პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
ლარზე "შეტევა" განახლდა
ლარზე "შეტევა" განახლდა

ლა­რის კურ­სი კვლავ და­ცე­მის გზას და­ად­გა და საკ­მა­ოდ სწრა­ფა­დაც უფა­სურ­დე­ბა. მთავ­რო­ბა­ში მთა­ვარ მი­ზე­ზად ფსი­ქო­ლო­გი­ურ ფაქ­ტორს ასა­ხე­ლე­ბენ და ვა­ლუ­ტა­ზე ეკო­ნო­მი­კურ წნეხს გა­მო­რი­ცხა­ვენ. ფაქ­ტი კი ისაა, რომ ფი­ნან­სუ­რი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ა­გენ­ტოს მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში ლარი მყარ­დე­ბო­და, ხოლო სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ სა­ა­გენ­ტოს გა­ჩე­რე­ბის შემ­დგომ კვლავ გა­უ­ფა­სუ­რე­ბა და­ი­წყო.

რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, ბოლო დღე­ებ­ში ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა გა­მუდ­მე­ბით უფა­სურ­დე­ბა და ცოც­ვა-ცოც­ვით კვლავ კრი­ტი­კულ ნიშ­ნულს მი­უ­ახ­ლოვ­და. და­ახ­ლო­ე­ბით ამ მე­თო­დით ეცე­მო­და კურ­სი აგ­ვის­ტოს შუა რი­ცხვე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი და ის­ტო­რი­ულ მაქ­სი­მუმ­საც მი­უ­ახ­ლოვ­და. ამ დროს კი რე­გი­ონ­ში ყვე­ლა მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის ვა­ლუ­ტა დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში სტა­ბი­ლუ­რია ან მცი­რე­დით მყარ­დე­ბა. რა სჭირს ქარ­თულ ლარს, ამის ასხნა სპე­ცი­ა­ლის­ტებს ისევ უჭირთ. ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ იმ­პორ­ტი, ექ­სპორტთან შე­და­რე­ბით, 100 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით შემ­ცირ­და და ამ პრო­ცეს­მა უარ­ყო­ფი­თი დე­ფი­ცი­ტი და­ა­ბა­ლან­სა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­მი­ნის­ტრო­ში ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა­ში ეკო­ნო­მი­კურ ფაქ­ტო­რებს გა­მო­რი­ცხა­ვენ და ლა­რის დე­ვალ­ვა­ცი­ას მთლი­ა­ნად ფსი­ქო­ლო­გი­ურ წნეხს მი­ა­წე­რენ. თუმ­ცა, რო­გორ უნდა მო­იხ­სნას ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა, ამის ახ­სნა არ არ­სე­ბობს.

ეკო­ნო­მის­ტე­ბის აზ­რით კი, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ ფი­ნან­სუ­რი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ა­გენ­ტოს საქ­მი­ა­ნო­ბის გა­ჩე­რე­ბა შეც­დო­მა იყო. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი ქა­და­გი­ძის ქმე­დე­ბას პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევს და მის მი­მართ ნდო­ბა არ აქვს. შე­სა­ბა­მი­სად, ლა­რის კურ­სი­სა და ფი­ნან­სუ­რი ბაზ­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, რაც უფრო გამ­ჭირ­ვა­ლე იქ­ნე­ბო­და, ეს მო­სახ­ლე­ო­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ურ გან­წყო­ბა­ზე უფრო და­დე­ბით გავ­ლე­ნას მო­ახ­დენ­და. ფი­ნან­სუ­რი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ა­გენ­ტოს ამოქ­მე­დე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღის სა­ღა­მოს 9-ის ნა­ხე­ვარ­ზე კან­ცე­ლა­რი­ა­ში გი­ორ­გი ქა­და­გი­ძე და ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ი­ბა­რეს. გი­ორ­გი ქა­და­გი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ კურ­სზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ისიც იღებ­და და სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად მის ხელთ არ­სე­ბულ მო­ნე­ტა­რულ ბერ­კე­ტებს გა­მო­ი­ყე­ნებ­და. მე­ო­რე დღეს ეროვ­ნულ­მა ბან­კმა სა­ვა­ლუ­ტო აუქ­ცი­ონ­ზე 40 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­მო­ი­ტა­ნა, თუმ­ცა აღ­მოჩ­ნდა, რომ ბა­ზარს ამ რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხა არ სჭირ­დე­ბო­და და მხო­ლოდ 27 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე ვა­ლუ­ტა გა­ი­ყი­და. გამ­კაცრ­და მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ნაკ­ვე­თიც და ლარ­მა გამ­ყა­რე­ბა და­ი­წყო. სა­ვა­ლუ­ტო ბა­ზარ­ზე ლა­რის კურ­სი დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში 2,37-ლა­რი­ან ნიშ­ნულ­ზე ჩა­მო­ვი­და და "ბლუმ­ბერ­გის" პლატ­ფორ­მა­ზე გა­ცი­ლე­ბით ოპ­ტი­მის­ტუ­რი ტენ­დენ­ცია იკ­ვე­თე­ბო­და. ფი­ნან­სუ­რი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ა­გენ­ტოს საქ­მი­ა­ნო­ბის გა­ჩე­რე­ბის შემ­დეგ ლარი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღე ინარ­ჩუ­ნებ­და სტა­ბი­ლუ­რო­ბას და ისევ გა­უ­ფა­სუ­რე­ბის გზას და­ად­გა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

ლარზე "შეტევა" განახლდა

ლარზე "შეტევა" განახლდა

ლარის კურსი კვლავ დაცემის გზას დაადგა და საკმაოდ სწრაფადაც უფასურდება. მთავრობაში მთავარ მიზეზად ფსიქოლოგიურ ფაქტორს ასახელებენ და ვალუტაზე ეკონომიკურ წნეხს გამორიცხავენ. ფაქტი კი ისაა, რომ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობის პერიოდში ლარი მყარდებოდა, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სააგენტოს გაჩერების შემდგომ კვლავ გაუფასურება დაიწყო.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტა გამუდმებით უფასურდება და ცოცვა-ცოცვით კვლავ კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა. დაახლოებით ამ მეთოდით ეცემოდა კურსი აგვისტოს შუა რიცხვებიდან მოყოლებული და ისტორიულ მაქსიმუმსაც მიუახლოვდა. ამ დროს კი რეგიონში ყველა მეზობელი ქვეყნის ვალუტა დოლართან მიმართებაში სტაბილურია ან მცირედით მყარდება. რა სჭირს ქართულ ლარს, ამის ასხნა სპეციალისტებს ისევ უჭირთ. ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ იმპორტი, ექსპორტთან შედარებით, 100 მილიონი დოლარით შემცირდა და ამ პროცესმა უარყოფითი დეფიციტი დააბალანსა. შესაბამისად, სამინისტროში ვალუტის გაუფასურებაში ეკონომიკურ ფაქტორებს გამორიცხავენ და ლარის დევალვაციას მთლიანად ფსიქოლოგიურ წნეხს მიაწერენ. თუმცა, როგორ უნდა მოიხსნას ფსიქოლოგიური ზეწოლა, ამის ახსნა არ არსებობს.

ეკონომისტების აზრით კი, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობის გაჩერება შეცდომა იყო. საზოგადოების დიდი ნაწილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის ქმედებას პოლიტიზირებულად მიიჩნევს და მის მიმართ ნდობა არ აქვს. შესაბამისად, ლარის კურსისა და ფინანსური ბაზრების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, რაც უფრო გამჭირვალე იქნებოდა, ეს მოსახლეობის ფსიქოლოგიურ განწყობაზე უფრო დადებით გავლენას მოახდენდა. ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს ამოქმედების პირველივე დღის საღამოს 9-ის ნახევარზე კანცელარიაში გიორგი ქადაგიძე და ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები დაიბარეს. გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ კურსზე პასუხისმგებლობას ისიც იღებდა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად მის ხელთ არსებულ მონეტარულ ბერკეტებს გამოიყენებდა. მეორე დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გამოიტანა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბაზარს ამ რაოდენობის თანხა არ სჭირდებოდა და მხოლოდ 27 მილიონ დოლარამდე ვალუტა გაიყიდა. გამკაცრდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთიც და ლარმა გამყარება დაიწყო. სავალუტო ბაზარზე ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2,37-ლარიან ნიშნულზე ჩამოვიდა და "ბლუმბერგის" პლატფორმაზე გაცილებით ოპტიმისტური ტენდენცია იკვეთებოდა. ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობის გაჩერების შემდეგ ლარი მხოლოდ რამდენიმე დღე ინარჩუნებდა სტაბილურობას და ისევ გაუფასურების გზას დაადგა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია