პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ჯდება საქართველოში ელიტარული რესტორნის გახსნა და რა ფული იშოვება სარესტორნო ბიზნესში
რა ჯდება საქართველოში ელიტარული რესტორნის გახსნა და რა ფული იშოვება სარესტორნო ბიზნესში

რო­გორც წესი, რეს­ტორ­ნე­ბი იყო­ფა სამ ტი­პად: VIP რეს­ტორ­ნე­ბი, უმაღ­ლე­სი კლა­სის და პირ­ვე­ლი კლა­სის. მაგ­რამ ამ­ჟა­მად უფრო ხში­რად იყე­ნე­ბენ ასეთ კლა­სი­ფი­კა­ცი­ას: ელი­ტა­რუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბი, სა­შუ­ა­ლო დო­ნის რეს­ტორ­ნე­ბი და ე.წ. "ფასტ-ფუ­დე­ბი".

ელი­ტა­რუ­ლი რეს­ტორ­ნის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია სა­ავ­ტო­რო დი­ზა­ი­ნი, მდიდ­რუ­ლი და დახ­ვე­წი­ლი ინ­ტე­რი­ე­რი, მომ­სა­ხუ­რე­ბის მა­ღა­ლი დონე, სა­ფირ­მო და ორი­გი­ნა­ლუ­რი კერ­ძე­ბის დიდი არ­ჩე­ვა­ნი და რა­სას­კვირ­ვე­ლია, მა­ღა­ლი ფა­სე­ბი, რაც ამ რეს­ტორ­ნებს ხელ­მი­საწ­ვდომს ხდის მხო­ლოდ იმ პირ­თათ­ვის, რომ­ლებ­საც გა­აჩ­ნი­ათ შე­სა­ბა­მი­სი ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

სა­შუ­ა­ლო დო­ნის რეს­ტორ­ნე­ბი კლი­ენ­ტებს ზო­მი­ერ ფა­სად საკ­მა­ოდ მდი­დარ მე­ნი­უ­სა და შე­სა­ფე­რის გა­რე­მოს სთა­ვა­ზო­ბენ, სწრა­ფი კვე­ბის რეს­ტორ­ნე­ბი კი კერ­ძე­ბის სტან­დარ­ტულ ჩა­მო­ნათ­ვალს, და­ბალ ფა­სებ­სა და უფრო ხში­რად, თვით­მომ­სა­ხუ­რე­ბას. ამ ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია ახალ­გაზ­რდებ­ში.

ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს გა­სუ­ლი წლის ოთხი კვარტლის მო­ნა­ცე­მე­ბით, სას­ტუმ­რო­ე­ბი­სა და რეს­ტორ­ნე­ბის სექ­ტო­რის ბრუნ­ვის მო­ცუ­ლო­ბამ 730.1 მი­ლი­ო­ნი ლარი შე­ად­გი­ნა, რაც ბიზ­ნე­სის სექ­ტო­რის 1,6%-ს შე­ად­გენს.

2014 წლის მე­ო­თხე კვარტლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ამ სფე­რო­ში და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 30285 იყო, ხოლო მათი სა­შუ­ა­ლო თვი­უ­რი შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა 604,3 ლარი, რაც წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლით მე­ტია.

რა სა­წყი­სი კა­პი­ტა­ლია სა­ჭი­რო სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნე­სის წა­მო­სა­წყე­ბად, რა პრობ­ლე­მე­ბი ახ­ლავს თან ამ ბიზ­ნესს, რაში იხარ­ჯე­ბა და რო­გორ უნდა იხარ­ჯე­ბო­დეს სწო­რად თან­ხე­ბი სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნე­სის მარ­თვი­სას და რო­მე­ლი ტი­პის რეს­ტო­რა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი, სფე­რო­ში არ­სე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე შეფ-მზა­რე­უ­ლი მა­ნუ­ე­ლი AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა.

- რეს­ტორ­ნის გახ­სნა და გა­მარ­თვა ძა­ლი­ან ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა, ამი­სათ­ვის საკ­მა­ოდ დიდი სას­ტარ­ტო კა­პი­ტა­ლია სა­ჭი­რო. პი­რო­ბი­თად რომ ვთქვათ, სა­უ­ბა­რია 200 000-დან ზე­მოთ, იმა­საც არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ თან­ხე­ბის მო­ცუ­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა აღ­წევ­დეს რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონს, გა­აჩ­ნია რეს­ტორ­ნის ზო­მას, კონ­ცეფ­ცი­ას და პრე­ტენ­ზი­ებს.

სამ­ზა­რე­უ­ლოს და­ნად­გა­რე­ბი, მი­თუ­მე­ტეს კარ­გი ხა­რის­ხის, ძა­ლი­ან ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლია, მისი ფასი 35-დან 40 ათას დო­ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს, ძი­რი­თა­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ეს არის ფუ­ფუ­ნე­ბის სა­გა­ნი. მი­თუ­მე­ტეს რომ, არა მხო­ლოდ და­ნად­გა­რებ­ზეა სა­უ­ბა­რი, უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ჭურ­ჭე­ლი, ავე­ჯი, სა­მა­ცივ­რე მე­ურ­ნე­ო­ბა, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, ხელ­სა­წყო­ე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი, რაც სჭირ­დე­ბა კარ­გი რეს­ტორ­ნის ნორ­მა­ლურ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას.

სამ­ზა­რე­უ­ლოს ავე­ჯი უნდა იყოს უჟან­გა­ვი ფო­ლა­დის, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჯდე­ბა ძა­ლი­ან ძვი­რი. რა თან­ხაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი? გა­აჩ­ნია ქა­ლაქს. იქ, სა­დაც ტუ­რი­უს­ტუ­ლი ბიზ­ნე­სი უფრო გავ­რცე­ლე­ბუ­ლია და იქ, სა­დაც ვი­ზი­ტო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მე­ტია (მა­გა­ლი­თად თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში) შე­სა­ბა­მი­სად, ფა­სე­ბიც და ტა­რი­ფე­ბიც გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია.

ამ­ჟა­მად ბევ­რი რეს­ტო­რა­ნი მუ­შა­ობს რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხზე პა­რა­ლე­ლუ­რად. ისი­ნი სამ­ზა­რე­უ­ლო­სა და სერ­ვი­სის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად სტუმ­რებს სთა­ვა­ზო­ბენ კარგ შოუ-პროგ­რა­მებს, რაც, ცხა­დია და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მომ­ღერ­ლე­ბი­სა და მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის მოწ­ვე­ვი­სათ­ვის სა­ჭი­რო ყო­ველ­თვი­ურ ხარ­ჯებ­თან, მაგ­რამ მე ვი­ტყო­დი, რომ ყვე­ლა­ზე ძვი­რი მა­ინც სამ­ზა­რე­უ­ლოს გა­მარ­თვა, სა­თა­ნა­დო მო­წყო­ბა და სა­ჭი­რო და­ნად­გა­რე­ბის შე­ძე­ნაა, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხშირ შემ­თხვე­ვა­ში გა­და­დის უკა­ნა პლან­ზე. მი­ნა­ხავს ისე­თი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბიც, როცა სამ­ზა­რე­უ­ლო­ზე ფიქ­რო­ბენ ბოლო მო­მენ­ტში და შემ­დეგ ის გა­მო­დის ძა­ლი­ან პა­ტა­რა ან საკ­მა­ოდ ცუ­დად და­გეგ­მი­ლი. სამ­ზა­რე­უ­ლოს და­გეგ­მა­რე­ბა მარ­ტი­ვი თემა არ არის, ეს მთე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბაა. მი­თუ­მე­ტეს, რომ ადრე თუ გვი­ან სა­ქარ­თვე­ლოს რეს­ტორ­ნებ­შიც შე­მო­ვა საკ­მა­ოდ მკაც­რი სა­ნი­ტა­რულ ნორ­მე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი რეს­ტო­რა­ნი იხ­სნე­ბა მხო­ლოდ დღე­ვან­დე­ლი დღის გათ­ვლით, რაც სწო­რია არაა, უმ­ჯო­ბე­სია დღეს და­ხარ­ჯო გარ­კვე­უ­ლი თან­ხა და ხვალ მშვი­დად და­ი­ძი­ნო, ვიდ­რე, დღეს გა­იხ­სნა და ხვალ და­ი­ხუ­რო, - ამ­ბობს მა­ნუ­ე­ლი.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­რეს­ტორ­ნო მოხ­მა­რე­ბის ბა­ზა­რი კარ­გად არ არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი.

- თუ არ ჩავ­თვლით ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ რეს­ტორ­ნებს, რომ­ლე­ბიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე, დუქ­ნი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბენ, მომ­სა­ხუ­რე­ბას ბევრ შემ­თხვე­ვა­ში ნაკ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა, პრობ­ლე­მე­ბი ამ ბიზ­ნეს­ში ძა­ლი­ან ბევ­რია.

ბოლო დროს მზა­რე­უ­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ გა­მოს­წორ­და, მა­გა­ლი­თად, თბი­ლის­ში ამ მხრივ სა­კი­თხი მეტ-ნაკ­ლე­ბად მოგ­ვა­რე­ბუ­ლია. მა­შინ როცა აჭა­რა­ში, მით უფრო სე­ზონ­ზე, ყო­ველ­თვის არის დე­ფი­ცი­ტი კარ­გი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მზა­რე­უ­ლე­ბი­სა, რად­გან იქ ეს ით­ვლე­ბა სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ოდ. სერ­ვი­სის პრობ­ლე­მა მთელ სა­ქარ­თვე­ლო­შია. ძა­ლი­ან და­ბა­ლია მომ­სა­ხუ­რე­ბის დონე, სა­ჭი­როა კად­რე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი მომ­ზა­დე­ბა. პრობ­ლე­მა არის პრო­დუქ­ტე­ბის ხა­რისხსა და რაც მთა­ვა­რია, მათ ფას­შიც. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, რეს­ტორ­ნე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლი არი­ან იმ­პორტზე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დო­ლა­რის კურ­სის ცვლი­ლე­ბის გამო, ფა­სებ­მა აი­წია, ამი­ტომ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბა იგი­ვე ევ­რო­პუ­ლი, ფრან­გუ­ლი თუ იტა­ლი­უ­რი რეს­ტორ­ნე­ბი­სა საკ­მა­ოდ და­ე­ცა, მათ ისღა დარ­ჩე­ნი­ათ, შე­ამ­ცი­რონ თა­ვი­ან­თი მო­გე­ბის მარ­ჟა ან აწი­ონ ფა­სე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა თქმა უნდა, უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს ამ რეს­ტორ­ნე­ბის შე­მო­სა­ვალ­ზე.

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ტრა­დი­ცუ­ლად ყვე­ლა­ზე კარ­გად ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო მუ­შა­ობს, კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი მა­ინც არის სა­შუ­ა­ლო სეგ­მენტზე, სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ფე­ნა­ზე გათ­ვლი­ლი რეს­ტორ­ნე­ბი. ჩვენ­თან ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა ისე, რომ ახ­ლად­გახ­სნი­ლი რეს­ტო­რა­ნი არის მო­და­ში და იმის­და მი­უ­ხე­და­ვად, რომ ხა­რისხსაც ინარ­ჩუ­ნე­ბენ, მომ­სა­ხუ­რე­ბის დო­ნე­საც, მოდა გა­და­დის. არის, რა თქმა უნდა, შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ვარ­დე­ბა ხა­რის­ხის დონე, ეს ხდე­ბა მა­შინ, როცა იც­ვლე­ბა მზა­რე­უ­ლი, გუნ­დი, რაც საგ­რძნობ­ლად ეტყო­ბა კერ­ძე­ბის ხა­რისხსა და გე­მოვ­ნურ თვი­სე­ბებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში არა მარ­ტო სა­რეს­ტორ­ნე, არა­მედ ნე­ბის­მი­ერ ბიზ­ნესს ახა­სი­ა­თებს გარ­კვე­უ­ლი ტალ­ღო­ვა­ნე­ბა. აგორ­დე­ბა ტალ­ღა და პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა ესა თუ ის საქ­მი­ა­ნო­ბა, ამი­ტო­მაც ბევ­რი იხ­სნე­ბა და ბევ­რიც იხუ­რე­ბა. რეს­ტორ­ნე­ბის ბიზ­ნესს პერ­სპექ­ტი­ვა აქვს, უნდა ით­ქვას ისიც, რომ მისი გან­ვი­თა­რე­ბა პირ­და­პირ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ტუ­რის­ტულ პო­ტენ­ცი­ალ­თან და ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვას­თან. შიდა ბა­ზა­რიც არის საკ­მა­ოდ დიდი, ეს ვი­ცით ყვე­ლამ, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს რეს­ტო­რან­ში სი­ა­რუ­ლის კულ­ტუ­რა, უკვე თით­ქმის აღა­რა­ვინ აღ­ნიშ­ნავს წვე­უ­ლე­ბებს სახ­ლში, ყვე­ლა მი­დის რეს­ტო­რან­ში. რეს­ტო­რა­ნი არ მი­ნა­ხავს, 10-15 მან­ქა­ნა არ იდ­გეს მის წინ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს ბიზ­ნე­სი ნამ­დვი­ლად მუ­შა­ობს და საკ­მა­ოდ ბევ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ყავს,"- აღ­ნიშ­ნა ცნო­ბილ­მა შეფ-მზა­რე­ულ­მა.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

AMBEBI.GE

რა ჯდება საქართველოში ელიტარული რესტორნის გახსნა და რა ფული იშოვება სარესტორნო ბიზნესში

რა ჯდება საქართველოში ელიტარული რესტორნის გახსნა და რა ფული იშოვება სარესტორნო ბიზნესში

როგორც წესი, რესტორნები იყოფა სამ ტიპად: VIP რესტორნები, უმაღლესი კლასის და პირველი კლასის. მაგრამ ამჟამად უფრო ხშირად იყენებენ ასეთ კლასიფიკაციას: ელიტარული რესტორნები, საშუალო დონის რესტორნები და ე.წ. "ფასტ-ფუდები".

ელიტარული რესტორნისთვის დამახასიათებელია საავტორო დიზაინი, მდიდრული და დახვეწილი ინტერიერი, მომსახურების მაღალი დონე, საფირმო და ორიგინალური კერძების დიდი არჩევანი და რასასკვირველია, მაღალი ფასები, რაც ამ რესტორნებს ხელმისაწვდომს ხდის მხოლოდ იმ პირთათვის, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობები.

საშუალო დონის რესტორნები კლიენტებს ზომიერ ფასად საკმაოდ მდიდარ მენიუსა და შესაფერის გარემოს სთავაზობენ, სწრაფი კვების რესტორნები კი კერძების სტანდარტულ ჩამონათვალს, დაბალ ფასებსა და უფრო ხშირად, თვითმომსახურებას. ამ ტიპის დაწესებულებები ძალიან პოპულარულია ახალგაზრდებში.

ეკონომიკის სამინისტროს გასული წლის ოთხი კვარტლის მონაცემებით, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორის ბრუნვის მოცულობამ 730.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ბიზნესის სექტორის 1,6%-ს შეადგენს.

2014 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, ამ სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა 30285 იყო, ხოლო მათი საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 604,3 ლარი, რაც წინა წელთან შედარებით, რამდენიმე ათეულით მეტია.

რა საწყისი კაპიტალია საჭირო საქართველოში სარესტორნო ბიზნესის წამოსაწყებად, რა პრობლემები ახლავს თან ამ ბიზნესს, რაში იხარჯება და როგორ უნდა იხარჯებოდეს სწორად თანხები სარესტორნო ბიზნესის მართვისას და რომელი ტიპის რესტორანია საქართველოში უფრო პოპულარული, სფეროში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე შეფ-მზარეული მანუელი AMBEBI.GE-ს ესაუბრა.

- რესტორნის გახსნა და გამართვა ძალიან ძვირი სიამოვნებაა, ამისათვის საკმაოდ დიდი სასტარტო კაპიტალია საჭირო. პირობითად რომ ვთქვათ, საუბარია 200 000-დან ზემოთ, იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ თანხების მოცულობა შეიძლება აღწევდეს რამდენიმე მილიონს, გააჩნია რესტორნის ზომას, კონცეფციას და პრეტენზიებს.

სამზარეულოს დანადგარები, მითუმეტეს კარგი ხარისხის, ძალიან ძვირადღირებულია, მისი ფასი 35-დან 40 ათას დოლარამდე მერყეობს, ძირითადი საშუალებები ეს არის ფუფუნების საგანი. მითუმეტეს რომ, არა მხოლოდ დანადგარებზეა საუბარი, უნდა გავითვალისწინოთ ჭურჭელი, ავეჯი, სამაცივრე მეურნეობა, აღჭურვილობა, ხელსაწყოები, ყველაფერი, რაც სჭირდება კარგი რესტორნის ნორმალურ ფუნქციონირებას.

სამზარეულოს ავეჯი უნდა იყოს უჟანგავი ფოლადის, ეს ყველაფერი ჯდება ძალიან ძვირი. რა თანხაა აუცილებელი? გააჩნია ქალაქს. იქ, სადაც ტურიუსტული ბიზნესი უფრო გავრცელებულია და იქ, სადაც ვიზიტორების რაოდენობა მეტია (მაგალითად თბილისსა და ბათუმში) შესაბამისად, ფასებიც და ტარიფებიც გაცილებით მაღალია.

ამჟამად ბევრი რესტორანი მუშაობს რამდენიმე საკითხზე პარალელურად. ისინი სამზარეულოსა და სერვისის განვითარებასთან ერთად სტუმრებს სთავაზობენ კარგ შოუ-პროგრამებს, რაც, ცხადია დაკავშირებულია მომღერლებისა და მოცეკვავეების მოწვევისათვის საჭირო ყოველთვიურ ხარჯებთან, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ყველაზე ძვირი მაინც სამზარეულოს გამართვა, სათანადო მოწყობა და საჭირო დანადგარების შეძენაა, რაც საქართველოში ხშირ შემთხვევაში გადადის უკანა პლანზე. მინახავს ისეთი სიტუაციებიც, როცა სამზარეულოზე ფიქრობენ ბოლო მომენტში და შემდეგ ის გამოდის ძალიან პატარა ან საკმაოდ ცუდად დაგეგმილი. სამზარეულოს დაგეგმარება მარტივი თემა არ არის, ეს მთელი მეცნიერებაა. მითუმეტეს, რომ ადრე თუ გვიან საქართველოს რესტორნებშიც შემოვა საკმაოდ მკაცრი სანიტარულ ნორმები. სამწუხაროდ, ბევრი რესტორანი იხსნება მხოლოდ დღევანდელი დღის გათვლით, რაც სწორია არაა, უმჯობესია დღეს დახარჯო გარკვეული თანხა და ხვალ მშვიდად დაიძინო, ვიდრე, დღეს გაიხსნა და ხვალ დაიხურო, - ამბობს მანუელი.

მისივე თქმით, საქართველოში სარესტორნო მოხმარების ბაზარი კარგად არ არის ჩამოყალიბებული.

- თუ არ ჩავთვლით ქართულ ტრადიციულ რესტორნებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე, დუქნიდან მოყოლებული მუშაობენ, მომსახურებას ბევრ შემთხვევაში ნაკლები ყურადღება ექცევა, პრობლემები ამ ბიზნესში ძალიან ბევრია.

ბოლო დროს მზარეულებთან მიმართებაში მდგომარეობა საკმაოდ გამოსწორდა, მაგალითად, თბილისში ამ მხრივ საკითხი მეტ-ნაკლებად მოგვარებულია. მაშინ როცა აჭარაში, მით უფრო სეზონზე, ყოველთვის არის დეფიციტი კარგი და კვალიფიციური მზარეულებისა, რადგან იქ ეს ითვლება სეზონურ სამუშაოდ. სერვისის პრობლემა მთელ საქართველოშია. ძალიან დაბალია მომსახურების დონე, საჭიროა კადრების სერიოზული მომზადება. პრობლემა არის პროდუქტების ხარისხსა და რაც მთავარია, მათ ფასშიც. ხშირ შემთხვევაში, რესტორნები დამოკიდებული არიან იმპორტზე. მოგეხსენებათ, დოლარის კურსის ცვლილების გამო, ფასებმა აიწია, ამიტომ კონკურენტუნარიანობა იგივე ევროპული, ფრანგული თუ იტალიური რესტორნებისა საკმაოდ დაეცა, მათ ისღა დარჩენიათ, შეამცირონ თავიანთი მოგების მარჟა ან აწიონ ფასები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უარყოფითად მოქმედებს ამ რესტორნების შემოსავალზე.

ჩვენს ქვეყანაში, ტრადიცულად ყველაზე კარგად ქართული სამზარეულო მუშაობს, კონკურენტუნარიანი მაინც არის საშუალო სეგმენტზე, საშუალო შემოსავლის მქონე ფენაზე გათვლილი რესტორნები. ჩვენთან ხშირ შემთხვევაში ხდება ისე, რომ ახლადგახსნილი რესტორანი არის მოდაში და იმისდა მიუხედავად, რომ ხარისხსაც ინარჩუნებენ, მომსახურების დონესაც, მოდა გადადის. არის, რა თქმა უნდა, შემთხვევები, როცა ვარდება ხარისხის დონე, ეს ხდება მაშინ, როცა იცვლება მზარეული, გუნდი, რაც საგრძნობლად ეტყობა კერძების ხარისხსა და გემოვნურ თვისებებს. აქედან გამომდინარე, ჩემი დაკვირვებით, საქართველოში არა მარტო სარესტორნე, არამედ ნებისმიერ ბიზნესს ახასიათებს გარკვეული ტალღოვანება. აგორდება ტალღა და პოპულარული ხდება ესა თუ ის საქმიანობა, ამიტომაც ბევრი იხსნება და ბევრიც იხურება. რესტორნების ბიზნესს პერსპექტივა აქვს, უნდა ითქვას ისიც, რომ მისი განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული ტურისტულ პოტენციალთან და ტურიზმის განვითარების პერსპექტივასთან. შიდა ბაზარიც არის საკმაოდ დიდი, ეს ვიცით ყველამ, რადგან საქართველოში ნამდვილად არსებობს რესტორანში სიარულის კულტურა, უკვე თითქმის აღარავინ აღნიშნავს წვეულებებს სახლში, ყველა მიდის რესტორანში. რესტორანი არ მინახავს, 10-15 მანქანა არ იდგეს მის წინ, საქართველოში ეს ბიზნესი ნამდვილად მუშაობს და საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ყავს,"- აღნიშნა ცნობილმა შეფ-მზარეულმა.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია