საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო ბიზნესის ყველაზე წარმატებული ქალები
მსოფლიო ბიზნესის ყველაზე წარმატებული ქალები

გსურთ გახ­დეთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქალი? ოდეს­მე გი­ოც­ნე­ბი­ათ, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი წარ­მა­ტე­ბის­თვის მი­გეღ­წი­ათ და და­გემ­ტკი­ცე­ბი­ნათ მათ­თვის, ვინც ფიქ­რობს, რომ ბიზ­ნე­სის მარ­თვა მხო­ლოდ მა­მა­კა­ცებს შე­უძ­ლი­ათ, რომ ისი­ნი ცდე­ბი­ან? მა­შინ გთა­ვა­ზობთ გა­ეც­ნოთ მსოფ­ლიო ბიზ­ნე­სის უძ­ლი­ე­რე­სი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის ტოპ-ათე­ულს:[იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა]

პირ­ვე­ლი ად­გი­ლი - ინ­დრა ნუი 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ჩა­მო­ნათ­ვა­ლის მო­წი­ნა­ვე რი­გებ­ში იმ­ყო­ფე­ბა. სწო­რედ მისი წყა­ლო­ბით კომ­პა­ნია PepsiCo-ს აქ­ცი­ე­ბი 12%-ით გა­ი­ზარ­და, ხოლო შე­მო­სა­ვალ­მა 60 მი­ლი­არდ დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა.

მე­ო­რე ად­გი­ლი - კომ­პა­ნია Kraft Foods-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ირენ რო­ზენ­ფელ­დის ცოდ­ნის, ინ­ტუ­ი­ცი­ი­სა და ძა­ლისმხმე­ვის წყა­ლო­ბით კომ­პა­ნი­ას დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვეყ­ნე­ბის ბა­ზარ­ზე. თა­ვის დრო­ზე მან გა­უს­წრო ისეთ მსხვილ ინ­ვეს­ტორს, რო­გო­რი­ცაა უო­რენ ბა­ფე­ტი (კომ­პა­ნია Cadbery), რაც ბევრ რა­მე­ზე მე­ტყვე­ლებს.

მე­სა­მე ად­გი­ლი - პატ­რი­ცია უორ­ცი ერთ-ერთ უმ­სხვი­ლეს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო-ბი­ო­ლო­გი­ურ კომ­პა­ნია Archer Daniels Midland-ს ხელ­მძღვა­ნე­ლობს. წარ­სულ­ში პატ­რი­ცი­ამ ნავ­თო­ბის სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა შე­იქ­მნა, რა­მაც გავ­ლე­ნა იქო­ნია მის მო­მა­ვალ­ზე. ამ­ჟა­მად კომ­პა­ნია ბი­ო­საწ­ვავს აწარ­მო­ებს. ამ ნა­ბი­ჯით კომ­პა­ნი­ამ ახა­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბი მი­ი­ზი­და, რა­მაც აქ­ცი­ე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 13%-იანი ზრდა გა­მო­იწ­ვია.

მე­ო­თხე ად­გი­ლი- ან­ჯე­ლა ბრე­ი­ლი უმ­სხვი­ლე­სი სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია WellPoint-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი გახ­ლავთ. ქალ­ბა­ტო­ნი ჯან­დაც­ვის დარ­გში ერთ-ერთ უძ­ლი­ე­რეს და გავ­ლე­ნი­ან პერ­სო­ნად ით­ვლე­ბა. სწო­რედ მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ კომ­პა­ნია WellPoint დღემ­დე სა­და­ზღვე­ვო ბაზ­რის ლი­დე­რია.

მე­ხუ­თე ად­გი­ლი - ან­დრეა იუნ­გი კოს­მე­ტი­კის მწარ­მო­ე­ბელ ცნო­ბილ კომ­პა­ნია Avon Products-ს ხელ­მძღვა­ნე­ლობს. თუმ­ცა, ქა­ლის ნიჭი იმ­დე­ნად და­ა­ფა­სეს, რომ მის­თვის სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ სფე­რო­ში მო­უ­წია მუ­შა­ო­ბამ - 2010 წელს კომ­პა­ნია Apple-ის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭო­ში მი­იწ­ვი­ეს.

მე­ექ­ვსე ად­გი­ლი - მისი სა­ხე­ლი ფაქ­ტობ­რი­ვად ყვე­ლამ იცის. ოპრა უინფრი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად ით­ვლე­ბა მსოფ­ლიო ბიზ­ნე­სის ერთ-ერთ წარ­მა­ტე­ბულ ქა­ლად. ოპრა არა მხო­ლოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნია, ის კომ­პა­ნია Harpo Studios-ს - სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ე­ბის მწარ­მო­ე­ბელ წარ­მა­ტე­ბულ კომ­პა­ნი­ა­საც ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

მეშ­ვი­დე ად­გი­ლი - ელენ კულ­მა­ნი - ლა­ქი­სა და სა­ღე­ბა­ვე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია DuPont-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი და დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე გახ­ლავთ. კომ­პა­ნია ასე­ვე მცე­ნა­რე­თა დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბებს აწარ­მო­ებს. ელენ­მა კომ­პა­ნი­ის­თვის არც თუ ისე სა­ხარ­ბი­ე­ლო პე­რი­ოდ­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ მა­ლე­ვე შეძ­ლო კრი­ზი­სი­დან მისი გა­მოყ­ვა­ნა.

მერ­ვე ად­გი­ლი - ჯინი რო­მე­ტი, ტექ­ნი­კუ­რი და პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გი­გან­ტის, კომ­პა­ნია IBM-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტია. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ქვეშ აქ­ცი­ე­ბის ფასი სწრა­ფად იზ­რდე­ბა. ბევ­რს სჯე­რა, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ჯინი ამ მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ კორ­პო­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი გახ­დე­ბა.

მე­ცხრე ად­გი­ლი - კომ­პა­ნია Xerox-ს ნამ­დვი­ლად გა­უ­მარ­თლა, რომ მის სა­თა­ვე­ში ურ­სუ­ლა ბერნ­სი დგას. ქალი ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია იმი­სა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მი­აღ­წიო წარ­მა­ტე­ბას ნუ­ლი­დან: ურ­სუ­ლამ კომ­პა­ნი­ა­ში სტა­ჟო­რად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა ინ­ჟი­ნერ-მე­ქა­ნი­კო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მო­უდ­გე­ნელ სი­მაღ­ლეს მი­აღ­წია - კომ­პა­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტი გახ­და.

მე­ა­თე ად­გი­ლი - კე­როლ ბარტსი 14 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ფირ­მა Autodesk-ს. სწო­რედ მისი წყა­ლო­ბით კომ­პა­ნია პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ბაზ­რის ლი­დე­რი გახ­და. ამ დრო­ის­თვის კე­რო­ლი Yahoo!-ს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გახ­ლავთ. ამ­ბო­ბენ, რომ მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში კომ­პა­ნი­ამ ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი იზა­რა­ლა, თუმ­ცა არ­სე­ბობს ვერ­სია, რომ ეს მისი წი­ნა­მორ­ბე­დის, ჯერი იან­გის გამო მოხ­და, რო­მელ­მაც კომ­პა­ნია Microsoft-თან გა­რი­გე­ბა ჩა­შა­ლა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ქა­ლის საქ­მი­ა­ნი თვი­სე­ბე­ბი ეჭვგა­რე­შე რჩე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

მსოფლიო ბიზნესის ყველაზე წარმატებული ქალები

მსოფლიო ბიზნესის ყველაზე წარმატებული ქალები

გსურთ გახდეთ წარმატებული ქალი? ოდესმე გიოცნებიათ, წარმოუდგენელი წარმატებისთვის მიგეღწიათ და დაგემტკიცებინათ მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ბიზნესის მართვა მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ, რომ ისინი ცდებიან? მაშინ გთავაზობთ გაეცნოთ მსოფლიო ბიზნესის უძლიერესი ქალბატონების ტოპ-ათეულს: [იხილეთ ფოტოგალერეა]

პირველი ადგილი - ინდრა ნუი 5 წლის განმავლობაში ამ ჩამონათვალის მოწინავე რიგებში იმყოფება. სწორედ მისი წყალობით კომპანია PepsiCo-ს აქციები 12%-ით გაიზარდა, ხოლო შემოსავალმა 60 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

მეორე ადგილი - კომპანია Kraft Foods-ის აღმასრულებელი დირექტორი ირენ როზენფელდის ცოდნის, ინტუიციისა და ძალისმხმევის წყალობით კომპანიას დამსახურებული ადგილი უკავია განვითარებადი ქვეყნების ბაზარზე. თავის დროზე მან გაუსწრო ისეთ მსხვილ ინვესტორს, როგორიცაა უორენ ბაფეტი (კომპანია Cadbery), რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.

მესამე ადგილი - პატრიცია უორცი ერთ-ერთ უმსხვილეს სასოფლო-სამეურნეო-ბიოლოგიურ კომპანია Archer Daniels Midland-ს ხელმძღვანელობს. წარსულში პატრიციამ ნავთობის სფეროში წარმატებული კარიერა შეიქმნა, რამაც გავლენა იქონია მის მომავალზე. ამჟამად კომპანია ბიოსაწვავს აწარმოებს. ამ ნაბიჯით კომპანიამ ახალი ინვესტორები მიიზიდა, რამაც აქციების ღირებულების 13%-იანი ზრდა გამოიწვია.

მეოთხე ადგილი- ანჯელა ბრეილი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია WellPoint-ის ვიცე-პრეზიდენტი გახლავთ. ქალბატონი ჯანდაცვის დარგში ერთ-ერთ უძლიერეს და გავლენიან პერსონად ითვლება. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ კომპანია WellPoint დღემდე სადაზღვევო ბაზრის ლიდერია.

მეხუთე ადგილი - ანდრეა იუნგი კოსმეტიკის მწარმოებელ ცნობილ კომპანია Avon Products-ს ხელმძღვანელობს. თუმცა, ქალის ნიჭი იმდენად დააფასეს, რომ მისთვის სრულიად განსხვავებულ სფეროში მოუწია მუშაობამ - 2010 წელს კომპანია Apple-ის დირექტორთა საბჭოში მიიწვიეს.

მეექვსე ადგილი - მისი სახელი ფაქტობრივად ყველამ იცის. ოპრა უინფრი დამსახურებულად ითვლება მსოფლიო ბიზნესის ერთ-ერთ წარმატებულ ქალად. ოპრა არა მხოლოდ პოპულარული ტელეწამყვანია, ის კომპანია Harpo Studios-ს - სატელევიზიო შოუების მწარმოებელ წარმატებულ კომპანიასაც ხელმძღვანელობს.

მეშვიდე ადგილი - ელენ კულმანი - ლაქისა და საღებავების მწარმოებელი კომპანია DuPont-ის ხელმძღვანელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახლავთ. კომპანია ასევე მცენარეთა დაცვის საშუალებებს აწარმოებს. ელენმა კომპანიისთვის არც თუ ისე სახარბიელო პერიოდში დაიწყო მუშაობა, მაგრამ მალევე შეძლო კრიზისიდან მისი გამოყვანა.

მერვე ადგილი - ჯინი რომეტი, ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტის, კომპანია IBM-ის ვიცე-პრეზიდენტია. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ აქციების ფასი სწრაფად იზრდება. ბევრს სჯერა, რომ უახლოეს მომავალში ჯინი ამ მსოფლიოში ცნობილ კორპორაციის პრეზიდენტი გახდება.

მეცხრე ადგილი - კომპანია Xerox-ს ნამდვილად გაუმართლა, რომ მის სათავეში ურსულა ბერნსი დგას. ქალი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მიაღწიო წარმატებას ნულიდან: ურსულამ კომპანიაში სტაჟორად დაიწყო მუშაობა ინჟინერ-მექანიკოსის თანამდებობაზე და დროთა განმავლობაში წარმოუდგენელ სიმაღლეს მიაღწია - კომპანიის პრეზიდენტი გახდა.

მეათე ადგილი - კეროლ ბარტსი 14 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ფირმა Autodesk-ს. სწორედ მისი წყალობით კომპანია პროგრამული უზრუნველყოფის ბაზრის ლიდერი გახდა. ამ დროისთვის კეროლი Yahoo!-ს გენერალური დირექტორი გახლავთ. ამბობენ, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში კომპანიამ ათეულობით მილიონი დოლარი იზარალა, თუმცა არსებობს ვერსია, რომ ეს მისი წინამორბედის, ჯერი იანგის გამო მოხდა, რომელმაც კომპანია Microsoft-თან გარიგება ჩაშალა. ამის მიუხედავად, ქალის საქმიანი თვისებები ეჭვგარეშე რჩება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს