სამართალი
სამხედრო
პოლიტიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ველოდები დადგმებს, რომ ვითომ ჟურნალისტი დაიკარგა და ვიღაცას მოკვლით ემუქრებიან"
"ველოდები დადგმებს, რომ ვითომ ჟურნალისტი დაიკარგა და ვიღაცას მოკვლით ემუქრებიან"

"სი­მარ­თლე გი­თხრათ, 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერ­სა და დღე­ვან­დელ მოვ­ლე­ნებს შო­რის ბევრ პა­რა­ლელს ვერ ვხე­დავ. ერ­თა­დერ­თი, რაც მახ­სენ­დე­ბა, არის სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის ვირ­ტუ­ა­ლუ­რი საფრ­თხის შექ­მნის მცდე­ლო­ბა, რომ­ლის ავ­ტო­რი მა­ში­ნაც და ახ­ლაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" იყო. რა­ო­დენ სა­ო­ცა­რიც უნდა იყოს, ამ პრო­ცე­სის შუ­ა­გულ­ში კვლავ ნიკა გვა­რა­მი­აა, რო­მე­ლიც იმ­ჟა­მად გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე და ამ გა­მო­გო­ნი­ლი გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბის "აღ­კვე­თის" ერთ-ერთი სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლი გახ­ლდათ. ახლა კი თა­ვა­დაა ამ გა­დატ­რი­ა­ლე­ბის საფრ­თხის შექ­მნის მო­სურ­ნე, რის­თვი­საც ყვე­ლა­ფერს აკე­თებს", - აცხა­დებს ექ­სპერ­ტი მა­მუ­კა არე­ში­ძე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, სა­თა­უ­რით "ვე­ლო­დე­ბი დად­გმებს, რომ ვი­თომ ჟურ­ნა­ლის­ტი და­ი­კარ­გა და ვი­ღა­ცას მოკ­ვლით ემუქ­რე­ბი­ან" / "კარ­გად გვახ­სოვს, რა ხდე­ბო­და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" დროს "იბე­რი­ას­თან", "მა­ესტროს­თან", "იმედ­თან" და ბეჭდ­ვით მე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით და დღეს მათი მხრი­დან სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია".

"2007 წლის 7 ნო­ემ­ბე­რი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე იყო სა­ხელ­მწი­ფოს გა­უ­გო­ნა­რი სი­სას­ტი­კის გა­მოვ­ლე­ნის დღე, რო­დე­საც სა­მა­გა­ლი­თოდ და­სა­ჯეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლად მო­აზ­როვ­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რათა ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვი­თა და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბით ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში შიში და­ე­თე­სათ. "იმედ­ში" შეჭ­რაც ამას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. უკვე ცნო­ბი­ლია, რო­დე­საც ამ სა­კითხს იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, იყ­ვნენ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში შეჭ­რის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ბობ­დნენ, რომ საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და მა­უ­წყებ­ლო­ბის გა­თიშ­ვა, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, ისევ და ისევ ში­შის და­სა­თე­სად, გა­და­წყვი­ტეს ამ­გვა­რად მოქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ. რაც შე­ე­ხე­ბა დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბას, ეს არის "რუს­თა­ვი 2"-ის მფლო­ბე­ლებს შო­რის ქო­ნებ­რი­ვი დავა, რაც პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის თე­მად იქცა უპირ­ვე­ლე­სად იმი­ტომ, რომ ეს ტე­ლე­ვი­ზია არ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა. ის გახ­ლავთ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პარ­ტი­უ­ლი ორ­გა­ნო, რო­მელ­საც ვე­რაფ­რით ელე­ვი­ან და მზად არი­ან, ამის­თვის ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბიც კი და­ა­ზა­რა­ლონ", - აღ­ნიშ­ნავს გა­მო­ცე­მის კო­რეს­პონ­დენ­ტთან სა­უბ­რი­სას მა­მუ­კა არე­ში­ძე.

"ვი­თა­რე­ბა სა­ხი­ფა­თოა, ამი­ტომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­ვუ­წო­დებ, იმოქ­მე­დოს ძა­ლი­ან ფრთხი­ლად და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თოს პრო­ცე­სე­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბის­თვის. მი­მაჩ­ნია, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩა­მო­იყ­ვა­ნონ უცხო­ე­ლი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი, ესა თუ ის სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ პრო­ცესს და­აკ­ვირ­დე­ბი­ან. ის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც დღეს გვეს­მის და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის­გან, ძა­ლი­ან და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია... მთა­ვა­რი არ არის გან­ჩი­ნე­ბა, მთა­ვა­რია ის აჟი­ო­ტა­ჟი, რაც ამ სა­კი­თხის ირ­გვლივ შე­იქ­მნა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის ყუ­რა­დღე­ბა მიქ­ცე­უ­ლია თე­მი­სა­კენ, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის გახ­ლე­ჩის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პრო­ცე­სი, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა, ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო მას­შტა­ბი მი­ი­ღოს. ამას­თან, ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია მთლი­ა­ნად პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა", - გა­ნაგ­რძობს რეს­პონ­დენ­ტი.

"პრაქ­ტი­კუ­ლად, დღეს თით­ქმის გვაქვს ვი­თა­რე­ბა, რო­დე­საც ქარ­თულ მე­დი­ა­სივ­რცე­ში, ამის გარ­და, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა აღარ შუქ­დე­ბა. არა­და, პრობ­ლე­მე­ბი არ­სად წა­სუ­ლა, მე­ტიც, მა­შინ, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მიქ­ცე­უ­ლია ამ ერთი სა­კი­თხის­კენ, ყოვ­ლად არას­წო­რი მგო­ნია, რომ ამან გა­და­ფა­როს ქვეყ­ნის და­ნარ­ჩე­ნი ცხოვ­რე­ბა და პრობ­ლე­მე­ბი. ეს არის ამ პრო­ცე­სის არა­ს­ა­სი­კე­თო შე­დე­გი, რაც ქვე­ყა­ნამ უკვე იწ­ვნია. რო­გორც ვთქვი, ეს ტე­ლე­ვი­ზია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პარ­ტი­უ­ლი ორ­გა­ნოა, შე­სა­ბა­მი­სად, ჰყავს ძა­ლი­ან ძლი­ე­რი და­სავ­ლე­ლი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც არა­ფერს აქ­ცე­ვენ ყუ­რა­დღე­ბას, გარ­და ამ კონ­კრე­ტუ­ლი პრობ­ლე­მი­სა და მზად არი­ან, ლა­მის სა­ყო­ველ­თაო პრობ­ლე­მად გა­მო­ა­ცხა­დონ. ის, რაც ხდე­ბო­და "იბე­რი­ას­თან", "მა­ესტროს­თან", "იმედ­სა" და ბეჭდ­ვით მე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დროს, კარ­გად გვახ­სოვს და რო­დე­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა" თუ "რუს­თა­ვი 2"-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ნიკა გვა­რა­მია, რო­მე­ლიც 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს "იმე­დის" დარ­ბე­ვის ფლაგ­მა­ნი გახ­ლდათ, ლა­პა­რა­კო­ბენ სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე, ჩემ­თვის ეს კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია", - მი­იჩ­ნევს ექ­სპერ­ტი.

"ბევ­რმა გა­აკ­რი­ტი­კა გან­ჩი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის ორაზ­რო­ვა­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბი, მაგ­რამ ეს ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა, ისი­ნი სულ ასე იქ­ცე­ვი­ან. ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია იმ ხალ­ხის პო­ზი­ცია, რომ­ლე­ბიც ერ­თსა და იმა­ვე სა­კითხს გუ­შინ სხვა­ნა­ი­რად აფა­სებ­დნენ და დღეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა­ნა­ი­რად აფა­სე­ბენ... გე­თან­ხმე­ბით, ძა­ლი­ან და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბა. გან­ჩი­ნე­ბას აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი არა­ფერ­ში და­ურ­წმუ­ნე­ბია - ისი­ნი და­არ­წმუ­ნა იმ ის­ტე­რი­კამ, რაც მას მოჰ­ყვა, იმ შე­ფა­სე­ბებ­მა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ას საფრ­თხე ემუქ­რე­ბა, რაც მო­ის­მი­ნეს თა­ვი­სი მე­გობ­რე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც ან უშუ­ა­ლოდ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" წარ­მო­ად­გე­ნენ, ან მას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს. ვი­მე­ო­რებ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სწრა­ფად და ეფექ­ტი­ა­ნად უნდა მო­ა­ხერ­ხოს ამ პრო­ცე­სის გამჭვირ­ვა­ლედ წარ­მარ­თვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რათა ჩვენს და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებს კი­თხვე­ბი აღარ დარ­ჩეთ", - ამ­ბობს მა­მუ­კა არე­ში­ძე.

"მი­მაჩ­ნია, რომ სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვაა ისიც, რო­დე­საც უცხო ქვეყ­ნის გუ­ბერ­ნა­ტო­რი, ვი­თომ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს ურე­კავს და დი­რექ­ტი­ვებს აძ­ლევს, მათ შო­რის ეუბ­ნე­ბა იმა­საც, ჟურ­ნა­ლის­ტებს რა და რო­გორ უნდა უთხრას. ვფიქ­რობ, ეს არა­ნაკ­ლე­ბი შეშ­ფო­თე­ბის მი­ზე­ზი უნდა გამ­ხდა­რი­ყო. ჩვენ ვნა­ხეთ ამ სა­კი­თხზე რო­გორც ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, ასე­ვე ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რე­და­ნაც გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი, მაგ­რამ არა ისე­თი სიმწვა­ვის, რო­გო­რიც ახლა გა­კეთ­და. მა­შინ მათი გან­ცხა­დე­ბე­ბი დე­ლი­კა­ტუ­რი იყო, ახლა აგ­რე­სი­უ­ლია. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­და­პირ სიმ­ბი­ო­ზი შედ­გა უამ­რავ და­სავ­ლელ პო­ლი­ტი­კოს­სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", ასე­ვე რიგ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" შო­რის. სამ­წუ­ხა­როდ, უცხო­ე­ლებს ინ­ფორ­მა­ცია, ძი­რი­თა­დად, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­გან" მის­დით. ის, რომ ბევ­რი და­სავ­ლე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი არ არის გარ­კვე­უ­ლი ვი­თა­რე­ბა­ში და რე­ა­გი­რე­ბას ახ­დენს პირ­ვე­ლი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, ბუ­ნებ­რი­ვი რა­მაა, მაგ­რამ, რო­დე­საც რიგი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აქ არი­ან, ყვე­ლა­ფერს თა­ვად ხე­და­ვენ, მაგ­რამ მა­ინც არა­ო­ბი­ექ­ტურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბენ, ეს ნამ­დვი­ლად ბა­დებს კი­თხვებს", - თვლის არე­ში­ძე.

ნა­ხეთ სრუ­ლი ვერ­სია Kvirispalitra.ge-ზე

"ველოდები დადგმებს, რომ ვითომ ჟურნალისტი დაიკარგა და ვიღაცას მოკვლით ემუქრებიან"

"ველოდები დადგმებს, რომ ვითომ ჟურნალისტი დაიკარგა და ვიღაცას მოკვლით ემუქრებიან"

"სიმართლე გითხრათ, 2007 წლის 7 ნოემბერსა და დღევანდელ მოვლენებს შორის ბევრ პარალელს ვერ ვხედავ. ერთადერთი, რაც მახსენდება, არის სახელმწიფო გადატრიალების ვირტუალური საფრთხის შექმნის მცდელობა, რომლის ავტორი მაშინაც და ახლაც "ნაციონალური მოძრაობა" იყო. რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ამ პროცესის შუაგულში კვლავ ნიკა გვარამიაა, რომელიც იმჟამად გენერალური პროკურორის მოადგილე და ამ გამოგონილი გადატრიალების მცდელობის "აღკვეთის" ერთ-ერთი სულისჩამდგმელი გახლდათ. ახლა კი თავადაა ამ გადატრიალების საფრთხის შექმნის მოსურნე, რისთვისაც ყველაფერს აკეთებს", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ველოდები დადგმებს, რომ ვითომ ჟურნალისტი დაიკარგა და ვიღაცას მოკვლით ემუქრებიან" / "კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა "ნაციონალების" დროს "იბერიასთან", "მაესტროსთან", "იმედთან" და ბეჭდვით მედიასთან დაკავშირებით და დღეს მათი მხრიდან სიტყვის თავისუფლებაზე ლაპარაკი კატეგორიულად მიუღებელია".

"2007 წლის 7 ნოემბერი თავიდან ბოლომდე იყო სახელმწიფოს გაუგონარი სისასტიკის გამოვლენის დღე, როდესაც სამაგალითოდ დასაჯეს განსხვავებულად მოაზროვნე საზოგადოება, რათა ღირსების შელახვითა და ფიზიკური ძალადობით ქვეყნის მოსახლეობაში შიში დაეთესათ. "იმედში" შეჭრაც ამას ემსახურებოდა. უკვე ცნობილია, როდესაც ამ საკითხს იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები განიხილავდნენ, იყვნენ ტელევიზიაში შეჭრის მოწინააღმდეგეები, რომლებიც ამბობდნენ, რომ საკმარისი იქნებოდა მაუწყებლობის გათიშვა, მაგრამ საბოლოოდ, ისევ და ისევ შიშის დასათესად, გადაწყვიტეს ამგვარად მოქცეულიყვნენ. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, ეს არის "რუსთავი 2"-ის მფლობელებს შორის ქონებრივი დავა, რაც პოლიტიკური ბრძოლის თემად იქცა უპირველესად იმიტომ, რომ ეს ტელევიზია არ არის ჩვეულებრივი მედიასაშუალება. ის გახლავთ "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული ორგანო, რომელსაც ვერაფრით ელევიან და მზად არიან, ამისთვის ქვეყნის ინტერესებიც კი დააზარალონ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

"ვითარება სახიფათოა, ამიტომ ხელისუფლებას მოვუწოდებ, იმოქმედოს ძალიან ფრთხილად და ყველაფერი გააკეთოს პროცესების გამჭვირვალობისთვის. მიმაჩნია, რომ აუცილებელია ჩამოიყვანონ უცხოელი დამკვირვებლები, ესა თუ ის საერთაშორისო მედიაორგანიზაციის წარმომადგენლები და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები, რომლებიც ამ პროცესს დააკვირდებიან. ის განცხადებები, რაც დღეს გვესმის დასავლელი პარტნიორებისგან, ძალიან დამაფიქრებელია... მთავარი არ არის განჩინება, მთავარია ის აჟიოტაჟი, რაც ამ საკითხის ირგვლივ შეიქმნა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის ყურადღება მიქცეულია თემისაკენ, რომლის საშუალებითაც მიმდინარეობს საზოგადოების გახლეჩის მიზანმიმართული პროცესი, რომელმაც შესაძლოა, ძალიან სახიფათო მასშტაბი მიიღოს. ამასთან, ამ პროცესში ჩართულია მთლიანად პოლიტიკური სპექტრი, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობა", - განაგრძობს რესპონდენტი.

"პრაქტიკულად, დღეს თითქმის გვაქვს ვითარება, როდესაც ქართულ მედიასივრცეში, ამის გარდა, არანაირი პრობლემა აღარ შუქდება. არადა, პრობლემები არსად წასულა, მეტიც, მაშინ, როდესაც საზოგადოების ყურადღება მიქცეულია ამ ერთი საკითხისკენ, ყოვლად არასწორი მგონია, რომ ამან გადაფაროს ქვეყნის დანარჩენი ცხოვრება და პრობლემები. ეს არის ამ პროცესის არასასიკეთო შედეგი, რაც ქვეყანამ უკვე იწვნია. როგორც ვთქვი, ეს ტელევიზია "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული ორგანოა, შესაბამისად, ჰყავს ძალიან ძლიერი დასავლელი მხარდამჭერები, რომლებიც არაფერს აქცევენ ყურადღებას, გარდა ამ კონკრეტული პრობლემისა და მზად არიან, ლამის საყოველთაო პრობლემად გამოაცხადონ. ის, რაც ხდებოდა "იბერიასთან", "მაესტროსთან", "იმედსა" და ბეჭდვით მედიასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" დროს, კარგად გვახსოვს და როდესაც "ნაციონალური მოძრაობისა" თუ "რუსთავი 2"-ის წარმომადგენლები, განსაკუთრებით კი ნიკა გვარამია, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს "იმედის" დარბევის ფლაგმანი გახლდათ, ლაპარაკობენ სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე, ჩემთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია", - მიიჩნევს ექსპერტი.

"ბევრმა გააკრიტიკა განჩინებასთან დაკავშირებული რესპუბლიკელების ორაზროვანი განცხადებები, მაგრამ ეს ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, ისინი სულ ასე იქცევიან. ჩემთვის გაუგებარია იმ ხალხის პოზიცია, რომლებიც ერთსა და იმავე საკითხს გუშინ სხვანაირად აფასებდნენ და დღეს აბსოლუტურად სხვანაირად აფასებენ... გეთანხმებით, ძალიან დამაფიქრებელია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. განჩინებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არაფერში დაურწმუნებია - ისინი დაარწმუნა იმ ისტერიკამ, რაც მას მოჰყვა, იმ შეფასებებმა, რომ საქართველოში დემოკრატიას საფრთხე ემუქრება, რაც მოისმინეს თავისი მეგობრებისგან, რომლებიც ან უშუალოდ "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენენ, ან მასთან დაახლოებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ვიმეორებ, ხელისუფლებამ სწრაფად და ეფექტიანად უნდა მოახერხოს ამ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვის უზრუნველყოფა, რათა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს კითხვები აღარ დარჩეთ", - ამბობს მამუკა არეშიძე.

"მიმაჩნია, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაა ისიც, როდესაც უცხო ქვეყნის გუბერნატორი, ვითომ დამოუკიდებელი ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს ურეკავს და დირექტივებს აძლევს, მათ შორის ეუბნება იმასაც, ჟურნალისტებს რა და როგორ უნდა უთხრას. ვფიქრობ, ეს არანაკლები შეშფოთების მიზეზი უნდა გამხდარიყო. ჩვენ ვნახეთ ამ საკითხზე როგორც ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარედანაც გამოხმაურებები, მაგრამ არა ისეთი სიმწვავის, როგორიც ახლა გაკეთდა. მაშინ მათი განცხადებები დელიკატური იყო, ახლა აგრესიულია. წლების განმავლობაში პირდაპირ სიმბიოზი შედგა უამრავ დასავლელ პოლიტიკოსსა და "ნაციონალურ მოძრაობას", ასევე რიგ საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და "ნაციონალებს" შორის. სამწუხაროდ, უცხოელებს ინფორმაცია, ძირითადად, "ნაციონალური მოძრაობისგან" მისდით. ის, რომ ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი არ არის გარკვეული ვითარებაში და რეაგირებას ახდენს პირველივე ინფორმაციაზე, ბუნებრივი რამაა, მაგრამ, როდესაც რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქ არიან, ყველაფერს თავად ხედავენ, მაგრამ მაინც არაობიექტურ განცხადებებს აკეთებენ, ეს ნამდვილად ბადებს კითხვებს", - თვლის არეშიძე.

ნახეთ სრული ვერსია Kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია