პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუშინდელ ტელე-ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე აღსარებითი განცხადება გააკეთა" - ნიკა რურუა
"გუშინდელ ტელე-ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე აღსარებითი განცხადება გააკეთა" - ნიკა რურუა

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ნიკა რუ­რუა, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის "ქრო­ნი­კას­თვის" მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვი­უს ანა­ლიზს აკე­თებს:

"გუ­შინ­დე­ლი "იმე­დი­სათ­ვის" მი­ცე­მულ ტელე-ინ­ტერ­ვი­უ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე აღ­სა­რე­ბი­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა: კერ­ძოდ ის, რომ ის გან­სა­ზღვრავს მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­ზე, ვინ იქ­ნე­ბა "ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო გუნდში, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი ცალ­სა­ხად რჩე­ბა სრულ მე­პატ­რო­ნედ ამ კო­ა­ლი­ცი­ი­სა და დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბი­სა. მე­ო­რე - მან გა­ნა­ცხა­და, რომ "რუს­თა­ვი 2-ის" საქ­მე­ზე ქი­ბარ ხალ­ვაშს უჭერს მხარს, რად­გა­ნაც მისი ვერ­სია "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა" ღიად ხაზს უს­ვამ­და ხალ­ვა­ში­სად­მი სიმ­პა­ტი­ას და ეს გა­მო­რი­ცხავს ამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის ობი­ექ­ტუ­რო­ბას. მე­სა­მეც - ივა­ნიშ­ვი­ლი ჯერ ისევ თვლის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, რო­გორც ინ­სტი­ტუ­ტი, ფიქ­ცი­აა და რომ ის პი­რა­დად მას უნდა ემორ­ჩი­ლე­ბო­დეს.

უამ­რა­ვი დამ­ცი­ნა­ვი კო­მენ­ტა­რი წა­ვი­კი­თხე ამ ინ­ტერ­ვი­უ­ზე და მის სტუ­მარ­ზე, მაგ­რამ და­ცინ­ვა არ ანე­იტ­რა­ლებს იმ ფაქტს, რომ სა­ხე­ზეა კლა­სი­კუ­რი "State Capture", რა­საც პო­ლი­ტო­ლო­გი­ა­ში "სა­ხელ­მწი­ფოს და­პატ­რო­ნე­ბა-და­პა­ტიმ­რე­ბას" ნიშ­ნავს, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი უკვე ვე­ღარ ას­რუ­ლე­ბენ სა­კუ­თარ ფუნ­ქცი­ებს, და ისი­ნი არა ხალ­ხის, არა ერის ინ­სტე­რე­სებ­ზე, არა­მედ ცალ­კე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ინ­ტე­რე­სებ­ზე მუ­შა­ო­ბენ, რაც თა­ვის მხრივ, გუ­ლის­ხმობს უამ­რავ დამ­ღუპ­ველ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ერ­თო, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი, ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სი­სათ­ვის. ამ ანო­მა­ლი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას შე­უძ­ლია გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს სა­ხელ­მწი­ფოს, რო­გორც სუ­ვე­რე­ნუ­ლი ერ­თე­უ­ლის არ­სე­ბო­ბის იდე­ას და საფრ­თხე შე­უქ­მნას ზო­გად-ეროვ­ნულ, ფუნ­და­მენ­ტურ ინ­ტე­რე­სებს, რად­გან აქ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­თა მი­ღე­ბა ხდე­ბა სწრა­ფად, იმ­პულ­სუ­რად და რაც მთა­ვა­რია, ერთი ადა­მი­ა­ნი­სა და ჯგუ­ფის პი­რად ინ­ტე­რეს­თა სა­სარ­გებ­ლოდ.

ძა­ლა­უფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბით არაა შე­ბო­ჭი­ლი, და უპა­სუ­ხის­მგებ­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ტრა­გე­დი­ე­ბამ­დე მიმყვა­ნი ფე­ნო­მე­ნია. ამი­ტომ, თუ ივა­ნიშ­ვილს სურს რომ ზე­მოთ­ნაქთ­ვა­მი გა­ა­ბა­თი­ლოს, მან პი­რა­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა აი­ღოს რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბით, რომ მისი მმარ­თვე­ლო­ბა ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბით შე­ი­ბო­ჭოს. სხვაგ­ვა­რად, ის დარ­ჩე­ბა არა­ფორ­მა­ლურ მმარ­თვე­ლად, ვინც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კი იღებს, მაგ­რამ მათ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი სულ სხვე­ბი იქ­ნე­ბი­ან, რო­მელ­თა შეც­ვლაც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბით ვე­რა­ფერს შეც­ვლის, რად­გა­ნაც ნამ­დვი­ლი ავ­ტო­რი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი­სა შე­უც­ვლე­ლი დარ­ჩე­ბა.

ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დე­მოკ­რა­ტია ვერ მუ­შა­ობს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც თვი­თო­ნაც გრძნობს სა­კუ­თა­რი მმარ­თვე­ლო­ბის მო­დე­ლის ანო­მა­ლი­უ­რო­ბას, სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბე­ბის მო­სა­ლოდ­ნე­ლო­ბა­ზე ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი და­ე­წყო" - წერს რუ­რუა.

"გუშინდელ ტელე-ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე აღსარებითი განცხადება გააკეთა" - ნიკა რურუა

"გუშინდელ ტელე-ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე აღსარებითი განცხადება გააკეთა" - ნიკა რურუა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის "ქრონიკასთვის" მიცემული ინტერვიუს ანალიზს აკეთებს:

"გუშინდელი "იმედისათვის" მიცემულ ტელე-ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე აღსარებითი განცხადება გააკეთა: კერძოდ ის, რომ ის განსაზღვრავს მომავალ არჩევნებზე, ვინ იქნება "ოცნების" საარჩევნო გუნდში, რაც იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი ცალსახად რჩება სრულ მეპატრონედ ამ კოალიციისა და დღევანდელი მთავრობისა. მეორე - მან განაცხადა, რომ "რუსთავი 2-ის" საქმეზე ქიბარ ხალვაშს უჭერს მხარს, რადგანაც მისი ვერსია "სამართლიანობისა" ღიად ხაზს უსვამდა ხალვაშისადმი სიმპატიას და ეს გამორიცხავს ამ სასამართლო პროცესის ობიექტურობას. მესამეც - ივანიშვილი ჯერ ისევ თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ინსტიტუტი, ფიქციაა და რომ ის პირადად მას უნდა ემორჩილებოდეს.

უამრავი დამცინავი კომენტარი წავიკითხე ამ ინტერვიუზე და მის სტუმარზე, მაგრამ დაცინვა არ ანეიტრალებს იმ ფაქტს, რომ სახეზეა კლასიკური "State Capture", რასაც პოლიტოლოგიაში "სახელმწიფოს დაპატრონება-დაპატიმრებას" ნიშნავს, სადაც სახელმწიფო ინსტიტუციები უკვე ვეღარ ასრულებენ საკუთარ ფუნქციებს, და ისინი არა ხალხის, არა ერის ინსტერესებზე, არამედ ცალკეული ადამიანის ინტერესებზე მუშაობენ, რაც თავის მხრივ, გულისხმობს უამრავ დამღუპველ გადაწყვეტილებას საერთო, საზოგადოებრივი, ეროვნული ინტერესისათვის. ამ ანომალიურ მდგომარეობას შეუძლია გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს სახელმწიფოს, როგორც სუვერენული ერთეულის არსებობის იდეას და საფრთხე შეუქმნას ზოგად-ეროვნულ, ფუნდამენტურ ინტერესებს, რადგან აქ გადაწყვეტილებათა მიღება ხდება სწრაფად, იმპულსურად და რაც მთავარია, ერთი ადამიანისა და ჯგუფის პირად ინტერესთა სასარგებლოდ.

ძალაუფლება, რომელიც ანგარიშვალდებულებით არაა შებოჭილი, და უპასუხისმგებლოდ გამოიყენება ტრაგედიებამდე მიმყვანი ფენომენია. ამიტომ, თუ ივანიშვილს სურს რომ ზემოთნაქთვამი გააბათილოს, მან პირადი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს რაიმე კონკრეტული თანამდებობის დაკავებით, რომ მისი მმართველობა ანგარიშვალდებულებით შეიბოჭოს. სხვაგვარად, ის დარჩება არაფორმალურ მმართველად, ვინც გადაწყვეტილებას კი იღებს, მაგრამ მათზე პასუხისმგებელი სულ სხვები იქნებიან, რომელთა შეცვლაც დემოკრატიული არჩევნებით ვერაფერს შეცვლის, რადგანაც ნამდვილი ავტორი ამ გადაწყვეტილებებისა შეუცვლელი დარჩება.

ამ მდგომარეობაში დემოკრატია ვერ მუშაობს. აქედან გამომდინარე, დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც თვითონაც გრძნობს საკუთარი მმართველობის მოდელის ანომალიურობას, სახელმწიფო გადატრიალებების მოსალოდნელობაზე ჰალუცინაციები დაეწყო" - წერს რურუა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია