პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
დედილო ასტრიდ ლინდგრენი
დედილო ასტრიდ ლინდგრენი

1907 წლის 14 ნო­ემ­ბერს, სამ­ხრეთ შვე­დეთ­ში და­ი­ბა­და სა­ბავ­შვო მწე­რა­ლი ას­ტრიდ ლინდგრე­ნი. თა­ვის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ულ ნაშ­რო­მებ­ში ას­ტრი­დი აღ­ნიშ­ნავს, იგი იზ­რდე­ბო­და "ცხე­ნის" და "კაბ­რი­ო­ლე­ტის" ხა­ნა­ში იმ დროს, როცა გა­და­ად­გი­ლე­ბის მთა­ვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბა ცხე­ნო­სა­ნი ეკი­პა­ჟი იყო, ცხოვ­რე­ბის ტემ­პი უფრო ნელი იყო, გა­სარ­თო­ბი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი - უბ­რა­ლო, ხოლო ურ­თი­ერ­თო­ბა ბუ­ნე­ბას­თან უფრო მჭიდ­რო, ვიდ­რე დღეს. ასე­თი გა­რე­მო მო­მა­ვალ მწე­რალს ბუ­ნე­ბი­სად­მი სიყ­ვა­რულს უნერ­გავ­და. თა­ვად მწე­რა­ლი ყო­ველ­თვის აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ბედ­ნი­ე­რი ბავ­შვო­ბა ჰქონ­და.

ბლოგს, რო­მელ­საც ახლა თქვენ წა­ი­კი­თხავთ, კი­დევ ერთხელ გა­გახ­სე­ნებთ ბავ­შვო­ბის წლებს და კი­თხვის რამ­დე­ნი­მე წუთ­ში "სა­ხუ­რა­ვის ბი­ნა­დარ კარლ­სონ­თან" ერ­თად გა­ერ­თო­ბით.

1992 წლის 19 ივ­ლისს 6 წლის გავ­ხდი, სწო­რედ მა­შინ მა­ჩუ­ქა მა­მამ ერთი შე­ხედ­ვით სქე­ლი წიგ­ნი, რო­მელ­საც არ­ცთუ ისე მიმ­ზიდ­ვე­ლი ყდა ქონ­და და ზედ ეწე­რა – სა­ხუ­რა­ვის ბი­ნა­და­რი კარლ­სო­ნი. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წელი გა­და­უშ­ლე­ლად მედო წიგ­ნი, მაგ­რამ რო­დე­საც გა­დავ­შა­ლე – სრუ­ლი­ად ახა­ლი სამ­ყა­რო გა­და­ი­შა­ლა ჩემ­თვის. დღემ­დე მეს­მის ის ზუ­ზუ­ნი რომ­ლი­თაც შე­მოფ­რინ­და კარლ­სო­ნი­კო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში და თან მო­ი­ყო­ლა პეპი, ემი­ლი, ჩორ­ვე­ნი, პელე, კალე ბლუმ­კვის­ტი, ძმე­ბო ლომ­გუ­ლე­ბი, რო­ნია და სხვე­ბი.

სალ­ტკრო­კა და სა­ხუ­რა­ვი იყო ად­გი­ლე­ბი სა­დაც მთელ ოც­ნე­ბას ვა­ტა­რებ­დი. რამ­დენ­ჯერ მი­წან­წა­ლია რას­მუს­თან ერ­თად. ემი­ლი, რომ ქა­ლა­ქის ბაზ­რო­ბა­ზე მი­დი­ო­და მეც აუ­ცი­ლებ­ლად მივ­ყვე­ბო­დი ხოლ­მე.

კარლ­სო­ნი და სალ­ტკრო­კე­ლი პელე ჩემი გა­ნუყ­რე­ლი მე­გობ­რე­ბი გახ­დნენ. პე­პი­ზე ვეჭ­ვი­ა­ნობ­დი რად­გან ტომ­თან და ანი­კას­თან იყო ხში­რად. ახა­ლი სამ­ყა­რო გა­მაც­ნო ას­ტრიდ ლინდგრენ­მა. დღეს 25 წლის ვარ, მაგ­რამ ჩემი წიგ­ნე­ბის თარო, რო­მე­ლიც ჩემი სი­ა­მა­ყეა (3 რა­მით ვა­მა­ყობ – ჩემი 3 თვის ნენე, სუ­რა­მი და ჩემი წიგ­ნე­ბის თარო) სავ­სეა ლინდგრე­ნის წიგ­ნე­ბით. მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი იმ დღეს როცა ჩემ შვილს უნდა წა­ვა­კი­თხო ლინდგრე­ნი, ასე მგო­ნია, რომ ამით ჩემ ბავ­შვო­ბას და­ვიბ­რუ­ნებ.

კარ­გად მახ­სოვს ერთხელ თვითმფრი­ნავ­მა საკ­მა­ოდ დაბ­ლა გა­და­იფ­რი­ნა და მე ფან­ჯა­რა გა­ვა­ღე, კარლ­სო­ნი მე­გო­ნა. ჩემო კარლ­სო­ნი­კო შენ რომ იცო­დე რამ­დენ­ჯერ შენ­ზე ნატ­ვრა­ში ჩამ­ძი­ნე­ბია, რომ იცო­დე რო­გორ გე­ლო­დი აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­ვი­დო­დი ერთხელ მა­ინც. შენი ბო­ტო­ტა თი­თე­ბით გა­მი­ფუ­ჭებ­დი სა­თა­მა­შო­ებს, მაგ­რამ შენ ხომ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მა­გარ მე­ქა­ნი­კო­სი ხარ და გა­მი­კე­თებ­დი. მერე ერ­თად შევ­ჭამ­დით გუფ­თას (რო­მელ­საც მხო­ლოდ შენი ხათ­რით ვჭამ­დი ხოლ­მე), ბო­ლოს მუ­რა­ბას და­ვა­ყო­ლებ­დით.

დღემ­დე გე­ლო­დე­ბი და თუ მოხ­ვალ უბედ­ნი­ე­რეს ადა­მი­ნად მაქ­ცევ, მაგ­რამ ჩემ­სა­ვით მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი გე­ლო­დე­ბა და რამ­დენს უნდა გაწ­ვდე? თუმ­ცა მჯე­რა რომ ერთხელ აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­ვალ. რამ­დე­ნი რამე მაქვს შენ­თვის მო­სა­ყო­ლი.

არა­სო­დეს არ ყო­ფი­ლა, რომ კარლ­სო­ნის არ­სე­ბო­ბა­ში ეჭვი შე­მე­ტა­ნა, მა­ში­ნაც კი როცა იმ მო­მენტს ვკი­თხუ­ლობ­დი სა­დაც ბი­ჭუ­ნა ეხ­ვე­წე­ბა კარლ­სონს - ერთხელ ჩემ მშობ­ლებს ეჩ­ვე­ნე თო­რემ ლა­მის მეც აღარ მჯერ რომ არ­სე­ბობ!. დღემ­დე მჯე­რა, რომ სტოკ­ჰოლ­მის ერთი ლა­მა­ზი სახ­ლის სა­ხუ­რავ­ზე ცხოვ­რობს,ზის თა­ვის ოთახ­ში და ელო­დე­ბა მფრი­ნავ ძაღ­ლებს, რომ­ლე­ბიც ისე ყავს აღ­ზრდი­ლი, რომ თუ და­აგ­ვი­ა­ნეს ურე­კა­ვენ და აფრ­თხი­ლე­ბენ.

მარ­ტო­სუ­ლი­ცაა გო­დო­რა კრალ­სო­ნი, დარ­დობს – სა­ღა­მო­ო­ბით სახ­ლის წინ რომ ჩა­მოვ­ჯდე­ბი არა­ვინ გა­მო­ივ­ლის და – კარლ­სონს გა­უ­მარ­ჯო­სო არა­ვინ მე­უბ­ნე­ბაო.

ბი­ჭუ­ნა, ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ბავ­შვი იყო ჩემ წარ­მო­სახ­ვა­ში მას ყავ­და ყვე­ლა­სათ­ვის სა­ნატ­რე­ლი არ­სე­ბა.

ას­ტრიდ ლინდგერ­ნი შვე­დი იყო, მაგ­რამ ის მთელ მსოფ­ლი­ოს ეკუთ­ვნო­და, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს პა­ტა­რებს. ყვე­ლა პა­ტა­რას სა­კუ­თა­რი ბე­ბი­ა­სა­ვით უყ­ვარს ლინდგრე­ნი. მახ­სოვს ერთხელ წე­რი­ლიც გა­ვუგ­ზავ­ნე, რო­მელ­შიც ვთხოვ­დი, რომ ჩემ­თან ჩა­მო­სუ­ლი­ყო, რად­გან სუ­რამ­ში კარ­გი ჰა­ე­რია და მო­უხ­დე­ბო­და. ბავ­შვუ­რი გულ­წრფე­ლო­ბით მჯე­რო­და, რომ ჩა­მო­ვი­დო­და, რა­ტომ­ღაც მე­გო­ნა, რომ მას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ მისი გმი­რე­ბიც და მათ წა­მოყ­ვა­ნასც ვთხოვ­დი. რო­გორ მო­უხ­დე­ბოდ­ნენ სუ­რამს...

მარ­თლა სა­ო­ცა­რი წე­რის სტი­ლი ქონ­და ას­ტრიდ ლინდგრენს, ერ­თნა­ი­რად მი­სა­ღე­ბად წერ­და ყვე­ლა თა­ო­ბი­სათ­ვის, ალ­ბათ იმი­ტო­მა­ცაა ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი მწე­რა­ლი.

ძა­ლი­ან რთუ­ლია გერ­ქვას მწე­რა­ლი, კი­დევ უფრო რთუ­ლი სა­ბავ­შვო წიგ­ნე­ბის წე­რაა. ფა­ქი­ზია ბავ­შვის სამ­ყა­რო რამ­ხე­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რო­დე­საც ამ ფა­ქიზ სამ­ყა­როს გა­უ­ლა­მა­ზებ ბავ­შვს და არა მარ­ტო ბავ­შვს. ღრმად მო­ხუ­ცი გარ­და­იც­ვა­ლა, მკი­თხევ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი არა­სო­დეს მოკ­ლე­ბია, სა­მა­გი­ე­როდ არც მკი­თხველს გვაკ­ლებ­და სით­ბოს და სიყ­ვა­რულს.

ლინდგრე­ნის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ჰუ­მა­ნიზ­მის და სიყ­ვა­რუ­ლის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­დაც შე­იძ­ლე­ბა გა­მოდ­გეს. ლინდგრენს ფრე­კენ ბო­კიც კი, რო­მელ­საც კარსლო­ნი და ბი­ჭუ­ნა ში­ნამ­ტან­ჯველ ეძახ­დნენ ისე ყავს გა­მოყ­ვა­ნი­ლი, რომ ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად გიყ­ვარ­დე­ბა. ლინდგრე­ნის ნე­ბის­მი­ე­რი ნა­წარ­მო­ე­ბი ან­და­მა­ტი­ვი­თაა შე­უძ­ლე­ბე­ლია ერთხელ წა­ი­კი­თხო და მე­ო­რედ ისევ არ მი­უბ­რუნ­დე.

მად­ლო­ბა დე­დი­ლო ას­ტრიდ იმ ლა­მა­ზი წუ­თე­ბი­სათ­ვის, რაც მა­ჩუ­ქეთ. მარ­თლა გა­მი­ლა­მა­ზეთ ბავ­შვო­ბა. ყვე­ლა­ზე მე­ტად მე­ნატ­რე­ბით თქვენ გმი­რებ­თან ერ­თად. თქვენ მუ­დამ იარ­სე­ბებთ სა­ნამ დე­და­მი­წა­ზე ბავ­შვი იქ­ნე­ბა, კარლ­სო­ნიც კი­დევ უამ­რავ ბავშთან შეფ­რინ­დე­ბა და უამ­რა­ვი ბავ­შვის სა­ხუ­რავ­ზე და­დი­დებს ბი­ნას. პე­პიც ბევრ ბავ­შვს წა­იყ­ვანს მა­მა­მის­თან აფ­რი­კა­ში. პე­ლეს და ჩორ­ვე­ნის ბი­ნის ყიდ­ვით გა­მოწ­ვე­ულ სი­ხა­რულ­საც ბევ­რი გა­ი­ზი­ა­რებს. კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა ას­ტრიდ რომ არ­სე­ბობ­დით!!!

პ.ს. ჩემი შვი­ლი ნენე ჯერ 4 წლი­საა, მალე და­ვუ­წყებ ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის კი­თხვას, ასე რომ ძა­ლი­ან მალე შეგ­ხვდე­ბით დე­დი­ლო ას­ტრიდ!

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დედილო ასტრიდ ლინდგრენი

დედილო ასტრიდ ლინდგრენი

1907 წლის 14 ნოემბერს, სამხრეთ შვედეთში დაიბადა საბავშვო მწერალი ასტრიდ ლინდგრენი. თავის ავტობიოგრაფიულ ნაშრომებში ასტრიდი აღნიშნავს, იგი იზრდებოდა "ცხენის" და "კაბრიოლეტის" ხანაში იმ დროს, როცა გადაადგილების მთავარი საშუალება ცხენოსანი ეკიპაჟი იყო, ცხოვრების ტემპი უფრო ნელი იყო, გასართობი საშუალებები - უბრალო, ხოლო ურთიერთობა ბუნებასთან უფრო მჭიდრო, ვიდრე დღეს. ასეთი გარემო მომავალ მწერალს ბუნებისადმი სიყვარულს უნერგავდა. თავად მწერალი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა.

ბლოგს, რომელსაც ახლა თქვენ წაიკითხავთ, კიდევ ერთხელ გაგახსენებთ ბავშვობის წლებს და კითხვის რამდენიმე წუთში "სახურავის ბინადარ კარლსონთან" ერთად გაერთობით.

1992 წლის 19 ივლისს 6 წლის გავხდი, სწორედ მაშინ მაჩუქა მამამ ერთი შეხედვით სქელი წიგნი, რომელსაც არცთუ ისე მიმზიდველი ყდა ქონდა და ზედ ეწერა – სახურავის ბინადარი კარლსონი. დაახლოებით ერთი წელი გადაუშლელად მედო წიგნი, მაგრამ როდესაც გადავშალე – სრულიად ახალი სამყარო გადაიშალა ჩემთვის. დღემდე მესმის ის ზუზუნი რომლითაც შემოფრინდა კარლსონიკო ჩემს ცხოვრებაში და თან მოიყოლა პეპი, ემილი, ჩორვენი, პელე, კალე ბლუმკვისტი, ძმებო ლომგულები, რონია და სხვები.

სალტკროკა და სახურავი იყო ადგილები სადაც მთელ ოცნებას ვატარებდი. რამდენჯერ მიწანწალია რასმუსთან ერთად. ემილი, რომ ქალაქის ბაზრობაზე მიდიოდა მეც აუცილებლად მივყვებოდი ხოლმე.

კარლსონი და სალტკროკელი პელე ჩემი განუყრელი მეგობრები გახდნენ. პეპიზე ვეჭვიანობდი რადგან ტომთან და ანიკასთან იყო ხშირად. ახალი სამყარო გამაცნო ასტრიდ ლინდგრენმა. დღეს 25 წლის ვარ, მაგრამ ჩემი წიგნების თარო, რომელიც ჩემი სიამაყეა (3 რამით ვამაყობ – ჩემი 3 თვის ნენე, სურამი და ჩემი წიგნების თარო) სავსეა ლინდგრენის წიგნებით. მოუთმენლად ველოდები იმ დღეს როცა ჩემ შვილს უნდა წავაკითხო ლინდგრენი, ასე მგონია, რომ ამით ჩემ ბავშვობას დავიბრუნებ.

კარგად მახსოვს ერთხელ თვითმფრინავმა საკმაოდ დაბლა გადაიფრინა და მე ფანჯარა გავაღე, კარლსონი მეგონა. ჩემო კარლსონიკო შენ რომ იცოდე რამდენჯერ შენზე ნატვრაში ჩამძინებია, რომ იცოდე როგორ გელოდი აუცილებლად მოხვიდოდი ერთხელ მაინც. შენი ბოტოტა თითებით გამიფუჭებდი სათამაშოებს, მაგრამ შენ ხომ მსოფლიოში ყველაზე მაგარ მექანიკოსი ხარ და გამიკეთებდი. მერე ერთად შევჭამდით გუფთას (რომელსაც მხოლოდ შენი ხათრით ვჭამდი ხოლმე), ბოლოს მურაბას დავაყოლებდით.

დღემდე გელოდები და თუ მოხვალ უბედნიერეს ადამინად მაქცევ, მაგრამ ჩემსავით მილიონობით ადამიანი გელოდება და რამდენს უნდა გაწვდე? თუმცა მჯერა რომ ერთხელ აუცილებლად მოხვალ. რამდენი რამე მაქვს შენთვის მოსაყოლი.

არასოდეს არ ყოფილა, რომ კარლსონის არსებობაში ეჭვი შემეტანა, მაშინაც კი როცა იმ მომენტს ვკითხულობდი სადაც ბიჭუნა ეხვეწება კარლსონს - ერთხელ ჩემ მშობლებს ეჩვენე თორემ ლამის მეც აღარ მჯერ რომ არსებობ!. დღემდე მჯერა, რომ სტოკჰოლმის ერთი ლამაზი სახლის სახურავზე ცხოვრობს,ზის თავის ოთახში და ელოდება მფრინავ ძაღლებს, რომლებიც ისე ყავს აღზრდილი, რომ თუ დააგვიანეს ურეკავენ და აფრთხილებენ.

მარტოსულიცაა გოდორა კრალსონი, დარდობს – საღამოობით სახლის წინ რომ ჩამოვჯდები არავინ გამოივლის და – კარლსონს გაუმარჯოსო არავინ მეუბნებაო.

ბიჭუნა, ყველაზე ბედნიერი ბავშვი იყო ჩემ წარმოსახვაში მას ყავდა ყველასათვის სანატრელი არსება.

ასტრიდ ლინდგერნი შვედი იყო, მაგრამ ის მთელ მსოფლიოს ეკუთვნოდა, მთელი მსოფლიოს პატარებს. ყველა პატარას საკუთარი ბებიასავით უყვარს ლინდგრენი. მახსოვს ერთხელ წერილიც გავუგზავნე, რომელშიც ვთხოვდი, რომ ჩემთან ჩამოსულიყო, რადგან სურამში კარგი ჰაერია და მოუხდებოდა. ბავშვური გულწრფელობით მჯეროდა, რომ ჩამოვიდოდა, რატომღაც მეგონა, რომ მასთან ერთად ცხოვრობდნენ მისი გმირებიც და მათ წამოყვანასც ვთხოვდი. როგორ მოუხდებოდნენ სურამს...

მართლა საოცარი წერის სტილი ქონდა ასტრიდ ლინდგრენს, ერთნაირად მისაღებად წერდა ყველა თაობისათვის, ალბათ იმიტომაცაა ყველასთვის საყვარელი მწერალი.

ძალიან რთულია გერქვას მწერალი, კიდევ უფრო რთული საბავშვო წიგნების წერაა. ფაქიზია ბავშვის სამყარო რამხელა ბედნიერებაა, როდესაც ამ ფაქიზ სამყაროს გაულამაზებ ბავშვს და არა მარტო ბავშვს. ღრმად მოხუცი გარდაიცვალა, მკითხევლის სიყვარული არასოდეს მოკლებია, სამაგიეროდ არც მკითხველს გვაკლებდა სითბოს და სიყვარულს.

ლინდგრენის ნაწარმოებები ჰუმანიზმის და სიყვარულის სახელმძღვანელოდაც შეიძლება გამოდგეს. ლინდგრენს ფრეკენ ბოკიც კი, რომელსაც კარსლონი და ბიჭუნა შინამტანჯველ ეძახდნენ ისე ყავს გამოყვანილი, რომ ძალაუნებურად გიყვარდება. ლინდგრენის ნებისმიერი ნაწარმოები ანდამატივითაა შეუძლებელია ერთხელ წაიკითხო და მეორედ ისევ არ მიუბრუნდე.

მადლობა დედილო ასტრიდ იმ ლამაზი წუთებისათვის, რაც მაჩუქეთ. მართლა გამილამაზეთ ბავშვობა. ყველაზე მეტად მენატრებით თქვენ გმირებთან ერთად. თქვენ მუდამ იარსებებთ სანამ დედამიწაზე ბავშვი იქნება, კარლსონიც კიდევ უამრავ ბავშთან შეფრინდება და უამრავი ბავშვის სახურავზე დადიდებს ბინას. პეპიც ბევრ ბავშვს წაიყვანს მამამისთან აფრიკაში. პელეს და ჩორვენის ბინის ყიდვით გამოწვეულ სიხარულსაც ბევრი გაიზიარებს. კიდევ ერთხელ მადლობა ასტრიდ რომ არსებობდით!!!

პ.ს. ჩემი შვილი ნენე ჯერ 4 წლისაა, მალე დავუწყებ ნაწარმოებების კითხვას, ასე რომ ძალიან მალე შეგხვდებით დედილო ასტრიდ!

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (მეცამეტე თავი)

აირჩიე წიგნები, რომელიც გინდა, რომ ხელმისაწდომი გახდეს - პრესასთან ერთად პროექტები გრძელდება

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (მეთორმეტე თავი)