პოლიტიკა
საზოგადოება

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემმა ცხვირმა გაიმარჯვა" - ბოლოკა "ღიმილის ბიჭებიდან"
"ჩემმა ცხვირმა გაიმარჯვა" - ბოლოკა "ღიმილის ბიჭებიდან"

"ღი­მი­ლის ბი­ჭე­ბი" ეკ­რა­ნებ­ზე 1969 წელს გა­მო­ვი­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ­დე­ნი წელი გა­ვი­და, "ღი­მი­ლის ბი­ჭე­ბის" თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს ყვე­ლა თა­ო­ბა­ში ნა­ხავთ. ფილმში ბო­ლო­კას გოჩა ლო­მია ასა­ხი­ე­რებს. დღეს იგი სე­ნაკ­ში ცხოვ­რობს და "ღი­მი­ლის ბი­ჭე­ბის" ის­ტო­რი­ებს სევ­და­ნა­რე­ვი ღი­მი­ლით იხ­სე­ნებს.

გოჩა ლო­მია: - რეზო ჩხე­ი­ძე­ მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეძებ­და ღი­მი­ლის ბი­ჭებს. მოხ­ვდა სე­ნაკ­შიც. უკი­თხავს, ასე­თი და ასე­თი ბიჭი თუ გყავ­თო? კი, ოღონდ ახლა კა­ლათ­ბურთს თა­მა­შობს "გა­რა­დოკ­შიო", უპა­სუ­ხი­ათ. რუ­სებს სამ­ხედ­რო ბაზა ჰქონ­და­თ და იმ და­სახ­ლე­ბას "გა­რა­დოკს" ვე­ძახ­დით.

მი­დის გა­ქა­ნე­ბუ­ლი შერ­კი­ნე­ბა. არ მახ­სოვს, რა­ტომ, მაგ­რამ თა­მა­ში­დან გა­მაგ­დეს. ავ­ტე­ხე ჭყი­პი­ნი. ჩემს ჭყი­პინ­ზე მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც რე­ჟი­სო­რის ასის­ტენ­ტი აღ­მოჩ­ნდა, სი­ცი­ლი აუ­ტყდა. ეს რომ შე­ვამ­ჩნიე, მა­საც ერთი-ორი "ტკბი­ლი" სი­ტყვა ვუ­თხა­რი. მომ­კი­დეს ხელი და წა­მიყ­ვა­ნეს სკო­ლა­ში. შე­მიყ­ვა­ნეს ოთახ­ში, სა­დაც ბა­ტო­ნი რეზო (მა­შინ არ ვიც­ნობ­დი), მისი კო­ლე­გე­ბი, სკო­ლის დი­რექ­ტო­რი და სას­წავ­ლო ნა­წი­ლის გამ­გე სხე­დან. აბა, ლექსს თუ იტყვიო. ლექსს არა, თუ გინ­დათ, ანეკ­დოტს მო­გიყ­ვე­ბით-მეთ­ქი. კარ­გიო. მეც და­ვი­წყე და აღარ გავ­ჩერ­დი. მე აქეთ ვყვე­ბი, იქით ისი­ნი იხო­ცე­ბი­ან სი­ცი­ლით. შემ­დეგ მკი­თხეს, შე­გიძ­ლია ვინ­მეს გას­ცი­ნოო? რო­გორ არა, თუ სკო­ლი­დან არ გა­მაგ­დებს-მეთ­ქი, სას­წავ­ლო ნა­წილ­ზე მივ­ანიშ­ნე. არა­ფე­რი მაქვს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოო, თვი­თონ მი­პა­სუ­ხა. მოკ­ლედ, გავ­ცი­ნე და ამის შემ­დეგ 15 დღე­ში თბი­ლის­ში­ სა­სინჯ გა­და­ღე­ბებ­ზე მი­მიწ­ვი­ეს... მეშ­ვი­დე ცაზე ვი­ყა­ვი სი­ხა­რუ­ლით. დე­და­ჩემ­მა არ და­ი­ჯე­რა, ვის რად უნ­დი­ხარ, ლექ­სი შენ არ იცი, სიმ­ღერა და ცეკ­ვაო. მე, თაზო თო­ლო­რა­ია, კახა ქო­რი­ძე, ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ო­ნი და თე­მურ ბაბ­ლუ­ა­ნი­ თა­ვი­დან­ვე მთა­ვარ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მო­ვია­ზრე­ბო­დით, და­ნარ­ჩე­ნებს ისევ ეძებ­დნენ.

- რო­გორც ვიცი, თა­ვი­დან ბო­ლო­კას შემ­სრუ­ლებ­ლად თაზო თო­ლო­რა­ია მო­ი­აზ­რე­ბო­და.

- ასეც იყო, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ჩემ­მა­ ცხვირ­მა ითა­მა­შა გა­დამ­წყვე­ტი როლი. ცხო­ნე­ბუ­ლი თა­ზოს ცხვირ­სა და ჩემს ცხვირს შო­რის ის გან­სხვა­ვე­ბა იყო, რომ ჩემი ცხვი­რი აშ­კა­რად მო­გა­გო­ნებ­დათ ბო­ლოკს, თა­ზო­სი - არა. ასე გავ­ხდი ბო­ლო­კა.

ბი­ჭებს შო­რის მე ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი ვი­ყა­ვი, მე-9 კლას­ში ვსწავ­ლობ­დი, და­ნარ­ჩე­ნე­ბი სტუ­დენ­ტე­ბი იყ­ვნენ. ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე მათ­გან. მა­ინც პრო­ვინ­ცი­ი­დან ვი­ყა­ვი, ისი­ნი კი ძი­რძვე­ლი თბი­ლი­სე­ლე­ბი იყ­ვნენ... არას­რულ­წლო­ვა­ნი ვი­ყა­ვი, არა­და, გა­და­ღე­ბე­ბი ხან კი­ევ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ხან კრას­ნო­დარ­ში და ხა­ნაც სად, ამი­ტომ ბებო გა­მო­მა­ყო­ლეს. ცხო­ნე­ბუ­ლი ბე­ბი­ა­ჩე­მი პე­და­გო­გი გახ­ლდათ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა რე­აქ­ცია ექნ­ებო­და, ჩვენ რომ გა­და­ღე­ბე­ბის მერე ვი­წყებ­დით სას­ტუმ­რო­ში ბო­რი­ალს. რო­გორც კრუ­ხი დას­დევს ხოლ­მე წი­წი­ლებს, ისე დაგ­ვდევ­და. რა ვქნათ, რა ვუ­ყოთ?! ბო­ლოს მო­ვი­ფიქ­რეთ... ბებო ცო­ცხა­ლი თა­ვით ლიფ­ტში არ ჯდე­ბო­და. შვე­ი­ცარს მი­ვე­ცით 3 მა­ნე­თი და ვუ­თხა­რით: ამ ქალს თუ და­ი­ნა­ხავ, კი­ბე­ზე ფე­ხით ჩა­მო­დის, მკაც­რად მი­უ­თი­თეთ,­ რომ კი­ბე­ზე ჩა­მოს­ვლა აკ­რძა­ლუ­ლია, ლიფ­ტით უნდა იმოძ­რა­ო­თო! ამის შემ­დეგ თა­ვი­სუფ­ლად დავ­დი­ო­დით...

ერთ დღე­საც ბე­ბომ გა­მოგ­ვი­ცხა­და, გა­და­ღე­ბებ­ზე უნდა წა­მო­ვი­დეო. წა­ვიყ­ვა­ნეთ. ამ დროს მიმ­დი­ნა­რე­ობს კრას­ნო­დარ­თან ახ­ლოს ბრძო­ლის სცე­ნე­ბის გა­და­ღე­ბა, ის­მის­ ბათ­ქა­ბუთ­ქი და ტან­კე­ბი დარ­ბი­ან წინ და უკან.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

"ჩემმა ცხვირმა გაიმარჯვა" - ბოლოკა "ღიმილის ბიჭებიდან"

"ჩემმა ცხვირმა გაიმარჯვა" - ბოლოკა "ღიმილის ბიჭებიდან"

"ღიმილის ბიჭები" ეკრანებზე 1969 წელს გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა, "ღიმილის ბიჭების" თაყვანისმცემლებს ყველა თაობაში ნახავთ. ფილმში ბოლოკას გოჩა ლომია ასახიერებს. დღეს იგი სენაკში ცხოვრობს და "ღიმილის ბიჭების" ისტორიებს სევდანარევი ღიმილით იხსენებს.

გოჩა ლომია: - რეზო ჩხეიძე­ მთელ საქართველოში ეძებდა ღიმილის ბიჭებს. მოხვდა სენაკშიც. უკითხავს, ასეთი და ასეთი ბიჭი თუ გყავთო? კი, ოღონდ ახლა კალათბურთს თამაშობს "გარადოკშიო", უპასუხიათ. რუსებს სამხედრო ბაზა ჰქონდა­თ და იმ დასახლებას "გარადოკს" ვეძახდით.

მიდის გაქანებული შერკინება. არ მახსოვს, რატომ, მაგრამ თამაშიდან გამაგდეს. ავტეხე ჭყიპინი. ჩემს ჭყიპინზე მამაკაცს, რომელიც რეჟისორის ასისტენტი აღმოჩნდა, სიცილი აუტყდა. ეს რომ შევამჩნიე, მასაც ერთი-ორი "ტკბილი" სიტყვა ვუთხარი. მომკიდეს ხელი და წამიყვანეს სკოლაში. შემიყ­ვანეს ოთახში, სადაც ბატონი რეზო (მაშინ არ ვიცნობდი), მისი კოლეგები, სკოლის დირექტორი და სასწავლო ნაწილის გამგე სხედან. აბა, ლექსს თუ იტყვიო. ლექსს არა, თუ გინდათ, ანეკდოტს მოგიყვებით-მეთქი. კარგიო. მეც დავიწყე და აღარ გავჩერდი. მე აქეთ ვყვები, იქით ისინი იხოცებიან სიცილით. შემდეგ მკითხეს, შეგიძლია ვინმეს გასცინოო? როგორ არა, თუ სკოლიდან არ გამაგდებს-მეთქი, სასწავლო ნაწილზე მივ­ანიშნე. არაფერი მაქვს საწინააღმდეგოო, თვითონ მიპასუხა. მოკლედ, გავცინე და ამის შემდეგ 15 დღეში თბილისში­ სასინჯ გადაღებებზე მიმიწვიეს... მეშვიდე ცაზე ვიყავი სიხარულით. დედაჩემმა არ დაიჯერა, ვის რად უნდიხარ, ლექსი შენ არ იცი, სიმ­ღერა და ცეკვაო. მე, თაზო თოლორაია, კახა ქორიძე, ნუგზარ ბაგრატიონი და თემურ ბაბლუანი­ თავიდანვე მთავარ შემადგენლობაში მოვია­ზრებოდით, დანარჩენებს ისევ ეძებდნენ.

- როგორც ვიცი, თავიდან ბოლოკას შემსრულებლად თაზო თოლორაია მოიაზრებოდა.

- ასეც იყო, მაგრამ საბოლოოდ ჩემმა­ ცხვირმა ითამაშა გადამწყვეტი როლი. ცხონებული თაზოს ცხვირსა და ჩემს ცხვირს შორის ის განსხვავება იყო, რომ ჩემი ცხვირი აშკარად მოგაგონებდათ ბოლოკს, თაზოსი - არა. ასე გავხდი ბოლოკა.

ბიჭებს შორის მე ყველაზე უმცროსი ვიყავი, მე-9 კლასში ვსწავლობდი, დანარჩენები სტუდენტები იყვნენ. ბევრი რამ ვისწავლე მათგან. მაინც პროვინციიდან ვიყავი, ისინი კი ძირძველი თბილისელები იყვნენ... არასრულწლოვანი ვიყავი, არადა, გადაღებები ხან კიევში მიმდინარეობდა, ხან კრასნოდარში და ხანაც სად, ამიტომ ბებო გამომაყოლეს. ცხონებული ბებიაჩემი პედაგოგი გახლდათ. წარმოიდგინეთ, რა რეაქცია ექნ­ებოდა, ჩვენ რომ გადაღებების მერე ვიწყებდით სასტუმროში ბორიალს. როგორც კრუხი დასდევს ხოლმე წიწილებს, ისე დაგვდევდა. რა ვქნათ, რა ვუყოთ?! ბოლოს მოვიფიქრეთ... ბებო ცოცხალი თავით ლიფტში არ ჯდებოდა. შვეიცარს მივეცით 3 მანეთი და ვუთხარით: ამ ქალს თუ დაინახავ, კიბეზე ფეხით ჩამოდის, მკაცრად მიუთითეთ,­ რომ კიბეზე ჩამოსვლა აკრძალულია, ლიფტით უნდა იმოძრაოთო! ამის შემდეგ თავისუფლად დავდიოდით...

ერთ დღესაც ბებომ გამოგვიცხადა, გადაღებებზე უნდა წამოვიდეო. წავიყვანეთ. ამ დროს მიმდინარეობს კრასნოდართან ახლოს ბრძოლის სცენების გადაღება, ისმის­ ბათქაბუთქი და ტანკები დარბიან წინ და უკან.

იხილეთ გაგრძელება

გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც 100%-იანი დაფინანსება მიიღეს - "სკოლაში მიღებული ცოდნა საკმარისი არ იქნებოდა  გამოცდებზე წარმატებისთვის"

1-4 სექტემბერს საქართველოში 38 გრადუსამდე დაცხება - სინოპტიკოსები ტყის ხანძრების საფრთხეზე გვაფრთხილებენ

კორონავირუსი "ქართული ოცნების" სათაო ოფისში დასაქმებულ პირთან კონტაქტში მყოფ 5 პირს დაუდასტურდა - ამირან გამყრელიძე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"