნობილი ფაქტია.

ასეთია დადგენილი თამაშის წესები და ჩვენ, თქვენი მბრძანებლების - ხელისუფლად ყოფილთაგან განსხვავებით მას ვიცავთ. თქვენი პასკვილები ყოველთვის ნამდვილად ჯდებოდა თქვენს პოლიტგემოვნებაში და იდეალებში, მაგრამ დღევანდელი კი პროფესიონალურადაც კი იყო გასაოცრად უბადრუკი და უღიმღამო. მოწინააღგმდეგესაც სცემენ პატივს, ამის უთვალავი მაგალითი არსებობს, მაგრამ თქვენ რა დაგიფასოთ დღეს და რისთვის დაგაფასოთ ერთი მიზეზიც ვერ მიპოვია. გადაბორეტებული, ჩაბოღმილი, საკუთარ შხამში მოტივტივე ავაზაკთა პატარა წრის ნების აღმსრულებლები ხართ და ლამისაა გადააყოლეთ მთელი ქვეყანა თქვენს მრავალ ათობით-ათასიან ხელფასებს. რაც გინდათ ის იქადაგეთ. რაც გინდათ ის გიკეთებიათ. ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხე მანამდე არ გახდებით, სანამ წითელ ხაზებს არ მიუახლოვდებით, თუმცა ასეთი საბედისწერო შეცდომისკენ სულ ცოტა ხნის წინ გიბიძგებდათ თქვენი ბოსი... აი, საფრთხეებს კი გავუმკლავდებით და თუ რამეა, ყველამ უნდა იცოდეს - ქვეყანას ვერ გადაგაყოლებთ.

გიორგობა თენდება. ეს დღესასწაული ყველა გულანთებულ ქართველ ქრისტიანს განსაკუთრებით უყვარს. გაგიკვირდებათ და თქვენც გილოცავთ. კვლავ მომხდარიყოს სასწაული და განათებულიყოს თქვენი გულები წმ.გიორგის მადლით, დაგევიწყებინოთ მტრობა, შური, ბოღმა, ავადმყოფური ჟინი ნებისმიერ ფასად ხელისუფლებაში დაბრუნებისა, მოგენანიებინოთ დანაშაულები ადამიანის ღირსების და ქვეყნის ინტერესების საწინააღგმდეგოდ ჩადენილები და პატიოსნად, წრფელი და სუფთა გულებით გემსახუროთ სიმართლისთვის, ადამიანისთვის, თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის", - წერს კვაჭანტირაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს