პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
"მწვანე სახლები" ლისის ტბაზე
"მწვანე სახლები" ლისის ტბაზე

სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო­უ­რი ბა­ღჩე­ულ-ბოსტნე­უ­ლი მეტი იყი­დე­ბა, ვიდ­რე ად­გი­ლობ­რი­ვად მო­წე­უ­ლი. ყვე­ლა­ზე დიდი მო­თხოვ­ნა კიტრსა და პო­მი­დორ­ზეა. სე­ზონ­ზე - გვი­ან ზა­ფხულ­სა და ად­რე­ულ შე­მოდ­გო­მა­ზე - თავ­ზე საყ­რე­ლად გვაქვს გრუნტზე მოყ­ვა­ნი­ლი ჩვე­ნი კიტ­რი და პო­მი­დო­რი, მაგ­რამ აცი­ვე­ბას­თან ერ­თად, დახ­ლი ღა­რიბ­დე­ბა. რჩე­ბა სათ­ბურ­ში მოყ­ვა­ნი­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი, ანდა უცხო­უ­რი, რო­მე­ლიც ფა­სით ქარ­თულს ძა­ლი­ან ავიწ­რო­ებს - უფრო ია­ფია. ამას­თან, სათ­ბურ­ში ბა­ღჩე­უ­ლი მეტ­წი­ლად ხე­ლოვ­ნუ­რად, სხვა­დას­ხვა ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბით მოჰ­ყავთ, რაც ზე­მოქ­მე­დებს პრო­დუქ­ტის თვი­სე­ბებ­ზე - მას ნაკ­ლებ სა­სარ­გებ­ლოს ხდის.

ნინა პეტ­რო­ვა-ძნე­ლა­ძის ოჯახ­მა სათ­ბუ­რის აშე­ნე­ბა რვა წლის წინ გა­ნიზ­რა­ხა ლი­სის ტბის მი­და­მო­ებ­ში, რომ­ლე­ბიც მდი­და­რია თერ­მუ­ლი წყლე­ბით. ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქ­ტის მოყ­ვა­ნა ჯერ ოჯა­ხის­თვის და­ი­წყეს. ახლა ნინა პეტ­რო­ვა-ძნე­ლა­ზე მშობ­ლებ­თან ერ­თად სა­სათ­ბუ­რე მე­ურ­ნე­ო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე­ვე ცხოვ­რობს, ლი­სის ტბა­ზე. "ბოლო წლებ­ში სა­ზღვარ­გა­რეთ ვცხოვ­რობ­დი: რუ­სეთ­ში, მო­ნა­კო­ში, საფ­რან­გეთ­ში. პრო­ფე­სი­ით ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რი ვარ და იქაც ამ საქ­მით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. დრო­დად­რო ჩა­მოვ­დი­ო­დი და სათ­ბუ­რის კარს მხო­ლოდ მწვა­ნი­ლის მო­საკ­რე­ფად თუ შე­ვა­ღებ­დი. მშობ­ლე­ბის წა­მო­წყე­ბუ­ლი საქ­მე კარ­გად მი­დი­ო­და, მაგ­რამ ვგრძნობ­დი, სი­ახ­ლე იყო სა­ჭი­რო," - ამ­ბობს ნინა პეტ­რო­ვა-ძნე­ლა­ძე.

სი­ახ­ლე­ე­ბი იმით და­ი­წყო, რომ რამ­დენ­ჯერ­მე უცხო­ე­თი­დან მცე­ნა­რე­ე­ბის თეს­ლი ჩა­მო­ი­ტა­ნა. მათ შო­რის, პო­მიდვ­რის, ბულ­გა­რუ­ლი წი­წა­კის და სხვა, დე­დამ კი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ჯი­შე­ბის გა­ხა­რე­ბა და­ი­წყო. "ყო­ველ­დღე ვრე­კავ­დი უცხო­ე­თი­დან და ვკი­თხუ­ლობ­დი, გა­ი­ხა­რა თუ არა წი­წა­კამ, პო­მი­დორ­მა ნა­ყო­ფი თუ მო­ის­ხა-მეთ­ქი. ერთხელ გა­ზა­ფხულ­ზე ჩა­მო­ვე­დი. ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, რო­გორც ყო­ველ­თვის, სათ­ბურ­ში ფუს­ფუ­სებ­დნენ. კარი რომ შე­ვა­ღე, იქა­უ­რო­ბა სულ სხვაგ­ვა­რად და­ვი­ნა­ხე - წი­თელ და მწვა­ნე ფე­რებს დღის სი­ნათ­ლე უფრო მეტ ხიბლს სძენ­და. მას შემ­დეგ ბა­ღჩე­ულ­ზე ყვე­ლა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებს," - იხ­სე­ნებს ლი­სის ტბის მწვა­ნე სახ­ლე­ბის მე­პატ­რო­ნე.

სათ­ბურ­ში დი­ლის ექ­ვსი სა­ა­თი­დან სა­ღა­მოს შვი­დამ­დე ტრი­ა­ლე­ბენ - მი­წას ამუ­შა­ვე­ბენ, ჩი­თი­ლე­ბი გა­მოჰ­ყავთ, შემ­დეგ კი გამ­ზა­დე­ბულ და და­მუ­შა­ვე­ბულ მი­წა­ში გა­და­აქვთ. პო­მი­დორს სამი თვე სჭირ­დე­ბა, რომ გა­ი­ზარ­დოს, იყ­ვა­ვი­ლოს და ნა­ყო­ფი მო­ის­ხას. ამ სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კი ნარ­გავს გას­ხვლა-გა­მოკ­რე­ჭა სჭირ­დე­ბა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

"მწვანე სახლები" ლისის ტბაზე

"მწვანე სახლები" ლისის ტბაზე

საქართველოში უცხოური ბაღჩეულ-ბოსტნეული მეტი იყიდება, ვიდრე ადგილობრივად მოწეული. ყველაზე დიდი მოთხოვნა კიტრსა და პომიდორზეა. სეზონზე - გვიან ზაფხულსა და ადრეულ შემოდგომაზე - თავზე საყრელად გვაქვს გრუნტზე მოყვანილი ჩვენი კიტრი და პომიდორი, მაგრამ აცივებასთან ერთად, დახლი ღარიბდება. რჩება სათბურში მოყვანილი ადგილობრივი, ანდა უცხოური, რომელიც ფასით ქართულს ძალიან ავიწროებს - უფრო იაფია. ამასთან, სათბურში ბაღჩეული მეტწილად ხელოვნურად, სხვადასხვა ქიმიური საშუალებით მოჰყავთ, რაც ზემოქმედებს პროდუქტის თვისებებზე - მას ნაკლებ სასარგებლოს ხდის.

ნინა პეტროვა-ძნელაძის ოჯახმა სათბურის აშენება რვა წლის წინ განიზრახა ლისის ტბის მიდამოებში, რომლებიც მდიდარია თერმული წყლებით. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოყვანა ჯერ ოჯახისთვის დაიწყეს. ახლა ნინა პეტროვა-ძნელაზე მშობლებთან ერთად სასათბურე მეურნეობის ტერიტორიაზევე ცხოვრობს, ლისის ტბაზე. "ბოლო წლებში საზღვარგარეთ ვცხოვრობდი: რუსეთში, მონაკოში, საფრანგეთში. პროფესიით ინტერიერის დიზაინერი ვარ და იქაც ამ საქმით ვიყავი დაკავებული. დროდადრო ჩამოვდიოდი და სათბურის კარს მხოლოდ მწვანილის მოსაკრეფად თუ შევაღებდი. მშობლების წამოწყებული საქმე კარგად მიდიოდა, მაგრამ ვგრძნობდი, სიახლე იყო საჭირო," - ამბობს ნინა პეტროვა-ძნელაძე.

სიახლეები იმით დაიწყო, რომ რამდენჯერმე უცხოეთიდან მცენარეების თესლი ჩამოიტანა. მათ შორის, პომიდვრის, ბულგარული წიწაკის და სხვა, დედამ კი ექსპერიმენტული ჯიშების გახარება დაიწყო. "ყოველდღე ვრეკავდი უცხოეთიდან და ვკითხულობდი, გაიხარა თუ არა წიწაკამ, პომიდორმა ნაყოფი თუ მოისხა-მეთქი. ერთხელ გაზაფხულზე ჩამოვედი. ჩემი ოჯახის წევრები, როგორც ყოველთვის, სათბურში ფუსფუსებდნენ. კარი რომ შევაღე, იქაურობა სულ სხვაგვარად დავინახე - წითელ და მწვანე ფერებს დღის სინათლე უფრო მეტ ხიბლს სძენდა. მას შემდეგ ბაღჩეულზე ყველაფერი მაინტერესებს," - იხსენებს ლისის ტბის მწვანე სახლების მეპატრონე.

სათბურში დილის ექვსი საათიდან საღამოს შვიდამდე ტრიალებენ - მიწას ამუშავებენ, ჩითილები გამოჰყავთ, შემდეგ კი გამზადებულ და დამუშავებულ მიწაში გადააქვთ. პომიდორს სამი თვე სჭირდება, რომ გაიზარდოს, იყვავილოს და ნაყოფი მოისხას. ამ სამი თვის განმავლობაში კი ნარგავს გასხვლა-გამოკრეჭა სჭირდება.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია