პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მინდოდა სერიალის დატოვება"
"არ მინდოდა სერიალის დატოვება"

ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს­თან რა­ტომ უნდა მქონ­დეს ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბა? როცა კა­ტოს როლი შე­მომ­თა­ვა­ზეს, ჯერ ნი­ნოს და­ვუ­რე­კე. მან მე­გობ­რუ­ლად მირ­ჩია, ძა­ლი­ან კარ­გი სე­რი­ა­ლია და უარი არ თქვაო. სე­რი­ალ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მქო­ნია... ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძის დაბ­რუ­ნე­ბა, ვფიქ­რობ, სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. ნინო ძა­ლი­ან უხ­დე­ბა ამ როლს და კარ­გა­დაც თა­მა­შობს...

16 ოქ­ტომ­ბრი­დან "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ახა­ლი, მერ­ვე სე­ზო­ნი და­ი­წყე­ბა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კა­ტოს როლ­ზე სე­რი­ალ­ში მსა­ხი­ო­ბი ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე დაბ­რუნ­და. ნი­ნომ სე­რი­ა­ლი 3 წლის წინ და­ტო­ვა და მის როლ­ზე ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი აიყ­ვა­ნეს. ლელა წელს "იმედ­ზე" დღის შოუს თა­ნა­წამ­ყვა­ნი გახ­და. სე­რი­ა­ლის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი­ "კვი­რის პა­ლიტ­რას" ესა­უბ­რა.

- ლელა, თქვე­ნი სურ­ვი­ლით და­ტო­ვეთ სე­რი­ა­ლი?

- დე­ტა­ლებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ, იმი­ტომ, რომ მე და "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვის" წევ­რე­ბი მე­გობ­რე­ბი ვართ. არ მინ­დო­და სე­რი­ა­ლის და­ტო­ვე­ბა, მაგ­რამ მო­მი­წია ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ. თუმ­ცა, სე­რი­ა­ლის შემ­ქმნე­ლებ­თან უთან­ხმო­ე­ბა არ მქო­ნია. როცა "იმედ­მა" თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა, ეს ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძეს ვუ­თხა­რი. და­ი­წე­რა, ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი "რუს­თა­ვი 2"-დან "იმედ­ზე" გა­და­ბარ­გდაო, რაც არას­წო­რია. ერთ წელ­ზე მე­ტია, რაც "რუს­თა­ვი 2"-ის თა­ნამ­შრო­მე­ლი აღარ ვარ. მე "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვის" თა­ნამ­შრო­მე­ლი ვი­ყა­ვი, რო­მე­ლიც ქმნის სე­რი­ალს "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი".

- კა­ტოს როლ­ზე ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძის დაბ­რუ­ნე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო თქვენ­თვის?

- ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძის დაბ­რუ­ნე­ბა, ვფიქ­რობ, სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. ნინო ძა­ლი­ან უხ­დე­ბა ამ როლს და კარ­გა­დაც თა­მა­შობს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

"არ მინდოდა სერიალის დატოვება"

"არ მინდოდა სერიალის დატოვება"

ნინო გაჩეჩილაძესთან რატომ უნდა მქონდეს ცუდი ურთიერთობა? როცა კატოს როლი შემომთავაზეს, ჯერ ნინოს დავურეკე. მან მეგობრულად მირჩია, ძალიან კარგი სერიალია და უარი არ თქვაო. სერიალში დაბრუნების შემდეგ მასთან ურთიერთობა არ მქონია... ნინო გაჩეჩილაძის დაბრუნება, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იყო. ნინო ძალიან უხდება ამ როლს და კარგადაც თამაშობს...

16 ოქტომბრიდან "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი, მერვე სეზონი დაიწყება. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კატოს როლზე სერიალში მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე დაბრუნდა. ნინომ სერიალი 3 წლის წინ დატოვა და მის როლზე ლელა მებურიშვილი აიყვანეს. ლელა წელს "იმედზე" დღის შოუს თანაწამყვანი გახდა. სერიალის დატოვების შესახებ ლელა მებურიშვილი­ "კვირის პალიტრას" ესაუბრა.

- ლელა, თქვენი სურვილით დატოვეთ სერიალი?

- დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ, რომ მე და "ფორმულა კრეატივის" წევრები მეგობრები ვართ. არ მინდოდა სერიალის დატოვება, მაგრამ მომიწია ამ გადაწყვეტილების მიღებამ. თუმცა, სერიალის შემქმნელებთან უთანხმოება არ მქონია. როცა "იმედმა" თანამშრომლობა შემომთავაზა, ეს ირაკლი საღინაძეს ვუთხარი. დაიწერა, ლელა მებურიშვილი "რუსთავი 2"-დან "იმედზე" გადაბარგდაო, რაც არასწორია. ერთ წელზე მეტია, რაც "რუსთავი 2"-ის თანამშრომელი აღარ ვარ. მე "ფორმულა კრეატივის" თანამშრომელი ვიყავი, რომელიც ქმნის სერიალს "ჩემი ცოლის დაქალები".

- კატოს როლზე ნინო გაჩეჩილაძის დაბრუნება მოულოდნელი იყო თქვენთვის?

- ნინო გაჩეჩილაძის დაბრუნება, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იყო. ნინო ძალიან უხდება ამ როლს და კარგადაც თამაშობს.

იხილეთ გაგრძელება

ლეგანდარული მსახიობი ანდრეი მიაგკოვი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბრიტნი სპირსი: ვარსკვლავი, რომელსაც ცხოვრება წაართვეს - მამის მსხვერპლი გოგონა და დაგვიანებული ბოდიში ჯასტინ ტიმბერლეიკისგან

"მესამე შვილის გაჩენაზე ვფიქრობ, თუმცა ჯერ ადრეა... საერთოდ, 3-4 შვილი უნდა გყავდეს ადამიანს" - ლელა მებურიშვილის გულახდილი ინტერვიუ ოჯახზე