პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიწმინდეები, რომლებიც წმინდა ნინოს უკავშირდება
სიწმინდეები, რომლებიც წმინდა ნინოს უკავშირდება

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი სიწ­მინ­დეა, რო­მელ­თა მო­ლოც­ვას მუდ­მი­ვად უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობს. მათ სა­ნა­ხა­ვად სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო­ე­ლი პი­ლიგ­რი­მე­ბიც ჩა­მო­დი­ან...

რო­გორც მორ­წმუ­ნე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, თი­თო­ე­უ­ლი სიწ­მინ­დე სას­წა­უ­ლებს აღას­რუ­ლებს, თუკი მლოც­ვე­ლი რწმე­ნით მი­ე­ახ­ლე­ბა...

ამ­ჯე­რად მხო­ლოდ იმ სიწ­მინ­დე­ებ­ზე გვინ­და სა­უ­ბა­რი, რომ­ლე­ბიც წმინ­და ნი­ნოს, ქარ­თველ­თა გან­მა­ნათ­ლე­ბელს უკავ­შირ­დე­ბა...

წმინ­და ნი­ნოს წყა­რო

ის ბოდ­ბის წმინ­და ნი­ნოს მო­ნას­ტრი­დან 3 კმ-ში მდე­ბა­რე­ობს. გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, წყა­რო წმი­და ნი­ნოს ლოც­ვით აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლა. ამი­ტო­მაც ეწო­დე­ბა წმინ­და ნი­ნოს წყა­რო. იქ­ვეა გან­სა­ბა­ნიც. იმ წყალ­ში გან­ბან­ვის შემ­დეგ უამ­რა­ვი სუ­ლი­ე­რად და ფი­ზი­კუ­რად დავ­რდო­მი­ლი ადა­მი­ა­ნი იკურ­ნე­ბა.

წყა­როს­თან აშე­ნე­ბუ­ლია წმი­და ნი­ნოს მშობ­ლე­ბის - წმი­და ზა­ბუ­ლო­ნი­სა და სო­სა­ნას სა­ხე­ლო­ბის მცი­რე ეკ­ლე­სია.

წმინ­და ნი­ნოს საფ­ლა­ვი

წმი­და ნინო ბოდ­ბე­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მეფე მი­რი­ან­მა სვე­ტი­ცხო­ველ­ში, მა­ცხოვ­რის კვარ­თთან ახ­ლოს მო­ი­სურ­ვა მისი გა­დას­ვე­ნე­ბა, მაგ­რამ უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა წმი­და­ნის მცი­რე სა­რე­ცე­ლი ად­გი­ლი­დან ვერ დაძ­რა და იქვე, ბოდ­ბე­ში, დაკ­რძა­ლეს. მეფე წმინ­და­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბას თა­ვის სა­მე­ფოს­თან ერ­თად გლო­ვობ­და... მეფე მი­რი­ან­მა, გარ­დაც­ვა­ლე­ბის წინ, ნანა დე­დო­ფალს ან­დერ­ძად და­უ­ტო­ვა: "თუ დაგ­ცალ­და, ჩემი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, სა­მე­ფო გან­ძი ორად გა­ყა­ვი და ერთი ნა­წი­ლი წმინ­და ნი­ნოს საფ­ლავს შეს­წი­რე, რათა უკუ­ნი­სამ­დე შე­უძ­ვრე­ლად ეგოს ეს ად­გი­ლი", მთა­ვა­რე­პის­კო­პოსს კი ევედ­რა, გა­ნე­დი­დე­ბი­ნა ბოდ­ბე, რად­გან იმ ად­გილს პა­ტი­ვის მი­გე­ბა სჭირ­დე­ბო­და.

XIX სა­უ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში ცნო­ბილ­მა ჰა­გი­ოგ­რაფ­მა და ხატმწერ­მა მი­ხე­ილ სა­ბი­ნინ­მა წმი­და ნი­ნოს საფ­ლა­ვის ძვე­ლი ქვა მარ­მა­რი­ლოს ლუს­კუ­მით შეც­ვა­ლა...

დღეს წმინ­და ნი­ნოს საფ­ლავ­თან რწმე­ნით მი­სუ­ლი უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იკ­რი­ბე­ბო­და.

წმინ­და ნი­ნოს ჯვა­რი

ღვთის­მშო­ბელ­მა რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მო­სას­ვლე­ლად, წმინ­და ნი­ნოს ვა­ზის ჯვა­რი გა­დას­ცა, რო­მელ­საც გან­საც­დე­ლი­სა­გან უნდა და­ეც­ვა უცხო ქვე­ყა­ნა­ში წმი­და მი­სი­ით მი­მა­ვა­ლი ქალ­წუ­ლი, მან მორ­ჩი­ლე­ბის ნიშ­ნად, მო­იკ­ვე­ცა თმა, შე­მო­ახ­ვია ვა­ზის რტო­ებს და რწმე­ნით აღ­სავ­სე, სა­ქარ­თვე­ლოს­კენ გა­მო­ე­მარ­თა. შემ­დგომ­ში ეს ჯვა­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბით მეფე მი­რი­ანს ერგო.

541 წლამ­დე იგი მცხე­თის სვე­ტი­ცხოვ­ლის ტა­ძარ­ში იყო დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი... ჯვა­რი მრა­ვალ­ჯერ ყო­ფი­ლა გა­ტა­ნი­ლი ქა­ლა­ქი­დან ქა­ლაქ­ში და ერთი ქვეყ­ნი­დან მე­ო­რე­ში. ამ გა­და­ტან-გად­მო­ტა­ნის დროს მისი გარ­დი-გარ­დმო ნა­წი­ლი გა­და­ტე­ხი­ლა გრძელ ნა­წილ­თან მი­მაგ­რე­ბულ ად­გი­ლას, რის გა­მოც, ჯვრის ფრთე­ბი დაშ­ვე­ბუ­ლია.

ისეც ყო­ფი­ლა, რომ ჯვა­რი სომ­ხე­თის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­სა და მო­ნას­ტერ­ში ინა­ხე­ბო­და და და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა ის მცხე­თას და­უბ­რუ­ნა...

წმი­და ნი­ნოს ჯვა­რი დღეს თბი­ლი­სის სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­შია დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი. ჯვარს XVIII სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სის ვერ­ცხლის პე­რან­გი აქვს და ვერ­ცხლი­სა­ვე კი­დო­ბან­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. კი­დო­ბან­ზე წმინ­და ნი­ნოს ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი სცე­ნე­ბია გა­მო­სა­ხუ­ლი.

ჯვა­რი პა­ტი­ო­სა­ნი

ის სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­შია დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი და ერთ-ერთი იმ ჯვარ­თა­გა­ნია, რო­მე­ლიც წმინ­და ნი­ნომ სას­წა­ულთმოქ­მე­დი ხის­გან გა­მო­აკ­ვე­თი­ნა და მტკვრი­სა და არაგ­ვის შე­სარ­თავ­თან (დღე­ვან­დე­ლი ჯვრის მო­ნას­ტე­რი) აღა­მარ­თვი­ნა.

ჯვარ­ში ჩაბ­რძა­ნე­ბუ­ლია ცხო­ველსმყო­ფე­ლი ჯვრი­სა და წმინ­და ნი­ნოს ვა­ზის ჯვრის წმინ­და ნა­წი­ლე­ბი.

მი­რი­ან მე­ფეს და ქარ­თვე­ლო­ბას ჯვრის­თვის შე­სა­წი­რი შე­უ­წი­რავს და მისი მსა­ხუ­რე­ბის დღეც და­უდ­გე­ნი­ათ. ის სას­წა­უ­ლებ­სა და კურ­ნე­ბებს აღას­რუ­ლებ­და. ამ ჯვრის წი­ნა­შე, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფი­ცის და­დე­ბის ტრა­დი­ცი­აც არ­სე­ბობ­და.

1725 წელს, მეფე თე­ი­მუ­რაზ II-მ პა­ტი­ო­სა­ნი ჯვა­რი ვერ­ცხლის პე­რან­გით შე­მო­სა. ლეკ­თა შე­მო­სე­ვი­სას გა­ძარ­ცვუ­ლი სიწ­მინ­დე, 1751 წელს, ხელ­მე­ო­რედ შე­ამ­კო ვერ­ცხლის პე­რან­გით და­ვით ავა­ლიშ­ვილ­მა.

1964 წელს ჯვა­რი ორ­ჯერ გა­უ­ძარ­ცვავთ.

2004 წლის 16 თე­ბერ­ვალს, სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­პატ­რი­არ­ქო ტაძ­რის წი­ნამ­ძღვრის მა­შინ­დელ­მა მო­ად­გი­ლემ, არ­ქი­მან­დრიტ­მა ილი­ამ (ნა­სი­ძე) ჯვრი­დან მი­რონ­დე­ნა და­ა­ფიქ­სი­რა.

ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით ჯვარს რეს­ტავ­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და რამ­დენ­ჯერ­მე გა­ძარ­ცვუ­ლი ჯვა­რი, 2004 წლის 24 ივ­ნისს, ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ქუ­ლი მი­ნან­ქრუ­ლი წე­სით შეს­რუ­ლე­ბულ ვერ­ცხლის მო­ოქ­რულ ლუს­კუ­მა­ში ჩა­აბ­რძა­ნეს. სა­უ­კუ­ნე­ებ­გა­მოვ­ლი­ლი ჯვა­რი-პა­ტი­ო­სა­ნი, რო­გორც ამ­ბო­ბენ, სას­წა­უ­ლებ­რი­ვად კურ­ნავს სა­სო­ე­ბი­თა და რწმე­ნით მი­ახ­ლო­ვე­ბულთ.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

სიწმინდეები, რომლებიც წმინდა ნინოს უკავშირდება

სიწმინდეები, რომლებიც წმინდა ნინოს უკავშირდება

საქართველოში ბევრი სიწმინდეა, რომელთა მოლოცვას მუდმივად უამრავი ადამიანი ცდილობს. მათ სანახავად საქართველოში უცხოელი პილიგრიმებიც ჩამოდიან...

როგორც მორწმუნეები ამბობენ, თითოეული სიწმინდე სასწაულებს აღასრულებს, თუკი მლოცველი რწმენით მიეახლება...

ამჯერად მხოლოდ იმ სიწმინდეებზე გვინდა საუბარი, რომლებიც წმინდა ნინოს, ქართველთა განმანათლებელს უკავშირდება...

წმინდა ნინოს წყარო

ის ბოდბის წმინდა ნინოს მონასტრიდან 3 კმ-ში მდებარეობს. გადმოცემის მიხედვით, წყარო წმიდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულა. ამიტომაც ეწოდება წმინდა ნინოს წყარო. იქვეა განსაბანიც. იმ წყალში განბანვის შემდეგ უამრავი სულიერად და ფიზიკურად დავრდომილი ადამიანი იკურნება.

წყაროსთან აშენებულია წმიდა ნინოს მშობლების - წმიდა ზაბულონისა და სოსანას სახელობის მცირე ეკლესია.

წმინდა ნინოს საფლავი

წმიდა ნინო ბოდბეში გარდაიცვალა. მეფე მირიანმა სვეტიცხოველში, მაცხოვრის კვართთან ახლოს მოისურვა მისი გადასვენება, მაგრამ უამრავმა ადამიანმა წმიდანის მცირე სარეცელი ადგილიდან ვერ დაძრა და იქვე, ბოდბეში, დაკრძალეს. მეფე წმინდანის გარდაცვალებას თავის სამეფოსთან ერთად გლოვობდა... მეფე მირიანმა, გარდაცვალების წინ, ნანა დედოფალს ანდერძად დაუტოვა: "თუ დაგცალდა, ჩემი სიკვდილის შემდეგ, სამეფო განძი ორად გაყავი და ერთი ნაწილი წმინდა ნინოს საფლავს შესწირე, რათა უკუნისამდე შეუძვრელად ეგოს ეს ადგილი", მთავარეპისკოპოსს კი ევედრა, განედიდებინა ბოდბე, რადგან იმ ადგილს პატივის მიგება სჭირდებოდა.

XIX საუკუნის 80-იან წლებში ცნობილმა ჰაგიოგრაფმა და ხატმწერმა მიხეილ საბინინმა წმიდა ნინოს საფლავის ძველი ქვა მარმარილოს ლუსკუმით შეცვალა...

დღეს წმინდა ნინოს საფლავთან რწმენით მისული უამრავი ადამიანი იკრიბებოდა.

წმინდა ნინოს ჯვარი

ღვთისმშობელმა როდესაც საქართველოში წამოსასვლელად, წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი გადასცა, რომელსაც განსაცდელისაგან უნდა დაეცვა უცხო ქვეყანაში წმიდა მისიით მიმავალი ქალწული, მან მორჩილების ნიშნად, მოიკვეცა თმა, შემოახვია ვაზის რტოებს და რწმენით აღსავსე, საქართველოსკენ გამოემართა. შემდგომში ეს ჯვარი მემკვიდრეობით მეფე მირიანს ერგო.

541 წლამდე იგი მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში იყო დაბრძანებული... ჯვარი მრავალჯერ ყოფილა გატანილი ქალაქიდან ქალაქში და ერთი ქვეყნიდან მეორეში. ამ გადატან-გადმოტანის დროს მისი გარდი-გარდმო ნაწილი გადატეხილა გრძელ ნაწილთან მიმაგრებულ ადგილას, რის გამოც, ჯვრის ფრთები დაშვებულია.

ისეც ყოფილა, რომ ჯვარი სომხეთის სხვადასხვა ქალაქსა და მონასტერში ინახებოდა და დავით აღმაშენებელმა ის მცხეთას დაუბრუნა...

წმიდა ნინოს ჯვარი დღეს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული. ჯვარს XVIII საუკუნის დასაწყისის ვერცხლის პერანგი აქვს და ვერცხლისავე კიდობანშია მოთავსებული. კიდობანზე წმინდა ნინოს ცხოვრების ამსახველი სცენებია გამოსახული.

ჯვარი პატიოსანი

ის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარშია დაბრძანებული და ერთ-ერთი იმ ჯვართაგანია, რომელიც წმინდა ნინომ სასწაულთმოქმედი ხისგან გამოაკვეთინა და მტკვრისა და არაგვის შესართავთან (დღევანდელი ჯვრის მონასტერი) აღამართვინა.

ჯვარში ჩაბრძანებულია ცხოველსმყოფელი ჯვრისა და წმინდა ნინოს ვაზის ჯვრის წმინდა ნაწილები.

მირიან მეფეს და ქართველობას ჯვრისთვის შესაწირი შეუწირავს და მისი მსახურების დღეც დაუდგენიათ. ის სასწაულებსა და კურნებებს აღასრულებდა. ამ ჯვრის წინაშე, საუკუნეების განმავლობაში, ფიცის დადების ტრადიციაც არსებობდა.

1725 წელს, მეფე თეიმურაზ II-მ პატიოსანი ჯვარი ვერცხლის პერანგით შემოსა. ლეკთა შემოსევისას გაძარცვული სიწმინდე, 1751 წელს, ხელმეორედ შეამკო ვერცხლის პერანგით დავით ავალიშვილმა.

1964 წელს ჯვარი ორჯერ გაუძარცვავთ.

2004 წლის 16 თებერვალს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მაშინდელმა მოადგილემ, არქიმანდრიტმა ილიამ (ნასიძე) ჯვრიდან მირონდენა დააფიქსირა.

ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჯვარს რესტავრაცია ჩაუტარდა და რამდენჯერმე გაძარცვული ჯვარი, 2004 წლის 24 ივნისს, ძველი ქართული ტრადიციქული მინანქრული წესით შესრულებულ ვერცხლის მოოქრულ ლუსკუმაში ჩააბრძანეს. საუკუნეებგამოვლილი ჯვარი-პატიოსანი, როგორც ამბობენ, სასწაულებრივად კურნავს სასოებითა და რწმენით მიახლოვებულთ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია