პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზონდერ-ჟურნალისტების სია აღარ გაქვთ?" - თამარ ბაღაშვილის მწარე შეკითხვა არხის ახალ მფლობელს
"ზონდერ-ჟურნალისტების სია აღარ გაქვთ?" - თამარ ბაღაშვილის მწარე შეკითხვა არხის ახალ მფლობელს

"რუს­თა­ვი 2"-ის ყო­ფილ­მა მფლო­ბე­ლებ­მა და­ვით დვალ­მა და ჯარ­ჯი აქი­მი­ძემ, არ­ხის 100 %-იანი წი­ლის მფლო­ბელ­მა ქი­ბარ ხალ­ვაშ­მა, მის­მა ად­ვო­კატ­მა პა­ა­ტა სა­ლი­ამ და დრო­ე­ბით­მა მმარ­თველ­მა რეზო სა­ყე­ვა­რიშ­ვილ­მა სა­გან­გე­ბო პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თეს. პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ქი­ბარ ხალ­ვაშს "რუს­თა­ვი 2"-ის ჟურ­ნა­ლის­ტმა თა­მარ ბა­ღაშ­ვილ­მა შე­კი­თხვით მი­მარ­თა, აქვს თუ არა არ­ხის ახალ მფლო­ბელს "ზონ­დერ-ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის" სია, რა­ზეც ხალ­ვაშ­მა უპა­სუ­ხა, რომ ობი­ექ­ტურ ჟურ­ნა­ლის­ტებს არა­ვინ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს სამ­სა­ხუ­რი­დან.

"თქვენ თუ ობი­ექ­ტუ­რო­ბის მომ­ხრე ხართ, თა­ვი­სუ­ფა­ლია თქვე­ნი ად­გი­ლი არხზე, იმუ­შა­ვეთ და მი­ა­წო­დეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცია. მეტი არა­ფე­რი მოხ­დე­ბა, არა­ვის თქვე­ნი თავი არ გა­უ­თა­ვი­სუფ­ლე­ბია. კე­თი­ლი ინე­ბეთ იშ­რო­მეთ რო­გორც გა­გი­ხარ­დე­ბათ და იყა­ვით ბედ­ნი­ე­რე­ბი, ვინ გიშ­ლით...", - უპა­სუ­ხა ქი­ბარ ხალ­ვაშ­მა თა­მარ ბა­ღაშ­ვილს.

იხი­ლეთ ვი­დეო

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გუ­შინ მი­ღე­ბუ­ლი გან­ჩი­ნე­ბით, "რუს­თა­ვი 2"-ის დრო­ე­ბით მმარ­თვე­ლად რეზო სა­ყე­ვა­რიშ­ვი­ლი და­ნიშ­ნა, არ­ხის აქამ­დე მოქ­მედ გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ ნიკა გვა­რა­მი­ას კი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­წყდა. იქამ­დე, 3 ნო­ემ­ბერს მო­სა­მარ­თლე თა­მაზ ურ­თმე­ლი­ძემ "რუს­თა­ვი 2"-ის საქ­მე­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ა­ცხა­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის წი­ლე­ბი ქი­ბარ ხალ­ვაშს და­უბ­რუნ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

"ზონდერ-ჟურნალისტების სია აღარ გაქვთ?" - თამარ ბაღაშვილის მწარე შეკითხვა არხის ახალ მფლობელს

"ზონდერ-ჟურნალისტების სია აღარ გაქვთ?" - თამარ ბაღაშვილის მწარე შეკითხვა არხის ახალ მფლობელს

"რუსთავი 2"-ის ყოფილმა მფლობელებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ, არხის 100 %-იანი წილის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა, მისმა ადვოკატმა პაატა სალიამ და დროებითმა მმართველმა რეზო საყევარიშვილმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციაზე ქიბარ ხალვაშს "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა თამარ ბაღაშვილმა შეკითხვით მიმართა, აქვს თუ არა არხის ახალ მფლობელს "ზონდერ-ჟურნალისტების" სია, რაზეც ხალვაშმა უპასუხა, რომ ობიექტურ ჟურნალისტებს არავინ გაათავისუფლებს სამსახურიდან.

"თქვენ თუ ობიექტურობის მომხრე ხართ, თავისუფალია თქვენი ადგილი არხზე, იმუშავეთ და მიაწოდეთ საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია. მეტი არაფერი მოხდება, არავის თქვენი თავი არ გაუთავისუფლებია. კეთილი ინებეთ იშრომეთ როგორც გაგიხარდებათ და იყავით ბედნიერები, ვინ გიშლით...", - უპასუხა ქიბარ ხალვაშმა თამარ ბაღაშვილს.

იხილეთ ვიდეო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ მიღებული განჩინებით, "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველად რეზო საყევარიშვილი დანიშნა, არხის აქამდე მოქმედ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას კი უფლებამოსილება შეუწყდა. იქამდე, 3 ნოემბერს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიის წილები ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა.