სამართალი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტუალეტის მრეცხავი, ოპერატორი, ჯამბაზი - საიდან დაიწყეს ჰოლივუდის ვარსკვლავებმა კარიერა
ტუალეტის მრეცხავი, ოპერატორი, ჯამბაზი - საიდან დაიწყეს ჰოლივუდის ვარსკვლავებმა კარიერა

ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, მაგ­რამ წარ­მა­ტე­ბის­კენ გზა ბევ­რი ვარ­სკვლა­ვის­თვის ურ­თუ­ლე­სი იყო და ხში­რად ფას­ტფუ­დებ­ზე, სამ­შე­ნებ­ლო მო­ედ­ნებ­სა და სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ზეც კი გა­დი­ო­და. თქვენ წი­ნა­შე ის ვარ­სკვლა­ვე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც კა­რი­ე­რის აწყო­ბამ­დე ნე­ბის­მი­ერ, ჭუ­ჭყი­ან საქ­მე­საც კი ჰკი­დებ­დნენ ხელს. ოღონ­დაც, თა­ვი­ან­თი ბედ­ნი­ე­რი ვარ­სკვლა­ვის სჯე­რო­დათ და მი­ზან­და­სა­ხუ­ლე­ბი იყ­ვნენ.

ჰიუ ჯეკ­მა­ნი

"მე კო­კოს მე­ძახ­დნენ და სულ რა­ღაც ხუთ დო­ლა­რად შე­მეძ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ცი­ნე­ბა, - იხ­სე­ნებს ვარ­სკვლა­ვი და მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­მა­კა­ცი თა­ვის მუ­შა­ო­ბას... ჯამ­ბა­ზად, - მომ­წონ­და მა­ი­მუ­ნო­ბა და სა­ბავ­შვო ზე­ი­მებ­ზე ბავ­შვე­ბის გარ­თო­ბა, ტყუ­ი­ლად კი არ ვი­ყა­ვი ამით და­კა­ვე­ბუ­ლი მთე­ლი სამი წელი და დღემ­დე მე­ნატ­რე­ბა ის მხი­ა­რუ­ლი დღე­ე­ბი".

ჯე­ნი­ფერ ენის­ტო­ნი

სა­ნამ ჩა­ე­წე­რე­ბო­და კას­ტინგზე სე­რი­ა­ლი­სა "მე­გობ­რე­ბი", "თა­ვებ­ზე მო­ნა­დი­რე­ე­ბის" ვარ­სკვლა­ვი უბ­რა­ლო კუ­რი­ე­რად მუ­შა­ობ­და და ტე­ლე­ფო­ნით ყიდ­და სა­ქო­ნელს. "დიახ, ბავ­შვო­ბა­ში ტუ­ა­ლე­ტე­ბის რე­ცხვაც კი მიც­დია, რომ ჯი­ბის ფული მე­შო­ვა, - აღი­ა­რა მსა­ხი­ობ­მა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში, - შე­სა­ნიშ­ნა­ვა­დაც გა­მომ­დი­ო­და".

შონ კო­ნე­რი

სი­ა­მოვ­ნე­ბით რომ ვუ­ყუ­რებთ, რო­გორ "დებს კუ­ბო­ში" ჯე­იმს ბონ­დი ბო­როტ­მოქ­მე­დებს, ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენთ, რომ თვი­თონ მსა­ხი­ო­ბი ერთ დროს სწო­რედ ამ კუ­ბო­ებს... აპ­რი­ა­ლებ­და. "მახ­სოვს, ერთხელ დაღ­ლილ­მა გა­დავ­წყვი­ტე, ერთი სა­ა­თით ერთ-ერთ კუ­ბო­ში და­მე­ძი­ნა, რო­მე­ლიც სულ ახა­ლი გაპ­რი­ა­ლე­ბუ­ლი მქონ­და, - იხ­სე­ნებს შონი თა­ვის მუ­შა­ო­ბას დამ­კრძა­ლავ ბი­უ­რო­ში, - ხოლო როცა გა­ვიღ­ვი­ძე, ვე­რაფ­რით ვერ ვიხ­სე­ნებ­დი, მოვ­კვდი თუ კი­დევ ცო­ცხა­ლი ვი­ყა­ვი".

გვენ სტე­ფა­ნი

რო­გორ უნდა გა­ა­სუფ­თა­ოს ია­ტა­კე­ბი გაბრ­წყი­ნე­ბამ­დე, ნოუ და­უ­თის ვარ­სკვლავ­მა პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბით იცის. სა­ნამ "გრე­მის" პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი გახ­დე­ბო­და, ჩვრი­თა და სათ­ლით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში მუ­შა­ობ­და სა­ა­თო­ბით. ასე­თი სა­მუ­შა­ოს შემ­დეგ მა­ღა­ზი­ა­ში კონ­სულ­ტან­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა მის­თვის ნამ­დვი­ლი სა­მო­თხე იყო.

კი­ა­ნუ რივ­ზი

XX სა­უ­კუ­ნის 80-იანი წლე­ბის შუ­ა­ლედ­ში ნეო ჯერ ვერც კი იეჭ­ვებ­და, რომ ოდეს­მე მსოფ­ლი­ოს მატ­რი­ცის­გან დახ­სნის დიდ მი­სი­ას შე­ას­რუ­ლებ­და, ამი­ტო­მაც ნე­ბის­მი­ერ საქ­მეს ჰკი­დებ­და ხელს, რა­საც ბედი გად­მო­უგ­დებ­და. "კოკა-კო­ლა­სა" და ჩიპ­სე­ბის რეკ­ლა­მა­ში გა­და­ღე­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გლა, არა­ნაკ­ლებ ეფექ­ტუ­რად ჭრი­და ხე­ებს, ვაჭ­რობ­და დახ­ლთან, შვე­ი­ცა­რიც იყო და გორ­გო­ლა­ჭებ­საც კი აპ­რი­ა­ლებ­და.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

ტუალეტის მრეცხავი, ოპერატორი, ჯამბაზი - საიდან დაიწყეს ჰოლივუდის ვარსკვლავებმა კარიერა

ტუალეტის მრეცხავი, ოპერატორი, ჯამბაზი - საიდან დაიწყეს ჰოლივუდის ვარსკვლავებმა კარიერა

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ წარმატებისკენ გზა ბევრი ვარსკვლავისთვის ურთულესი იყო და ხშირად ფასტფუდებზე, სამშენებლო მოედნებსა და სხვა დაწესებულებებზეც კი გადიოდა. თქვენ წინაშე ის ვარსკვლავები არიან, რომლებიც კარიერის აწყობამდე ნებისმიერ, ჭუჭყიან საქმესაც კი ჰკიდებდნენ ხელს. ოღონდაც, თავიანთი ბედნიერი ვარსკვლავის სჯეროდათ და მიზანდასახულები იყვნენ.

ჰიუ ჯეკმანი

"მე კოკოს მეძახდნენ და სულ რაღაც ხუთ დოლარად შემეძლო ადამიანების გაცინება, - იხსენებს ვარსკვლავი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მამაკაცი თავის მუშაობას... ჯამბაზად, - მომწონდა მაიმუნობა და საბავშვო ზეიმებზე ბავშვების გართობა, ტყუილად კი არ ვიყავი ამით დაკავებული მთელი სამი წელი და დღემდე მენატრება ის მხიარული დღეები".

ჯენიფერ ენისტონი

სანამ ჩაეწერებოდა კასტინგზე სერიალისა "მეგობრები", "თავებზე მონადირეების" ვარსკვლავი უბრალო კურიერად მუშაობდა და ტელეფონით ყიდდა საქონელს. "დიახ, ბავშვობაში ტუალეტების რეცხვაც კი მიცდია, რომ ჯიბის ფული მეშოვა, - აღიარა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში, - შესანიშნავადაც გამომდიოდა".

შონ კონერი

სიამოვნებით რომ ვუყურებთ, როგორ "დებს კუბოში" ჯეიმს ბონდი ბოროტმოქმედებს, ვერც კი წარმოვიდგენთ, რომ თვითონ მსახიობი ერთ დროს სწორედ ამ კუბოებს... აპრიალებდა. "მახსოვს, ერთხელ დაღლილმა გადავწყვიტე, ერთი საათით ერთ-ერთ კუბოში დამეძინა, რომელიც სულ ახალი გაპრიალებული მქონდა, - იხსენებს შონი თავის მუშაობას დამკრძალავ ბიუროში, - ხოლო როცა გავიღვიძე, ვერაფრით ვერ ვიხსენებდი, მოვკვდი თუ კიდევ ცოცხალი ვიყავი".

გვენ სტეფანი

როგორ უნდა გაასუფთაოს იატაკები გაბრწყინებამდე, ნოუ დაუთის ვარსკვლავმა პირადი გამოცდილებით იცის. სანამ "გრემის" პრემიის ლაურეატი გახდებოდა, ჩვრითა და სათლით შეიარაღებული ერთ-ერთ რესტორანში მუშაობდა საათობით. ასეთი სამუშაოს შემდეგ მაღაზიაში კონსულტანტის თანამდებობა მისთვის ნამდვილი სამოთხე იყო.

კიანუ რივზი

XX საუკუნის 80-იანი წლების შუალედში ნეო ჯერ ვერც კი იეჭვებდა, რომ ოდესმე მსოფლიოს მატრიცისგან დახსნის დიდ მისიას შეასრულებდა, ამიტომაც ნებისმიერ საქმეს ჰკიდებდა ხელს, რასაც ბედი გადმოუგდებდა. "კოკა-კოლასა" და ჩიპსების რეკლამაში გადაღებით არ შემოიფარგლა, არანაკლებ ეფექტურად ჭრიდა ხეებს, ვაჭრობდა დახლთან, შვეიცარიც იყო და გორგოლაჭებსაც კი აპრიალებდა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება