მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველები ჭყლეტას გადავურჩით" - რას ჰყვებიან მექაში საქართველოდან ჩასული პილიგრიმები?
"ქართველები ჭყლეტას გადავურჩით" - რას ჰყვებიან მექაში საქართველოდან ჩასული პილიგრიმები?

"ეშ­მა­კის ჩა­ქოლ­ვი­სას" შე­ნო­ბის მე­სა­მე სარ­თუ­ლი­დან მომ­ლოც­ვე­ლე­ბი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გად­მოც­ვივ­დნენ. ხალ­ხის ერთი ნა­კა­დი რა­ტომ­ღაც სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით და­იძ­რა და მე­ო­რე ნა­კადს შე­ე­ჯა­ხა. სა­ში­ნე­ლი ჭყლე­ტა და­ი­წყო - ადა­მი­ა­ნე­ბი გაქ­ცე­ვას ცდი­ლობ­დნენ, მაგ­რამ გა­და­ად­გი­ლე­ბა­საც კი ვერ ახერ­ხებ­დნენ. ყვე­ლა ყვი­რო­და, ერ­თმა­ნეთს ეჯა­ხე­ბოდ­ნენ... ვხე­დავ­დი ადა­მი­ა­ნე­ბი მო­წყვე­ტით მი­წა­ზე რო­გორ ეცე­მოდ­ნენ, მაგ­რამ დახ­მა­რე­ბა­საც ვერ ვა­ხერ­ხებ­დით"[იხი­ლეთ გა­ლე­რეა]

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­უ­დის არა­ბეთ­ში, ქა­ლაქ მე­ქას­თან მომ­ხდა­რი ჭყლე­ტის შე­დე­გად 700-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა,­ 800-მდე კი მძი­მედ და­შავ­და. ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა ჰა­ჯის დროს მოხ­და. "ეშ­მა­კის ჩა­ქოლ­ვის" რი­ტუ­ალ­ში 38 ქარ­თვე­ლი პი­ლიგ­რი­მიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. "კვი­რის პა­ლიტ­რა" მე­ქა­ში სწო­რედ ქარ­თვე­ლი პი­ლიგ­რი­მე­ბის ხელ­მძღვა­ნელ ბად­რი შან­თა­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც ინ­ცი­დენ­ტის დე­ტა­ლებს ექ­სკლუ­ზი­უ­რად გვიყ­ვე­ბა:

- მუს­ლიმ­თა პი­ლიგ­რი­მო­ბის - ჰა­ჯის დროს, ათა­სო­ბით მორ­წმუ­ნე მი­ნას ხე­ო­ბა­ში ე.წ. ეშ­მა­კის ჩა­ქოლ­ვის რი­ტუ­ალ­ში მონ­აწი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად ჩა­დის. წელს ჰა­ჯი­ში ორ მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ის­ლა­მუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბით, მომ­ლოც­ვე­ლე­ბი მი­ნას ხე­ო­ბი­დან ქა­ა­ბას მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ვე­მარ­თე­ბით, გზად კი, აუ­ცი­ლებ­ლად არა­ფა­ტის ველ­ზე უნდა დავ­ბა­ნაკ­დეთ. პირ­ვე­ლი ინ­ცი­დენ­ტი სწო­რედ ამ დროს მოხ­და - "ეშ­მა­კის ჩა­ქოლ­ვი­სას" შე­ნო­ბის მე­სა­მე სარ­თუ­ლი­დან მომ­ლოც­ვე­ლე­ბი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გად­მოც­ვივ­დნენ. ხალ­ხის ერთი ნა­კა­დი რა­ტომ­ღაც სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით და­იძ­რა და მე­ო­რე ნა­კადს შე­ე­ჯა­ხა. სა­ში­ნე­ლი ჭყლე­ტა და­ი­წყო - ადა­მი­ა­ნე­ბი გაქ­ცე­ვას ცდი­ლობ­დნენ, მაგ­რამ გა­და­ად­გი­ლე­ბა­საც კი ვერ ახერ­ხებ­დნენ. ყვე­ლა ყვი­რო­და, ერ­თმა­ნეთს ეჯა­ხე­ბოდ­ნენ... ვხე­დავ­დი, ადა­მი­ა­ნე­ბი მო­წყვე­ტით მი­წა­ზე რო­გორ ეცე­მოდ­ნენ, მაგ­რამ დახ­მა­რე­ბა­საც ვერ ვა­ხერ­ხებ­დით.

- ჭყლე­ტი­სას ქარ­თვე­ლი პი­ლიგ­რი­მე­ბი­დან არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა?

- მე­ქა­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან 38-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი გა­ემ­გზავ­რა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, არც ერთი მათ­გა­ნი არ და­შა­ვე­ბუ­ლა. დღეს და­ღუ­პუ­ლე­ბის სუ­ლე­ბის­თვის ვლო­ცუ­ლობთ. ბუ­ნებ­რი­ვია, რო­დე­საც ასი ათა­სი ადა­მი­ა­ნი ერ­თდრო­უ­ლად მოძ­რა­ობს, ერთი შეც­დო­მაც კი, შე­იძ­ლე­ბა ფა­ტა­ლუ­რად დას­რულ­დეს. არა­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბის გამო ცოტა ხან­ში მე­ო­რე ინ­ცი­დენ­ტიც მოხ­და, მომ­ლოც­ვე­ლე­ბის ტალ­ღა ისევ არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­უშ­ვეს.

- ვინ იყო ნა­კა­დის და­რე­გუ­ლი­რე­ბა­ზე პას­უხის­მგე­ბე­ლი და თუ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა?

- რო­გორც გვი­თხრეს, მომ­ხდარს სა­ხელ­მწი­ფო უკვე იძი­ებს და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში დამ­ნა­შა­ვე­ებ­საც გა­მო­ავ­ლე­ნენ. შე­საძ­ლოა უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხიც დად­გეს. სამ­წუ­ხა­როდ, მე­ქა­ში ჭყლე­ტა ბევ­რად მას­შტა­ბუ­რი იყო. მარ­თა­ლია, ქარ­თველ პი­ლიგ­რი­მებს მო­ლოც­ვის რი­ტუ­ა­ლი უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი გვქონ­და, მაგ­რამ მა­ინც სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თის მომსწრე გავ­ხდით. შე­ში­ნე­ბუ­ლი ხალ­ხის ყვი­რი­ლის ხმა ახ­ლაც ჩა­მეს­მის. ირ­გვლივ სა­ში­ნე­ლი ქა­ო­სი იყო.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

"ქართველები ჭყლეტას გადავურჩით" - რას ჰყვებიან მექაში საქართველოდან ჩასული პილიგრიმები?

"ქართველები ჭყლეტას გადავურჩით" - რას ჰყვებიან მექაში საქართველოდან ჩასული პილიგრიმები?

"ეშმაკის ჩაქოლვისას" შენობის მესამე სართულიდან მომლოცველები მოულოდნელად გადმოცვივდნენ. ხალხის ერთი ნაკადი რატომღაც საპირისპირო მიმართულებით დაიძრა და მეორე ნაკადს შეეჯახა. საშინელი ჭყლეტა დაიწყო - ადამიანები გაქცევას ცდილობდნენ, მაგრამ გადაადგილებასაც კი ვერ ახერხებდნენ. ყველა ყვიროდა, ერთმანეთს ეჯახებოდნენ... ვხედავდი ადამიანები მოწყვეტით მიწაზე როგორ ეცემოდნენ, მაგრამ დახმარებასაც ვერ ვახერხებდით" [იხილეთ გალერეა]

ბოლო მონაცემებით, საუდის არაბეთში, ქალაქ მექასთან მომხდარი ჭყლეტის შედეგად 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა,­ 800-მდე კი მძიმედ დაშავდა. ტრაგიკული შემთხვევა ჰაჯის დროს მოხდა. "ეშმაკის ჩაქოლვის" რიტუალში 38 ქართველი პილიგრიმიც მონაწილეობდა. "კვირის პალიტრა" მექაში სწორედ ქართველი პილიგრიმების ხელმძღვანელ ბადრი შანთაძეს დაუკავშირდა, რომელიც ინციდენტის დეტალებს ექსკლუზიურად გვიყვება:

- მუსლიმთა პილიგრიმობის - ჰაჯის დროს, ათასობით მორწმუნე მინას ხეობაში ე.წ. ეშმაკის ჩაქოლვის რიტუალში მონ­აწილეობის მისაღებად ჩადის. წელს ჰაჯიში ორ მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა. ისლამური ტრადიციებით, მომლოცველები მინას ხეობიდან ქააბას მიმართულებით მივემართებით, გზად კი, აუცილებლად არაფატის ველზე უნდა დავბანაკდეთ. პირველი ინციდენტი სწორედ ამ დროს მოხდა - "ეშმაკის ჩაქოლვისას" შენობის მესამე სართულიდან მომლოცველები მოულოდნელად გადმოცვივდნენ. ხალხის ერთი ნაკადი რატომღაც საპირისპირო მიმართულებით დაიძრა და მეორე ნაკადს შეეჯახა. საშინელი ჭყლეტა დაიწყო - ადამიანები გაქცევას ცდილობდნენ, მაგრამ გადაადგილებასაც კი ვერ ახერხებდნენ. ყველა ყვიროდა, ერთმანეთს ეჯახებოდნენ... ვხედავდი, ადამიანები მოწყვეტით მიწაზე როგორ ეცემოდნენ, მაგრამ დახმარებასაც ვერ ვახერხებდით.

- ჭყლეტისას ქართველი პილიგრიმებიდან არავინ დაშავებულა?

- მექაში საქართველოდან 38-კაციანი ჯგუფი გაემგზავრა. საბედნიეროდ, არც ერთი მათგანი არ დაშავებულა. დღეს დაღუპულების სულებისთვის ვლოცულობთ. ბუნებრივია, როდესაც ასი ათასი ადამიანი ერთდროულად მოძრაობს, ერთი შეცდომაც კი, შეიძლება ფატალურად დასრულდეს. არაორგანიზებულობის გამო ცოტა ხანში მეორე ინციდენტიც მოხდა, მომლოცველების ტალღა ისევ არასწორი მიმართულებით გაუშვეს.

- ვინ იყო ნაკადის დარეგულირებაზე პას­უხისმგებელი და თუ დაიწყო გამოძიება?

- როგორც გვითხრეს, მომხდარს სახელ­მწიფო უკვე იძიებს და უახლოეს მომავალში დამნაშავეებსაც გამოავლენენ. შესაძლოა უმაღლესი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. სამწუხაროდ, მექაში ჭყლეტა ბევრად მასშტაბური იყო. მართალია, ქართველ პილიგრიმებს მოლოცვის რიტუალი უკვე დასრულებული გვქონდა, მაგრამ მაინც საშინელი სურათის მომსწრე გავხდით. შეშინებული ხალხის ყვირილის ხმა ახლაც ჩამესმის. ირგვლივ საშინელი ქაოსი იყო.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია