სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ ინტერესდებიან ინვესტორები საქართველოს მიტოვებული სამკურნალო კურორტებით
რატომ არ ინტერესდებიან ინვესტორები საქართველოს მიტოვებული სამკურნალო კურორტებით

სა­ქარ­თვე­ლო ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი, მთის და ზღვის კუ­რორ­ტე­ბით მდი­და­რი ქვე­ყა­ნაა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ნუს­ხით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი 103 კუ­რორ­ტი და 182 სა­კუ­რორ­ტო ად­გი­ლია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ გან­ვი­თა­რე­ბის დიდი პერ­სპექ­ტი­ვა აქვთ, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი უყუ­რა­დღე­ბოდ არის მი­ტო­ვე­ბუ­ლი და რო­გორც კუ­რორ­ტი ფაქ­ტობ­რი­ვად, აღარ არ­სე­ბობს. მი­ტო­ვე­ბუ­ლი კუ­რორ­ტე­ბის თე­მასთნ და­კავ­ში­რე­ბით ბპნ კუ­რორ­ტო­ლოგ­სა და ტუ­რიზ­მის ექ­სპერტს გიგი ყუ­ფა­რა­ძეს ესა­უბ­რა.

გიგი ყუ­ფა­რა­ძის შე­ფა­სე­ბით, ერთ-ერთი კუ­რორ­ტი, რო­მელ­საც უყუ­რა­დღე­ბო­ბა ეტყო­ბა აბას­თუ­მა­ნია.

"აბას­თუ­მა­ნი სამ­კურ­ნა­ლო წყლე­ბით არის ცნო­ბი­ლი. ადრე იყო სას­ტუმ­რო­ე­ბი "მეს­ხე­თი", "აღო­ბი­ლი", "არა­ზინ­დო", სა­დაც ტუ­ბერ­კუ­ლი­ო­ზით და­ა­ვა­დე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს მკურ­ნა­ლობ­დნენ. თითო სას­ტუმ­რო 200-300 კაც­ზე იყო გათ­ვლი­ლი, თუმ­ცა დღეს ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლია და ამის გამო დამ­სვე­ნებ­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დის", - ამ­ბობს გიგი ყუ­ფა­რა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, მი­ტო­ვე­ბულ კუ­რორ­ტად ით­ვლე­ბა თუ­შე­თის გზა­ზე თორღვას აბა­ნო, სა­დაც ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მოშ­ლი­ლი და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. ასე­ვე მი­ტო­ვე­ბუ­ლია ჩარ­გალ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე კუ­რორ­ტი ვა­ჟას წყა­რო. მუ­ან­ში, რო­მე­ლიც ლენ­ტე­ხის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს.

"მუ­ან­ში იმ­დე­ნად არის გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი, რომ კო­ტე­ჯებს ფან­ჯრე­ბიც კი აღარ აქვს. უწე­რა­ში ინფრას­ტრუქ­ტუ­რის პრობ­ლე­მას 2 წლის წინ წყალ­დი­დო­ბაც და­ე­მა­ტა და დღეს უწე­რა­ში სხვა პრობ­ლე­მებ­თან ერ­თად წყლის პრობ­ლე­მაც გაჩ­ნდა. ხა­რა­გა­უ­ლის რა­ი­ონ­ში მი­ტო­ვე­ბუ­ლია კუ­რორ­ტი ზვა­რე, სა­მეგ­რე­ლო­ში სქუ­რი, თე­ლა­ვის რა­ი­ონ­ში კი თორღვას აბა­ნო", - აღ­ნიშ­ნავს გიგი ყუ­ფა­რა­ძე. ტუ­რო­პე­რა­ტო­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კუ­რორტ მენ­ჯში ინფრას­ტრუქ­ტუ­რა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. უგ­ზო­ო­ბის პრობ­ლე­მაა კუ­რორტ შოვ­შიც.

" მენ­ჯში ყვე­ლა­ფე­რი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი და გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლია. წლე­ბის წინ ებ­რა­ე­ლებს ჰქონ­დათ რე­კონ­სტრუქ­ცი­ის გეგ­მა, მენ­ჯის შე­ძე­ნას აპი­რებ­დნენ, თუმ­ცა ვერ მო­ხერ­ხდა. მენ­ჯი რომ და­ი­შა­ლა, სა­ხელ­მწი­ფო სა­ნა­ტო­რი­უ­მი ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა გა­და­ი­ნა­წი­ლეს. ზოგ­მა სათ­ბუ­რი გა­ა­კე­თა ცხელ წყლებ­ზე და დღეს, რო­გორც კუ­რორ­ტი მენ­ჯი აღარ არ­სე­ბობს. შოვ­ში ვერ ვი­ტყვით, რომ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის პრობ­ლე­მაა, რად­გან გა­კეთ­და მშვე­ნი­ე­რი სას­ტუმ­რო "სან­სეტ შოვი", მაგ­რამ შო­ვის მთვა­რი პრობ­ლე­მა კვლავ უგ­ზო­ო­ბაა", - აცხა­დე­ბენ ტუ­რო­პე­რა­ტო­რე­ბი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

რატომ არ ინტერესდებიან ინვესტორები საქართველოს მიტოვებული სამკურნალო კურორტებით

რატომ არ ინტერესდებიან ინვესტორები საქართველოს მიტოვებული სამკურნალო კურორტებით

საქართველო ბალნეოლოგიური, მთის და ზღვის კურორტებით მდიდარი ქვეყანაა. საქართველოში ნუსხით დამტკიცებული 103 კურორტი და 182 საკურორტო ადგილია. მიუხედავად იმისა, რომ მათ განვითარების დიდი პერსპექტივა აქვთ, ზოგიერთი მათგანი უყურადღებოდ არის მიტოვებული და როგორც კურორტი ფაქტობრივად, აღარ არსებობს. მიტოვებული კურორტების თემასთნ დაკავშირებით ბპნ კურორტოლოგსა და ტურიზმის ექსპერტს გიგი ყუფარაძეს ესაუბრა.

გიგი ყუფარაძის შეფასებით, ერთ-ერთი კურორტი, რომელსაც უყურადღებობა ეტყობა აბასთუმანია.

"აბასთუმანი სამკურნალო წყლებით არის ცნობილი. ადრე იყო სასტუმროები "მესხეთი", "აღობილი", "არაზინდო", სადაც ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობდნენ. თითო სასტუმრო 200-300 კაცზე იყო გათვლილი, თუმცა დღეს ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია და ამის გამო დამსვენებლების ნაკლებობას განიცდის", - ამბობს გიგი ყუფარაძე.

მისივე თქმით, მიტოვებულ კურორტად ითვლება თუშეთის გზაზე თორღვას აბანო, სადაც ინფრასტრუქტურა მოშლილი და განადგურებულია. ასევე მიტოვებულია ჩარგალთან ახლოს მდებარე კურორტი ვაჟას წყარო. მუანში, რომელიც ლენტეხის რაიონში მდებარეობს.

"მუანში იმდენად არის განადგურებული, რომ კოტეჯებს ფანჯრებიც კი აღარ აქვს. უწერაში ინფრასტრუქტურის პრობლემას 2 წლის წინ წყალდიდობაც დაემატა და დღეს უწერაში სხვა პრობლემებთან ერთად წყლის პრობლემაც გაჩნდა. ხარაგაულის რაიონში მიტოვებულია კურორტი ზვარე, სამეგრელოში სქური, თელავის რაიონში კი თორღვას აბანო", - აღნიშნავს გიგი ყუფარაძე. ტუროპერატორების ინფორმაციით, კურორტ მენჯში ინფრასტრუქტურა განადგურებულია. უგზოობის პრობლემაა კურორტ შოვშიც.

" მენჯში ყველაფერი განადგურებული და გაპარტახებულია. წლების წინ ებრაელებს ჰქონდათ რეკონსტრუქციის გეგმა, მენჯის შეძენას აპირებდნენ, თუმცა ვერ მოხერხდა. მენჯი რომ დაიშალა, სახელმწიფო სანატორიუმი ადგილობრივებმა გადაინაწილეს. ზოგმა სათბური გააკეთა ცხელ წყლებზე და დღეს, როგორც კურორტი მენჯი აღარ არსებობს. შოვში ვერ ვიტყვით, რომ ინფრასტრუქტურის პრობლემაა, რადგან გაკეთდა მშვენიერი სასტუმრო "სანსეტ შოვი", მაგრამ შოვის მთვარი პრობლემა კვლავ უგზოობაა", - აცხადებენ ტუროპერატორები.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია