პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეიცვალა თუ არა მოცეკვავე გოგონას ცხოვრება მას შემდეგ, რაც გვარამიამ "რუსთავი 2"-ში სამსახური შესთავაზა
შეიცვალა თუ არა მოცეკვავე გოგონას ცხოვრება მას შემდეგ, რაც გვარამიამ "რუსთავი 2"-ში სამსახური შესთავაზა

გაბ­რი­ე­ლა ხვე­დე­ლი­ძეს "ნი­ჭი­ე­რის" სცე­ნა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი გა­მოს­ვლა ჰქონ­და, მან ცეკ­ვა გარ­დაც­ვლილ მა­მას მი­უ­ძღვნა. შემ­დეგ ტურ­შიც გა­და­ვი­და და ნიკა გვა­რა­მი­ას­გან "რუს­თა­ვი 2"-ში და­საქ­მე­ბის წი­ნა­და­დე­ბაც მი­ი­ღო... ვინ არის გაბ­რი­ე­ლა ხვე­დე­ლი­ძე და ცეკ­ვის გარ­და, კი­დევ რა იტა­ცებს, ამ თე­მა­ზე მას "ამ­ბე­ბი.გე" გა­ე­სა­უბ­რა.

- 2 წლია, რაც ცეკ­ვა­ზე დავ­დი­ვარ და ბო­ლოს "ნი­ჭი­ე­რის" სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლა გა­დავ­წყვი­ტე. თუმ­ცა ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა დიდი ხა­ნია, მინ­დო­და. კონ­კურ­სში იმი­ტომ გა­მო­ვე­დი, რომ ყვე­ლა ის გრძნო­ბა, რა­საც გან­ვიც­დი­დი, გად­მო­მე­ცა და გა­მო­მე­ხა­ტა, ამ ყვე­ლაფ­რის­გან თით­ქოს გავ­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყა­ვი.

- რა მოხ­და შენს ცხოვ­რე­ბა­ში ისე­თი, რაც ასე ძა­ლი­ან გა­წუ­ხებ­და?

- 6 წლის ასა­კი­დან მხატ­ვრულ ტან­ვარ­ჯიშ­ზე დავ­დი­ო­დი, ანუ ბავ­შვო­ბი­დან, საკ­მა­ოდ კარ­გი სპორ­ტსმე­ნი ვი­ყა­ვი, მიღ­წე­ვე­ბი მქონ­და, სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი და ევ­რო­პის პრი­ზი­ო­რი გახ­ლდით. მერე სპორ­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად, თეა გო­ბე­ჯიშ­ვილ­თან და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი. თა­ვი­დან ამ საქ­მეს კვი­რა­ში მხო­ლოდ ერთ დღეს ვუთ­მობ­დი, მაგ­რამ ტან­ვარ­ჯი­ში­დან მა­ინც არ მიშ­ვებ­დნენ, ანუ ცეკ­ვით სა­ერ­თოდ არ უნდა დავ­კა­ვე­ბუ­ლი­ყა­ვი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, იქ სი­ა­რულს თან­და­თან მო­ვუხ­ში­რე და მწვრთნე­ლებ­მა სა­ბო­ლო­ოდ ამიკ­რძა­ლეს ტან­ვარ­ჯიშ­ზე მის­ვლა.

- ასე ძა­ლი­ან მი­გი­ზი­და ცეკ­ვამ?

- კი, ვინც ცეკ­ვას იწყებს, თავს ვე­ღარ ანე­ბებს.

- რა ჟანრს ეუფ­ლე­ბი?

- თით­ქმის ყვე­ლა ჟან­რის და­უფ­ლე­ბას ვცდი­ლობ­დი და ახ­ლაც ვცდი­ლობ. ამ ყვე­ლა­ფერს მა­მას ავად­მყო­ფო­ბაც და­ემ­თხვა. მერე სა­ერ­თოდ თა­ვის და­ნე­ბე­ბას ვფიქ­რობ­დი. ბევ­რს ვორ­ჭო­ფობ­დი, - გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა თუ არა.

- მა­მას რა და­ე­მარ­თა?

- ის მძი­მე სე­ნით და­ა­ვად­და, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა თან­და­თან უა­რეს­დე­ბო­და. მა­მაც გა­ნიც­დი­და ჩემს ამ­ბავს, უნ­დო­და, ცეკ­ვა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. მოკ­ლედ, ბევ­რი რამ და­ემ­თხვა ერ­თმა­ნეთს... სა­ბო­ლო­ოდ თეას დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ თავი არ და­ვა­ნე­ბე. "ნი­ჭი­ერ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზეც აზრი მას ვკი­თხე. შო­უ­ში გა­მოს­ვლა მირ­ჩია, თო­რემ ალ­ბათ კი­დევ დიდ­ხანს ვი­ორ­ჭო­ფებ­დი.

- მოკ­ლედ, ტან­ვარ­ჯი­ში სა­ბო­ლო­ოდ მი­ა­ტო­ვე?

- მაგ თე­მის გახ­სე­ნე­ბაც არ მინ­და და მით უფრო იქ დაბ­რუ­ნე­ბა, - თან, ამ ყვე­ლა­ფერს 2 სი­ტყვით ვერ ავ­ხსნი. მწვრთნე­ლებს კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ უნ­დო­დათ, ცეკ­ვა მეს­წავ­ლა, რად­გა­ნაც ფიქ­რობ­დნენ, რომ ტან­ვარ­ჯიშს მი­ვა­ტო­ვებ­დი...

- მამა რო­დის გარ­და­იც­ვა­ლა?

- დე­კემ­ბერ­ში ერთი წელი გახ­დე­ბა. მის და­ბა­დე­ბის დღე­ზე კი მისი პე­რან­გით "ნი­ჭი­ე­რის" სცე­ნა­ზე გა­მო­ვე­დი...

- ჟი­უ­რის მო­ე­წო­ნა შენი გა­მოს­ვლა, დარ­ბაზ­მაც ტაში და­გიკ­რა, ნიკა გვა­რა­მი­ამ "რუს­თა­ვი 2"-ში სამ­სა­ხუ­რით და­გა­სა­ჩუქ­რა. ელო­დი ასეთ შე­დეგს?

- არა, ნამ­დვი­ლად. დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას... სა­ერ­თოდ, რო­დე­საც სცე­ნა­ზე გა­მოვ­დი­ვარ, ჩემი ღელ­ვა სა­დღაც ქრე­ბა და ცეკ­ვის­გან დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ...

- ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში კონ­კრე­ტუ­ლად რა სამ­სა­ხუ­რი შე­მოგ­თა­ვა­ზეს?

- ჯერ­ჯე­რო­ბით ეს სა­კი­თხი არ გან­გვი­ხი­ლავს, არ ვიცი, რა იქ­ნე­ბა, იმი­ტომ რომ ბა­ტონ ნი­კას არც შევ­ხვედ­რი­ვარ. იცით, რომ კომ­პა­ნი­ა­ში პრობ­ლე­მე­ბი იყო. რაც უნდა შე­მომ­თა­ვა­ზონ, იქ სამ­სა­ხურს სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვი­წყებ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯერ სკო­ლის მოს­წავ­ლე ვარ და 17 წლის...

- სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- მინ­და, რომ ყვე­ლა ცეკ­ვა ვის­წავ­ლო და ჩემი სა­კუ­თა­რი სკო­ლა, სას­წავ­ლე­ბე­ლი გავ­ხსნა. ასე­ვე სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ბა­რე­ბა მინ­დო­და, რად­გა­ნაც ვხა­ტავ. შე­იძ­ლე­ბა, შე­დევ­რებს არა, მაგ­რამ რა­ღა­ცე­ბი გა­მომ­დის. მაგ­რამ ალ­ბათ თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი გან­ხრით ჩა­ვა­ბა­რებ, ხატ­ვას სახ­ლშიც შევ­ძლებ და ცეკ­ვას მი­ყო­ლა მე­ტად მინ­და.

- ცეკ­ვი­სა და ხატ­ვის გარ­და კი­დევ რა გი­ზი­დავს?

- ლი­ტე­რა­ტუ­რის კი­თხვა, ერთი პე­რი­ო­დი ვფიქ­რობ­დი კი­დეც, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ხომ არ გა­ვაგ­რძე­ლო სწავ­ლა-მეთ­ქი? სა­ერ­თოდ, ბევ­რი რა­მის და­უფ­ლე­ბა და შეს­წავ­ლა მინ­და. მა­ინ­ცდა­მა­ინც ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით არ მინ­და სი­ა­რუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი უნდა მოვ­სინ­ჯო და მერე ალ­ბათ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბი კი­დეც.

- დე­დი­სერ­თა ხარ?

- არა, უფ­რო­სი ძმა მყავს, რომ­ლის მად­ლი­ე­რი ვარ. აბ­სო­ლუ­ტუ­რად მხარს მი­ჭერს და ყვე­ლა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბა.

- შემ­დე­გი ტუ­რის­თვის რის გა­კე­თე­ბას აპი­რებ? რო­გორ წა­რად­გენ თავს?

- მაქვს იდეა, მაგ­რამ ჯერ კარ­გად არის ის და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი, ვფიქ­რობ, სა­ინ­ტე­რე­სო შოუ გა­მო­ვა. ამის­თვის ვემ­ზა­დე­ბი და ვცდი­ლობ.

- თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი ალ­ბათ საკ­მა­ოდ გყავს, არა?

- თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი ალ­ბათ არი­ან, თუმ­ცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ვარ. ამის დრო ჯერ არ მაქვს, ჯერ შორს არის ეგ ამ­ბა­ვი ჩემ­გან, რად­გა­ნაც სხვა გეგ­მე­ბი მაქვს...

შოუს შემ­დეგ ინ­ტერ­ნე­ტით ადა­მი­ა­ნე­ბი მწე­რენ, ბევ­რი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე, - სა­სი­ა­მოვ­ნოა მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

ლალი ფა­ცია

იხი­ლეთ გაბ­რი­ე­ლას გა­მოს­ვლა "ნი­ჭი­ერ­ში"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

შეიცვალა თუ არა მოცეკვავე გოგონას ცხოვრება მას შემდეგ, რაც გვარამიამ "რუსთავი 2"-ში სამსახური შესთავაზა

შეიცვალა თუ არა მოცეკვავე გოგონას ცხოვრება მას შემდეგ, რაც გვარამიამ "რუსთავი 2"-ში სამსახური შესთავაზა

გაბრიელა ხვედელიძეს "ნიჭიერის" სცენაზე დასამახსოვრებელი გამოსვლა ჰქონდა, მან ცეკვა გარდაცვლილ მამას მიუძღვნა. შემდეგ ტურშიც გადავიდა და ნიკა გვარამიასგან "რუსთავი 2"-ში დასაქმების წინადადებაც მიიღო... ვინ არის გაბრიელა ხვედელიძე და ცეკვის გარდა, კიდევ რა იტაცებს, ამ თემაზე მას "ამბები.გე" გაესაუბრა.

- 2 წლია, რაც ცეკვაზე დავდივარ და ბოლოს "ნიჭიერის" სცენაზე გამოსვლა გადავწყვიტე. თუმცა ამ ნაბიჯის გადადგმა დიდი ხანია, მინდოდა. კონკურსში იმიტომ გამოვედი, რომ ყველა ის გრძნობა, რასაც განვიცდიდი, გადმომეცა და გამომეხატა, ამ ყველაფრისგან თითქოს გავთავისუფლებულიყავი.

- რა მოხდა შენს ცხოვრებაში ისეთი, რაც ასე ძალიან გაწუხებდა?

- 6 წლის ასაკიდან მხატვრულ ტანვარჯიშზე დავდიოდი, ანუ ბავშვობიდან, საკმაოდ კარგი სპორტსმენი ვიყავი, მიღწევები მქონდა, საქართველოს ჩემპიონი და ევროპის პრიზიორი გახლდით. მერე სპორტის პარალელურად, თეა გობეჯიშვილთან დავიწყე სიარული. თავიდან ამ საქმეს კვირაში მხოლოდ ერთ დღეს ვუთმობდი, მაგრამ ტანვარჯიშიდან მაინც არ მიშვებდნენ, ანუ ცეკვით საერთოდ არ უნდა დავკავებულიყავი. მიუხედავად ამისა, იქ სიარულს თანდათან მოვუხშირე და მწვრთნელებმა საბოლოოდ ამიკრძალეს ტანვარჯიშზე მისვლა.

- ასე ძალიან მიგიზიდა ცეკვამ?

- კი, ვინც ცეკვას იწყებს, თავს ვეღარ ანებებს.

- რა ჟანრს ეუფლები?

- თითქმის ყველა ჟანრის დაუფლებას ვცდილობდი და ახლაც ვცდილობ. ამ ყველაფერს მამას ავადმყოფობაც დაემთხვა. მერე საერთოდ თავის დანებებას ვფიქრობდი. ბევრს ვორჭოფობდი, - გამეგრძელებინა თუ არა.

- მამას რა დაემართა?

- ის მძიმე სენით დაავადდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა. მამაც განიცდიდა ჩემს ამბავს, უნდოდა, ცეკვა გამეგრძელებინა. მოკლედ, ბევრი რამ დაემთხვა ერთმანეთს... საბოლოოდ თეას დამსახურებაა, რომ თავი არ დავანებე. "ნიჭიერში" მონაწილეობაზეც აზრი მას ვკითხე. შოუში გამოსვლა მირჩია, თორემ ალბათ კიდევ დიდხანს ვიორჭოფებდი.

- მოკლედ, ტანვარჯიში საბოლოოდ მიატოვე?

- მაგ თემის გახსენებაც არ მინდა და მით უფრო იქ დაბრუნება, - თან, ამ ყველაფერს 2 სიტყვით ვერ ავხსნი. მწვრთნელებს კატეგორიულად არ უნდოდათ, ცეკვა მესწავლა, რადგანაც ფიქრობდნენ, რომ ტანვარჯიშს მივატოვებდი...

- მამა როდის გარდაიცვალა?

- დეკემბერში ერთი წელი გახდება. მის დაბადების დღეზე კი მისი პერანგით "ნიჭიერის" სცენაზე გამოვედი...

- ჟიურის მოეწონა შენი გამოსვლა, დარბაზმაც ტაში დაგიკრა, ნიკა გვარამიამ "რუსთავი 2"-ში სამსახურით დაგასაჩუქრა. ელოდი ასეთ შედეგს?

- არა, ნამდვილად. დიდი მადლობა ყველას... საერთოდ, როდესაც სცენაზე გამოვდივარ, ჩემი ღელვა სადღაც ქრება და ცეკვისგან დიდ სიამოვნებას ვიღებ...

- ტელევიზიაში კონკრეტულად რა სამსახური შემოგთავაზეს?

- ჯერჯერობით ეს საკითხი არ განგვიხილავს, არ ვიცი, რა იქნება, იმიტომ რომ ბატონ ნიკას არც შევხვედრივარ. იცით, რომ კომპანიაში პრობლემები იყო. რაც უნდა შემომთავაზონ, იქ სამსახურს სიამოვნებით დავიწყებ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სკოლის მოსწავლე ვარ და 17 წლის...

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- მინდა, რომ ყველა ცეკვა ვისწავლო და ჩემი საკუთარი სკოლა, სასწავლებელი გავხსნა. ასევე სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება მინდოდა, რადგანაც ვხატავ. შეიძლება, შედევრებს არა, მაგრამ რაღაცები გამომდის. მაგრამ ალბათ თეატრალურ უნივერსიტეტში ქორეოგრაფიული განხრით ჩავაბარებ, ხატვას სახლშიც შევძლებ და ცეკვას მიყოლა მეტად მინდა.

- ცეკვისა და ხატვის გარდა კიდევ რა გიზიდავს?

- ლიტერატურის კითხვა, ერთი პერიოდი ვფიქრობდი კიდეც, ამ მიმართულებით ხომ არ გავაგრძელო სწავლა-მეთქი? საერთოდ, ბევრი რამის დაუფლება და შესწავლა მინდა. მაინცდამაინც ერთი მიმართულებით არ მინდა სიარული, ყველაფერი უნდა მოვსინჯო და მერე ალბათ ჩამოვყალიბდები კიდეც.

- დედისერთა ხარ?

- არა, უფროსი ძმა მყავს, რომლის მადლიერი ვარ. აბსოლუტურად მხარს მიჭერს და ყველაფერში მეხმარება.

- შემდეგი ტურისთვის რის გაკეთებას აპირებ? როგორ წარადგენ თავს?

- მაქვს იდეა, მაგრამ ჯერ კარგად არის ის დასამუშავებელი, ვფიქრობ, საინტერესო შოუ გამოვა. ამისთვის ვემზადები და ვცდილობ.

- თაყვანისმცემლები ალბათ საკმაოდ გყავს, არა?

- თაყვანისმცემლები ალბათ არიან, თუმცა შეყვარებული არ ვარ. ამის დრო ჯერ არ მაქვს, ჯერ შორს არის ეგ ამბავი ჩემგან, რადგანაც სხვა გეგმები მაქვს...

შოუს შემდეგ ინტერნეტით ადამიანები მწერენ, ბევრი მეგობარი შევიძინე, - სასიამოვნოა მათთან ურთიერთობა.

ლალი ფაცია

იხილეთ გაბრიელას გამოსვლა "ნიჭიერში"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია