მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აფასებენ ჟიურის წევრები "ნიჭიერის" ახალ სეზონს კასტინის შემდეგ და ვინ არიან მათი ფავორიტები
როგორ აფასებენ ჟიურის წევრები "ნიჭიერის" ახალ სეზონს კასტინის შემდეგ და ვინ არიან მათი ფავორიტები

რთუ­ლი წარ­მო­სად­გე­ნია ალ­ბათ რა უნდა მოხ­დეს იმა­ზე უკე­თე­სი ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნა­ზე, რაც აქამ­დე "ნი­ჭი­ერ­ში" არ გვი­ნა­ხავს. არ­ხის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, "ნი­ჭი­ე­რი" "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში დღეს დაბ­რუნ­დე­ბა და რო­გორც ჟი­უ­რი აცხა­დებს, წლე­ვან­დე­ლი პრო­ექ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ამ სე­ზო­ნის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ქარ­თულ სცე­ნა­ზე იმ უცხო­ელ კონ­კურ­სან­ტებ­საც ვი­ხი­ლავთ, რომ­ლებ­მაც თა­ვი­ან­თი ნი­ჭი­ე­რე­ბით, ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით უკვე მოგ­ვხიბ­ლეს. ქარ­თულ "ნი­ჭი­ერ­ში" მოხ­ვედ­რის სურ­ვი­ლი უცხო­ელ­მა კონ­კურ­სან­ტებ­მა თა­ვად გა­მოთ­ქვეს, გახ­დე­ბი­ან თუ არა სა­ხალ­ხო პრო­ექ­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. კას­ტინ­გე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟი­უ­რი, პრო­ექტს კი­დევ ერთხელ აფა­სებს.

ია ფა­რუ­ლა­ვა: მე­სა­მე წე­ლია, რაც აქ ვმუ­შა­ობ და ვფიქ­რობ, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გავ­ხდი. აღარ ვცდი­ლობ, კონ­კურ­სანტს მო­ვე­ფე­რო და ყო­ველ­თვის სი­მარ­თლეს ვე­უბ­ნე­ბი. დიდ­ხანს ვი­ნა­ხავ­დი ჩემს ოქ­როს ღი­ლაკს, მაგ­რამ ისეთ კონ­კურ­სანტზე და­ვა­ჭი­რე, ნამ­დვი­ლად არ ვნა­ნობ. ეს არის გე­ნა­დი ტკა­ჩენ­კო, რო­მე­ლიც სცე­ნა­ზე სა­ოც­რე­ბებს ახ­დენს.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, ვინ დავ­ტო­ვოთ და ვინ - არა, რად­გან ძა­ლი­ან ძლი­ე­რი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან. მომ­ხრე ვარ, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და მხო­ლოდ სიმ­ღე­რამ ან სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბამ არ წა­მო­ი­წი­ოს. ამ პრო­ექ­ტის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ხიბ­ლი კი ისაა, რომ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევს. შარ­შან მყავ­და ორი ფა­ვო­რი­ტი, მაგ­რამ წელს - არა, რად­გან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ნა­კა­დია. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ 15 ფა­ვო­რი­ტი მყავს, რომ­ლე­ბიც, ვფიქ­რობ, "ნი­ჭი­ე­რის" სა­მე­ულ­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყ­ვნენ. ძა­ლი­ან რთუ­ლია არ­ჩე­ვა, არ ვი­ცით, რა უნდა ვქნათ. ასე­თი "ნი­ჭი­ე­რი" არ ყო­ფი­ლა.

რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი: ისე­თი მა­გა­რი ნა­კა­დია... ასე­თი "ნი­ჭი­ე­რი" აქამ­დე არ ყო­ფი­ლა. ყვე­ლა­ზე მე­ტად მახ­სენ­დე­ბა ია­პო­ნე­ლი ქალი, რო­მელ­მაც მარ­თლაც ას­ტრალ­ში გაგ­ვიყ­ვა­ნა, ისე­თი სა­ოც­რე­ბე­ბი გა­ა­კე­თა, გა­და­ვი­რიე პუტ­კუ­ნა საყ­ვა­რელ ქარ­თველ ბიჭ­ზე, რო­მელ­მაც ქა­ლის არია იმ­ღე­რა. გა­სარ­თო­ბი ნომ­რე­ბი­დან კი ყვე­ლა­ზე მე­ტად ჯი­მიმ გა­მამ­ხი­ა­რუ­ლა. ასე­ვე, მახ­სენ­დე­ბა რო­ლე­რი ცოლ-ქმა­რი, რომ­ლებ­მაც პა­ტა­რა, მო­ცუცქნულ სცე­ნა­ზე სი­გი­ჟე­ე­ბი გა­ა­კე­თეს. მი­ჭირს კონ­კურ­სან­ტის­თვის უა­რის თქმა, არა­და სხვა­ნა­ი­რად არ გა­მო­დის. ბავ­შვებს კი უარს ვე­რაფ­რით ვე­უბ­ნე­ბი, ჩემ­გან ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია. პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი ჟი­უ­რის წევ­რი და ეს ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. მარ­თა­ლია, "ლა­ი­ვებ­ზე" აღარ ვიქ­ნე­ბი, ასე­თი წე­სია, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჟი­უ­რის მე­ხუ­თე წევ­რი მა­ყუ­რებ­ლის­თვის საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

როგორ აფასებენ ჟიურის წევრები "ნიჭიერის" ახალ სეზონს კასტინის შემდეგ და ვინ არიან მათი ფავორიტები

როგორ აფასებენ ჟიურის წევრები "ნიჭიერის" ახალ სეზონს კასტინის შემდეგ და ვინ არიან მათი ფავორიტები

რთული წარმოსადგენია ალბათ რა უნდა მოხდეს იმაზე უკეთესი ფილარმონიის სცენაზე, რაც აქამდე "ნიჭიერში" არ გვინახავს. არხის გარშემო განვითარებული მოვლენების მიუხედავად, "ნიჭიერი" "რუსთავი 2"-ის ეთერში დღეს დაბრუნდება და როგორც ჟიური აცხადებს, წლევანდელი პროექტი განსაკუთრებული იქნება. ამ სეზონის პროექტის ფარგლებში, ქართულ სცენაზე იმ უცხოელ კონკურსანტებსაც ვიხილავთ, რომლებმაც თავიანთი ნიჭიერებით, ინტერნეტის მეშვეობით უკვე მოგვხიბლეს. ქართულ "ნიჭიერში" მოხვედრის სურვილი უცხოელმა კონკურსანტებმა თავად გამოთქვეს, გახდებიან თუ არა სახალხო პროექტის გამარჯვებულები, ჯერჯერობით უცნობია. კასტინგების დასრულების შემდეგ ჟიური, პროექტს კიდევ ერთხელ აფასებს.

ია ფარულავა: მესამე წელია, რაც აქ ვმუშაობ და ვფიქრობ, რომ პროფესიონალი გავხდი. აღარ ვცდილობ, კონკურსანტს მოვეფერო და ყოველთვის სიმართლეს ვეუბნები. დიდხანს ვინახავდი ჩემს ოქროს ღილაკს, მაგრამ ისეთ კონკურსანტზე დავაჭირე, ნამდვილად არ ვნანობ. ეს არის გენადი ტკაჩენკო, რომელიც სცენაზე საოცრებებს ახდენს.

ნანუკა ჟორჟოლიანი: გაგვიჭირდება გადაწყვეტილების მიღება, ვინ დავტოვოთ და ვინ - არა, რადგან ძალიან ძლიერი მონაწილეები არიან. მომხრე ვარ, მრავალფეროვნება შევინარჩუნოთ და მხოლოდ სიმღერამ ან სხვა მიმართულებამ არ წამოიწიოს. ამ პროექტის ყველაზე მთავარი ხიბლი კი ისაა, რომ მრავალფეროვანია და არჩევანის საშუალებას გაძლევს. შარშან მყავდა ორი ფავორიტი, მაგრამ წელს - არა, რადგან არაჩვეულებრივი ნაკადია. შეიძლება ითქვას, რომ 15 ფავორიტი მყავს, რომლებიც, ვფიქრობ, "ნიჭიერის" სამეულში აუცილებლად უნდა იყვნენ. ძალიან რთულია არჩევა, არ ვიცით, რა უნდა ვქნათ. ასეთი "ნიჭიერი" არ ყოფილა.

რუსკა მაყაშვილი: ისეთი მაგარი ნაკადია... ასეთი "ნიჭიერი" აქამდე არ ყოფილა. ყველაზე მეტად მახსენდება იაპონელი ქალი, რომელმაც მართლაც ასტრალში გაგვიყვანა, ისეთი საოცრებები გააკეთა, გადავირიე პუტკუნა საყვარელ ქართველ ბიჭზე, რომელმაც ქალის არია იმღერა. გასართობი ნომრებიდან კი ყველაზე მეტად ჯიმიმ გამამხიარულა. ასევე, მახსენდება როლერი ცოლ-ქმარი, რომლებმაც პატარა, მოცუცქნულ სცენაზე სიგიჟეები გააკეთეს. მიჭირს კონკურსანტისთვის უარის თქმა, არადა სხვანაირად არ გამოდის. ბავშვებს კი უარს ვერაფრით ვეუბნები, ჩემგან ეს გამორიცხულია. პირველად ვიყავი ჟიურის წევრი და ეს ძალიან მომეწონა. მართალია, "ლაივებზე" აღარ ვიქნები, ასეთი წესია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჟიურის მეხუთე წევრი მაყურებლისთვის საყვარელი ადამიანი იქნება.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება